ადენიტ ფორტე გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: დიაბეტის ფონზე განვითარებული დიაბეტური ნეიროპათია და პერნიციოზული ანემია; სხვადასხვა ტიპის ნევრალგია; გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიტი და მიოკარდიოპათია; იშიაზი, ტკივილი საჯდომი ნერვის გასწვრივ; მიალგია და ლუმბაგო; ბურსიტი და ტენდინიტი; რეინოს დაავადება; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- adenosine triphosphate salt + კოკარბოქსილასი (cocarboxylase) + ნიკოტინამიდი (nicotinamide) + ციანოკობალამინი (cyanocobalamin)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ+50მგ+500მკგ+20მგ ლიოფილიზებული ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №3 + 2მლ გამხსნელი (0,5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი) მინის ამპულა №3
- მწარმოებელი
- World Medicine Ilac San ve Tic. A.S. (Tekirdag), თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვიტამინები, ვიტამინი B კომპლექსი, სხვა კომბინაციები
- ATC კოდი
- A11EX
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041560
- რეგისტრირებულია
- 11 ივლისი 2024, მოქმედებს 11 ივლისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ადენიტ ფორტე — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ადენიტ ფორტე გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
დიაბეტის ფონზე განვითარებული დიაბეტური ნეიროპათია და პერნიციოზული ანემია;
სხვადასხვა ტიპის ნევრალგია;
გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიტი და მიოკარდიოპათია;
იშიაზი, ტკივილი საჯდომი ნერვის გასწვრივ;
მიალგია და ლუმბაგო;
ბურსიტი და ტენდინიტი;
რეინოს დაავადება;
B1, B12, B3 ვიტამინების დეფიციტი.
მიღების წესი და დოზირება
გამოყენების წესი და დოზირება / მიღების სიხშირე
ადენიტ ფორტეს სადღეღამისო დოზაა 1 ფლაკონი ლიოფილიზირებული ფხვნილი გამხსნელთან ერთად კუნთში შესაყვანად.
გამოყენების წესი და შეყვანის გზა:
2 მლ 0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი შეყავთ ლიოფილიზირებული ფხვნილის შემცველ ფლაკონში და შეანჯღრევენ. ფხვნილი იხსნება 0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში.
მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ შეჰყავთ კუნთებში.
დაუშვებელია ადენიტ ფორტეს ინტრავენური გამოყენება.
განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
არ არსებობს მონაცემები ადენიტ ფორტეს გამოყენების შესახებ ბავშვებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
არ არსებობს მონაცემები ადენიტ ფორტეს გამოყენების შესახებ ხანდაზმულებში.
განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა:
არ არსებობს მონაცემები ადენიტ ფორტეს გამოყენების შესახებ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობა:
არ არსებობს მონაცემები ადენიტ ფორტეს გამოყენების შესახებ ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
უკუჩვენებები
გაწუხებთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ადენოზინ დინატრიუმ ტრიფოსფატის, კოკარბოქსილაზას ქლორიდის, ნიკოტინამიდის, ციანოკობალამინის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ;
თუ გადატანილი გაქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი;
გადატანილი გაქვთ ჰემორაგიული ინსულტი.
სიფრთხილის ზომები
არ გამოიყენოთ ადენიტ ფორტე ინტრავენურად.
თუ ადენიტ ფორტეს მიღების ფონზე გამოვლინდა ანაფილაქსიური რეაქციები, შეწყვიტეთ მისი მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ კლინიკას.
ადენიტ ფორტე შეიცავს მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატს. მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი იწვევენ ალერგიულ რეაქციებს (შესაძლოა დაყოვნებული ტიპის), განსაკუთრებით ხშირად ბრონქოსპაზმს (სუნთქვის გაძნელება, სასუნთქი გზების შევიწროების გამო).
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ადენიტ ფორტეს აბსორბცია შეიძლება შემცირდეს პარა-ამინო სალიცილის მჟავას, კოლხიცინის, ბიგუანიდების, ნეომიცინის, ქოლესტირამინის, კალიუმის ქლორიდის, მეთილდოპას და ციმეტიდინის ერთდროული გამოყენებით.
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ქლორამფენიკოლით, ციანკობალამინით მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია.
პროსტაგლანდინ სინთეტაზას ინჰიბიტორებთან (PSI), გლუკოკორტიკოიდებისა და სალიცილატების (აცეტილსალიცილის მჟავა) ჩათვლით, ერთდროულმა გამოყენებამ, სინერგიული მოქმედების გამო, შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავში წყლულებისა და სისხლდენების განვითარების რისკი და, შესაბამისად - არ არის რეკომენდებული.
მელოქსიკამის თანმხლები გამოყენება სხვა არასტეროიული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (აასს) ერთად რეკომენდებული არ არის.
ციანკობალამინმა შეიძლება შეამციროს პერორალური კოტრაცეპტივების დონე სისხლის შრატში. აღნიშნული ურთიერთქმედების კლინიკური გამოხატულება მოსალოდნელი არ არის.
ვიტამინ B12-ის გამოყენება ანეიტრალებს ანტიმეტაბოლიტებისა და ბევრი სხვა ანტიბიოტიკის მოქმედებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
რეპროდუქციული ასაკის ქალები/კონტრაცეფცია
ორსულობის დროს ადენიტ ფორტეს გამოყენებასთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს. შესაბამისად რეპროდუქციული ასაკის ქალებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ორსულობა:
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია ემბრიონის/ნაყოფის განვითარების, მშობიარობის და/ან პოსტნატალური განვითარების თვალსაზრისით. პოტენციური რისკი ადამიანებისათვის უცნობია.
ორსულ ქალებში ადენიტ ფორტეს გამოყენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეზღუდულია. ორსულობის დროს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი მეტია, ვიდრე ნაყოფზე პოტენციური ზიანის მიყენების რისკი.
ორსულობის დროს ადენიტ ფორტეს გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება.
ლაქტაცია:
არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ადენიტ ფორტე დედის რძეში. ადენიტ ფორტეს რძესთან ერთად გამოყოფა არ არის შესწავლილი ცხოველებში.
ძუძუთი კვების შეწყვეტის, ან ადენიტ ფორტეთი მკურნალობის შეწყვეტის, ან მკურნალობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისათვის და პრეპარატის საგებელი დედისათვის.

რეპროდუქციის უნარი/ფერტილობა
რეპროდუქცია/ფერტილობაზე ადენიტ ფორტეს ზეგავლენის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ მოიპოვება.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არსებობს მონაცემები ადენიტ ფორტეს გავლენის შესახებ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100; <1/10); არახშირი (≥1/1,000; <1/100); იშვიათი (≥1/10,000; <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).
ნერვული სისტემის მხრივ
უცნობი: თავბრუსხვევა
გულის მხრივ
უცნობი: გულის ფრიალი
სისხლძარღვების მხრივ
უცნობი: ჰიპოტენზია
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ
უცნობი: სუნთქვის გაძნელება
კუჭ-ნაწლავის მხრივ
უცნობი: დისკომფორტი ეპიგატსრიუმის არეში, გულისრევა
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
უცნობი: გამოხატული სიწითლე, ალები, ადგილობრივი გამონაყარი
თირკმლისა და საშარდე გზების მხრივ
უცნობი: დიზურია
ჭარბი დოზა
ადენიტ ფორტეს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ვითარდება კანის სიმშრალე, ქავილი, მუქი პიგმენტური ლაქები კანზე, სპაზმი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, პეპტიური წყლულის აქტივაცია (12-გოჯა ნაწლავსა და კუჭში ნაწიბურის ჩამოყალიბება), ამბლიოპია, სიყვითლე და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, სისხლში გლუკოზის დონის მატება, შარდმჟავას დონის მატება სისხლში.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები:
თითო ფლაკონი შეიცავს 10.00 მგ ადენოზინ დინატრიუმ ტრიფოსფატს, 50.00 მგ კოკარბოქსილაზას ქლორიდს, 20.00 მგ ნიკოტინამიდს, 500 მკგ ციანოკოლბალამინს.
დამხმარე ნივთიერებები:
სრული ჩამონათვალი, იხ. პუნქტი 6.1.
შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
- 5. შეფუთვა
კოლოფში მოთავსებულია ადენიტ ფორტე - 3×4 მლ ქარვისფერი შუშის ფლაკონი - ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად და 3×2 მლ გამჭვირვალე ამპულა - ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი.
- 6. გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
- სავაჭრო უფლების მფლობელი
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals LTD., (საქართველო)
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინი B კომპლექსი, სხვა კომბინაციები
ათქ კოდი: A11EX
ადენიტ ფორტეს შემადგენელი კომპონენტები - ადენოზინ დინატრიუმ ტრიფოსფატი, კოკარბოქსილაზას ქლორიდი, ნიკოტინამიდი, ციანოკოლბალამინი, სწრაფად შეიწოვება პარენტერალური გზით გამოყენებისას და ვრცელდება სხვადასხვა ორგანოებში. ადენოზინტრიფოსფატი (ATP) ემატება ერითროციტებს და სისხლძარღვთა ენდოთელიუმის უჯრედებს აქტიური სატრანსპორტო სისტემის საშუალებით. ATP ჰიდროლიზდება ფოსფატური კავშირებიდან ენერგიის გამოთავისუფლებით და გარდაიქმნება ადენოზინ დიფოსფატად (ADP). გარდა ამისა, უჯრედის გარეთ არსებული ATP რიგ ბიოლოგიურ პროცესში მონაწილეობს.
კოკარბოქსილაზა ძირითადად ინახება ჩონჩხის კუნთებში, გულში, ღვიძლში, თირკმელებსა და თავის ტვინში. მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა შარდთან ერთად. კოკარბოქსილაზას მაღალი დოზებით გამოყენებისას, ორგანიზმის მარაგები ივსება, ხოლო ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდთან ერთად.
ვიტამინი B12 უკავშირდება ტრანსკობალამინს, პლაზმური ცილის პროდუქტს. ტრანსკობალამინი II მონაწილეობს ქსოვილებისთვის კობალამინის სწრაფ მიწოდებაში. ვიტამინი B12 ინახება ღვიძლში, გამოიყოფა ნაღველით და განიცდის ინტენსიურ ენტეროჰეპატურ რეცირკულაციას. დოზის ნაწილი გამოიყოფა შარდში პირველი 8 საათის განმავლობაში. შარდით გამოყოფილი ნაწილი, ორგანიზმში შენახული რაოდენობის ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენს. ვიტამინი B12 გადის პლაცენტარულ ბარიერს, აღწევს დედის რძეში.
ნიკოტინამიდი ფართოდ ვრცელდება ორგანიზმის ქსოვილებში. ნიკოტინამიდი სწრაფად სცილდება ცირკულაციას და ნაწილდება ქსოვილებში.
ღვიძლის კლირენსი მაღალია და მცირდება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ნიკოტინამიდი მეტაბოლიზდება N-მეთილნიკოტინამიდად და 4-პირიდონის წარმოებულად. ნიკოტინამიდის მცირე ნაწილი, თერაპიული დოზის შეყვანის შემდეგ შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდით. შარდით გამოყოფილი შეუცვლელი ნიკოტინამიდის რაოდენობა იზრდება ნიკოტინამიდის დოზის მატებასთან ერთად.
- 2 ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა:
ადენიტ ფორტეს შემადგენელი კომპონენტები - ადენოზინ დინატრიუმ ტრიფოსფატი, კოკარბოქსილაზას ქლორიდი, ნიკოტინამიდი, ციანოკოლბალამინი, სწრაფად შეიწოვება პარენტერალური გზით გამოყენებისას და ვრცელდება სხვადასხვა ორგანოებში.
განაწილება:
ადენოზინტრიფოსფატი (ATP) ემატება ერითროციტებს და სისხლძარღვთა ენდოთელიუმის უჯრედებს აქტიური სატრანსპორტო სისტემის საშუალებით. კოკარბოქსილაზა ძირითადად ინახება ჩონჩხის კუნთებში, გულში, ღვიძლში, თირკმელებსა და თავის ტვინში. ვიტამინი B12 უკავშირდება ტრანსკობალამინს, პლაზმური ცილის პროდუქტს. ტრანსკობალამინი II მონაწილეობს ქსოვილებისათვის კობალამინის სწრაფ მიწოდებაში. ვიტამინი B12 გადის პლაცენტარულ ბარიერს, აღწევს დედის რძეში.

მეტაბოლიზმი:
ATP ჰიდროლიზდება ფოსფატის კავშირებიდან ენერგიის გამოთავისუფლებით და გარდაიქმნება ადენოზინ დიფოსფატად (ADP). გარდა ამისა, უჯრედის გარეთ არსებული ATP რიგ ბიოლოგიურ პროცესში მონაწილეობს. ვიტამინი B12 ინახება ღვიძლში, გამოიყოფა ნაღველით და განიცდის ინტენსიურ ენტეროჰეპატურ რეცირკულაციას. ნიკოტინამიდი მეტაბოლიზდება N-მეთილნიკოტინამიდად და 4-პირიდონის წარმოებულად.
გამოყოფა:
კოკარბოქსილაზას მაღალი დოზებით გამოყენებისას, ორგანიზმის მარაგები ივსება, ხოლო ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდთან ერთად. დოზის ნაწილი გამოიყოფა შარდში პირველი 8 საათის განმავლობაში. შარდით გამოყოფილი ნაწილი, ორგანიზმში შენახული რაოდენობის ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენს. ღვიძლის კლირენსი მაღალია და მცირდება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ნიკოტინამიდის მცირე ნაწილი, თერაპიული დოზის შეყვანის შემდეგ შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდით. შარდით გამოყოფილი შეუცვლელი ნიკოტინამიდის რაოდენობა იზრდება ნიკოტინამიდის დოზის მატებასთან ერთად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია სპეციალისტებისთვის
პრეპარატის დასახელება
ადენიტ ფორტე
Adenit Forte
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები:
თითო ფლაკონი შეიცავს 10.00 მგ ადენოზინ დინატრიუმ ტრიფოსფატს, 50.00 მგ კოკარბოქსილაზას ქლორიდს, 20.00 მგ ნიკოტინამიდს, 500 მკგ ციანოკოლბალამინს.
დამხმარე ნივთიერებები:
სრული ჩამონათვალი, იხ. პუნქტი 6.1.
ფარმაცევტული ფორმა
ლიოფილიზებული ფხვნილი საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად.
ვარდისფერი ლიოფილიზებული ფხვნილი.
კლინიკური ჩვენებები
თერაპიული ჩვენებები
ადენიტ ფორტე გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
დიაბეტის ფონზე განვითარებული დიაბეტური ნეიროპათია და პერნიციოზული ანემია;
სხვადასხვა ტიპის ნევრალგია;
გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიტი და მიოკარდიოპათია;
იშიაზი, ტკივილი საჯდომი ნერვის გასწვრივ;
მიალგია და ლუმბაგო;
ბურსიტი და ტენდინიტი;
რეინოს დაავადება;
B1, B12, B3 ვიტამინების დეფიციტი.
დოზირება და მიღების წესი
გამოყენების წესი და დოზირება / მიღების სიხშირე
ადენიტ ფორტეს სადღეღამისო დოზაა 1 ფლაკონი ლიოფილიზირებული ფხვნილი გამხსნელთან ერთად კუნთში შესაყვანად.
გამოყენების წესი და შეყვანის გზა:
2 მლ 0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი შეყავთ ლიოფილიზირებული ფხვნილის შემცველ ფლაკონში და შეანჯღრევენ. ფხვნილი იხსნება 0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში.
მომზადებული ხსნარი დაუყოვნებლივ შეჰყავთ კუნთებში.
დაუშვებელია ადენიტ ფორტეს ინტრავენური გამოყენება.
განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფები:
გამოყენება ბავშვებში:
არ არსებობს მონაცემები ადენიტ ფორტეს გამოყენების შესახებ ბავშვებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
არ არსებობს მონაცემები ადენიტ ფორტეს გამოყენების შესახებ ხანდაზმულებში.
განსაკუთრებული შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა:
არ არსებობს მონაცემები ადენიტ ფორტეს გამოყენების შესახებ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობა:
არ არსებობს მონაცემები ადენიტ ფორტეს გამოყენების შესახებ ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
- 3. უკუჩვენებები
ადენიტ ფორტეს გამოყენება არ შეიძლება, თუ:
გაწუხებთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ადენოზინ დინატრიუმ ტრიფოსფატის, კოკარბოქსილაზას ქლორიდის, ნიკოტინამიდის, ციანოკობალამინის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ;
თუ გადატანილი გაქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი;
გადატანილი გაქვთ ჰემორაგიული ინსულტი.
- 4. განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
არ გამოიყენოთ ადენიტ ფორტე ინტრავენურად.
თუ ადენიტ ფორტეს მიღების ფონზე გამოვლინდა ანაფილაქსიური რეაქციები, შეწყვიტეთ მისი მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ კლინიკას.
ადენიტ ფორტე შეიცავს მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატს. მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი იწვევენ ალერგიულ რეაქციებს (შესაძლოა დაყოვნებული ტიპის), განსაკუთრებით ხშირად ბრონქოსპაზმს (სუნთქვის გაძნელება, სასუნთქი გზების შევიწროების გამო).
- 5. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები
ადენიტ ფორტეს აბსორბცია შეიძლება შემცირდეს პარა-ამინო სალიცილის მჟავას, კოლხიცინის, ბიგუანიდების, ნეომიცინის, ქოლესტირამინის, კალიუმის ქლორიდის, მეთილდოპას და ციმეტიდინის ერთდროული გამოყენებით.
პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ქლორამფენიკოლით, ციანკობალამინით მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია.
პროსტაგლანდინ სინთეტაზას ინჰიბიტორებთან (PSI), გლუკოკორტიკოიდებისა და სალიცილატების (აცეტილსალიცილის მჟავა) ჩათვლით, ერთდროულმა გამოყენებამ, სინერგიული მოქმედების გამო, შეიძლება გაზარდოს კუჭ-ნაწლავში წყლულებისა და სისხლდენების განვითარების რისკი და, შესაბამისად - არ არის რეკომენდებული.
მელოქსიკამის თანმხლები გამოყენება სხვა არასტეროიული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან (აასს) ერთად რეკომენდებული არ არის.
ციანკობალამინმა შეიძლება შეამციროს პერორალური კოტრაცეპტივების დონე სისხლის შრატში. აღნიშნული ურთიერთქმედების კლინიკური გამოხატულება მოსალოდნელი არ არის.
ვიტამინ B12-ის გამოყენება ანეიტრალებს ანტიმეტაბოლიტებისა და ბევრი სხვა ანტიბიოტიკის მოქმედებას.
- 6. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
რეპროდუქციული ასაკის ქალები/კონტრაცეფცია
ორსულობის დროს ადენიტ ფორტეს გამოყენებასთან დაკავშირებით საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს. შესაბამისად რეპროდუქციული ასაკის ქალებში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.
ორსულობა:
ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არასაკმარისია ემბრიონის/ნაყოფის განვითარების, მშობიარობის და/ან პოსტნატალური განვითარების თვალსაზრისით. პოტენციური რისკი ადამიანებისათვის უცნობია.
ორსულ ქალებში ადენიტ ფორტეს გამოყენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეზღუდულია. ორსულობის დროს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი მეტია, ვიდრე ნაყოფზე პოტენციური ზიანის მიყენების რისკი.
ორსულობის დროს ადენიტ ფორტეს გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება.
ლაქტაცია:
არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ადენიტ ფორტე დედის რძეში. ადენიტ ფორტეს რძესთან ერთად გამოყოფა არ არის შესწავლილი ცხოველებში.
ძუძუთი კვების შეწყვეტის, ან ადენიტ ფორტეთი მკურნალობის შეწყვეტის, ან მკურნალობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისათვის და პრეპარატის საგებელი დედისათვის.
ორსულობის დროს ადენიტ ფორტეს გამოყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება.
რეპროდუქციის უნარი/ფერტილობა
რეპროდუქცია/ფერტილობაზე ადენიტ ფორტეს ზეგავლენის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ მოიპოვება.
- 7. ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა
არ არსებობს მონაცემები ადენიტ ფორტეს გავლენის შესახებ ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.
- 8. შესაძლო გვერდითი მოვლენები
შესაძლო გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100; <1/10); არახშირი (≥1/1,000; <1/100); იშვიათი (≥1/10,000; <1/1,000); ძალიან იშვიათი (<1/10,000), უცნობი (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება).
ნერვული სისტემის მხრივ
უცნობი: თავბრუსხვევა
გულის მხრივ
უცნობი: გულის ფრიალი
სისხლძარღვების მხრივ
უცნობი: ჰიპოტენზია
სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ
უცნობი: სუნთქვის გაძნელება
კუჭ-ნაწლავის მხრივ
უცნობი: დისკომფორტი ეპიგატსრიუმის არეში, გულისრევა
კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ
უცნობი: გამოხატული სიწითლე, ალები, ადგილობრივი გამონაყარი
თირკმლისა და საშარდე გზების მხრივ
უცნობი: დიზურია
- 9. ჭარბი დოზირება
ადენიტ ფორტეს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, ვითარდება კანის სიმშრალე, ქავილი, მუქი პიგმენტური ლაქები კანზე, სპაზმი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, პეპტიური წყლულის აქტივაცია (12-გოჯა ნაწლავსა და კუჭში ნაწიბურის ჩამოყალიბება), ამბლიოპია, სიყვითლე და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, სისხლში გლუკოზის დონის მატება, შარდმჟავას დონის მატება სისხლში.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1. ფარმაკოდინამიკა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინი B კომპლექსი, სხვა კომბინაციები
ათქ კოდი: A11EX
ადენიტ ფორტეს შემადგენელი კომპონენტები - ადენოზინ დინატრიუმ ტრიფოსფატი, კოკარბოქსილაზას ქლორიდი, ნიკოტინამიდი, ციანოკოლბალამინი, სწრაფად შეიწოვება პარენტერალური გზით გამოყენებისას და ვრცელდება სხვადასხვა ორგანოებში. ადენოზინტრიფოსფატი (ATP) ემატება ერითროციტებს და სისხლძარღვთა ენდოთელიუმის უჯრედებს აქტიური სატრანსპორტო სისტემის საშუალებით. ATP ჰიდროლიზდება ფოსფატური კავშირებიდან ენერგიის გამოთავისუფლებით და გარდაიქმნება ადენოზინ დიფოსფატად (ADP). გარდა ამისა, უჯრედის გარეთ არსებული ATP რიგ ბიოლოგიურ პროცესში მონაწილეობს.
კოკარბოქსილაზა ძირითადად ინახება ჩონჩხის კუნთებში, გულში, ღვიძლში, თირკმელებსა და თავის ტვინში. მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა შარდთან ერთად. კოკარბოქსილაზას მაღალი დოზებით გამოყენებისას, ორგანიზმის მარაგები ივსება, ხოლო ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდთან ერთად.
ვიტამინი B12 უკავშირდება ტრანსკობალამინს, პლაზმური ცილის პროდუქტს. ტრანსკობალამინი II მონაწილეობს ქსოვილებისთვის კობალამინის სწრაფ მიწოდებაში. ვიტამინი B12 ინახება ღვიძლში, გამოიყოფა ნაღველით და განიცდის ინტენსიურ ენტეროჰეპატურ რეცირკულაციას. დოზის ნაწილი გამოიყოფა შარდში პირველი 8 საათის განმავლობაში. შარდით გამოყოფილი ნაწილი, ორგანიზმში შენახული რაოდენობის ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენს. ვიტამინი B12 გადის პლაცენტარულ ბარიერს, აღწევს დედის რძეში.
ნიკოტინამიდი ფართოდ ვრცელდება ორგანიზმის ქსოვილებში. ნიკოტინამიდი სწრაფად სცილდება ცირკულაციას და ნაწილდება ქსოვილებში.
ღვიძლის კლირენსი მაღალია და მცირდება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ნიკოტინამიდი მეტაბოლიზდება N-მეთილნიკოტინამიდად და 4-პირიდონის წარმოებულად. ნიკოტინამიდის მცირე ნაწილი, თერაპიული დოზის შეყვანის შემდეგ შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდით. შარდით გამოყოფილი შეუცვლელი ნიკოტინამიდის რაოდენობა იზრდება ნიკოტინამიდის დოზის მატებასთან ერთად.
- 2 ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა:
ადენიტ ფორტეს შემადგენელი კომპონენტები - ადენოზინ დინატრიუმ ტრიფოსფატი, კოკარბოქსილაზას ქლორიდი, ნიკოტინამიდი, ციანოკოლბალამინი, სწრაფად შეიწოვება პარენტერალური გზით გამოყენებისას და ვრცელდება სხვადასხვა ორგანოებში.
განაწილება:
ადენოზინტრიფოსფატი (ATP) ემატება ერითროციტებს და სისხლძარღვთა ენდოთელიუმის უჯრედებს აქტიური სატრანსპორტო სისტემის საშუალებით. კოკარბოქსილაზა ძირითადად ინახება ჩონჩხის კუნთებში, გულში, ღვიძლში, თირკმელებსა და თავის ტვინში. ვიტამინი B12 უკავშირდება ტრანსკობალამინს, პლაზმური ცილის პროდუქტს. ტრანსკობალამინი II მონაწილეობს ქსოვილებისათვის კობალამინის სწრაფ მიწოდებაში. ვიტამინი B12 გადის პლაცენტარულ ბარიერს, აღწევს დედის რძეში.
ნიკოტინამიდი ფართოდ ვრცელდება ორგანიზმის ქსოვილებში. ნიკოტინამიდი სწრაფად სცილდება ცირკულაციას და ნაწილდება ქსოვილებში.
მეტაბოლიზმი:
ATP ჰიდროლიზდება ფოსფატის კავშირებიდან ენერგიის გამოთავისუფლებით და გარდაიქმნება ადენოზინ დიფოსფატად (ADP). გარდა ამისა, უჯრედის გარეთ არსებული ATP რიგ ბიოლოგიურ პროცესში მონაწილეობს. ვიტამინი B12 ინახება ღვიძლში, გამოიყოფა ნაღველით და განიცდის ინტენსიურ ენტეროჰეპატურ რეცირკულაციას. ნიკოტინამიდი მეტაბოლიზდება N-მეთილნიკოტინამიდად და 4-პირიდონის წარმოებულად.
გამოყოფა:
კოკარბოქსილაზას მაღალი დოზებით გამოყენებისას, ორგანიზმის მარაგები ივსება, ხოლო ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შეუცვლელი სახით შარდთან ერთად. დოზის ნაწილი გამოიყოფა შარდში პირველი 8 საათის განმავლობაში. შარდით გამოყოფილი ნაწილი, ორგანიზმში შენახული რაოდენობის ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენს. ღვიძლის კლირენსი მაღალია და მცირდება ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ნიკოტინამიდის მცირე ნაწილი, თერაპიული დოზის შეყვანის შემდეგ შეუცვლელი სახით გამოიყოფა შარდით. შარდით გამოყოფილი შეუცვლელი ნიკოტინამიდის რაოდენობა იზრდება ნიკოტინამიდის დოზის მატებასთან ერთად.
- 3. უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები
ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის
- ფარმაცევტული მახასიათებლები
- 1. დამხმარე ნივთიერებები
გლიცინი
მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი
პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი
საინექციო წყალი.
- 2. შეუთავსებლობა
არ აღინიშნება.
- 3 ვარგისობა
3 წელი.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ვარგისობის ვადას.
არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
პროდუქტის დაზიანების შემთხვევაში ნუ გამოიყენებთ ადენიტ ფორტეს.
- 4. შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში.
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
- 5. შეფუთვა
კოლოფში მოთავსებულია ადენიტ ფორტე - 3×4 მლ ქარვისფერი შუშის ფლაკონი - ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად და 3×2 მლ გამჭვირვალე ამპულა - ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი.
- 6. გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
- სავაჭრო უფლების მფლობელი
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის / რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals LTD., (საქართველო)
მწარმოებელი
World Medicine İlaç San ve Tic. A.Ş., (თურქეთი)
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.