პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

აზითრომიცინი ნორმონი 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

Azithromycin Normon 500 mg film-coated tablets

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

მედიკამენტის სრული სახელწოდებაა აზითრომიცინი ნორმონი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, მაგრამ ინსტრუქციაში ის მოხსნენიებული იქნება, როგორც აზითრომიცინი ნორმონი. აზითრომიცინი მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ე.წ. მაკროლიდების ჯგუფს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აზითრომიცინი (azithromycin)
ფორმა და შეფუთვა
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3 (1X3)
მწარმოებელი
Laboratorios NORMON, S.A., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მაკროლიდები
ATC კოდი
J01FA10
რეგისტრაციის ნომერი
რ-035140
რეგისტრირებულია
6 მაისი 2022, მოქმედებს 6 მაისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Laboratorios NORMON, S.A. (ესპანეთი)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააზითრომიცინი ნორმონი 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები და სხვა წამალი ერთად

აზითრომიცინი ნორმონი 500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მედიკამენტის სრული სახელწოდებაა აზითრომიცინი ნორმონი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, მაგრამ ინსტრუქციაში ის მოხსნენიებული იქნება, როგორც აზითრომიცინი ნორმონი.

აზითრომიცინი მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ე.წ. მაკროლიდების ჯგუფს.

ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ და არ გამოიყენება ისეთი ვირუსული ინფექციების, როგორიცაა გაციება ან გრიპი, სამკურნალოდ.

მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ მოცემული ინსტრუქციების დაცვა მედიკამენტის დოზებთან, დოზებს შორის ინტერვალთან და მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.

დაუშვებელია მედიკამენტის შენახვა ან ხელახალი გამოყენება. მკურნალობის დასრულების შემდეგ დარჩენილი ანტიბიოტიკები უნდა დაბრუნდეს აფთიაქში მისი სათანადო უტილიზაციისათვის. დაუშვებელია მედიკამენტის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.

აზითრომიცინი გამოიყენება “მიკრორგანიზმებით”, როგორიცაა ბაქტერიები, გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. ეს ინფექციები მოიცავს:

გულმკერდის ღრუს ინფექციები, როგორიცაა ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (ადექვატურად დიაგნოსტირებული) და პნევმონია;

სინუსური წიაღების, ხახის, ტონზილების ან ყურის ინფექციები;

კანისა და რბილი ქსოვილების სუსტი ან საშუალო სიმძიმის ინფექციები, როგორიცაა თმის ფოლიკულების ინფექცია (ფოლიკულიტი), კანისა და მისი ღრმა შრეების ბაქტერიული ინფექცია (ცელულიტი), კანის ინფექცია სიწითლითა და შეშუპებით (წითელი ქარი);

ბაქტერია “ჩჰლამყდია ტრაცჰომატის”-ით გამოწვეული ინფექცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ბუშტიდან გამომავალი მილის (შარდსადენის - ურეთრის) ან საშვილოსნოს ყელის (საშვილოსნოს და საშოს შეერთების ადგილის) ანთება.

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ამ მედიკამენტის მიღებისას

უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით;

დაუშვებელია ტაბლეტების გასრესვა ან დაღეჭვა;

500 მგ ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ დოზად.

რამდენი ტაბლეტი მიიღება

მოზრდილები და მოზარდები 45 კგ და მეტი სხეულის წონით

ჩვეულებრივი დოზაა 1,500 მგ. შეიძლება მიღებულ იქნეს ორი გზით. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, როგორ უნდა მიიღოს პაციენტმა:

3 დღის განმავლობაში: 500 მგ ტაბლეტი დღეში, ან

5 დღის განმავლობაში: 500 მგ ტაბლეტი პირველ დღეს და 250 მგ მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 დღეს.

დოზა განსხვავებულია შარდის ბუშტიდან გამომავალი მილის (შარდსადენის - ურეთრის) ან საშვილოსნოს ყელის (საშვილოსნოს და საშოს შეერთების ადგილის) ანთების დროს. ექიმი დანიშნავს ერთჯერად დოზას 1000 მგ-ს.

45 კგ-მდე წონის მქონე ბავშვები და მოზარდები:

ტაბლეტები არ არის რეკომენდებული. 45 კგ-მდე წონის მქონე პაციენტებში გამოიყენება მედიკამენტის სხვა ფორმები, როგორიცაა აზითრომიცინის სუსპენზია.

თირკმლის ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს სტანდარტული დოზის ცვლილება.

აზითრომიცინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

აზითრომიცინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა. პაციენტმა თან იქონიოს მედიკამენტის შეფუთვა. შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

სმენის დროებითი დაკარგვა;

ძლიერი გულისრევა, ღებინება და ფაღარათი.

აზითრომიცინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დოზის მიღების დავიწყებისას მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე;

თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვებულ უნდა იქნეს დავიწყებული დოზა;

თუ დოზა იქნა გამოტოვებული, ტაბლეტების მიღება ისევ უნდა გაგრძელდეს. ეს ნიშნავს, რომ მკურნალობის კურსი დამთავრდება ერთი დღით გვიან.

აზითრომიცინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას

აზითრომიცინი ნორმონით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

მედიკამენტის შესახებ დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) აზითრომიცინის, ერითრომიცინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) მაკროლიდების ან კეტოლიდების ჯგუფის რომელიმე ანტიბიოტიკების მიმართ.

დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა აზითრომიცინი ნორმონის მიღებამდე.

სიფრთხილის ზომები

აზითრომიცინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები – შეიძლება საჭირო გახდეს ღვიძლის ფუნქციის შემოწმება ან მკურნალობის შეწყვეტა;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნება გულის პრობლემები ან გულისცემის სიხშირის პრობლემები, როგორიცაა Qთ ინტერვალის გახანგრძლივება (ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე – ეკგ-ზე);

თუ პაციენტს სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის ძალიან დაბალი დონე აქვს;

თუ პაციენტს უვითარდება სხვა ინფექციის ნიშნები;

თუ პაციენტს აღენიშნება ნერვული (ნევროლოგიური) ან ფსიქიკური ჯანმრთელობის (ფსიქიატრიული) პრობლემები.

უნდა შეწყდეს აზითრომიცინი ნორმონის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი მოვლენა ამ მედიკამენტის მიღებისას:

სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, გამონაყარი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ქავილით მიმდინარე კანზე გამონაყარით ან ძლიერი ბუშტუკოვანი გამონაყარით კანზე, ან წყლულებით ტუჩებზე, თვალებზე, ცხვირში, პირის ღრუსა და გენიტალიებზე. ეს შეიძლება მძიმე ალერგიული რეაქციის, ანგიონევროზული შეშუპების ან ანაფილაქსიის ნიშნები იყოს;

სერიოზული დიარეა, რომელიც დიდხანს გრძელდება ან განავალში აღინიშნება სისხლი ან ლორწო. ეს შეიძლება ნაწლავების პრობლემაის ე.წ. “ფსევდომემბრანოზული კოლიტის” ნიშნები იყოს.

აზითრომიცინის შემცველი პროდუქტების სხვა ფარმაცევტული ფორმები.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

ანტაციდები - გამოიყენება გულძმარვის და დისპეფსიის დროს. აზითრომიცინი ნორმონი მიღებულ უნდა იქნეს ანტაციდამდე არაუმცირეს 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ;

ერგოტამინი (გამოიყენება შაკიკის დროს), არ უნდა იქნეს მიღებული აზითრომიცინთან ერთდროულად, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები (დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნებით კიდურებში, კუნთების სპაზმები, თავის ტკივილი, კრუნჩხვები, მუცლის ტკივილი ან მკერდის არეში ტკივილი);

ვარფარინი ან მსგავსი მედიკამენტები, გამოიყენება სისხლის გასათხევადებლად, აზითრომიცინმა შეიძლება გააძლიეროს მათი ეფექტი;

ცისაპრიდი (გამოიყენება კუჭის პრობლემების დროს) არ უნდა იქნეს ერთდროულად მიღებული, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გულის მძიმე პრობლემები (ჩანს ეკგ-ზე);

ტერფენადინი (გამოიყენება თივის ცხელების სამკურნალოდ) არ უნდა იქნეს ერთდროულად მიღებული, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გულის მძიმე პრობლემები

ზიდოვუდინი ან ნელფინავირი – გამოიყენება აივ ინფექციების სამკურნალოდ, ნელფინავირის აზითრომიცინი ნორმონთან ერთდოული მიღებისას შეიძლება გაიზარდოს ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების რაოდენობა;

რიფაბუტინი - გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ;

ქინიდინი – გამოიყენება გულის რითმის პრობლემების სამკურნალოდ;

ციკლოსპორინი - გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის. ექიმმა შეიძლება რეგულარულად შეამოწმოს სისხლში ციკლოსპორინის დონე და შეიძლება შეცვალოს დოზა;

ჰიდროქსიქლოროქვინი ან ქლოროქვინი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის დროს ან მალარიის სამკურნალოდ, ან მისი პრევენციისათვის). ამ მედიკამენტების აზითრომიცინთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს გულის მხრივ გვერდითი მოვლენების რისკი.

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტს. აზითრომიცინი ნორმონმა შეიძლება გააძლიეროს ამ მედიკამენტების ეფექტები, ამიტომ მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა:

ტრიაზოლამი, მიდაზოლამი (სედატიური პრეპარატები);

ალფენტანილი – ტკივილგამაყუჩებელი, გამოიყენება ოპერაციების დროს;

თეოფილინი – გამოიყენება სუნთქვის პროლემების დროს, როგორიცაა ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ);

დიგოქსინი – გამოიყენება გულის პრობლემების დროს;

კოლხიცინი (გამოიყენება პოდაგრისა და მემკვიდრეობითი ხმელთაშუა ზღვისპირეთის ცხელების (პერიოდული დაავადების) დროს);

ასტემიზოლი – გამოიყენება თივის ცხელების დროს;

პიმოზიდი – გამოიყენება ფსიქიკური პრობლემების დროს.

აზითრომიცინი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მედიკამენტის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე.

აზითრომიცინი ნორმონი არ არის რეკომენდებული ორსულობის, მისი დაგეგმვის ან ძუძუთი კვების დროს. აზითრომიცინი ნორმონი უნდა დაინიშნოს მხოლოდ აბსოლუტური საჭიროების შემთხვევაში.

ეს მედიკამენტი გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ, ძუძუთი კვება უნდა გაჩერდეს ამ მედიკამენტით მკურნალობის დამთავრებიდან 2 დღემდე პერიოდში. პაციენტმა შეიძლება განიხილოს ექიმთან ამ დროის განმავლობაში რძის გამოწველვის და გადასხმის ან ალტენატიულად სხვა ანტიობიოტიკის გამოყენების საკითხი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ მედიკამენტი იწვევს თავბრუსხვევას ან სხვა გვერდით მოვლენებს, რომლებმაც შეიძლება დააქვეითონ კონცენტრაციის უნარი, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.

აზითრომიცინი ნორმონი შეიცავს ლაქტოზასა და ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “ნატრიუმისგან თავისუფალია”.

გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

აზითრომიცინი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი მოვლენა – პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ მკურნალობას:

სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, გამონაყარი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ქავილით მიმდინარე კანზე გამონაყარით ან ბლისტერებით კანზე, ან წყლულებით ტუჩებზე, თვალებზე, ცხვირში, პირის ღრუსა და გენიტალიებზე. ეს შეიძლება მძიმე ალერგიული რეაქციის, ანგიონევროზული შეშუპების ან ანაფილაქსიის ნიშნები იყოს;

სერიოზული დიარეა, რომელიც დიდხანს გრძლედება ან განავალში აღინიშნება სისხლი ან ლორწო. ეს შეიძლება ნაწლავების პრობლემის ე.წ. “ფსევდომემბრანოზული კოლიტის” ნიშნები იყოს;

ცხელება, წითელი ლაქები კანზე, ბუშტუკოვანი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, სახსრების ტკივილი, თვალების შესივება. ეს შეიძლება სერიოზული რეაქციის, როგორიცაა “სტივენს-ჯონსონის სინდრომი”, “ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი” ან “მულტიფორმული ერითემის” ნიშნები იყოს.

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

ფაღარათი

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

თავის ტკვივილი;

ღებინება, მუცლის ტკივილი, გულისრევა.

ზოგიერთი ტიპის ლეიკოციტების რაოდენობის და სისხლში ბიკარბონატების კონცენტრაციის ცვლილებები.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

რძიანა (კანდიდოზი) - სოკოთი გამოწვეული პირის ღრუს ინფექციები;

საშოს ინფექციები;

ფილტვის ინფექცია (პნევმონია);

სოკოვანი ინფექცია;

ბაქტერიული ინფექცია;

ხახის ანთება (ფარინგიტი);

კუჭისა და ნაწლავების ანთება (გასტროენტერიტი);

ცხვირიდან გამონადენი, ცემინება (რინიტი);

ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება;

ჰიპერმგრძნობელობა;

ანორექსია;

ნევროზულობა;

დაძინების გაძნელება (ინსომნია);

თავბრუსხვევა;

ძილიანობა (სომნოლენცია);

ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება (პარესთეზია);

გემოსა და ყნოსვის ცვლილება (დისგეზია);

მხედველობის დაზიანება;

სმენის დარღვევები;

გულის ფრიალი;

ალები;

ქოშინი;

ცხვირიდან სისხლდენა;

გასტრიტი;

შეკრულობა;

მეტეორიზმი;

საჭმლის მონელების პრობლემები (დისპეფსია);

ყლაპვის გაძნელება (დისფაგია);

მუცლის შებერილობა;

პირის სიმშრალე;

ბოყინი;

ჭარბი ნერწყვის წარმოქმნა;

ღვიძლის პრობლემები, როგორიცაა ჰეპატიტი ან სიყვითლე;

ჭინჭრის ციება;

კანის ანთება;

კანის სიმშრალე;

გაძლიერებული ოფლიანობა;

ერთი ან რამდენიმე სახსრის შესივება და შებოჭილობა;

კუნთების ტკივილი

წელის ტკივილი;

კისრის ტკივილი;

ტკივილი შარდვისას;

თირკმელების ტკივილი;

მცირე მენსტრუალური სისხლდენა ან არარეგულარული ინტერვალები;

სათესლე ჯირკვლების ტკივილი და შეშუპება;

შესივება (შეშუპება);

უღონოდ ყოფნა;

სისუსტე;

დაღლილობა;

მკერდის ტკივილი;

ტკივილი;

კანის შესივება;

ღვიძლის ფერმენტების დონის ცვლილებები სისხლში;

თირკმლის ფუნქციის ანალიზების შედეგების, სისლში კალიუმის, სისხლში შაქრის დონის ცვლილებები;

პროცედურის შემდგომი გართულებები.

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

აგზნება;

ღვიძლის ფუნქციის ცვლილება;

ქოლესტაზური სიყვითლე;

კანის ალერგიული რეაქციები;

სინათლეზე მგრძნობელობა;

კანზე გამონაყარი, რომელიც ხასიათდება კანზე წითელი ლაქების სწრაფი განვითარებით ცენტრში წვრილი პუსტულებით (თეთრი/ყვითელი ფერის სითხით სავსე ბუშტუკებით).

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

ერითროციტების რაოდენობის შემცირება, მათი დაშლის გამო (ჰემოლიზური ანემია), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია);

ანაფილაქსიური რეაქცია;

გაბრაზება, აგრესიულობა;

შფოთვა;

დელირიუმი;

არარსებული საგნების დანახვა, შეგრძნება ან მოსმენა (ჰალუცინაციები);

გულისწასვლა (სინკოპე);

გულყრები (კრუნჩხვები);

შეხების შეგრძნების დაქვეითება (ჰიპოესთეზია);

ჰიპერაქტიურობა;

ყნოსვის ცვლილება (ანოსმია, პაროსმია);

გემოს ცვლილება (აგეზია);

მიასთენია გრავისის გამწვავება ან აგრავაცია;

სმენის დაკარგვა ან ყურებში ხმაურის შეგრძნება;

სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, ზოგჯერ სიცოცხლისათვის სახიფათო, გულის რითმის ცვლილებები, რომლებიც ჩანს ეკგ-ზე;

სისხლის დაბალი წნევა;

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი);

ენის ფერის ცვლილება;

ღვიძლის ანთება;

კანის ალერგიული რეაქციები;

სახსრების ტკივილი;

თიკრმლის პრობლემები;

გულის რითმის დარღვევა, ე.წ. Qთ ინტერვალის გახანგრძლივება.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები აღწერილ იქნა Mყცობაცტერიუმ Aვიუმ

კომპლექსის (MAჩ) წინააღმდეგ პროფილაქტიკური მკურნალობის დროს:

ფაღარათი;

მუცლის ტკივილი;

გულისრევა;

მეტეორიზმი;

მუცელში დისკომფორტი;

თხევადი განავალი.

უმადობა (ანორექსია);

თავბრუსხვევა;

თავის ტკივილი;

ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება (პარესთეზია);

გემოს ცვლილება;

მხედველობის დაზიანება;

სიყრუე;

კანზე გამონაყარი და ქავილი;

სახსრების ტკივილი (ართრალგია);

დაღლილობა.

სმენის დაკარგვა ან ყურებში ხმაური;

გულის ფრიალი;

ღვიძლის პრობლემები, როგორიცაა ჰეპატიტი;

კანის სიწითლის მძიმე ფორმები;

კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა მგრძნობელობა მზის სინათლეზე, კანის სიწითლე, აქერცვლა და შესივება;

ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება;

სისუსტე (ასთენია).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

ექსკლუზიური ინფორმაცია სომხეთისათვის: გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე პირდაპირ შესაძლებელია სომხეთის რესპუბლიკის “წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრში”, ვებგვერდზე: www.pharm.am. ან ცხელი ხაზის ნომრებზე დარეკვით: + 374 (10) 20 05 05 და + 374 (96) 22 05 05.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ჭარბი დოზა

რეკომენდებულზე მაღალი დოზებისას განვითარებული გვერდითი მოვლენები მსგავსი იყო ჩვეულებრივ დოზებზე განვითარებულის.

მაკროლიდური ანტიბიოტიკების დოზის გადაჭარბებისას ტიპური სიმპტომები მოიცავს სმენის შექცევად დაკარგვას, ძლიერ გულისრევას, ღებინებასა და ფაღარათს.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ნაჩვენებია ზოგადი სიმპტომური მკურნალობა და მხარდამჭერი ზომები საჭიროების მიხედვით.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა აზითრომიცინი (დიჰიდრატის სახით). თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აზითრომიცინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის შიგთავსი: პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი; გარსი: ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა (ჰიპრომელოზა), ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზის მონოჰიდრატი, ტრიაცეტინი (E1518).

აზითრომიცინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ტაბლეტები მოთავსებულია პვქ-ალუმინის ბლისტერებზე. შეფუთვა ხელმისაწვდომია: 3 და 150 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით. ყველა შეფუთვის ზომა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ყველა ქვეყანაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

laboratorios normon, s.a.

ronda de valdekarizo, 6 - 28760 tres kantosi – madridi (espaneTi)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2024 წლის დეკემბერი.

შენახვის პირობები

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს. ინახება ორიგინალი შეფუთვით.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. თუ მომხმარებელი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერიარასაჭირო კონტეინერების და მედიკამენტების გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სისტემური გამოყენების ანტიბიოტიკები, მაკროლიდები. ათქ კოდი: J01FA10

აზითრომიცინი არის მაკროლიდების ანტიბიოტიკების ქვეკლასის, ე.წ. აზალიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

მოლეკულა აგებულია ერითრომიცინი A-ს ლაქტოზის რგოლში აზოტის ატომის დამატებით. აზითრომიცინის ქიმიური სახელწოდებაა: 9-დეოქსი-9ა-აზა-9ა-მეთილ-9ა-ჰომოერითრომიცინი A.

მოქმედების მექანიზმი

აზითრომიცინი ხელს უშლის პეპტიდური ჯაჭვის ტრანსლოკაციას რიბოსომის ერთი გვერდიდან 50S რიბოსომულ ქვეერთეულზე. შედეგად, ინჰიბირდება რნმ-დამოკიდებული ცილის სინთეზი მგრძნობიარე ორგანიზმში.

გულის ელექტროფიზიოლოგია:

QTc ინტერვალის გახანგრძლივება შესწავლილ იქნა რანდომიზებულ, პლაცებო გაკონტროლებულ, პარალელურ ჯგუფებში მიმდინარე კვლევაში, 116 ჯანმრთელი პირით, რომლებიც იღებდნენ ქლოროქვინს (1000 მგ) მარტო ან აზითრომიცინთან (500 მგ, 1000 მგ და 1500 მგ ერთხელ დღეში) კომბინაციაში.

აზითრომიცინის ერთდროულმა მიღებამ გაზარდა QTc ინტერვალი დოზაზე და კონცენტრაციაზე დამოკიდებული გზით, ქლოროქვინის მარტო მიღებასთან შედარებით, მაქსიმალური საშუალო (95% სარწმუნოობის ინტერვალის ზედა ზღვარი) ზრდა QTcF-ში იყო 5 (10) მწმ, 7 (12) მწმ და 9 (14) მწმ 500 მგ, 1000 მგ და 1500 მგ აზითრომიცინის ერთდროულად მიღებისას, შესაბამისად.

რეზისტენტობის მექანიზმი

მაკროლიდების, მათ შორის აზითრომიცინის, მიმართ რეზისტენტობის ორი ყველაზე ხშირი მექანიზმია აქტიური ცენტრის (ხშირად 23S რ-რნმ-ის მეთილაციით) და გამოდევნის ტუმბოს ცვლილება. რეზისტენტობის ეს მექანიზმები ცვალებადია შტამებს შორის და ერთსა და იმავე შტამის შიგნით, რეზისტენტობის სიხშირე იცვლება გეოგრაფიული ლოკაციის მიხედვით.

ყველაზე მნიშვნელოვანი რიბოსომული მოდიფიკაცია, რომელიც განსაზღვრავს მაკროლიდების შემცირებულ დაკავშირებას, არის ადენინის პოსტტრასკრიპციული (N6)-დიმეთილაცია 23S რ-რნმ-ის A2058 ნუკლეოტიდზე (Escherichia coli-ის ნუმერაციის სისტემა) მეთილაზებით, რომლებიც კოდირებულია erm (ერითრომიცინის რიბოსომული მეთილაზა) გენებით. რიბოსომული მოდიფიკაცია ხშირად განსაზღვრავს ჯვარედინ რეზისტენტობას (MLSB ფენოტიპი) სხვა კლასის ანტიბიოტიკების მიმართ, რომელთა რიბოსომული დაკავშირების ადგილები გადაიფარება მაკროლიდებთან დაკავშირების ადგილებით: ლინკოსამიდები (კლინდამიცინის ჩათვლით) და სტრეპტოგრამინი B (რომელიც მოიცავს, მაგალითად, ქვიმუპრისტინი/დალფოპრისტინის ქვიმუპრისტინის კომპონენტს).

სხვა erm გენები წარმოდგენილია განსხვავებულ ბაქტერიულ შტამებში, კერძოდ, სტრეპტოკოკებში და სტაფილოკოკებში. მაკროლიდების მიმართ მგრძნობელობაზე ასევე გავლენას ახდენს ნაკლებად ხშირად გამოვლენილი მუტაციური ცვლილებები A2058 და A2059 ნუკლეოტიდებში და 23S რ-რნმ-ის ზოგიერთ სხვა პოზიციებზე, ან რიბოსომული ცილების L4 და L22 დიდ ქვეერთეულში.

ეფლუქს ტუმბოები ვლინდება ბევრ შტამებში, მათ შორის გრამუარყოფითებში, როგორიცაა Haemophilus influenzae (სადაც ისინი შეიძლება განსაზღვრავენ შიდა მაღალ MICs-ს) და სტაფილოკოკებში. სტრეპტოკოკებში და ენტეროკოკებში ეფლუქს ტუმბო, რომელიც ამოიცნობს 14- და 15-წევრიან მაკროლიდებს (მოიცავს შესაბამისად ერთრომიცინს და აზითრომიცინს) კოდირებულია mef (A) გენებით.

არსებობს სრული ჯვარედინი რეზისტენტობა ერითრომიცინს, აზითრომიცინს, სხვა მაკროლიდებსა და ლინკოსამიდებს შორის შემდეგ ბაქტერიულ შტამებში; Streptoccocus pnevmoniae, A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები, Enterococcus spp და Spaphylococcus aureus, მათ შორის მეთიცილინ-რეზისტენტული S. aureus (MRSA).

მაკროლიდების მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება დროთა განმავლობაში ძირითადად აღინიშნა Streptococcus pneumoniae და Staphylococcus aureus-ში და ასევე აღინიშნა Streptococcus viridans და Streptococcus agalactiae-ში.

S. pnevmoniae შტამები, რომლებიც მგრძნობიარეები არიან პენიცილინის მიმართ, მოსალოდნელია, რომ მგრძნობიარეები იყვნენ აზითრომიცინის მიმართ, ვიდრე პენიცილინ-რეზისტენტული S. pnevmoniae შტამები. მეთიცილინ-რეზისტენტული S. aureus (MRSA) შტამები ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მგრძნობიარეები იყვნენ აზითრომიცინის მიმართ, ვიდრე მეთიცილინ-მგრძნობიარე შტამები (MSSA).

მგრნობელობის ზღვარი

მინიმალური ინჰიბიტორული კონცენტრაციის (MIC) ინტერპრეტაციის კრიტერიუმი აზითრომიცინის მგრძნობელობის ტესტირებისათვის დადგენილია ანტიმიკრობული მგრძნობელობის ტესტირების ევროპული კომისიის (EUCAST) მიერ და მოცემულია ვებგვერდზე: https://www.ema.europa.eu/documents/other/minimum-inhibitory-concentrationmic- breakpoints_en.xlsx.

მგრძნობელობა

შეძენილი რეზისტენტობის პრევალენტობა შეიძლება იცვლებოდეს გეოგრაფიულად და დროსთან ერთად გარკვეული შტამებისათვის და სასურველია რეზისტენტობის შესახებ ადგილობრივი ინფორმაციის ფლობა, განსაკუთრებით მძიმე ინფექციების მკურნალობის დროს. აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ექსპერტის რეკომენდაციის გათვალისწინება, თუ რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ აგენტის გამოყენების სარგებელი ზოგიერთი ტიპის ინფექციის დროს არაუმცირეს კითხვის ნიშნის ქვეს დგება.

პათოგენები, რომელთა მიმართ რეზისტენტობა შეიძლება პრობლემა იყოს: რეზისტენტობის გავრცელება 10%-ის ტოლი ან მეტია ევროკავშირის არაუმცირეს ერთ ქვეყანაში.

ცხრილი 1: აზითრომიცინის ანტიბაქტერიული სპექტრი

ძირითადი მგრძნობიარე სახეობები

გრამდადებითი აერობები

Corynebacterium diphteriae

Spreptoccocus pneumoniae

ერითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე

პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე

Streptococcus pyogenes

ერითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე

გრამუარყოფითი აერობები

Bordetella pertussis

Escherichia coli-ECET

Escherichia coli-ECEA

Haemophilus influenzae

Haemophilus ducreyi

Legionella spp

Moraxella catarrhalis

ერითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე

ერითრომიცინის მიმართ საშუალოდ მგრძნობიარე

Pasteurella multocida

ანაერობები

Fusobacterium nucleatum

Fusobacterium necrophorum

Prevotella spp.

Porphyromonas spp.

Propionibacterium spp.

სხვა მიკროორგანიზმები

Chlamyidia pneumonia

Chlamyidia trachomatis

Listeria spp.

Mycobacterium avium Complex

Mycoplasma pneumonia

სახეობები, რომლებისთვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება პრობლემური იყოს

გრამდადებითი აერობები

Staphylococcus aureus

მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე

Coagulasa-neg. Staphylococci

მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე+

Streptococcus pneumoniae

პენიცილინის მიმართ საშუალოდ მგრძნობიარე

პენიცილინრეზისტენტული

ერითრომიცინის მიმართ საშუალოდ მგრძნობიარე

Streptococcus pyogenes

ერითრომიცინის მიმართ საშუალოდ მგრძნობიარე

Streptococcus viridians group

პენიცილინის მიმართ საშუალოდ მგრძნობიარე

გრამუარყოფითი აერობები

Moraxella catarrhalis

ერითრომიცინრეზისტენტული

ანაერობები

Peptostreptococcus spp.

ბუნებრივად რეზისტენტული ორგანიზმები

გრამდადებითი აერობები

Corynobacterium spp.

Enterococcus spp.

Staphylococci MRSa, MRSE

Spreptococcus pneumonia

ერითრომიცინის მიმართ რეზისტენტული

პენიცილინის და ერითრომიცინის მიმართ რეზისტენტული

Sspreptoccocus pyogenes

ერითრომიცინრეზისტენტული

Spreptococcus viridians group

პენიცილინრეზისტენტული

ერითრომიცინრეზისტენტული

გრამუარყოფითი აერობები

Pseudomonas aeruginosa

ანაერობები

Bacteroides fragilis group

+რეზისტენტობა 50%-ზე მეტი

ბავშვებში ჩატარებული კვლევების შეფასების შემდეგ აზითრომიცინის გამოყენება არ არის რეკომენდებული მალარიის სამკურნალოდ არც მონოთერაპიის სახით და არც ქლოროქვინთან ან არტემისინინზე დაფუძნებულ მედიკამენტებთან კომბინაციაში, რადგან კვლევებით არ დადგინდა მისი მეტი სარგებელი გაურთულებელი მალარიის სამკურნალო რეკომენდებულ მედიკამენტებთან შედარებით.

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

აზითრომიცინის ბიოშეღწევადობა შიგნით მიღების შემდეგ დაახლოებით 37%-ია. პლაზმური პიკური კონცენტრაცია მიიღწევა 2-3 საათში. საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) 500 მგ ერთჯერდი დოზის შემდეგ დაახლოებიტ იყო 0,4 მკგ/მლ.

განაწილება

შიგნით მიღების შემდეგ აზითრომიცინი ფართოდ ნაწილდება მთელ ორგანიზმში. ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქსოვილებში აზითრომიცინის კონცენტრაცია შესამჩნევად მაღალია (50-ჯერ მეტი თეორიულ პლაზმურ მაქსიმალურ კონცენტრაციაზე), ვიდრე პლაზმაში. ეს მიუთითებს, რომ აგენტი ექსტენსიურად უკავშირდება ქსოვილებს (წონასწორული განაწილების მოცულობა დაახლოებით 31 ლ/კგ). მაქსიმალური საშუალო კონცენტრაცია, რომელიც აღინიშნა პლაზმაში (Cmax) 500 მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, არის დაახლოებით 0.4 მიკროგრამი/მლ მიღებიდან 2-3 საათში. რეკომენდებულ დოზებზე არ აღინიშნება პლაზმაში/შრატში აკუმულაცია. აკუმულაცია ვლინდება ქსოვილებში, სადაც დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე პლაზმაში/შრატში. 500 მგ ერთჯერადი დოზის ან ნაწილობრივი დოზების სამი დღის განმავლობაში მიღების შემდეგ 1.3-4.8 მიკროგრამი/გ, 0.6-2.3 მიკროგრამი/გ, 2.0-2.8 მიკროგრამი/გ და 0-0.3 მიკროგრამი/მლ კონცენტრაციები აღინიშნა შესაბამისად ფილტვებში, პროსტატაში, ტონზილებში და პლაზმაში.ამ სამიზნე ქსოვილებში კონცენტრაციები აჭარბებდა MIC90-ს სავარაუდო პათოგენებისათვის.

in vitro და in vivo ექსპერიმენტულ კვლევებში აზითრომიცინი აკუმულირდა ფაგოციტებში. გამოთავისუფლება სტიმულირდება აქტიური ფაგოციტოზის გზით. ცხოველების მოდელებში ეს პროცესი უნდა მონაწილეობდეს ქსოვილებში აზითრომიცინის აკუმულაციაში.

აზითრომიცინის დაკავშირება შრატის ცილებთან სხვადასხვაა და იცვლება 52%-დან 0.005 მიკროგრამი/მლ-ზე 18%-მდე 0.5 მიკროგრამი/მლ-ზე, შრატის კონცენტრაციების მიხედვით.

ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა

პლაზმიდან საბოლოო გამოყოფის ნახევარპერიოდი მოსდევს ქსოვილებიდან გამოყოფის ნახევარპერიოდს, რომელიც არის 2-4 დღე.

ინტრავენურად მიღებული დოზის დაახლოებით 12% უცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად 3 დღის განმავლობაში; ძირითადი წილი გამოიყოფა პირველ 24 საათში.

აზითრომიცინის 234 მიკროგრამი/მლ-მდე კონცენტრაციები, მკურნალობის 5-დღიანი კურსის 2 დღის შემდეგ, აღინიშნა ადამიანის ნაღველში 10 მეტაბოლიტთან ერთად (წარმოიქმება N- და O-დემეთილირებით, დეზოსამინის და აგლიკონის რგოლების ჰიდროქსილირებით და კლადინოზის კონიუგატის დაშლით). კვლევები აჩვენებს, რომ მეტაბოლიტები არ თამაშობენ მნიშვნელოვან როლს აზითრომიცინის ბიოლოგიურ აქტივობაში.

ფარმაკოკინეტიკა სპეციალურ პოპულაციებში

ხანდაზმული პაციენტები

აზითრომიცინის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ მამაკაცებში მსგავსი იყო ახალგაზრდების; თუმცა ხანდაზმულ ქალებში, მიუხედავად აღნიშნული მაღალი პიკური კონცენტრაციებისა (იზრდება 30-50%-ით), არ განვითარდა მნიშვნელოვანი აკუმულაცია.

ხანდაზმულ მოხალისეებში (>65 წელი) მაღალი (29%) AUC სიდიდეები ყოველთვის აღინიშნა 5-დღიანი კურსის შემდეგ, ვიდრე ახალგაზრდა მოხალისეებში (<45 წელი). თუმცა, ეს განსხვავება არ არის მიჩნეული კლინიკურად მნიშვნელოვად და ამიტომ არ არის რეკომენდებული დოზის კორექცია.

თირკმლის დაზიანება

აზითრომიცინის 1 გ ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ Cmax და AUC0-120 შესაბამისად გაიზარდა 5.1%-ით და 4.2%-ით თირკმლის სუსტი და საშუალო დაზიანების მქონე პაციენტებში (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე 30-80 მლ/წთ/1,73 მ2), თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პირებთან შედარებით (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე >80 მლ/წთ). თირკმლის მძიმე დაზიანების მქონე პირებში (გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე <30 მლ/წთ/1.73 მ2) საშუალო Cmax და AUC0-120 შესაბამისად გაიზარდა 61% და 35%-ით, ნორმალურ მაჩვენებლებთან შედარებით.

ღვიძლის დაზიანება

ღვიძლის სუსტი და საშუალო დაზიანების მქონე პაციენტებში არ აღინიშნა გამოხატული ცვლილება აზითრომიცინის შრატის ფარმაკოკინეტიკაში ღვიძლის ნორმალურ ფუნქციასთან შედარებით. არ არის მონაცემები აზითრომიცინის გამოყენების შესახებ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დაზიანების შემთხვევებში.

ხანდაზმული პაციენტები

აზითრომიცინის ფარმაკოკინეტიკა ხანდაზმულ მამაკაცებში მსგავსი იყო ახალგაზრდების; თუმცა ხანდაზმულ ქალებში, მიუხედავად აღნიშნული მაღალი პიკური კონცენტრაციებისა (იზრდება 30-50%-ით), არ განვითარდა მნიშვნელოვანი აკუმულაცია.

ხანდაზმულ მოხალისეებში (>65 წელი) მაღალი (29%) AUC სიდიდეები ყოველთვის აღინიშნა 5-დღიანი კურსის შემდეგ, ვიდრე ახალგაზრდა მოხალისეებში (<45 წელი). თუმცა, ეს განსხვავება არ არის მიჩნეული კლინიკურად მნიშვნელოვად და ამიტომ არ არის რეკომენდებული დოზის კორექცია.

პედიატრიული პოპულაცია

ფარმაკოკინეტიკა შესწავლილ იქნა 4 თვის ასაკიდან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ კაფსულებს, გრანულებს ან სუსპენზიას. Cmax-მა მიაღწია 10 მგ/კგ-ს 1-ლ დღეს, მე-2-5 დღეს - 5 მგ/კგ-ს, რომელიც ოდნავ დაბალი იყო მოზრდილებში აღწერილთან შედარებით, 3 დღის შემდეგ 0.6-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში იყო 224 მიკროგრამი/ლ და 383 მიკროგრამი/ლ - 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. t1/2 შეადგენდა 36 საათს უფრო დიდი ასაკის ბავშვებში და იყო მოზრდილების მოსალოდნელი ინტერვალის ფარგლებში (იხ. პარაგრაფი 4.2).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

აზითრომიცინი ნორმონი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აზითრომიცინი

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისთვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. ის საზიანო შეიძლება აღმოჩნდეს მათთვის, დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს აზითრომიცინი ნორმონი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა აზითრომიცინი ნორმონის მიღებამდე;

აზითრომიცინი ნორმონის მიღების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

აზითრომიცინი ნორმონის შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს აზითრომიცინი ნორმონი და მისი გამოყენება

მედიკამენტის სრული სახელწოდებაა აზითრომიცინი ნორმონი 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, მაგრამ ინსტრუქციაში ის მოხსნენიებული იქნება, როგორც აზითრომიცინი ნორმონი.

აზითრომიცინი მიეკუთვნება ანტიბიოტიკების ე.წ. მაკროლიდების ჯგუფს.

ანტიბიოტიკები გამოიყენება ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ და არ გამოიყენება ისეთი ვირუსული ინფექციების, როგორიცაა გაციება ან გრიპი, სამკურნალოდ.

მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ მოცემული ინსტრუქციების დაცვა მედიკამენტის დოზებთან, დოზებს შორის ინტერვალთან და მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით.

დაუშვებელია მედიკამენტის შენახვა ან ხელახალი გამოყენება. მკურნალობის დასრულების შემდეგ დარჩენილი ანტიბიოტიკები უნდა დაბრუნდეს აფთიაქში მისი სათანადო უტილიზაციისათვის. დაუშვებელია მედიკამენტის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.

აზითრომიცინი გამოიყენება “მიკრორგანიზმებით”, როგორიცაა ბაქტერიები, გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. ეს ინფექციები მოიცავს:

გულმკერდის ღრუს ინფექციები, როგორიცაა ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება (ადექვატურად დიაგნოსტირებული) და პნევმონია;

სინუსური წიაღების, ხახის, ტონზილების ან ყურის ინფექციები;

კანისა და რბილი ქსოვილების სუსტი ან საშუალო სიმძიმის ინფექციები, როგორიცაა თმის ფოლიკულების ინფექცია (ფოლიკულიტი), კანისა და მისი ღრმა შრეების ბაქტერიული ინფექცია (ცელულიტი), კანის ინფექცია სიწითლითა და შეშუპებით (წითელი ქარი);

ბაქტერია “ჩჰლამყდია ტრაცჰომატის”-ით გამოწვეული ინფექცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის ბუშტიდან გამომავალი მილის (შარდსადენის - ურეთრის) ან საშვილოსნოს ყელის (საშვილოსნოს და საშოს შეერთების ადგილის) ანთება.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა აზითრომიცინი ნორმონის მიღებამდე

დაუშვებელია აზითრომიცინი ნორმონის მიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) აზითრომიცინის, ერითრომიცინის ან მედიკამენტის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში);

თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) მაკროლიდების ან კეტოლიდების ჯგუფის რომელიმე ანტიბიოტიკების მიმართ.

დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება პაციენტს. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა აზითრომიცინი ნორმონის მიღებამდე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

აზითრომიცინი ნორმონის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

თუ პაციენტს აღენიშნება ღვიძლის პრობლემები – შეიძლება საჭირო გახდეს ღვიძლის ფუნქციის შემოწმება ან მკურნალობის შეწყვეტა;

თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის მძიმე პრობლემები;

თუ პაციენტს აღენიშნება გულის პრობლემები ან გულისცემის სიხშირის პრობლემები, როგორიცაა Qთ ინტერვალის გახანგრძლივება (ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე – ეკგ-ზე);

თუ პაციენტს სისხლში კალიუმის ან მაგნიუმის ძალიან დაბალი დონე აქვს;

თუ პაციენტს უვითარდება სხვა ინფექციის ნიშნები;

თუ პაციენტს აღენიშნება ნერვული (ნევროლოგიური) ან ფსიქიკური ჯანმრთელობის (ფსიქიატრიული) პრობლემები.

უნდა შეწყდეს აზითრომიცინი ნორმონის მიღება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი მოვლენა ამ მედიკამენტის მიღებისას:

სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, გამონაყარი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ქავილით მიმდინარე კანზე გამონაყარით ან ძლიერი ბუშტუკოვანი გამონაყარით კანზე, ან წყლულებით ტუჩებზე, თვალებზე, ცხვირში, პირის ღრუსა და გენიტალიებზე. ეს შეიძლება მძიმე ალერგიული რეაქციის, ანგიონევროზული შეშუპების ან ანაფილაქსიის ნიშნები იყოს;

სერიოზული დიარეა, რომელიც დიდხანს გრძელდება ან განავალში აღინიშნება სისხლი ან ლორწო. ეს შეიძლება ნაწლავების პრობლემაის ე.წ. “ფსევდომემბრანოზული კოლიტის” ნიშნები იყოს.

აზითრომიცინის შემცველი პროდუქტების სხვა ფარმაცევტული ფორმები.

სხვა მედიკამენტები და აზითრომიცინი ნორმონი

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს:

ანტაციდები - გამოიყენება გულძმარვის და დისპეფსიის დროს. აზითრომიცინი ნორმონი მიღებულ უნდა იქნეს ანტაციდამდე არაუმცირეს 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ;

ერგოტამინი (გამოიყენება შაკიკის დროს), არ უნდა იქნეს მიღებული აზითრომიცინთან ერთდროულად, რადგან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი მოვლენები (დაბუჟების ან ჩხვლეტის შეგრძნებით კიდურებში, კუნთების სპაზმები, თავის ტკივილი, კრუნჩხვები, მუცლის ტკივილი ან მკერდის არეში ტკივილი);

ვარფარინი ან მსგავსი მედიკამენტები, გამოიყენება სისხლის გასათხევადებლად, აზითრომიცინმა შეიძლება გააძლიეროს მათი ეფექტი;

ცისაპრიდი (გამოიყენება კუჭის პრობლემების დროს) არ უნდა იქნეს ერთდროულად მიღებული, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გულის მძიმე პრობლემები (ჩანს ეკგ-ზე);

ტერფენადინი (გამოიყენება თივის ცხელების სამკურნალოდ) არ უნდა იქნეს ერთდროულად მიღებული, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გულის მძიმე პრობლემები

ზიდოვუდინი ან ნელფინავირი – გამოიყენება აივ ინფექციების სამკურნალოდ, ნელფინავირის აზითრომიცინი ნორმონთან ერთდოული მიღებისას შეიძლება გაიზარდოს ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების რაოდენობა;

რიფაბუტინი - გამოიყენება ტუბერკულოზის სამკურნალოდ;

ქინიდინი – გამოიყენება გულის რითმის პრობლემების სამკურნალოდ;

ციკლოსპორინი - გამოიყენება გადანერგილი ორგანოს მოცილების პრევენციისათვის. ექიმმა შეიძლება რეგულარულად შეამოწმოს სისხლში ციკლოსპორინის დონე და შეიძლება შეცვალოს დოზა;

ჰიდროქსიქლოროქვინი ან ქლოროქვინი (გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის დროს ან მალარიის სამკურნალოდ, ან მისი პრევენციისათვის). ამ მედიკამენტების აზითრომიცინთან ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გაზარდოს გულის მხრივ გვერდითი მოვლენების რისკი.

ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტს. აზითრომიცინი ნორმონმა შეიძლება გააძლიეროს ამ მედიკამენტების ეფექტები, ამიტომ მკურნალმა ექიმმა შეიძლება შეცვალოს დოზა:

ტრიაზოლამი, მიდაზოლამი (სედატიური პრეპარატები);

ალფენტანილი – ტკივილგამაყუჩებელი, გამოიყენება ოპერაციების დროს;

თეოფილინი – გამოიყენება სუნთქვის პროლემების დროს, როგორიცაა ასთმა და ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ);

დიგოქსინი – გამოიყენება გულის პრობლემების დროს;

კოლხიცინი (გამოიყენება პოდაგრისა და მემკვიდრეობითი ხმელთაშუა ზღვისპირეთის ცხელების (პერიოდული დაავადების) დროს);

ასტემიზოლი – გამოიყენება თივის ცხელების დროს;

პიმოზიდი – გამოიყენება ფსიქიკური პრობლემების დროს.

აზითრომიცინი ნორმონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

მედიკამენტის მიღება შესაძლებელია როგორც საკვებთან ერთად, ისე მის გარეშე.

ორსულობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა

ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ორსულობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტით მკურნალობის დაწყებამდე.

აზითრომიცინი ნორმონი არ არის რეკომენდებული ორსულობის, მისი დაგეგმვის ან ძუძუთი კვების დროს. აზითრომიცინი ნორმონი უნდა დაინიშნოს მხოლოდ აბსოლუტური საჭიროების შემთხვევაში.

ეს მედიკამენტი გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ, ძუძუთი კვება უნდა გაჩერდეს ამ მედიკამენტით მკურნალობის დამთავრებიდან 2 დღემდე პერიოდში. პაციენტმა შეიძლება განიხილოს ექიმთან ამ დროის განმავლობაში რძის გამოწველვის და გადასხმის ან ალტენატიულად სხვა ანტიობიოტიკის გამოყენების საკითხი.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

თუ მედიკამენტი იწვევს თავბრუსხვევას ან სხვა გვერდით მოვლენებს, რომლებმაც შეიძლება დააქვეითონ კონცენტრაციის უნარი, დაუშვებელია ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა.

აზითრომიცინი ნორმონი შეიცავს ლაქტოზასა და ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღენიშნება აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ეს მედიკამენტი შეიცავს 23 მგ-ზე (1 მმოლ-ზე) ნაკლებ ნატრიუმს ერთ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად “ნატრიუმისგან თავისუფალია”.

აზითრომიცინი ნორმონის მიღების წესი

მედიკამენტის მიღება ყოველთვის უნდა მოხდეს ზუსტად დანიშნულების მიხედვით. თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ამ მედიკამენტის მიღებისას

უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭიქა წყლის მიყოლებით;

დაუშვებელია ტაბლეტების გასრესვა ან დაღეჭვა;

500 მგ ტაბლეტი შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ დოზად.

რამდენი ტაბლეტი მიიღება

მოზრდილები და მოზარდები 45 კგ და მეტი სხეულის წონით

ჩვეულებრივი დოზაა 1,500 მგ. შეიძლება მიღებულ იქნეს ორი გზით. მკურნალი ექიმი განსაზღვრავს, როგორ უნდა მიიღოს პაციენტმა:

3 დღის განმავლობაში: 500 მგ ტაბლეტი დღეში, ან

5 დღის განმავლობაში: 500 მგ ტაბლეტი პირველ დღეს და 250 მგ მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 დღეს.

დოზა განსხვავებულია შარდის ბუშტიდან გამომავალი მილის (შარდსადენის - ურეთრის) ან საშვილოსნოს ყელის (საშვილოსნოს და საშოს შეერთების ადგილის) ანთების დროს. ექიმი დანიშნავს ერთჯერად დოზას 1000 მგ-ს.

45 კგ-მდე წონის მქონე ბავშვები და მოზარდები:

ტაბლეტები არ არის რეკომენდებული. 45 კგ-მდე წონის მქონე პაციენტებში გამოიყენება მედიკამენტის სხვა ფორმები, როგორიცაა აზითრომიცინის სუსპენზია.

თირკმლის ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები

მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს სტანდარტული დოზის ცვლილება.

აზითრომიცინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას

აზითრომიცინი ნორმონის დოზის გადაჭარბებისას საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან ჰოსპიტალში მიმართვა. პაციენტმა თან იქონიოს მედიკამენტის შეფუთვა. შეიძლება აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

სმენის დროებითი დაკარგვა;

ძლიერი გულისრევა, ღებინება და ფაღარათი.

აზითრომიცინი ნორმონის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

დოზის მიღების დავიწყებისას მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე;

თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო, გამოტოვებულ უნდა იქნეს დავიწყებული დოზა;

თუ დოზა იქნა გამოტოვებული, ტაბლეტების მიღება ისევ უნდა გაგრძელდეს. ეს ნიშნავს, რომ მკურნალობის კურსი დამთავრდება ერთი დღით გვიან.

აზითრომიცინი ნორმონით მკურნალობის შეწყვეტისას

აზითრომიცინი ნორმონით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

მედიკამენტის შესახებ დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა მედიკამენტის მსგავსად, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

აზითრომიცინი ნორმონის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სერიოზული გვერდითი მოვლენა – პაციენტი შეიძლება საჭიროებდეს გადაუდებელ მკურნალობას:

სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, გამონაყარი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს ქავილით მიმდინარე კანზე გამონაყარით ან ბლისტერებით კანზე, ან წყლულებით ტუჩებზე, თვალებზე, ცხვირში, პირის ღრუსა და გენიტალიებზე. ეს შეიძლება მძიმე ალერგიული რეაქციის, ანგიონევროზული შეშუპების ან ანაფილაქსიის ნიშნები იყოს;

სერიოზული დიარეა, რომელიც დიდხანს გრძლედება ან განავალში აღინიშნება სისხლი ან ლორწო. ეს შეიძლება ნაწლავების პრობლემის ე.წ. “ფსევდომემბრანოზული კოლიტის” ნიშნები იყოს;

ცხელება, წითელი ლაქები კანზე, ბუშტუკოვანი გამონაყარი ან კანის აქერცვლა, სახსრების ტკივილი, თვალების შესივება. ეს შეიძლება სერიოზული რეაქციის, როგორიცაა “სტივენს-ჯონსონის სინდრომი”, “ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი” ან “მულტიფორმული ერითემის” ნიშნები იყოს.

სხვა გვერდითი მოვლენები მოიცავს:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

ფაღარათი

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

თავის ტკვივილი;

ღებინება, მუცლის ტკივილი, გულისრევა.

ზოგიერთი ტიპის ლეიკოციტების რაოდენობის და სისხლში ბიკარბონატების კონცენტრაციის ცვლილებები.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

რძიანა (კანდიდოზი) - სოკოთი გამოწვეული პირის ღრუს ინფექციები;

საშოს ინფექციები;

ფილტვის ინფექცია (პნევმონია);

სოკოვანი ინფექცია;

ბაქტერიული ინფექცია;

ხახის ანთება (ფარინგიტი);

კუჭისა და ნაწლავების ანთება (გასტროენტერიტი);

ცხვირიდან გამონადენი, ცემინება (რინიტი);

ლეიკოციტების რაოდენობის დაქვეითება;

ჰიპერმგრძნობელობა;

ანორექსია;

ნევროზულობა;

დაძინების გაძნელება (ინსომნია);

თავბრუსხვევა;

ძილიანობა (სომნოლენცია);

ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება (პარესთეზია);

გემოსა და ყნოსვის ცვლილება (დისგეზია);

მხედველობის დაზიანება;

სმენის დარღვევები;

გულის ფრიალი;

ალები;

ქოშინი;

ცხვირიდან სისხლდენა;

გასტრიტი;

შეკრულობა;

მეტეორიზმი;

საჭმლის მონელების პრობლემები (დისპეფსია);

ყლაპვის გაძნელება (დისფაგია);

მუცლის შებერილობა;

პირის სიმშრალე;

ბოყინი;

ჭარბი ნერწყვის წარმოქმნა;

ღვიძლის პრობლემები, როგორიცაა ჰეპატიტი ან სიყვითლე;

ჭინჭრის ციება;

კანის ანთება;

კანის სიმშრალე;

გაძლიერებული ოფლიანობა;

ერთი ან რამდენიმე სახსრის შესივება და შებოჭილობა;

კუნთების ტკივილი

წელის ტკივილი;

კისრის ტკივილი;

ტკივილი შარდვისას;

თირკმელების ტკივილი;

მცირე მენსტრუალური სისხლდენა ან არარეგულარული ინტერვალები;

სათესლე ჯირკვლების ტკივილი და შეშუპება;

შესივება (შეშუპება);

უღონოდ ყოფნა;

სისუსტე;

დაღლილობა;

მკერდის ტკივილი;

ტკივილი;

კანის შესივება;

ღვიძლის ფერმენტების დონის ცვლილებები სისხლში;

თირკმლის ფუნქციის ანალიზების შედეგების, სისლში კალიუმის, სისხლში შაქრის დონის ცვლილებები;

პროცედურის შემდგომი გართულებები.

იშვიათი (შეიძლება აღინიშნოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

აგზნება;

ღვიძლის ფუნქციის ცვლილება;

ქოლესტაზური სიყვითლე;

კანის ალერგიული რეაქციები;

სინათლეზე მგრძნობელობა;

კანზე გამონაყარი, რომელიც ხასიათდება კანზე წითელი ლაქების სწრაფი განვითარებით ცენტრში წვრილი პუსტულებით (თეთრი/ყვითელი ფერის სითხით სავსე ბუშტუკებით).

სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემების საფუძველზე)

ერითროციტების რაოდენობის შემცირება, მათი დაშლის გამო (ჰემოლიზური ანემია), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია);

ანაფილაქსიური რეაქცია;

გაბრაზება, აგრესიულობა;

შფოთვა;

დელირიუმი;

არარსებული საგნების დანახვა, შეგრძნება ან მოსმენა (ჰალუცინაციები);

გულისწასვლა (სინკოპე);

გულყრები (კრუნჩხვები);

შეხების შეგრძნების დაქვეითება (ჰიპოესთეზია);

ჰიპერაქტიურობა;

ყნოსვის ცვლილება (ანოსმია, პაროსმია);

გემოს ცვლილება (აგეზია);

მიასთენია გრავისის გამწვავება ან აგრავაცია;

სმენის დაკარგვა ან ყურებში ხმაურის შეგრძნება;

სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა, ზოგჯერ სიცოცხლისათვის სახიფათო, გულის რითმის ცვლილებები, რომლებიც ჩანს ეკგ-ზე;

სისხლის დაბალი წნევა;

პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი);

ენის ფერის ცვლილება;

ღვიძლის ანთება;

კანის ალერგიული რეაქციები;

სახსრების ტკივილი;

თიკრმლის პრობლემები;

გულის რითმის დარღვევა, ე.წ. Qთ ინტერვალის გახანგრძლივება.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები აღწერილ იქნა Mყცობაცტერიუმ Aვიუმ

კომპლექსის (MAჩ) წინააღმდეგ პროფილაქტიკური მკურნალობის დროს:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში)

ფაღარათი;

მუცლის ტკივილი;

გულისრევა;

მეტეორიზმი;

მუცელში დისკომფორტი;

თხევადი განავალი.

ხშირი (შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

უმადობა (ანორექსია);

თავბრუსხვევა;

თავის ტკივილი;

ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება (პარესთეზია);

გემოს ცვლილება;

მხედველობის დაზიანება;

სიყრუე;

კანზე გამონაყარი და ქავილი;

სახსრების ტკივილი (ართრალგია);

დაღლილობა.

არახშირი (შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში)

შეხების შეგრძნების დაქვეითება (ჰიპოესთეზია);

სმენის დაკარგვა ან ყურებში ხმაური;

გულის ფრიალი;

ღვიძლის პრობლემები, როგორიცაა ჰეპატიტი;

კანის სიწითლის მძიმე ფორმები;

კანის ალერგიული რეაქციები, როგორიცაა მგრძნობელობა მზის სინათლეზე, კანის სიწითლე, აქერცვლა და შესივება;

ზოგადად ცუდად ყოფნის შეგრძნება;

სისუსტე (ასთენია).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში.

ექსკლუზიური ინფორმაცია სომხეთისათვის: გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე პირდაპირ შესაძლებელია სომხეთის რესპუბლიკის “წამლებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების ექსპერტიზის ცენტრში”, ვებგვერდზე: www.pharm.am. ან ცხელი ხაზის ნომრებზე დარეკვით: + 374 (10) 20 05 05 და + 374 (96) 22 05 05.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

აზითრომიცინი ნორმონის შენახვის წესი

მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს. ინახება ორიგინალი შეფუთვით.

დაუშვებელია პრეპარატის მიღება კონტეინერზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. თუ მომხმარებელი არ არის დარწმუნებული, ნებისმიერიარასაჭირო კონტეინერების და მედიკამენტების გადაგდების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს აზითრომიცინი ნორმონი

აქტიური ნივთიერებაა აზითრომიცინი (დიჰიდრატის სახით). თითოეული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აზითრომიცინს.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ტაბლეტის შიგთავსი: პრეჟელატინიზირებული სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი; გარსი: ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა (ჰიპრომელოზა), ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზის მონოჰიდრატი, ტრიაცეტინი (E1518).

აზითრომიცინი ნორმონის გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემცველობა

თეთრი ფერის, მოგრძო ფორმის, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ტაბლეტები მოთავსებულია პვქ-ალუმინის ბლისტერებზე. შეფუთვა ხელმისაწვდომია: 3 და 150 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით. ყველა შეფუთვის ზომა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი ყველა ქვეყანაში.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

LABORATORIOS NORMON, S.A.

Ronda de Valdecarrizo, 6 - 28760 Tres Cantos - Madrid (SPAIN)

laboratorios normon, s.a.

ronda de valdekarizo, 6 - 28760 tres kantosi – madridi (espaneTi)

ინსტრუქციის შესწორების უკანასკნელი თარიღია: 2024 წლის დეკემბერი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა