პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

აზიბიოტი

Azibiot®

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულადსლოვენია
რისთვის გამოიყენება

აზითრომიცინი, აზიბიოტის მოქმედი ნივთიერება, არის მაკროლიდური ჯგუფის ერთ-ერთი ანტიბიოტიკი. იგი გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
აზითრომიცინი (azithromycin)
ფორმა და შეფუთვა
500მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №3
მწარმოებელი
KRKA, tovarna zdravil, d.d., Novo mesto, სლოვენია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიბაქტერიული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, მაკროლიდები
ATC კოდი
J01FA10
რეგისტრაციის ნომერი
რ-035086
რეგისტრირებულია
28 აპრილი 2022, მოქმედებს 28 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებააზიბიოტი და სხვა წამალი ერთად

აზიბიოტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

აზითრომიცინი, აზიბიოტის მოქმედი ნივთიერება, არის მაკროლიდური ჯგუფის ერთ-ერთი ანტიბიოტიკი. იგი გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.

აზიბიოტი ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

სასუნთქი გზების ინფექციები (შუა ყურის, სინუსების, ყელის, ნუშისებრი ჯირკვლების, ბრონქების და ფილტვების ანთება),

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მიგრირებადი ერითემა - ლაიმის (ბორელიოზის) პირველი სტადია, წითელი ქარი, იმპეტიგო და სხვა, მეორადი ჩირქოვანი კანის ანთებები),

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (ურეთრიტი და ცერვიციტი გამოწვეული Chlamydia trachomatis-ით ან Neisseria gonorrhoeae-ით და შანკროიდი გამოწვეული Haemophilus ducreyi-ით).

მიღების წესი და დოზირება

აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის ზუსტი დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე, ინფექციის ადგილზე, პაციენტის ასაკსა და მკურნალობის მიმართ რეაგირებაზე. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.

მოზრდილებისთვის და 45 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზაა 500 მგ აზითრომიცინი (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ სამი დღის განმავლობაში. თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ 500 მგ აზითრომიცინი (1 ტაბლეტი) პირველ დღეს, შემდეგ კი 250 მგ აზითრომიცინი (1/2 ტაბლეტი) 4 დღის განმავლობაში.

ლაიმის (ბორელიოზის) დაავადების სამკურნალოდ, ჩვეულებრივი დოზაა 1 გ აზითრომიცინი (2 ტაბლეტი) პირველ დღეს, შემდეგ კი 500 მგ (1 ტაბლეტი) 4 დღის განმავლობაში.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სამკურნალოდ საკმარისია 1 გ აზითრომიცინის (2 ტაბლეტი) ერთჯერადი დოზა.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთივე დოზა, როგორიც მოზრდილებში. ვინაიდან ხანდაზმულ პაციენტებს შეიძლება ქონდეთ არითმიის გამომწვევი დაავადებები (გულის რითმის დარღვევა), ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა რეკომენდებული ამ პაციენტებში გულის არითმიის და torsades de pointes-ის (სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულისცემა) განვითარების რისკის გამო.

თირკმელების ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები:

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ თირკმელებთან ან ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს თქვენთვის ჩვეულებრივი დოზის შეცვლა.

თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი აზიბიოტი

მნიშვნელოვანია ექიმის მიერ დანიშნული დოზის დაცვა. თუ თქვენ ან ვინმემ გადაყლაპა რამდენიმე ტაბლეტი ერთად, ან ფიქრობთ, რომ ბავშვმა გადაყლაპა რომელიმე ამ ტაბლეტთაგანი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. ყოველთვის თან წაიღეთ დარჩენილი ტაბლეტები და ასევე ყუთი, რადგან ამით გაადვილებთ ტაბლეტების იდენტიფიცირებას. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება ჩვეულებრივი დოზების მიღებისას.

თუ დაგავიწყდათ აზიბიოტის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება დანიშნულ დროს, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგი დოზა მიიღეთ მეორე დღეს.

თუ შეწყვეტთ აზიბიოტის მიღებას

მიიღეთ აღნიშნული პრეპარატი იმ ხანგრძლივობით, როგორც თქვენი ექიმი დაგინიშნავთ. მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, ინფექცია ჯერ კიდევ შეიძლება არსებობდეს ორგანიზმში და რეციდივი განმეორდეს თუ მკურნალობას შეწყვეტთ დროზე ადრე.

თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია აზითრომიცინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში),

თუ გაქვთ ალერგია სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

აზიბიოტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები: თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ღვიძლის ფუნქციის კონტროლი ან შეაჩეროს მკურნალობა.

თუ გაქვთ თირკმელებთან დაკავშირებული მძიმე პრობლემები: ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სხვა პრეპარატის დანიშვნა.

თუ გაქვთ ახალი ინფექცია, რაც შეიძლება იყოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდის ნიშანი (განსაკუთრებით სოკოები).

თუ გაქვთ ნელი ან არარეგულარული გულისცემა,

თუ გაქვთ გულის გარკვეული დაავადებები (მაგ. გულთან დაკავშირებული მძიმე პრობლემები, „QT ინტერვალის გახანგრძლივება“) ან თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც თქვენში იწვევენ გულის ელექტრული ფუნქციის ცვლილებას.

თუ გაქვთ მიასთენია (კუნთების ლოკალიზებული სისუსტე).

თუ გაქვთ სისხლში ელექტროლიტების დონის ცვლილება, განსაკუთრებით კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე.

თუ გაქვთ ნევროლოგიური ან ფსიქიკური (ფსიქიატრიული) პრობლემები.

იშვიათად აღინიშნა სერიოზული მომატებული მგრძნობელობის რეაქციები სახის, პირის ღრუს და ყელის შეშუპებით (ზოგჯერ ფატალური). თუ ასეთი სიმპტომები აღგენიშნებათ, შეწყვიტეთ აზიბიოტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, რაც შეიძლება იყოს ნაწლავის სერიოზული ანთების ნიშანი. თუ გაქვთ წყლიანი ან სისხლიანი დიარეა, დაურეკეთ თქვენს ექიმს. არ გამოიყენოთ რაიმე პრეპარატი დიარეის შესაჩერებლად, თქვენი ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ბოლო პერიოდში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.

ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს აზიბიოტის ან სხვა პრეპარატის ეფექტის გაზრდა ან შემცირება. ურთიერთქმედება შეიძლება აღინიშნოს, თუ აზითრომიცინი მიიღება პრეპარატთან ერთად, რომლებიც გამოიყენება:

კუჭის მჟავის მჟავიანობის შესამცირებლად (ანტაციდები); ამიტომ, აზიბიოტი უნდა მიიღოთ ანტაციდის მიღებიდან ერთი საათით ადრე ან ანტაციდის მიღებიდან ორი საათის შემდეგ,

ქრონიკული ბრონქიტისა და ასთმის სამკურნალოდ (თეოფილინი),

სისხლის შედედების პროფილაქტიკისთვის (ვარფარინი),

შაკიკის სამკურნალოდ (ერგოტის ალკალოიდები),

იმუნური სისტემის დასათრგუნად (ციკლოსპორინი),

გულის უკმარისობის სამკურნალოდ (დიგოქსინი),

პოდაგრის და ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელების სამკურნალოდ (კოლხიცინი),

მომატებული მგრძნობელობის რეაქციების სამკურნალოდ (ტერფენადინი),

ტუბერკულოზის სამკურნალოდ (რიფაბუტინი),

შიდსის სამკურნალოდ (ნელფინავირი),

სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ (ატორვასტატინი).

მიუხედავად იმისა, რომ არ გამოვლენილა ურთიერთქმედება აზითრომიცინსა და იმ პრეპარატებს შორის, რომლებიც გამოიყენება:

ეპილეფსიური კრუნჩხვების სამკურნალოდ (კარბამაზეპინი),

კუჭის მჟავის მჟავიანობის შესამცირებლად (ციმეტიდინი),

შიდსის სამკურნალოდ (დიდანოზინი),

რევმატოიდული ართრიტის და სახსრების სხვა ანთების, ასევე ასთმის და მომატებული მგროძნობელობის სამკურნალოდ (მეთილპრედნიზოლონი),

აზიბიოტთან ერთად ამ პრეპარატების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

აზიბიოტი საჭმელთან და სასმელთან ერთად

აზიბიოტის ტაბლეტების მიღება შეიძლება როგორც ჭამამდე, ასევე ჭამის შემდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაირეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ვინაიდან ორსულობის დროს აზიბიოტის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, მისი მიღება შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ, თუ ეს აბსოლუტურად აუცილებელია.

ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული აზიბიოტით მკურნალობის დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს მტკიცებულება, რომ აზიბიოტს აქვს გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

აზიბიოტი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე.

ეს პრეპარატი შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) ყოველ დოზაში, რაც, ფაქტობრივად ნიშნავს, რომ „არ შეიცავს ნატრიუმს“.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

თუ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ მოყვანილი გვერდითი მოვლენა, შეწყვიტეთ თქვენი ტაბლეტების მიღება, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თქვენ შეიძლება გქონდეთ იშვიათი მწვავე ალერგიული რეაქცია ტაბლეტების მიმართ:

ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება,

პრობლემები ყლაპვის ან სუნთქვის დროს,

სერიოზული კანისმიერი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (მძიმე კანისმიერი გამონაყარი) და სხვა მძიმე კანისმიერი გამონაყარი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ბუშტუკებს ან აქერცვლას (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი),

მძიმე, მუდმივი დიარეა, განსაკუთრებით სისხლით ან ლორწოთი (ეს შეიძლება იყოს ფსევდომემბრანული კოლიტი, ნაწლავის ანთება).

ძალიან ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე):

დიარეა.

ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე):

თავის ტკივილი,

შეუძლოდ ყოფნა (ღებინება), მუცლის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა),

ლიმფოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) რაოდენობის შემცირება, ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) რაოდენობის გაზრდა, ზოგიერთი სხვა ტიპის სისხლის უჯრედების (ბაზოფილები, მონოციტები და ნეიტროფილები) რაოდენობის გაზრდა, ცვლილებები სისხლის ზოგიერთ სხვა ანალიზში (სისხლში ბიკარბონატის დონის შემცირება).

არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე):

პირის ღრუს და საშოს სოკოვანი ინფექციები (რძიანა), პნევმონია, ყელის ანთება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება, რესპირატორული პრობლემები, ლორწოვანი გარსის ანთება ცხვირის შიგნით,

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია), სისხლნაჟღენთების გაჩენა ან სისხლდენის დროის გახანგრძლივება ტრავმის შემდეგ,

ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), ალერგიული რეაქციები,

კვებითი დარღვევები;

ნევროზულობა, ძილთან დაკავშირებული გართულებები (უძილობა),

თავბრუსხვევის შეგრძნება, ძილიანობის შეგრძნება (ძილიანობა), გემოვნების შეგრძნების ცვლილებები, დაბუჟების ან ჩხვლეტი შეგრძნება,

დარღვევა მხედველობის ორგანოების მხრივ,

დარღვევა სმენის ორგანოების მხრივ,

გულისცემის შეგრძნება (პალპიტაცია),

ცხელი ალები,

უეცარი ხიხინი, ქოშინი,

ყაბზობა, მეტეორიზმი, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი), ყლაპვის გაძნელება (დისფაგია), მუცლის შებერილობა, პირის სიმშრალე, კუჭიდან გაზის გამოყოფა (ამოქარვება), პირის ღრუს წყლულები, ნერწყვის ჰიპერსეკრეცია,

გამონაყარი ან ჭინჭრის ციება ქავილით, დერმატიტი, მშრალი კანი, პათოლოგიური ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი), სახსრების დეგენერაციული დაავადება (ოსტეოართრიტი), კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, კისრის ტკივილი,

გაძნელებული შარდვა (დიზურია), თირკმლის ტკივილი,

სისხლდენა საშვილოსნოდან არარეგულარული ინტერვალებით (მეტრორაგია), დარღვევა სათესლე ჯირკვლის მხრივ,

შეშუპება, სისუსტე, ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, სახის შეშუპება, ტკივილი გულმკერდის არეში, ცხელება, ტკივილი, პერიფერიული შეშუპება,

პათოლოგიური ლაბორატორიული ტესტები (ღვიძლისა და სისხლის სინჯები),

პროცედურების შემდგომი გართულებები.

იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე):

აჟიტაცია,

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, კანის ან თვალების გაყვითლება,

კანის პათოლოგიური მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ,

კანისმიერი რეაქცია, რომელიც ხასიათდება კანის სწრაფი გაწითლებით, სავსე მცირე პუსტულებით (ბუშტუკები სავსე თეთრი/ყვითელი სითხით).

ძალიან იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე):

წამლისმიერი გამონაყარი.

უცნობი (სიხშირე შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე):

მძიმე ან მუდმივი დიარეა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სისხლს ან ლორწოს, აზითრომიცინით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ, რაც შეიძლება იყოს ნაწლავის მძიმე ანთების ნიშანი,

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, წითელი უჯრედების პათოლოგიური დაშლა,

სერიოზული ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია),

აგრესია, შიშისა და შეშფოთების გრძნობა (შფოთვა), მწვავე დაბნეული მდგომარეობა (დელირიუმი), ჰალუცინაცია,

გონების დაკარგვა (სინკოპე), კრუნჩხვები, შეხების შეგრძნების დაქვეითება (ჰიპოესთეზია), ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა, ყნოსვის ცვლილება (ანოსმია, პაროსმია), გემოვნების შეგრძნების დაკარგვა (აგევზია), კუნთების სისუსტე (მიასთენია),

სმენის დარღვევა, მათ შორის სიყრუე ან ხმაური ყურებში,

სიცოცხლისათვის საშიში არარეგულარული გულისცემა (torsades de pointes), გულის პათოლოგიური ეკგ მაჩვენებელი (QT ინტერვალის გახანგრძლივება),

დაბალი არტერიული წნევა,

ენის გაუფერულება, პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი),

დარღვევები ღვიძლის მხრივ (ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ნეკროზი), ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი),

წითელი, ამობურცული ლაქები კანზე, რომელიც შეიძლება იყოს ბუშტუკების სახით (მულტიფორმული ერითემა), უეცარი ცხელება და კანზე ბუშტუკების გაჩენა (ეპიდერმული ნეკროლიზი), სერიოზული დაავადება კანზე, პირის ღრუსა და სასქესო ორგანოებზე ბუშტუკების გაჩენით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი),

სახსრების ტკივილი (ართრალგია),

თირკმლის ანთება ან უკმარისობა.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახება პირდაპირ:

Javna agencija Republike Slovenije za zdravila in medicinske pripomočke

Sektor za farmakovigilanco

Nacionalni center za farmakovigilanco

Slovenčeva ulica 22

SI-1000 ლუბლიანა

ტელ: +386 (0)8 2000 500

ფაქსი: +386 (0)8 2000 510

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებ. გვერდი: www.jazmp.si

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებაა აზითრომიცინი.

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აზითრომიცინს 524 მგ აზითრომიცინის დიჰიდრატის სახით.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: პრეჟელატინიზებული სახამებელი, კროსპოვიდონი, უწყლო კალციუმის წყალბადფოსფატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი და მაგნიუმის სტეარატი (E470b) ტაბლეტის ბირთვში და ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი (E15 ტრიაცეტის ფილა) აპკიან გარსში.

იხ. პარაგრაფი 2 „აზიბიოტი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს“.

აზიბიოტის გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ოვალური, თეთრი ფერის, ღარით.

აზიბიოტი წარმოდგენილია ყუთში მოთავსებული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების 3 ბლისტერით.

კლასიფიკაცია მიწოდებისთვის

სამკურნალო საშუალება ექვემდებარება რეცეპტით გაცემას.

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

KRKA, tovarna zdravil, d.d. (კრკა, ტოვარნა ზდრავილ, დ.დ.), ნოვო მესტო, სმარჟესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

მწარმოებლები

კრკა, ტოვარნა ზდრავილ, დ.დ., ნოვო მესტო, სმარჟესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

კრკა-პოლსკა სპ. ზ.ო.ო., ულ. როვნოლეგლა 5, 02-235, ვარშავა, პოლონეთი

კერნ ფარმა, სა, პოლიგონ ინდუსტრიალ კოლონ II, ვენუს 72, ბარსელონა, ესპანეთი.

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად განახლდა 25.3.2019

/ყველა გვერდი ხელმოწერილია და დასმულია შტამპი: კრკა, ტოვარნა ზდრავილ, დ.დ., ნოვო მესტო, 6204/

დეტალები, რომლებიც აღნიშნული უნდა იყოს შეფუთვის გარე მხარეს

ყუთი

შენახვის პირობები

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოუყენებელი სამკურნალო საშუალების ან ამ პროდუქტის ნარჩენი მასალების უტილიზაციისთვის, თუ საჭიროა

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელის დასახელება და მისამართი

KRKA, d.d. (კრკა,დ.დ.), ნოვო მესტო, სმარჟესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

მარკეტუნგული ლიცენზიის ნომერი(ები)

H/03/00245/001

სერიული/პარტიული ნომერი

Lot:

ზოგადი კლასიფიკაცია მიწოდებისთვის

სამკურნალო პროდუქტი ექვემდებარება რეცეპტით დანიშვნას.

გამოყენების ინსტრუქცია

ინფორმაცია ბრაილის შრიფტით

აზიბიოტი 500 მგ

უნიკალური იდენტიფიკატორი - 2D შტრიხკოდი

<შეიცავს 2D შტრიხკოდს უნიკალური იდენტიფიკატორით>

უსაფრთხოების მახასიათებლები განისაზღვრება 9/2/2019-მდე.

უნიკალური იდენტიფიკატორი - ადამიანისთვის კითხვადი მონაცემები

PC:

SN:

მინიმალური დეტალები, რომლებიც აღნიშნული უნდა იყოს ბლისტერზე

ბლისტერი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტებისათვის

აზიბიოტი® 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აზითრომიცინი

ამ პრეპარატის მიღებამდე, ყურადღებით გაეცანით წინამდებარე ფურცელ-ჩანართს, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი ხელახალი წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამკურნალო საშუალება განკუთვნილია პირადად თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. პრეპარატმა შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი თუ მათი დაავადების სიმპტომები გავს თქვენსას.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

წინამდებარე ფურცელ-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს აზიბიოტი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ აზიბიოტის მიღებამდე

როგორ უნდა მიიღოთ აზიბიოტი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

აზიბიოტის შენახვის პირობები

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს აზიბიოტი და რისთვის გამოიყენება

აზითრომიცინი, აზიბიოტის მოქმედი ნივთიერება, არის მაკროლიდური ჯგუფის ერთ-ერთი ანტიბიოტიკი. იგი გამოიყენება ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ.

აზიბიოტი ნაჩვენებია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

სასუნთქი გზების ინფექციები (შუა ყურის, სინუსების, ყელის, ნუშისებრი ჯირკვლების, ბრონქების და ფილტვების ანთება),

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (მიგრირებადი ერითემა - ლაიმის (ბორელიოზის) პირველი სტადია, წითელი ქარი, იმპეტიგო და სხვა, მეორადი ჩირქოვანი კანის ანთებები),

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (ურეთრიტი და ცერვიციტი გამოწვეული Chlamydia trachomatis-ით ან Neisseria gonorrhoeae-ით და შანკროიდი გამოწვეული Haemophilus ducreyi-ით).

რა უნდა იცოდეთ აზიბიოტის მიღებამდე

არ მიიღოთ აზიბიოტი:

თუ გაქვთ ალერგია აზითრომიცინის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში),

თუ გაქვთ ალერგია სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკების მიმართ.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

აზიბიოტის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები: თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ღვიძლის ფუნქციის კონტროლი ან შეაჩეროს მკურნალობა.

თუ გაქვთ თირკმელებთან დაკავშირებული მძიმე პრობლემები: ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს სხვა პრეპარატის დანიშვნა.

თუ გაქვთ ახალი ინფექცია, რაც შეიძლება იყოს რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდის ნიშანი (განსაკუთრებით სოკოები).

თუ გაქვთ ნელი ან არარეგულარული გულისცემა,

თუ გაქვთ გულის გარკვეული დაავადებები (მაგ. გულთან დაკავშირებული მძიმე პრობლემები, „QT ინტერვალის გახანგრძლივება“) ან თუ იღებთ მედიკამენტებს, რომლებიც თქვენში იწვევენ გულის ელექტრული ფუნქციის ცვლილებას.

თუ გაქვთ მიასთენია (კუნთების ლოკალიზებული სისუსტე).

თუ გაქვთ სისხლში ელექტროლიტების დონის ცვლილება, განსაკუთრებით კალიუმის და მაგნიუმის დაბალი დონე.

თუ გაქვთ ნევროლოგიური ან ფსიქიკური (ფსიქიატრიული) პრობლემები.

იშვიათად აღინიშნა სერიოზული მომატებული მგრძნობელობის რეაქციები სახის, პირის ღრუს და ყელის შეშუპებით (ზოგჯერ ფატალური). თუ ასეთი სიმპტომები აღგენიშნებათ, შეწყვიტეთ აზიბიოტის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

ანტიბიოტიკებმა შეიძლება გამოიწვიოს დიარეა, რაც შეიძლება იყოს ნაწლავის სერიოზული ანთების ნიშანი. თუ გაქვთ წყლიანი ან სისხლიანი დიარეა, დაურეკეთ თქვენს ექიმს. არ გამოიყენოთ რაიმე პრეპარატი დიარეის შესაჩერებლად, თქვენი ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

სხვა მედიკამენტები და აზიბიოტი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ან ბოლო პერიოდში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა პრეპარატები.

ზოგიერთ სხვა პრეპარატთან ურთიერთქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს აზიბიოტის ან სხვა პრეპარატის ეფექტის გაზრდა ან შემცირება. ურთიერთქმედება შეიძლება აღინიშნოს, თუ აზითრომიცინი მიიღება პრეპარატთან ერთად, რომლებიც გამოიყენება:

კუჭის მჟავის მჟავიანობის შესამცირებლად (ანტაციდები); ამიტომ, აზიბიოტი უნდა მიიღოთ ანტაციდის მიღებიდან ერთი საათით ადრე ან ანტაციდის მიღებიდან ორი საათის შემდეგ,

ქრონიკული ბრონქიტისა და ასთმის სამკურნალოდ (თეოფილინი),

სისხლის შედედების პროფილაქტიკისთვის (ვარფარინი),

შაკიკის სამკურნალოდ (ერგოტის ალკალოიდები),

იმუნური სისტემის დასათრგუნად (ციკლოსპორინი),

გულის უკმარისობის სამკურნალოდ (დიგოქსინი),

პოდაგრის და ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელების სამკურნალოდ (კოლხიცინი),

მომატებული მგრძნობელობის რეაქციების სამკურნალოდ (ტერფენადინი),

ტუბერკულოზის სამკურნალოდ (რიფაბუტინი),

შიდსის სამკურნალოდ (ნელფინავირი),

სისხლში ქოლესტერინის მაღალი დონის სამკურნალოდ (ატორვასტატინი).

მიუხედავად იმისა, რომ არ გამოვლენილა ურთიერთქმედება აზითრომიცინსა და იმ პრეპარატებს შორის, რომლებიც გამოიყენება:

ეპილეფსიური კრუნჩხვების სამკურნალოდ (კარბამაზეპინი),

კუჭის მჟავის მჟავიანობის შესამცირებლად (ციმეტიდინი),

შიდსის სამკურნალოდ (დიდანოზინი),

რევმატოიდული ართრიტის და სახსრების სხვა ანთების, ასევე ასთმის და მომატებული მგროძნობელობის სამკურნალოდ (მეთილპრედნიზოლონი),

აზიბიოტთან ერთად ამ პრეპარატების მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.

აზიბიოტი საჭმელთან და სასმელთან ერთად

აზიბიოტის ტაბლეტების მიღება შეიძლება როგორც ჭამამდე, ასევე ჭამის შემდეგ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან გაქვთ ლაქტაციის პერიოდი, ფიქრობთ, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად ან აპირებთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე გაირეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

ვინაიდან ორსულობის დროს აზიბიოტის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის, მისი მიღება შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ, თუ ეს აბსოლუტურად აუცილებელია.

ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული აზიბიოტით მკურნალობის დროს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არ არსებობს მტკიცებულება, რომ აზიბიოტს აქვს გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე.

აზიბიოტი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე.

ეს პრეპარატი შეიცავს 1მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23მგ) ყოველ დოზაში, რაც, ფაქტობრივად ნიშნავს, რომ „არ შეიცავს ნატრიუმს“.

როგორ უნდა მიიღოთ აზიბიოტი

აღნიშნული პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის ზუსტი დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ინფექციის ტიპზე, ინფექციის ადგილზე, პაციენტის ასაკსა და მკურნალობის მიმართ რეაგირებაზე. ტაბლეტი შეიძლება გაიყოს თანაბარ დოზებად.

მოზრდილებისთვის და 45 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზაა 500 მგ აზითრომიცინი (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ სამი დღის განმავლობაში. თქვენმა ექიმმა შესაძლოა დაგინიშნოთ 500 მგ აზითრომიცინი (1 ტაბლეტი) პირველ დღეს, შემდეგ კი 250 მგ აზითრომიცინი (1/2 ტაბლეტი) 4 დღის განმავლობაში.

ლაიმის (ბორელიოზის) დაავადების სამკურნალოდ, ჩვეულებრივი დოზაა 1 გ აზითრომიცინი (2 ტაბლეტი) პირველ დღეს, შემდეგ კი 500 მგ (1 ტაბლეტი) 4 დღის განმავლობაში.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სამკურნალოდ საკმარისია 1 გ აზითრომიცინის (2 ტაბლეტი) ერთჯერადი დოზა.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთივე დოზა, როგორიც მოზრდილებში. ვინაიდან ხანდაზმულ პაციენტებს შეიძლება ქონდეთ არითმიის გამომწვევი დაავადებები (გულის რითმის დარღვევა), ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა რეკომენდებული ამ პაციენტებში გულის არითმიის და torsades de pointes-ის (სიცოცხლისთვის საშიში არარეგულარული გულისცემა) განვითარების რისკის გამო.

თირკმელების ან ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები:

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ თირკმელებთან ან ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს თქვენთვის ჩვეულებრივი დოზის შეცვლა.

თუ მიიღეთ რეკომენდებულ დოზაზე მეტი აზიბიოტი

მნიშვნელოვანია ექიმის მიერ დანიშნული დოზის დაცვა. თუ თქვენ ან ვინმემ გადაყლაპა რამდენიმე ტაბლეტი ერთად, ან ფიქრობთ, რომ ბავშვმა გადაყლაპა რომელიმე ამ ტაბლეტთაგანი, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. ყოველთვის თან წაიღეთ დარჩენილი ტაბლეტები და ასევე ყუთი, რადგან ამით გაადვილებთ ტაბლეტების იდენტიფიცირებას. დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვლინდება ჩვეულებრივი დოზების მიღებისას.

თუ დაგავიწყდათ აზიბიოტის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება დანიშნულ დროს, მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგი დოზა მიიღეთ მეორე დღეს.

თუ შეწყვეტთ აზიბიოტის მიღებას

მიიღეთ აღნიშნული პრეპარატი იმ ხანგრძლივობით, როგორც თქვენი ექიმი დაგინიშნავთ. მაშინაც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ, ინფექცია ჯერ კიდევ შეიძლება არსებობდეს ორგანიზმში და რეციდივი განმეორდეს თუ მკურნალობას შეწყვეტთ დროზე ადრე.

თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით, ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

თუ აღგენიშნებათ რომელიმე ქვემოთ მოყვანილი გვერდითი მოვლენა, შეწყვიტეთ თქვენი ტაბლეტების მიღება, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თქვენ შეიძლება გქონდეთ იშვიათი მწვავე ალერგიული რეაქცია ტაბლეტების მიმართ:

ხელების, ფეხების, კოჭების, სახის, ტუჩების, პირის ან ყელის შეშუპება,

პრობლემები ყლაპვის ან სუნთქვის დროს,

სერიოზული კანისმიერი რეაქციები, მათ შორის სტივენს-ჯონსონის სინდრომი (მძიმე კანისმიერი გამონაყარი) და სხვა მძიმე კანისმიერი გამონაყარი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ბუშტუკებს ან აქერცვლას (ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი),

მძიმე, მუდმივი დიარეა, განსაკუთრებით სისხლით ან ლორწოთი (ეს შეიძლება იყოს ფსევდომემბრანული კოლიტი, ნაწლავის ანთება).

ძალიან ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანზე):

დიარეა.

ხშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე):

თავის ტკივილი,

შეუძლოდ ყოფნა (ღებინება), მუცლის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა),

ლიმფოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) რაოდენობის შემცირება, ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) რაოდენობის გაზრდა, ზოგიერთი სხვა ტიპის სისხლის უჯრედების (ბაზოფილები, მონოციტები და ნეიტროფილები) რაოდენობის გაზრდა, ცვლილებები სისხლის ზოგიერთ სხვა ანალიზში (სისხლში ბიკარბონატის დონის შემცირება).

არახშირი (შეიძლება გავლენა იქონიოს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე):

პირის ღრუს და საშოს სოკოვანი ინფექციები (რძიანა), პნევმონია, ყელის ანთება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება, რესპირატორული პრობლემები, ლორწოვანი გარსის ანთება ცხვირის შიგნით,

სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია), სისხლნაჟღენთების გაჩენა ან სისხლდენის დროის გახანგრძლივება ტრავმის შემდეგ,

ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება), ალერგიული რეაქციები,

კვებითი დარღვევები;

ნევროზულობა, ძილთან დაკავშირებული გართულებები (უძილობა),

თავბრუსხვევის შეგრძნება, ძილიანობის შეგრძნება (ძილიანობა), გემოვნების შეგრძნების ცვლილებები, დაბუჟების ან ჩხვლეტი შეგრძნება,

დარღვევა მხედველობის ორგანოების მხრივ,

დარღვევა სმენის ორგანოების მხრივ,

გულისცემის შეგრძნება (პალპიტაცია),

ცხელი ალები,

უეცარი ხიხინი, ქოშინი,

ყაბზობა, მეტეორიზმი, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია), კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება (გასტრიტი), ყლაპვის გაძნელება (დისფაგია), მუცლის შებერილობა, პირის სიმშრალე, კუჭიდან გაზის გამოყოფა (ამოქარვება), პირის ღრუს წყლულები, ნერწყვის ჰიპერსეკრეცია,

გამონაყარი ან ჭინჭრის ციება ქავილით, დერმატიტი, მშრალი კანი, პათოლოგიური ოფლიანობა (ჰიპერჰიდროზი), სახსრების დეგენერაციული დაავადება (ოსტეოართრიტი), კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, კისრის ტკივილი,

გაძნელებული შარდვა (დიზურია), თირკმლის ტკივილი,

სისხლდენა საშვილოსნოდან არარეგულარული ინტერვალებით (მეტრორაგია), დარღვევა სათესლე ჯირკვლის მხრივ,

შეშუპება, სისუსტე, ზოგადად შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება, სახის შეშუპება, ტკივილი გულმკერდის არეში, ცხელება, ტკივილი, პერიფერიული შეშუპება,

პათოლოგიური ლაბორატორიული ტესტები (ღვიძლისა და სისხლის სინჯები),

პროცედურების შემდგომი გართულებები.

იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 1,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე):

აჟიტაცია,

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, კანის ან თვალების გაყვითლება,

კანის პათოლოგიური მგრძნობელობა მზის სხივების მიმართ,

კანისმიერი რეაქცია, რომელიც ხასიათდება კანის სწრაფი გაწითლებით, სავსე მცირე პუსტულებით (ბუშტუკები სავსე თეთრი/ყვითელი სითხით).

ძალიან იშვიათი (შეიძლება გავლენა იქონიოს 10,000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანზე):

წამლისმიერი გამონაყარი.

უცნობი (სიხშირე შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების საფუძველზე):

მძიმე ან მუდმივი დიარეა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს სისხლს ან ლორწოს, აზითრომიცინით მკურნალობის დროს ან მის შემდეგ, რაც შეიძლება იყოს ნაწლავის მძიმე ანთების ნიშანი,

თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, წითელი უჯრედების პათოლოგიური დაშლა,

სერიოზული ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური რეაქცია),

აგრესია, შიშისა და შეშფოთების გრძნობა (შფოთვა), მწვავე დაბნეული მდგომარეობა (დელირიუმი), ჰალუცინაცია,

გონების დაკარგვა (სინკოპე), კრუნჩხვები, შეხების შეგრძნების დაქვეითება (ჰიპოესთეზია), ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა, ყნოსვის ცვლილება (ანოსმია, პაროსმია), გემოვნების შეგრძნების დაკარგვა (აგევზია), კუნთების სისუსტე (მიასთენია),

სმენის დარღვევა, მათ შორის სიყრუე ან ხმაური ყურებში,

სიცოცხლისათვის საშიში არარეგულარული გულისცემა (torsades de pointes), გულის პათოლოგიური ეკგ მაჩვენებელი (QT ინტერვალის გახანგრძლივება),

დაბალი არტერიული წნევა,

ენის გაუფერულება, პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი),

დარღვევები ღვიძლის მხრივ (ღვიძლის უკმარისობა, ღვიძლის ნეკროზი), ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი),

წითელი, ამობურცული ლაქები კანზე, რომელიც შეიძლება იყოს ბუშტუკების სახით (მულტიფორმული ერითემა), უეცარი ცხელება და კანზე ბუშტუკების გაჩენა (ეპიდერმული ნეკროლიზი), სერიოზული დაავადება კანზე, პირის ღრუსა და სასქესო ორგანოებზე ბუშტუკების გაჩენით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი),

სახსრების ტკივილი (ართრალგია),

თირკმლის ანთება ან უკმარისობა.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის მითითებული წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახება პირდაპირ:

Javna agencija Republike Slovenije za zdravila in medicinske pripomočke

Sektor za farmakovigilanco

Nacionalni center za farmakovigilanco

Slovenčeva ulica 22

SI-1000 ლუბლიანა

ტელ: +386 (0)8 2000 500

ფაქსი: +386 (0)8 2000 510

ელ. ფოსტა: [email protected]

ვებ. გვერდი: www.jazmp.si

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ დაგვეხმარებით უზრუნველვყოთ მეტი ინფორმაცია წამლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

აზიბიოტის შენახვის პირობები

შეინახეთ წინამდებარე პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. პრეპარატის უტილიზაციისთვის, რომელსაც აღარ იყენებთ, გაიარეთ კონსულტაცია ფარმაცევტთან. ამგვარი ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს აზიბიოტი

მოქმედი ნივთიერებაა აზითრომიცინი.

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აზითრომიცინს 524 მგ აზითრომიცინის დიჰიდრატის სახით.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: პრეჟელატინიზებული სახამებელი, კროსპოვიდონი, უწყლო კალციუმის წყალბადფოსფატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი და მაგნიუმის სტეარატი (E470b) ტაბლეტის ბირთვში და ჰიპრომელოზა (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), ლაქტოზას მონოჰიდრატი (E15 ტრიაცეტის ფილა) აპკიან გარსში.

იხ. პარაგრაფი 2 „აზიბიოტი შეიცავს ლაქტოზას და ნატრიუმს“.

აზიბიოტის გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ოვალური, თეთრი ფერის, ღარით.

აზიბიოტი წარმოდგენილია ყუთში მოთავსებული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების 3 ბლისტერით.

კლასიფიკაცია მიწოდებისთვის

სამკურნალო საშუალება ექვემდებარება რეცეპტით გაცემას.

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

KRKA, tovarna zdravil, d.d. (კრკა, ტოვარნა ზდრავილ, დ.დ.), ნოვო მესტო, სმარჟესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

მწარმოებლები

კრკა, ტოვარნა ზდრავილ, დ.დ., ნოვო მესტო, სმარჟესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

კრკა-პოლსკა სპ. ზ.ო.ო., ულ. როვნოლეგლა 5, 02-235, ვარშავა, პოლონეთი

კერნ ფარმა, სა, პოლიგონ ინდუსტრიალ კოლონ II, ვენუს 72, ბარსელონა, ესპანეთი.

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი უკანასკნელად განახლდა 25.3.2019

/ყველა გვერდი ხელმოწერილია და დასმულია შტამპი: კრკა, ტოვარნა ზდრავილ, დ.დ., ნოვო მესტო, 6204/

დეტალები, რომლებიც აღნიშნული უნდა იყოს შეფუთვის გარე მხარეს

ყუთი

სამკურნალო საშუალების დასახელება

აზიბიოტი® 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აზითრომიცინი

გაცხადებული მოქმედი ნივთიერება(ები)

თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აზითრომიცინს 524 მგ აზითრომიცინის დიჰიდრატის სახით.

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

ასევე შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს.

იხ. ფურცელი-ჩანართი გაფრთხილებებისთვის და სხვა დამხმარე ნივთიერებებისთვის.

წამლის ფორმა და შიგთავსი

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

3 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

მიღების წესი და მეთოდი

გამოყენებამდე გაეცანით შეფუთვის ფურცელ-ჩანართს.

პერორალური მიღებისთვის.

სპეციალური გაფრთხილება, რომ სამკურნალო საშუალება უნდა იყოს შენახული ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

სხვა სპეციალური გაფრთხილება(ები), საჭიროების შემთხვევაში

გამოყენების ვადა

EXP:

შენახვის განსაკუთრებული პირობები

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები გამოუყენებელი სამკურნალო საშუალების ან ამ პროდუქტის ნარჩენი მასალების უტილიზაციისთვის, თუ საჭიროა

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელის დასახელება და მისამართი

KRKA, d.d. (კრკა,დ.დ.), ნოვო მესტო, სმარჟესკა ცესტა 6, 8501 ნოვო მესტო, სლოვენია

მარკეტუნგული ლიცენზიის ნომერი(ები)

H/03/00245/001

სერიული/პარტიული ნომერი

Lot:

ზოგადი კლასიფიკაცია მიწოდებისთვის

სამკურნალო პროდუქტი ექვემდებარება რეცეპტით დანიშვნას.

გამოყენების ინსტრუქცია

ინფორმაცია ბრაილის შრიფტით

აზიბიოტი 500 მგ

უნიკალური იდენტიფიკატორი - 2D შტრიხკოდი

<შეიცავს 2D შტრიხკოდს უნიკალური იდენტიფიკატორით>

უსაფრთხოების მახასიათებლები განისაზღვრება 9/2/2019-მდე.

უნიკალური იდენტიფიკატორი - ადამიანისთვის კითხვადი მონაცემები

PC:

SN:

უსაფრთხოების მახასიათებლები განისაზღვრება 9/2/2019-მდე.

მინიმალური დეტალები, რომლებიც აღნიშნული უნდა იყოს ბლისტერზე

ბლისტერი

სამკურნალო საშუალების დასახელება

აზიბიოტი® 500 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

აზითრომიცინი

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელის დასახელება

კრკა

ვარგისიანობის ვადა

პროდუქტის ვარგისიანობის ვადა იბეჭდება წარმოების პროცესში.

სერიული/პარტიული ნომერი

სერიული/პარტიული ნომერი იბეჭდება წარმოების პროცესში.

სხვა

/ყველა გვერდი ხელმოწერილია და დასმულია შტამპი: კრკა, ტოვარნა ზდრავილ, დ.დ., ნოვო მესტო, 6204/

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა