აზითრომიცინი ბენე ფარმი
Azithromycin BENE Pharm
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბაქტერიული ფარინგიტი / ტონზილიტი, სინუსიტი, ოტიტი); - ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბაქტერიული ბრონქიტი, ინტერსტიციული და ალვეოლური პნევმონია, მწვავე ქრონიკული ბრონქიტი); …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- აზითრომიცინი (azithromycin)
- ფორმა და შეფუთვა
- 500მგ მყარი კაფსულა №3 (1X3)
- მწარმოებელი
- Rompharm Company, S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1С) (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Rompharm Company S.R.L. (Str. Eroilor, nr. 1A)(რუმინეთი)), რუმინეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მაკროლიდები
- ATC კოდი
- J01FA10
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043898
- რეგისტრირებულია
- 25 აგვისტო 2025, მოქმედებს 25 აგვისტო 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Rompharm Company S.R.L. (რუმინეთი)
- განმცხადებელი
- სს „გეფა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
აზითრომიცინი ბენე ფარმი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბაქტერიული ფარინგიტი / ტონზილიტი, სინუსიტი, ოტიტი);
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბაქტერიული ბრონქიტი, ინტერსტიციული და ალვეოლური პნევმონია, მწვავე ქრონიკული ბრონქიტი);
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ქრონიკული მიგრირებადი ერითემა-ლაიმას დაავადების საწყისი სტადია, წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადი პიოდერმია);
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (ურეთრიტი, ცერვიციტი);
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები, ასოცირებული H.pylori-სთან.
მიღების წესი და დოზირება
აზითრომიცინი ბენე ფარმი მიიღება დღე-ღამეში ერთხელ საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
ბავშვებში 6 თვიდან რეკომენდებულია სუსპენზიის მიღება.
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციების (ქრონიკული მიგრირებადი ერითემიის გარდა) დროს:
მოზრდილებში - 500 მგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.
ბავშვებში – 10 მგ/კგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.
Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს: 1 გ (500 მგ 2 კაფსულა) ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.
- სქესობრივი გზით გადამდები გაურთულებული ინფექციების დროს (ურეთრიტი, ცერვიციტი, რომელიც გამოწვეულია Chlamydia trachomatis) – 1 გრამი დღეში, 3 დღის განმავლობაში 7 დღის ინტერვალით (1-7-14). კურსის დოზა 3 გ.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ;
ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები;
სიფრთხილით გამოიყენება:
ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში, მათ შორის თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს უარყოფითი მოქმედების რისკს;
ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში;
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არითმია და გახანგრძლივებული Q-T ინტერვალი.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატის ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში – გამოტოვებული დოზა უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მალე, ხოლო შემდეგი დოზა 24 საათიანი ინტერვალით.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
- ანტაციდური საშუალებებისა (ალუმინის, მაგნიუმისა და ეთანოლის შემცველობით) და საკვების მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს აზითრომიცინის შეწოვას, ამიტომ რეკომენდებულია პრეპარატის მიიღება 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ საკვებისა და ასეთი ტიპის პრეპარატების მიღებიდან.
- არ უკავშირედბა ციტოქრომ Р-450. აზითრომიცინი ბენე ფარმი სხვა მაკროლიდებისაგან განსხვავებით არ ურთიერთქმედებს თეოფილინთან, ტერფენადინთან, კარბამაზეპინთან, ტრიაზოლამთან, დიგოქსინთან.
- მაკროლიდების გამოყენებისას ციკლოსერინთან, არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან, მეთილპრედნიზოლონთან, აგრეთვე პრეპარატებთან, რომლებიც განიცდიან მიკროსომულ დაჟანგვას (ციკლოსპორინი, ჰექსობარბიტალი, სპორინის ალკალოიდები, ვალპროის მჟავა, დიზოპირამიდი, ბრომკრიპტინი, ფენიტოინი, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები) ერთად გამოყენებისას აზითრომიცინი ბენე ფარმი აფერხებს მათ გამოყოფას და ზრდის ჩამოთვლილი პრეპარატების კონცენტრაციას და ტოქსიკურობას, მაშინ როცა აზალიდების გამოყენებისას ასეთი მოვლენები არ აღინიშნება.
- ვარფარინთან ერთად მიღების აუცილებლობისას, საჭიროა პროთრომბინის დროის კონტროლი.
- მაკროლიდების ერგოტამინებთან და დიჰიდროერგოტამინებთან ერთდროული გამოყენებისას, შესაძლოა გამოვლინდეს მათი ტოქსიკური ეფექტი (ვაზოსპაზმი, დიზესთეზია).
- ლინკოზამინი ასუსტებს, ტეტრაციკლინი და ქლორამფენიკოლი კი აძლიერებს აზიტრომიცინის ეფექტს.
- ფარმაკოლოგიურად შეუთავსებელია ჰეპარინთან.
გვერდითი მოვლენები
ვლინდება იშვიათად (1% და უფო მცირე).
- საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მელენა, ქოლესტაზით განპირობებული სიყვითლე, გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, მადის დაკარგვა, გასტრიტი.
- ალერგიული რექციები: გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, კვინკეს შეშუპება.
- შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ვაგინალური კანდიდოზი, ნეფრიტი.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი გულ-მკერდის არეში.
- ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ბავშვებში - თავის ტკივილი (ოტიტის მკურნალობისას), ჰიპერკინეზია, ნევროზი, ძილის დარღვევა.
სხვა: შესაძლოა ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ზომიერი მომატება, ადვილად დაღლა, გამონაყარი, კონიუნქტივიტი.
- ძალიან იშვიათ შემთხვევაში ნეიტროფილია და ეოზინოფილია. შეცვლილი მაჩვენებლები აღწევს ნორმის ფარგლებს მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 კვირის შემდეგ.
სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: გულისრევა, სმენის დროებითი დაკარგვა, დიარეა. მკურნალება სიმპტომურია.
შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: აზითრომიცინი (დიჰიდრატის სახით) – 250 მგ ან 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბიოტიკი, მაკროლიდი/აზალიდი.
ათქ კოდი: J01FA10.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ტენისგან და სინათლისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
აზითრომიცინი ბენე ფარმს ახასიათებს ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება. იგი უკავშირდება მიკროორგანიზმების რიბოსომის 50S –სუბერთეულს და თრგუნავს მისი ცილების ბიოსინთეზს. მაღალი კონცენტრაციისას ახასიათებს ბაქტერიციდული ეფექტი. აქტიურია შემდეგი გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Streptococcus pneumoniae, S. pyogenes, S. agalactiae, S. viridans, С, F და G ჯგუფის სტრეპტოკოკების, Staphylococcus aureus, S. epidermidis. არ მოქმედებს იმ გრამდადებით ბაქტერიებზე, რომლებიც მდგრადია ერითრომოცინის მიმართ. ეფექტურია შემდეგი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: Haemophilus influenzae, H. parainfluenzae და Н. ducreyi, Moraxella catarrhalis, Bordetella pertussis და В. parapertussis, Neisseria gonorrhoeae და N. meningitidis, Brucella melitensis, Helicobacter pylori, Gardnerella vaginalis. აზითრომიცინი ბენე ფარმი ასევე აქტიურია Campylobacter jejuni და ზოგიერთი ანაერობული მიკროორგანიზმების მიმართ: Clostridium perfringens და Micobacteria avium complex.Aგარდა ამისა, აზითრომიცინი ბენე ფარმი ეფექტურია უჯრედშიდა და სხვა მიკროორგანიზმების მიმართ: Legionella pneumophila, Chlamydia trachomatis და С. pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Ureaplasma urealyticum, Listeria monocitogenes, Borrelia burgdorferi, Treponema pallidum.
ფარმაკოკინეტიკა: შიგნით მიღებისას აზითრომიცინი ბენე ფარმი კარგად შეიწოვება და ნაწილდება ორგანიზმში. აღწევს უჯრედის შიგნით მათ შორის ფაგოციტებში, რომლებიც მიგრირებენ ანთების კერაში, რითაც ხელს უწყობს პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცის მიღწევას ინფექციის კერაში. 12-72 სთ-ის შემდეგ ანთების ადგილას იქმნება მაღალი თერაპიული კონცენტრაცია (1-9 მგ/კგ), რომელიც აღემატება ინფექციის გამომწვევის დათრგუნვისათვის საჭირო მინიმალურ კონცენტრაციას. ახასიათებს ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი და ნელა გამოიყოფა ქსოვილებიდან (საშუალოდ 60-76 საათი). ეს თვისება საშუალებას იძლევა პრეპარატი დაინიშნოს დღე-ღამეში ერთჯერადი დოზირების ხანმოკლე (3 დღე) რეჟიმით. აზითრომიცინი ბენე ფარმით მკურნალობის კურსი ძირითადად 7-10 დღეა. აზითრომიცინი ბენე ფარმი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში. მეტაბოლიტები არააქტიურია.
პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით შეუცვლელი სახით, მცირე ნაწილი გამოიყოფა თირკმლებით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
Pპრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია
სავაჭრო დასახელება:
აზითრომიცინი ბენე ფარმი, კაფსულა
აზითრომიცინი 250 ბენე ფარმი, კაფსულა
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
აზითრომიცინი
გამოშვების ფორმა: კაფსულები
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: აზითრომიცინი (დიჰიდრატის სახით) – 250 მგ ან 500 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პრეჟელატინირებული სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზა.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბიოტიკი, მაკროლიდი/აზალიდი.
ათქ კოდი: J01FA10.
ფარმაკოდინამიკა: აზითრომიცინი ბენე ფარმს ახასიათებს ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება. იგი უკავშირდება მიკროორგანიზმების რიბოსომის 50S –სუბერთეულს და თრგუნავს მისი ცილების ბიოსინთეზს. მაღალი კონცენტრაციისას ახასიათებს ბაქტერიციდული ეფექტი. აქტიურია შემდეგი გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Streptococcus pneumoniae, S. pyogenes, S. agalactiae, S. viridans, С, F და G ჯგუფის სტრეპტოკოკების, Staphylococcus aureus, S. epidermidis. არ მოქმედებს იმ გრამდადებით ბაქტერიებზე, რომლებიც მდგრადია ერითრომოცინის მიმართ. ეფექტურია შემდეგი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: Haemophilus influenzae, H. parainfluenzae და Н. ducreyi, Moraxella catarrhalis, Bordetella pertussis და В. parapertussis, Neisseria gonorrhoeae და N. meningitidis, Brucella melitensis, Helicobacter pylori, Gardnerella vaginalis. აზითრომიცინი ბენე ფარმი ასევე აქტიურია Campylobacter jejuni და ზოგიერთი ანაერობული მიკროორგანიზმების მიმართ: Clostridium perfringens და Micobacteria avium complex.Aგარდა ამისა, აზითრომიცინი ბენე ფარმი ეფექტურია უჯრედშიდა და სხვა მიკროორგანიზმების მიმართ: Legionella pneumophila, Chlamydia trachomatis და С. pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Ureaplasma urealyticum, Listeria monocitogenes, Borrelia burgdorferi, Treponema pallidum.
ფარმაკოკინეტიკა: შიგნით მიღებისას აზითრომიცინი ბენე ფარმი კარგად შეიწოვება და ნაწილდება ორგანიზმში. აღწევს უჯრედის შიგნით მათ შორის ფაგოციტებში, რომლებიც მიგრირებენ ანთების კერაში, რითაც ხელს უწყობს პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცის მიღწევას ინფექციის კერაში. 12-72 სთ-ის შემდეგ ანთების ადგილას იქმნება მაღალი თერაპიული კონცენტრაცია (1-9 მგ/კგ), რომელიც აღემატება ინფექციის გამომწვევის დათრგუნვისათვის საჭირო მინიმალურ კონცენტრაციას. ახასიათებს ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი და ნელა გამოიყოფა ქსოვილებიდან (საშუალოდ 60-76 საათი). ეს თვისება საშუალებას იძლევა პრეპარატი დაინიშნოს დღე-ღამეში ერთჯერადი დოზირების ხანმოკლე (3 დღე) რეჟიმით. აზითრომიცინი ბენე ფარმით მკურნალობის კურსი ძირითადად 7-10 დღეა. აზითრომიცინი ბენე ფარმი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში. მეტაბოლიტები არააქტიურია.
პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით შეუცვლელი სახით, მცირე ნაწილი გამოიყოფა თირკმლებით.
ჩვენება:
- ზედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბაქტერიული ფარინგიტი / ტონზილიტი, სინუსიტი, ოტიტი);
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები (ბაქტერიული ბრონქიტი, ინტერსტიციული და ალვეოლური პნევმონია, მწვავე ქრონიკული ბრონქიტი);
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ქრონიკული მიგრირებადი ერითემა-ლაიმას დაავადების საწყისი სტადია, წითელი ქარი, იმპეტიგო, მეორადი პიოდერმია);
- სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (ურეთრიტი, ცერვიციტი);
- კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები, ასოცირებული H.pylori-სთან.
უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ;
ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები;
სიფრთხილით გამოიყენება:
ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში, მათ შორის თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს უარყოფითი მოქმედების რისკს;
ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში;
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ არითმია და გახანგრძლივებული Q-T ინტერვალი.
მიღების წესი და დოზირება:
აზითრომიცინი ბენე ფარმი მიიღება დღე-ღამეში ერთხელ საკვების მიღებამდე 1 საათით ადრე ან საკვების მიღებიდან 2 საათის შემდეგ.
ბავშვებში 6 თვიდან რეკომენდებულია სუსპენზიის მიღება.
ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილის ინფექციების (ქრონიკული მიგრირებადი ერითემიის გარდა) დროს:
მოზრდილებში - 500 მგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.
ბავშვებში – 10 მგ/კგ ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.
Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს: 1 გ (500 მგ 2 კაფსულა) ერთხელ დღეში 3 დღის განმავლობაში.
- სქესობრივი გზით გადამდები გაურთულებული ინფექციების დროს (ურეთრიტი, ცერვიციტი, რომელიც გამოწვეულია Chlamydia trachomatis) – 1 გრამი დღეში, 3 დღის განმავლობაში 7 დღის ინტერვალით (1-7-14). კურსის დოზა 3 გ.
გვერდითი მოვლენები:
ვლინდება იშვიათად (1% და უფო მცირე).
- საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მელენა, ქოლესტაზით განპირობებული სიყვითლე, გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, მადის დაკარგვა, გასტრიტი.
- ალერგიული რექციები: გამონაყარი, ფოტოსენსიბილიზაცია, კვინკეს შეშუპება.
- შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ვაგინალური კანდიდოზი, ნეფრიტი.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი გულ-მკერდის არეში.
- ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ბავშვებში - თავის ტკივილი (ოტიტის მკურნალობისას), ჰიპერკინეზია, ნევროზი, ძილის დარღვევა.
სხვა: შესაძლოა ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ზომიერი მომატება, ადვილად დაღლა, გამონაყარი, კონიუნქტივიტი.
- ძალიან იშვიათ შემთხვევაში ნეიტროფილია და ეოზინოფილია. შეცვლილი მაჩვენებლები აღწევს ნორმის ფარგლებს მკურნალობის შეწყვეტიდან 2-3 კვირის შემდეგ.
სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გულისრევა, სმენის დროებითი დაკარგვა, დიარეა. მკურნალება სიმპტომურია.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
- ანტაციდური საშუალებებისა (ალუმინის, მაგნიუმისა და ეთანოლის შემცველობით) და საკვების მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს აზითრომიცინის შეწოვას, ამიტომ რეკომენდებულია პრეპარატის მიიღება 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ საკვებისა და ასეთი ტიპის პრეპარატების მიღებიდან.
- არ უკავშირედბა ციტოქრომ Р-450. აზითრომიცინი ბენე ფარმი სხვა მაკროლიდებისაგან განსხვავებით არ ურთიერთქმედებს თეოფილინთან, ტერფენადინთან, კარბამაზეპინთან, ტრიაზოლამთან, დიგოქსინთან.
- მაკროლიდების გამოყენებისას ციკლოსერინთან, არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან, მეთილპრედნიზოლონთან, აგრეთვე პრეპარატებთან, რომლებიც განიცდიან მიკროსომულ დაჟანგვას (ციკლოსპორინი, ჰექსობარბიტალი, სპორინის ალკალოიდები, ვალპროის მჟავა, დიზოპირამიდი, ბრომკრიპტინი, ფენიტოინი, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები) ერთად გამოყენებისას აზითრომიცინი ბენე ფარმი აფერხებს მათ გამოყოფას და ზრდის ჩამოთვლილი პრეპარატების კონცენტრაციას და ტოქსიკურობას, მაშინ როცა აზალიდების გამოყენებისას ასეთი მოვლენები არ აღინიშნება.
- ვარფარინთან ერთად მიღების აუცილებლობისას, საჭიროა პროთრომბინის დროის კონტროლი.
- მაკროლიდების ერგოტამინებთან და დიჰიდროერგოტამინებთან ერთდროული გამოყენებისას, შესაძლოა გამოვლინდეს მათი ტოქსიკური ეფექტი (ვაზოსპაზმი, დიზესთეზია).
- ლინკოზამინი ასუსტებს, ტეტრაციკლინი და ქლორამფენიკოლი კი აძლიერებს აზიტრომიცინის ეფექტს.
- ფარმაკოლოგიურად შეუთავსებელია ჰეპარინთან.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში – გამოტოვებული დოზა უნდა მიიღოთ რაც შეიძლება მალე, ხოლო შემდეგი დოზა 24 საათიანი ინტერვალით.
გამოშვების ფორმა:
- კაფსულა 250 მგ; 6 კაფსულა ბლისტერზე. ერთი ბლისტერი ინსტრუქციასთნ ერთად მუყაოს კოლოფში.
- კაფსულა 500 მგ; 3 კაფსულა ბლისტერზე. ერთი ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ტენისგან და სინათლისაგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
”რომფარმი კომპანი”, რუმინეთი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


