პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვაქცინები

ადასელი

ADACEL®

რეცეპტით0,5მლინსტრუქცია ქართულადკანადა
რისთვის გამოიყენება

ადასელი® ნაჩვენებია: აქტიური ბუსტერ იმუნიზაცია ტეტანუსის, დიფტერიისა და ყივანახველას აქტიური პროფილაქტიკისთვის 4 წელზე უფროსი ასაკის პირებში. ორსულობის დროს ვაქცინაცია ჩვილებში ყივანახველას დაავადების წინააღმდეგ პასიური იმუნიზაციისთვის. (იხ. 4. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
0,5მლ (1დოზა) ტეტანუსის ანატოქსინი, შემცირებული დიფტერიის ანატოქსინი და ყივანახველას აცელულარული ადსორბირებული ვაქცინა საინექციო სუსპენზიის სახით მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
Sanofi Pasteur Limited, კანადა
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვაქცინები, ყივანახველას საწინააღმდეგო ვაქცინები
ATC კოდი
J07AJ52
რეგისტრაციის ნომერი
რ-041397
რეგისტრირებულია
20 ივნისი 2024, მოქმედებს 20 ივნისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Sanofi Pasteur (საფრანგეთი)
განმცხადებელი
შპს „ფაინენშლ ჩეინ კორპორეიშნ“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაადასელი და სხვა წამალი ერთად

ადასელი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ადასელი® ნაჩვენებია:

აქტიური ბუსტერ იმუნიზაცია ტეტანუსის, დიფტერიისა და ყივანახველას აქტიური პროფილაქტიკისთვის 4 წელზე უფროსი ასაკის პირებში.

ორსულობის დროს ვაქცინაცია ჩვილებში ყივანახველას დაავადების წინააღმდეგ პასიური იმუნიზაციისთვის. (იხ. 4. დოზირება და მიღების წესი, 4.1 დოზირების რეკომენდაციები, 7 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები, 7.1 მოსახლეობის სპეციალური ჯგუფები, 7.1.1 ორსული ქალები და ნაწილი II: სამეცნიერო ინფორმაცია, 14 კლინიკური კვლევები, იმუნოგენურობა ორსულობისას).

4-დან 6 წლამდე ბავშვებში ადასელი® შეიძლება ჩაითვალოს ტეტანუსის, დიფტერიის და ყივანახველას აცელულარული ვაქცინის მეხუთე დოზის ალტერნატივად (DTaP). ამ ბავშვებმა ასევე უნდა მიიღონ ცალკე ბუსტერი ინაქტივირებული პოლიომიელიტის ვაქცინით (IPV), ამ ასაკისთვის ვაქცინაციის სერიის დასასრულებლად, როდესაც ეს ნაჩვენებია.

პირებს, რომლებსაც ჰქონდათ ტეტანუსი, დიფტერია ან ყივანახველა, კვლავ უნდა ჩაუტარდეთ იმუნიზაცია, რადგან აღნიშნული კლინიკური ინფექციების გადატანის შემდეგ ყოველთვის არ ყალიბდება იმუნიტეტი. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) ინფიცირებულმა პირებმა, როგორც ასიმპტომურმა, ისე სიმპტომურმა, უნდა ჩაიტარონ იმუნიზაცია ტეტანუსის, დიფტერიისა და ყივანახველას წინააღმდეგ სტანდარტული გრაფიკის მიხედვით.

ტეტანუსის პროფილაქტიკა ჭრილობის მართვაში

აქტიური იმუნიზაციის საჭიროება ტეტანუსის ანატოქსინის შემცველი პრეპარატით, როგორიცაა Td ადსორბირებული ვაქცინა ან ადასელი®, ტეტანუსის იმუნოგლობულინით პასიური იმუნიზაციით ან მის გარეშე, დამოკიდებულია როგორც ჭრილობის მდგომარეობაზე, ასევე პაციენტის ვაქცინაციის ისტორიაზე. (იხ. 4. დოზირება და მიღების წესი).

  • უკუჩენებები

ადასელი® უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც წინა მიღების შემდეგ ჰქონდათ ჰიპერმგრძნობელობა ამ ვაქცინის ან ისეთი ვაქცინის მიმართ, რომელიც შეიცავს ერთ ან რამდენიმე ერთსა და იმავე კომპონენტს (ვინაიდან გაურკვეველია ვაქცინის რომელი კომპონენტი შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, არცერთი კომპონენტი არ უნდა იქნას შეყვანილი) ან ფორმულაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ, არასამკურნალო ინგრედიენტების ჩათვლით, ან კონტეინერის კომპონენტის მიმართ. სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ 6. დოზირების ფორმა, აქტივობა, შემადგენლობა და შეფუთვა.

მწვავე ნევროლოგიური დარღვევები

ენცეფალოპათია (მაგ. კომა, ცნობიერების დონის დაქვეითება, გახანგრძლივებული გულყრები) ყივანახველას შემცველი ვაქცინის წინა დოზიდან 7 დღის განმავლობაში, რომელიც არ მიეკუთვნება სხვა იდენტიფიცირებულ მიზეზს, არის უკუჩვენება ვაქცინაციაზე ყივანახველას შემცველი ვაქცინით, ადასელი®-ს ჩათვლით.

მიღების წესი და დოზირება

  • 1. დოზირების რეკომენდაციები

შეყვანის მეთოდთან დაკავშირებული სიფრთხილის ზომები:

არ შეიყვანოთ ადასელი® ინტრავასკულარული ინექციის გზით: დარწმუნდით, რომ ნემსი არ აღწევს სისხლძარღვში.

არ გამოიყენება კანში ან კანქვეშ შეყვანა.

ადასელი®-ს შეყვანა არ ხდება დუნდულა კუნთში.

  • 2. რეკომენდებული დოზა და დოზის კორექცია

ადასელი® (0.5 მლ) უნდა შეიყვანოთ ბუსტერ ინექციის სახით ინტრამუსკულარული გზით.

ადასელი®-ს განმეორებითი დოზირება შეიძლება გამოყენებულ იქნას დიფტერიის, ტეტანუსის და ყივანახველას მიმართ იმუნიტეტის გასაძლიერებლად 5-დან 10 წლამდე ინტერვალით. განმეორებითი დოზირებისთვის იხილეთ 8 გვერდითი მოვლენები, 8.2 კლინიკური კვლევები გვერდითი მოვლენების უსაფრთხოებისთვის 5 და 10 წლის განმავლობაში და ნაწილი II: სამეცნიერო ინფორმაცია, 14 კლინიკური კვლევები, 14.2 კვლევის შედეგები, კვლევა Td526 იმუნოგენურობა 10 წლის შემდეგ.

შეყვანის სასურველი ადგილია დელტოიდური კუნთი.

ფრაქციული დოზები (დოზები <0,5 მლ) არ გამოიყენება. ფრაქციული დოზების გავლენა უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე დადგენილი არ არის.

თუ ადასელი® ინიშნება ორსულ ქალში, იდეალურია მისი გაკეთება ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან იმუნიზაციის ეროვნული საკონსულტაციო კომიტეტის (NACI) რეკომენდაციების შესაბამისად.

ჯანდაცვის სპეციალისტებმა ასევე უნდა მიმართონ NACI-ს რეკომენდაციებს ტეტანუსის პროფილაქტიკისთვის ჭრილობების რუტინული მართვის დროს, რაც ნაჩვენებია ცხრილში 1.

ცხრილი 1: NACI-ის მიერ რეკომენდირებული საიმუნიზაციო საშუალებების გამოყენება ჭრილობის მართვაში

ტეტანუსის იმუნიზაციის ისტორია

სუფთა, მცირე ზომის ჭრილობა

სხვა დანარჩენი ჭრილობები

Td*

TIG †

(ადამიანი)

Td*

TIG †

(ადამიანი)

გაურკვეველი ან იმუნიზაციის სერიის <3 დოზა ‡

კი

არა

კი

კი

≥3 დოზა მიღებული იმუნიზაციის სერიაში ‡

არა§

არა

არა**

არა††

  • ზრდასრულთა ტიპის ტეტანუსი და დიფტერიის ანატოქსინი.

† ტეტანუსის იმუნოგლობულინი, მოცემული Td-დან ცალკე ადგილას.

‡ პირველადი იმუნიზაცია არის მინიმუმ 3 დოზა ასაკის შესაბამისი ინტერვალებით.

§ დიახ, თუ ბოლო ბუსტერიდან გასულია > 10 წელი.

  • * დიახ, თუ ბოლო ბუსტერიდან გასულია > 5 წელია.

††დიახ, თუ ცნობილია, რომ ადამიანებს აქვთ მნიშვნელოვანი ჰუმორული იმუნოდეფიციტის მდგომარეობა (მაგ., აივ, აგამაგლობულინემია), რადგან ტეტანუსის ანატოქსინზე იმუნური პასუხი შეიძლება იყოს სუბოპტიმალური.

საფუძვლიანი მცდელობა უნდა განხორციელდეს იმის დასადგენად, დაასრულა თუ არა პაციენტმა პირველადი იმუნიზაცია. პირებმა, რომლებმაც დაასრულეს პირველადი იმუნიზაცია ტეტანუსის წინააღმდეგ და რომლებსაც აღენიშნებათ მცირე ზომის და არადაბინძირებული ჭრილობები, უნდა მიიღონ ტეტანუსის ანატოქსინის შემცველი პრეპარატის ბუსტერ დოზა, თუ მათ არ მიუღიათ ტეტანუსის ანატოქსინი წინა 10 წლის განმავლობაში. ტეტანუსისადმი მიდრეკილი ჭრილობებისთვის (მაგ., ჭუჭყით, განავლით, ნიადაგითა და ნერწყვით დაბინძურებული ჭრილობები, ნაჩხვლეტი ჭრილობები, ავულსიები და ჭრილობები, რომლებიც გამოწვეულია რაკეტებით, დამსხვრევით, დამწვრობით ან მოყინვით), მიზანშეწონილია ბუსტერი, თუ პაციენტს არ მიუღია ტეტანუსის ანატოქსინის შემცველი პრეპარატი წინა 5 წლის განმავლობაში.

  • 4. მიღების წესი

გამოყენებამდე შეამოწმეთ ზედმეტ ნაწილაკებზე და/ან გაუფერულებაზე (იხ. 6 დოზირების ფორმა, აქტივობა, შემადგენლობა და შეფუთვა, აღწერა). თუ ეს მოვლენები არსებობს, პროდუქტი არ უნდა იქნას მიღებული.

კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი ერთგვაროვანი, მღვრიე სუსპენზიის მიღებამდე. დოზის ამოღებამდე გაწმინდეთ ფლაკონის საცობი შესაბამისი გერმიციდით. არ ამოიღოთ არც საცობი და არც ლითონის პლომბი, რომელიც მას უჭირავს. უნდა იქნას გამოყენებული ასეპტიკური წესები. გამოიყენეთ ახალი სტერილური ნემსი და შპრიცი, ან სტერილური ერთჯერადი საშუალება თითოეული ინდივიდუალური რეციპიენტისათვის, დაავადების გადასემის თავიდან აცილების მიზნით. ნემსებს არ უნდა დავახუროთ თავზე, მაგრამ უნდა განადგურდეს ბიოლოგიური საფრთხის ნარჩენების მითითებების შესაბამისად. (იხ. 7 გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები).

ინექციის დაწყებამდე კანი უნდა გაიწმინდოს შესაბამისი გრიმიციდით. მთლიანი მოცულობა 0,5 მლ შეყავთ კუნთში (I.M.). ინექციის სასურველი ადგილია დელტოიდური კუნთი.

მიეცით პაციენტს მუდმივი პირადი იმუნიზაციის ჩანაწერი. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ექიმმა ან ექთანმა ჩაიწეროს იმუნიზაციის ისტორია თითოეული პაციენტის მუდმივ სამედიცინო ჩანაწერში. ეს მუდმივი საოფისე ჩანაწერი უნდა შეიცავდეს ვაქცინის დასახელებას, შეყვანის თარიღს, დოზას, მწარმოებელს და სერიის ნომერის.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა: დადასტურებული სისტემური ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ადასელის® ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ან სიცოცხლისათვის საშიში რეაქციები ვაქცინის წინა შეყვანის შემდეგ ან ერთი ან რამდენიმე ერთი და იგივე კომპონენტის შემცველი ვაქცინა წარმოადგენს უკუჩვენებას ვაქცინაციისათვის (იხილეთ პუნქტი „დოზირების ფორმები, შემადგენლობა და შეფუთვა“). ვინაიდან გაურკვეველია, თუ ვაქცინის რომელი კომპონენტი შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, არცერთი კომპონენტი არ უნდა იქნას გამოყენებული. ალტერნატივის სახით, ასეთი პირები შესაძლებელია გადამისამართდნენ ალერგოლოგთან გამოკვლევისათვის, თუ განიხილება შემდგომი იმუნიზაცია.

მწვავე ნევროლოგიური დარღვევები: ყივანახველას შემცველი ვაქცინის წინა დოზიდან 7 დღის განმავლობაში განვითარებული ენცეფალოპათია (მაგალითად, კომა, ცნობიერების დაქვეითებული დონე, გახანგრძლივებული კრუნჩხვები), რომელიც არ არის დაკავშირებული სხვა რომელიმე იდენტიფიცირებულ მიზეზთან, წარმოადგენს უკუჩვენებას ყივანახველას შემცველი ნებისმიერი ვაქცინისთვის, ადასელის® ჩათვლით.

სიფრთხილის ზომები

ზოგადი

ადასელი® არ გამოიყენება Bordetella pertussis, Corynebacterium diphtheriae ან Clostridium tetani ინფექციებით გამოწვეული დაავადების სამკურნალოდ.

ადასელ®-ის მიღებამდე, ჯანდაცვის პროვაიდერებმა უნდა აცნობონ მიმღებს ან მიმღების მშობელს ან მეურვეს იმუნიზაციის სარგებლობისა და რისკების შესახებ, გამოიკვლიონ რეციპიენტის ბოლოდროინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გადახედონ მიმღების ისტორიას ვაქცინის ან მსგავსი ვაქცინის მიმართ შესაძლო ჰიპერმგრძნობელობის შესახებ, წინა იმუნიზაციის ისტორია, იმუნიზაციასთან დაკავშირებული რაიმე უკუჩვენების არსებობა და შესაბამისობა ნებისმიერ ადგილობრივ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა მიეწოდოს მიმღებს/მეურვეს იმუნიზაციამდე.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მიმღებს, მშობელს ან მეურვეს დაუსვან შეკითხვები არასასურველი რეაქციის ნიშნების ან სიმპტომების შესახებ ვაქცინის წინა დოზის შემდეგ. (იხ. 2 უკუჩვენება და 8 გვერდითი მოვლენები).

ტეტანუსის ანატოქსინის მიმღებებში გვერდითი მოვლენების სიხშირეზე და სიმძიმეზე გავლენას ახდენს წინა დოზების რაოდენობა და მანამდე არსებული ანტიტოქსინების დონე.

სინკოპე (გონების დაკარგვა) შეიძლება განვითარდეს ინექციური ვაქცინების, მათ შორის ადასელი®-ს შეყვანის შემდეგ ან მანამდე. პროცედურები უნდა არსებობდეს დაცემის დაზიანების თავიდან ასაცილებლად და სინკოპური რეაქციების სამართავად.

როგორც ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში, ადასელ®-მა შეიძლება არ დაიცვას ვაქცინირებული პირების 100%.

ფებრილური და მწვავე დაავადება: ვაქცინაცია უნდა გადაიდოს მწვავე ან ფებრილური დაავადების შემთხვევაში. თუმცა, დაბალი სიცხის მქონე დაავადება ჩვეულებრივ არ უნდა იყოს ვაქცინაციის გადადების მიზეზი.

ჰემატოლოგიური

ვინაიდან ნებისმიერმა ინტრამუსკულარულმა ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ინექციის ადგილის ჰემატომა ადამიანებში, რომლებსაც აქვთ სისხლდენის დარღვევები, როგორიცაა ჰემოფილია ან თრომბოციტოპენია, ან ანტიკოაგულაციურ თერაპიაზე მყოფ პირებში, ადასელი®-ს ინტრამუსკულური ინექციები არ უნდა ჩატარდეს ასეთ პირებში, თუ პოტენციური სარგებელი არ აღემატება რისკს. თუ გადაწყდა ასეთ პირებში ნებისმიერი პრეპარატის შეყვანა ინტრამუსკულარული ინექციის გზით, ინექციის შემდეგ ჰემატომის წარმოქმნის რისკის თავიდან ასაცილებლად.

იმუნური

უნდა შეფასდეს ალერგიული რეაქციების შესაძლებლობა ვაქცინის კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება განვითარდეს ადასელის გამოყენების შემდეგ იმ პირებშიც კი, რომლებსაც არ ჰქონდათ პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის წინა ისტორია.

როგორც ყველა სხვა პროდუქტის შემთხვევაში, ეპინეფრინის ჰიდროქლორიდის ხსნარი (1:1000) და სხვა შესაბამისი აგენტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაუყოვნებლივ გამოსაყენებლად ანაფილაქსიური ან მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების შემთხვევაში. ჯანდაცვის პროვაიდერებმა უნდა იცოდნენ მიმდინარე რეკომენდაციები ანაფილაქსიის საწყისი მართვის შესახებ არაჰოსპიტალურ პირობებში, სასუნთქი გზების სათანადო მართვის ჩათვლით.

იმუნოკომპრომეტირებულმა პირებმა (გამოწვეული დაავადებით თუ მკურნალობით) შეიძლება ვერ მიაღწიონ მოსალოდნელ იმუნურ პასუხს. თუ შესაძლებელია, განხილული უნდა იქნას ვაქცინაციის გადადება ნებისმიერი იმუნოსუპრესიული მკურნალობის დასრულებამდე. მიუხედავად ამისა, ქრონიკული იმუნოდეფიციტის მქონე პირთა ვაქცინაცია, როგორიცაა აივ ინფექცია, რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმუნური პასუხი შეიძლება შეზღუდული იყოს.

ნევროლოგიური

ადასელი® არ უნდა დაინიშნოს პროგრესირებადი ან არასტაბილური ნევროლოგიური აშლილობის, უკონტროლო ეპილეფსიის ან პროგრესირებადი ენცეფალოპათიის მქონე პირებში, სანამ არ ჩამოყალიბდება მკურნალობის რეჟიმი, მდგომარეობა არ დასტაბილურდება და სარგებელი აშკარად გადააჭარბებს რისკს.

თუ გიენ-ბარეს სინდრომი (GBS) განვითარდა ტეტანუსის ანატოქსინის შემცველი წინა ვაქცინის მიღებიდან 6 კვირაში, გადაწყვეტილება ადასელი®-ს ან ტეტანუსის ანატოქსინის შემცველი ვაქცინის მიღების შესახებ უნდა ეფუძნებოდეს პოტენციური სარგებლისა და შესაძლო რისკების გულდასმით გათვალისწინებას.

კანი

შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგილზე, როგორიცაა ტკივილი, შეშუპება და ერითემა/სიწითლე. იხილეთ 8 გვერდითი მოვლენები.

  • 1. სპეციალური პოპულაციები
  • 1.1. ორსული ქალები

ადასელი®-თ ვაქცინაცია ორსულობის დროს ყივანახველას წინააღმდეგ პასიური იმუნიზაციისთვის ადრეულ ჩვილებში შეფასებული იყო გამოქვეყნებულ კვლევებში. უსაფრთხოების მონაცემები 4 რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევებიდან (შედეგები 310 ორსულობაზე) და 6 დაკვირვების კვლევის (შედეგები 125,356 ორსულობაზე) ქალების, რომლებმაც მიიღეს ადასელი® ან ადასელი® -პოლიო ორსულობის დროს (უმრავლესობა მე-3 ტრიმესტრში) არ აჩვენა ვაქცინასთან დაკავშირებული უარყოფითი გავლენა ორსულობაზე ან ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე. ეს კვლევები მხარს უჭერს ადასელის® მიღებას ორსულობის დროს (იხ. 14 კლინიკური კვლევები, იმუნოგენურობა ორსულობისას).

  • 1.2. ძუძუთი კვება

ლაქტაციის პერიოდში ადასელი®-ს მიღების ეფექტი არ არის შეფასებული. ვინაიდან ადასელი® ინაქტივირებულია, დედისა და ჩვილისთვის რაიმე რისკი წარმოუდგენელია. თუმცა, ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებზე დედებზე ადასელის მიღების ეფექტი არ არის შესწავლილი. მეძუძური ქალის იმუნიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეფასდეს ვაქცინაციის რისკი და სარგებელი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

  • 4 პრეპარატი-პრეპარატის ურთიერთქმედება

ვაქცინა-პრეპარატის ურთიერთქმედება:

იმუნოსუპრესიულმა მკურნალობამ შეიძლება ხელი შეუშალოს მოსალოდნელი იმუნური პასუხის განვითარებას. (იხ. 7 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

ვაქცინის თანმხლები შეყვანა:

ადასელი® შეიძლება დაინიშნოს გრიპის სამვალენტიანი ინაქტივირებული ვაქცინის დოზასთან და B ჰეპატიტის ვაქცინის დოზასთან ერთად 11-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ადასელი®-სა და ტრივალენტური ინაქტივირებული გრიპის ვაქცინის ერთდროული გამოყენება შეფასებული იყო კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 696 ზრდასრული 19-დან 64 წლამდე. უსაფრთხოებისა და იმუნოგენურობის პროფილები მოზრდილებში, რომლებმაც ერთდროულად მიიღეს ვაქცინები, შედარებული იყო ვაქცინების ცალ-ცალკე მიღებისას, ერთი თვის ინტერვალით.

ადასელი®-სა და B ჰეპატიტის ვაქცინის ერთდროული გამოყენება შეფასებული იყო კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 11-დან 12 წლამდე ასაკის 269 მოზარდი. უსაფრთხოებისა და იმუნოგენურობის პროფილები მოზარდებში, რომლებმაც ერთდროულად მიიღეს ვაქცინები, მსგავსი იყო იმ დაფიქსირებულთან, როდესაც ვაქცინები ცალ-ცალკე შეიყვანებოდა ერთი თვის ინტერვალით. არანაირი ჩარევა არ დაფიქსირებულა იმუნურ პასუხებში ვაქცინის რომელიმე ანტიგენზე, როდესაც ადასელი® და B ჰეპატიტის ვაქცინები ერთდროულად ან ცალ-ცალკე მიიღება.

ერთდროულად შეყვანილი ვაქცინები უნდა ჩატარდეს ცალკე შპრიცების გამოყენებით ინექციის სხვადასხვა ადგილებში და სასურველია სხვადასხვა კიდურში. ადასელი® არ უნდა იყოს შერეული იმავე შპრიცში სხვა პარენტერალურ პრეპარატებთან.

  • კლინიკური ფარმაკოლოგია
  • 1. მოქმედების მექანიზმი

ტეტანუსი და დიფტერია: ტეტანუსი არის მწვავე და ხშირად ფატალური დაავადება, რომელიც გამოწვეულია C. tetani-ს მიერ წარმოქმნილი უკიდურესად ძლიერი ნეიროტოქსინით. ტოქსინი იწვევს ნერვ-კუნთოვან დისფუნქციას, ჩონჩხის კუნთების რიგიდულობასა და სპაზმს. C. tetani-თ გამოწვეული დაავადებისგან დაცვა განპირობებულია ტეტანუსის ტოქსინის მიმართ მანეიტრალებელის ანტისხეულების წარმოქმნით.

C. diphtheriae-ის შტამებმა, რომლებიც გამოიმუშავებენ დიფტერიის ტოქსინს, შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ან ფატალური დაავადება, რომელიც ხასიათდება ზედა სასუნთქი გზების მემბრანული ანთებით და ტოქსინით გამოწვეული მიოკარდიუმის და ნერვული სისტემის დაზიანებით. C. diphtheriae-თ დაავადებისგან დაცვა განპირობებულია დიფტერიის ტოქსინის მიმართ მანეიტრალებელის ანტისხეულების წარმოქმნით.

ყივანახველა: ყივანახველა არის რესპირატორული დაავადება, რომელიც გამოწვეულია B. pertussis-ით. ეს გრამუარყოფითი კოკობაცილი წარმოქმნის მრავალფეროვან ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტებს, თუმცა მათი როლი ყივანახველას პათოგენეზში ან იმუნიტეტში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული. B. pertussis დაავადებისგან დაცვის მექანიზმი კარგად არ არის გასაგები.

გვერდითი მოვლენები

ადასელი®-ს უსაფრთხოება შეფასდა სულ 5818 მონაწილეში, რომლებმაც მიიღეს ადასელი®-ს ერთჯერადი დოზა 6 კლინიკურ კვლევაში (298 ბავშვი ≥4 წლის, 1508 მოზარდი, 2842 ზრდასრული <65 წლის და 1170 ზრდასრული ≥65 წლის).

ტკივილი ინექციის ადგილზე იყო ყველაზე გავრცელებული რეაქცია. ინექციის ადგილზე რეაქციების უმეტესობა განვითარდა ვაქცინაციიდან 3 დღის განმავლობაში და მათი საშუალო ხანგრძლივობა იყო 3 დღეზე ნაკლები. ყველაზე ხშირი სისტემური რეაქცია იყო დაღლილობა ბავშვებში და თავის ტკივილი მოზარდებსა და ზრდასრულებში (18 - 64 წელი). მიალგია იყო ყველაზე ხშირად დაფიქსირებული სისტემური რეაქცია ≥65 წელზე უფროსი ასაკის ზრდასრულებში. ცხელება დაფიქსირდა ვაქცინირების 10%-ზე ნაკლებში. ეს რეაქციები ჩვეულებრივ იყო გარდამავალი და მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობის. გარდა ამისა, მოზარდებში და ყველა ზრდასრულში ინექციის ადგილის და სისტემური რეაქციების სიხშირე ადასელი®-ს შემდეგ შედარებული იყო Td ვაქცინის ბუსტერის დროს დაფიქსირებულთან. ბავშვებში ინექციის ადგილზე რეაქციების და ცხელების დაკვირვებული სიხშირე ადასელ®-ის შემდეგ იყო მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე QUADRACEL® (DTaP IPV) 4-დან 6 წლამდე ასაკის გამაძლიერებლის მიღებისას. გარდა ცხელებისა, სისტემური რეაქციების დაკვირვების მაჩვენებლები შედარებადი იყო ორ ვაქცინას შორის.

  • 2. კლინიკური კვლევის გვერდითი რეაქციები

კლინიკური კვლევები ტარდება ძალიან სპეციფიკურ პირობებში. კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების სიხშირე; ამიტომ, შეიძლება არ ასახავდეს პრაქტიკაში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს და არ უნდა შევადაროთ სხვა პრეპარატის კლინიკურ კვლევებში არსებულ მაჩვენებლებს. კლინიკური კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია გვერდითი რეაქციების შესახებ შეიძლება სასარგებლო იყოს წამლის გვერდითი რეაქციების სიხშირის იდენტიფიკაციისა და დაახლოების მიზნით რეალურ სამყაროში გამოყენებისას.

სასურველი ინექციის ადგილის სიხშირე და სისტემური რეაქციები დაფიქსირებული სამ კლინიკურ კვლევაში ნაჩვენებია ცხრილში 3.

ორი სერიოზული გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა კვლევის დროს Td506, რომლებიც ჩათვლილი იყო ვაქცინაციასთან კავშირში: მძიმე შაკიკის შემთხვევა სახის ცალმხრივი დამბლით და ნერვის კომპრესიის დიაგნოზი კისერზე და მარცხენა მკლავში. ორივე ეს მდგომარეობა გაქრა სპონტანურად ან მკურნალობის შემდეგ.

ცხრილი 3: რეაქციების სიხშირე (%), დაკვირვებული 0-დან 14 დღის განმავლობაში კლინიკურ კვლევებში ბავშვებში, მოზარდებსა და ზრდასრულებში, ადასელი®-ს ერთჯერადი დოზის შემდეგ

შესაძლო რეაქციები

ბავშვები

4 – 6 წლის

(N = 298)

მოზარდები

11 – 17 წლის

(N = 1,184)

ზრდასრულები

18 – 64 წლის

(N = 1,752)

ზრდასრულები

≥65 წლის

(N = 1,153)

ინექციის უბნის რეაქციები

ტკივილი

  • 6
  • 8
  • 7
  • 0

შეშუპება

  • 2
  • 9
  • 0
  • 1

ერითემა

  • 6
  • 8
  • 7
  • 3

სისტემური რეაქციები

ცხელება (38.0°C)

  • 7
  • 0
  • 4
  • 5

თავის ტკივილი

  • 4
  • 7
  • 9
  • 2

გულისრევა

  • 4
  • 3
  • 2

N.S.*

ფაღარათი

  • 4
  • 3
  • 3

N.S.*

ღებინება

  • 1
  • 6
  • 0

N.S.*

უმადობა

  • 5

N.S.*

N.S.*

N.S.*

გამონაყარი

  • 4
  • 7
  • 0

N.S.*

ტკივილი სხეულში ან კუნთების სისუსტე † / მიალგია ‡

  • 4
  • 4
  • 9
  • 4

მტკივნეული ან შეშუპებული სახსრები

  • 0
  • 3
  • 1

N.S.*

დაღლილობა§ / სისუსტე **

  • 5
  • 2
  • 3
  • 2

შემცივნება

  • 1
  • 1
  • 1

N.S.*

აქსილარული ლიმფური კვანძის შეშუპება

  • 4
  • 6
  • 5

N.S.*

  • არ არის სასურველი

† ტკივილი სხეულში ან კუნთების სისუსტე იყო ტერმინი ბავშვებში, მოზარდებსა და ზრდასრულებში 18-64 წლის ასაკში.

‡ მიალგია იყო სასურველი ტერმინი კვლევაში ≥65 წელზე უფროსი ასაკის ზრდასრულებში.

§ დაღლილობა იყო მოთხოვნილი ტერმინი ცდებში 18-64 წლის ბავშვებში, მოზარდებსა და ზრდასრულებში.

  • * სისუსტე იყო მოთხოვნადი ტერმინი კვლევაში ≥65 წელზე უფროსი ასაკის ზრდასრულებში.

ცხრილი 4: რეაქციების სიხშირე (%), დაფიქსირდა მოზარდებში და მოზრდილებში ადასელი®-ს განმეორებითი მიღების შემდეგ 5 და 10 წლის განმავლობაში, შესაბამისად

შესაძლო რეაქციები

ადასელის განმეორებითი შეყვანა

5 წლის შემდეგ*

10 წლის შემდეგ§

მოზარდები და ზრდასრულები

16 – 69 წლის

(N = 544)

ზრდასრულები

20 – 72 წლის

(N = 361)

ინექციის უბნის რეაქციები

ტკივილი

  • 6
  • 8

ერითემა / სიწითლე

  • 6
  • 1

შეშუპება

  • 6
  • 5

სისტემური რეაქციები

ცხელება

  • 5
  • 2

თავის ტკივილი

  • 2
  • 6

მიალგია

  • 0
  • 1

სისუსტე

  • 2
  • 4
  • არასასურველი რეაქციები გამოვლინდა ვაქცინაციიდან 0-დან 14 დღემდე

§ გვერდითი რეაქციები გამოვლინდა ვაქცინაციიდან 0-7 დღის განმავლობაში

  • 5. პოსტმარკეტინგული გვერდითი მოვლენები

შემდეგი დამატებითი გვერდითი მოვლენები სპონტანურად იყო დაფიქსირებული ადასელის პოსტმარკეტინგული გამოყენებისას. იმის გამო, რომ ეს მოვლენები ნებაყოფლობით არის დაფიქსირებული გაურკვეველი ზომის პოპულაციისგან, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მათი სიხშირის საიმედოდ შეფასება ან მიზეზობრივი კავშირის დადგენა ვაქცინის ექსპოზიციასთან. გადაწყვეტილებები ამ მოვლენების ინსტრუქციაში ჩართვის შესახებ ეფუძნებოდა ერთ ან რამდენიმე შემდეგ ფაქტორს: 1) მოვლენის სიმძიმეს, 2) დაფიქსირების სიხშირეს, ან 3) ადასელ®-თან მიზეზობრივი კავშირის სიძლიერეს.

იმუნური სისტემის დარღვევები

ჰიპერმგრძნობელობის (ანაფილაქსიური) რეაქცია (ანგიონევროზული შეშუპება, შეშუპება, გამონაყარი, ჰიპოტენზია)

ნერვული სისტემის დარღვევები

პარესთეზია, ჰიპოესთეზია, გილენ-ბარის სინდრომი, მხრის ნევრიტი, სახის დამბლა, კრუნჩხვები, სინკოპე, მიელიტი

გულის დარღვევები

მიოკარდიტი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ქავილი, ჭინჭრის ციება

ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

მიოზიტი, კუნთების სპაზმი

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მოვლენები

ინექციის ადგილის დიდი რეაქციები (>50 მმ) და კიდურის გავრცელებული შეშუპება ინექციის ადგილიდან ერთი ან ორივე სახსრის ჩართვით დაფიქსირდა ადასელის® შეყვანის შემდეგ მოზარდებში და მოზრდილებში. ეს რეაქციები ჩვეულებრივ იწყება ვაქცინაციიდან 24-72 საათის განმავლობაში, შეიძლება ასოცირებული იყოს ერითემასთან, სიცხესთან, მგრძნობელობასთან ან ტკივილთან ინექციის ადგილზე და სპონტანურად გაქრება 3-5 დღის განმავლობაში. რისკი, როგორც ჩანს, დამოკიდებულია აცელულარული ყივანახველას შემცველი ვაქცინის წინა დოზების რაოდენობაზე.

ინექციის ადგილზე სისხლჩაქცევები, სტერილური აბსცესი

ჭარბი დოზა

პრეპარატის საეჭვო ჭარბი დოზირების მართვისთვის მიმართეთ თქვენს რაიონულ ტოქსიკოლოგიურ ცენტრს.

  • დოზის ფორმა, აქტივობა, შემადგენლობა და შეფუთვა

პაციენტების იმუნიზაციისთვის ვაქცინების მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, ასევე უსაფრთხოების მონიტორინგის მიზნით, ჯანდაცვის პროფესიონალებმა უნდა ჩაწერონ შეყვანის დრო და თარიღი, შეყვანილი დოზის რაოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ანატომიური ადგილი და შეყვანის გზა, ბრენდის დასახელება და ვაქცინის გენერიკული (არადაპატენტებული) დასახელება, პროდუქტის სერიის ნომერი და ვარგისობის თარიღი

ცხრილი 2: დოზირების ფორმები, აქტივობა შემადგენლობა და შეფუთვა

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება 2-8oC ტემპერატურის პირობებში. არ გაყინოთ, გაყინული პრეპარატი გადააგდეთ.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

სამკურნალწამლო ფორმა, შემადგენლობა და შეფუთვა: სამკურნალწამლო ფორმა: ადასელი® წარმოდგენილია სტერილური, ერთგვაროვანი, მღვრიე, თეთრი სუსპენზიის სახით ფლაკონში.

შემადგებლობა: ყოველი ერთჯერადი დოზა (0.5 მლ) შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები

ტეტანუსის ანატოქსინი 5 Lf

დიფტერიის ანატოქსინი 2 Lf

აცელულარული ყივანახველა

ყივანახველას ანატოქსინი (PT) 2.5 მკგ

ფილამენტური ჰემაგლუტინინი (FHA) 5 მკგ

პერტაქტინი (PRN) 3 მკგ

ფიმბრიას ტიპები 2 და 3 (FIM) 5 მკგ

სხვა ინგრედიენტები

დამხმარე ნივთიერებები: ალუმინის ფოსფატი (დამხმარე) 1.5 მგ

2-ფენოქსიეთანოლი 0.6% v/v

წარმოების პროცესის ნარჩენები: ფორმალდეჰიდი და გლუტარალდეჰიდი წარმოდგენილია მცირე რაოდენობით.

შეფუთვა: ადასელი® წარმოდგენილია 0.5 მლ ერთჯერადი დოზის მინის ფლაკონებში. ფლაკონების დამზადებულია 1 ტიპის მინისგან. ადასელის® კონტეინერის საკეტი სისტემა არ შეიცავს ლატექსს (ბუნებრივ რეზინს).

ადასელი® ხელმისაწვდომია შემდეგი შეფუთვებით:

ერთჯერადი დოზის 1 ფლაკონი

ერთჯერადი დოზის 5 ფლაკონი

ინფორმაცია პრეპარატის შესახებ 2021 მარტის მდგომარეობით

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ტეტანუსი და დიფტერია:

შრატში ტეტანუსის ანტიტოქსინის დონე მინიმუმ 0,01 სე/მლ, რომელიც იზომება ნეიტრალიზაციის ანალიზით, ითვლება მინიმალურ დამცავ დონედ. ტეტანუსის ანტიტოქსინის დონე მინიმუმ 0,1 სე/მლ, რომელიც გაზომილია ELISA-ით, რომელიც გამოიყენება ადასელ®-ის კლინიკურ კვლევებში, განიხილება როგორც დამცავი ტეტანუსისთვის. 1.0 სე/მლ დონე ასოცირდება ხანგრძლივ დაცვასთან.

შრატში დიფტერიის ანტიტოქსინის დონე 0.01 სე/მლ არის ყველაზე დაბალი დონე, რომელიც იძლევა გარკვეულ დაცვას. ანტიტოქსინის დონე მინიმუმ 0.1 სე/მლ ზოგადად განიხილება როგორც დამცავი. 1.0 სე/მლ დონე ასოცირდება ხანგრძლივ დაცვასთან.

ყივანახველა:

შვედეთში ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში (Sweden I ეფექტურობის კვლევა), ყივანახველას იგივე კომპონენტები, როგორც ადასელ®-ში (მაგ., PT, FHA, PRN და FIM) ნაჩვენებია, რომ ხელს უშლის ყივანახველას განვითარებას ახალშობილებში დამცავი ეფექტურობით 85.2% მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) შემთხვევის განმარტების გამოყენებით (პაროქსიზმული ხველის ≥21 დღე კულტურის ან სეროლოგიური დადასტურებით ან ეპიდემიოლოგიური კავშირი დადასტურებულ შემთხვევასთან). იმავე კვლევაში, მსუბუქი დაავადების წინააღმდეგ დამცავი ეფექტურობა იყო 77.9%. საყოფაცხოვრებო კონტაქტის კვლევამ, რომელიც ჩასმული იყო ამ ეფექტურობის კვლევაში, აჩვენა, რომ არსებობდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კორელაცია კლინიკურ დაცვასა და ანტისხეულების არსებობას PT, PRN და FIM წინააღმდეგ ექსპოზიციამდე შრატებში.

შრატში ანტისხეულების მინიმალური დონე ყივანახველას ვაქცინის სპეციფიკურ კომპონენტებზე, რომლებიც იცავს კლინიკური ყივანახველას განვითარებისგან, არ არის გამოვლენილი. მიუხედავად ამისა, არაერთმა კვლევამ აჩვენა კორელაცია ყივანახველას ვაქცინის კომპონენტებზე შრატში ანტისხეულების პასუხების არსებობასა და კლინიკური დაავადებისგან დაცვას შორის. ADACEL® კლინიკურ კვლევებში, ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში <65 წლამდე, ვაქცინაციის შემდგომი საშუალო გეომეტრიული კონცენტრაციები (GMCs) ყივანახველას ყველა ანტისხეულებისთვის სტაბილურად აღემატებოდა TRIPACEL®-ს შვედეთის I ეფექტურობის კვლევაში. ხანდაზმულებმა (≥65 წელზე), ვაქცინირებულებმა ADACEL®-ის ერთჯერადი დოზით მიაღწიეს უფრო დაბალ GMC-ებს ყივანახველას ზოგიერთი ანტისხეულისთვის, ვიდრე ჩვილებმა, რომლებმაც მიიღეს ტრიპაცელის® 3 ან 4 დოზა. მიუხედავად ამისა, მათი იმუნიზაციის შემდგომი ანტიპერტუსის ანტისხეულების დონეები იყო 4,4-დან 15,1-ჯერ უფრო მაღალი ვიდრე იმუნიზაციის წინა დონეები, რაც მიუთითებს ყივანახველას წინააღმდეგ დაცვის გაუმჯობესებულ ხარისხზე.

  • 3. ფარმაკოკინეტიკა

ეფექტის ხანგრძლივობა

შრატში ანტისხეულების დონის გრძელვადიანი დაკვირვება მოზარდებსა და მოზრდილებში, რომლებმაც მიიღეს ადასელი®-ს ერთჯერადი დოზა, აჩვენებს, რომ ტეტანუსის ანტიტოქსინის (≥0.01 EU/მლ) და დიფტერიის ანტიტოქსინის (≥0.01 სე/მლ) დამცავი დონე შენარჩუნებულია 99.2%-ში და მონაწილეთა 92.6%, შესაბამისად, ვაქცინაციის შემდგომ 10 წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ყივანახველას საწინააღმდეგო დამცავი დონე ჯერ კიდევ არ არის მკაფიოდ განსაზღვრული, ყივანახველას ანტისხეულების დონეები რჩება 2-დან 9-ჯერ უფრო მაღალი ვიდრე იმუნიზაციის წინა დონეები 5 წლის შემდეგ. თუმცა, ვაქცინაციის შემდგომი 10 წლის განმავლობაში ყივანახველას ანტისხეულების დონე მცირდება ვაქცინაციის წინა დონემდე.

ტეტანუსის და დიფტერიის ანატოქსინების გამაძლიერებლები რეკომენდებულია ყოველ 10 წელიწადში ერთხელ. ADACEL®-ის სეროლოგიური შემდგომი დაკვირვებისა და დოზირების ხელახალი მონაცემები ვარაუდობს, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ტეტანუსის და დიფტერიის ანატოქსინის ვაქცინის ნაცვლად მოზრდილებში 10-წლიანი ინტერვალით გასაძლიერებლად.

  • შენახვა, სტაბილურობა და უტილიზაცია

შეინახეთ 2°-დან 8°C-მდე (35°-დან 46°F-მდე). არ გაიყინოთ. გადააგდეთ პროდუქტი გაყინვის პირობებში (≤ 0°C).

ნაჩვენებია, რომ ადასელი® რჩება სტაბილური 8°C-ზე და 25°C-მდე ტემპერატურაზე, მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში (72 საათის განმავლობაში). ეს მონაცემები არ არის რეკომენდაციები ტრანსპორტორების ან შენახვისთვის, თუმცა შეიძლება იყოს საფუძველი გადაწყვეტილების მისაღებად ტემპერატურის დროებითი ცვალებადობის შემთხვევაში.

  • მოხმარების სპეციალური ინსტრუქციები

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)

ნაწილი I: ინფორმაცია ჯანდაცვის პროფესიონალებისათვის

  • ჩვენებები

ადასელი® ნაჩვენებია:

აქტიური ბუსტერ იმუნიზაცია ტეტანუსის, დიფტერიისა და ყივანახველას აქტიური პროფილაქტიკისთვის 4 წელზე უფროსი ასაკის პირებში.

ორსულობის დროს ვაქცინაცია ჩვილებში ყივანახველას დაავადების წინააღმდეგ პასიური იმუნიზაციისთვის. (იხ. 4. დოზირება და მიღების წესი, 4.1 დოზირების რეკომენდაციები, 7 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები, 7.1 მოსახლეობის სპეციალური ჯგუფები, 7.1.1 ორსული ქალები და ნაწილი II: სამეცნიერო ინფორმაცია, 14 კლინიკური კვლევები, იმუნოგენურობა ორსულობისას).

4-დან 6 წლამდე ბავშვებში ადასელი® შეიძლება ჩაითვალოს ტეტანუსის, დიფტერიის და ყივანახველას აცელულარული ვაქცინის მეხუთე დოზის ალტერნატივად (DTaP). ამ ბავშვებმა ასევე უნდა მიიღონ ცალკე ბუსტერი ინაქტივირებული პოლიომიელიტის ვაქცინით (IPV), ამ ასაკისთვის ვაქცინაციის სერიის დასასრულებლად, როდესაც ეს ნაჩვენებია.

პირებს, რომლებსაც ჰქონდათ ტეტანუსი, დიფტერია ან ყივანახველა, კვლავ უნდა ჩაუტარდეთ იმუნიზაცია, რადგან აღნიშნული კლინიკური ინფექციების გადატანის შემდეგ ყოველთვის არ ყალიბდება იმუნიტეტი. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) ინფიცირებულმა პირებმა, როგორც ასიმპტომურმა, ისე სიმპტომურმა, უნდა ჩაიტარონ იმუნიზაცია ტეტანუსის, დიფტერიისა და ყივანახველას წინააღმდეგ სტანდარტული გრაფიკის მიხედვით.

ტეტანუსის პროფილაქტიკა ჭრილობის მართვაში

აქტიური იმუნიზაციის საჭიროება ტეტანუსის ანატოქსინის შემცველი პრეპარატით, როგორიცაა Td ადსორბირებული ვაქცინა ან ადასელი®, ტეტანუსის იმუნოგლობულინით პასიური იმუნიზაციით ან მის გარეშე, დამოკიდებულია როგორც ჭრილობის მდგომარეობაზე, ასევე პაციენტის ვაქცინაციის ისტორიაზე. (იხ. 4. დოზირება და მიღების წესი).

  • უკუჩენებები

ადასელი® უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც წინა მიღების შემდეგ ჰქონდათ ჰიპერმგრძნობელობა ამ ვაქცინის ან ისეთი ვაქცინის მიმართ, რომელიც შეიცავს ერთ ან რამდენიმე ერთსა და იმავე კომპონენტს (ვინაიდან გაურკვეველია ვაქცინის რომელი კომპონენტი შეიძლება იყოს პასუხისმგებელი, არცერთი კომპონენტი არ უნდა იქნას შეყვანილი) ან ფორმულაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ, არასამკურნალო ინგრედიენტების ჩათვლით, ან კონტეინერის კომპონენტის მიმართ. სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ 6. დოზირების ფორმა, აქტივობა, შემადგენლობა და შეფუთვა.

მწვავე ნევროლოგიური დარღვევები

ენცეფალოპათია (მაგ. კომა, ცნობიერების დონის დაქვეითება, გახანგრძლივებული გულყრები) ყივანახველას შემცველი ვაქცინის წინა დოზიდან 7 დღის განმავლობაში, რომელიც არ მიეკუთვნება სხვა იდენტიფიცირებულ მიზეზს, არის უკუჩვენება ვაქცინაციაზე ყივანახველას შემცველი ვაქცინით, ადასელი®-ს ჩათვლით.

  • დოზირება და მიღების წესი
  • 1. დოზირების რეკომენდაციები

შეყვანის მეთოდთან დაკავშირებული სიფრთხილის ზომები:

არ შეიყვანოთ ადასელი® ინტრავასკულარული ინექციის გზით: დარწმუნდით, რომ ნემსი არ აღწევს სისხლძარღვში.

არ გამოიყენება კანში ან კანქვეშ შეყვანა.

ადასელი®-ს შეყვანა არ ხდება დუნდულა კუნთში.

  • 2. რეკომენდებული დოზა და დოზის კორექცია

ადასელი® (0.5 მლ) უნდა შეიყვანოთ ბუსტერ ინექციის სახით ინტრამუსკულარული გზით.

ადასელი®-ს განმეორებითი დოზირება შეიძლება გამოყენებულ იქნას დიფტერიის, ტეტანუსის და ყივანახველას მიმართ იმუნიტეტის გასაძლიერებლად 5-დან 10 წლამდე ინტერვალით. განმეორებითი დოზირებისთვის იხილეთ 8 გვერდითი მოვლენები, 8.2 კლინიკური კვლევები გვერდითი მოვლენების უსაფრთხოებისთვის 5 და 10 წლის განმავლობაში და ნაწილი II: სამეცნიერო ინფორმაცია, 14 კლინიკური კვლევები, 14.2 კვლევის შედეგები, კვლევა Td526 იმუნოგენურობა 10 წლის შემდეგ.

შეყვანის სასურველი ადგილია დელტოიდური კუნთი.

ფრაქციული დოზები (დოზები <0,5 მლ) არ გამოიყენება. ფრაქციული დოზების გავლენა უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე დადგენილი არ არის.

თუ ადასელი® ინიშნება ორსულ ქალში, იდეალურია მისი გაკეთება ორსულობის მესამე ტრიმესტრში ან იმუნიზაციის ეროვნული საკონსულტაციო კომიტეტის (NACI) რეკომენდაციების შესაბამისად.

ჯანდაცვის სპეციალისტებმა ასევე უნდა მიმართონ NACI-ს რეკომენდაციებს ტეტანუსის პროფილაქტიკისთვის ჭრილობების რუტინული მართვის დროს, რაც ნაჩვენებია ცხრილში 1.

ცხრილი 1: NACI-ის მიერ რეკომენდირებული საიმუნიზაციო საშუალებების გამოყენება ჭრილობის მართვაში

ტეტანუსის იმუნიზაციის ისტორია

სუფთა, მცირე ზომის ჭრილობა

სხვა დანარჩენი ჭრილობები

Td*

TIG †

(ადამიანი)

Td*

TIG †

(ადამიანი)

გაურკვეველი ან იმუნიზაციის სერიის <3 დოზა ‡

კი

არა

კი

კი

≥3 დოზა მიღებული იმუნიზაციის სერიაში ‡

არა§

არა

არა**

არა††

  • ზრდასრულთა ტიპის ტეტანუსი და დიფტერიის ანატოქსინი.

† ტეტანუსის იმუნოგლობულინი, მოცემული Td-დან ცალკე ადგილას.

‡ პირველადი იმუნიზაცია არის მინიმუმ 3 დოზა ასაკის შესაბამისი ინტერვალებით.

§ დიახ, თუ ბოლო ბუსტერიდან გასულია > 10 წელი.

  • * დიახ, თუ ბოლო ბუსტერიდან გასულია > 5 წელია.

††დიახ, თუ ცნობილია, რომ ადამიანებს აქვთ მნიშვნელოვანი ჰუმორული იმუნოდეფიციტის მდგომარეობა (მაგ., აივ, აგამაგლობულინემია), რადგან ტეტანუსის ანატოქსინზე იმუნური პასუხი შეიძლება იყოს სუბოპტიმალური.

საფუძვლიანი მცდელობა უნდა განხორციელდეს იმის დასადგენად, დაასრულა თუ არა პაციენტმა პირველადი იმუნიზაცია. პირებმა, რომლებმაც დაასრულეს პირველადი იმუნიზაცია ტეტანუსის წინააღმდეგ და რომლებსაც აღენიშნებათ მცირე ზომის და არადაბინძირებული ჭრილობები, უნდა მიიღონ ტეტანუსის ანატოქსინის შემცველი პრეპარატის ბუსტერ დოზა, თუ მათ არ მიუღიათ ტეტანუსის ანატოქსინი წინა 10 წლის განმავლობაში. ტეტანუსისადმი მიდრეკილი ჭრილობებისთვის (მაგ., ჭუჭყით, განავლით, ნიადაგითა და ნერწყვით დაბინძურებული ჭრილობები, ნაჩხვლეტი ჭრილობები, ავულსიები და ჭრილობები, რომლებიც გამოწვეულია რაკეტებით, დამსხვრევით, დამწვრობით ან მოყინვით), მიზანშეწონილია ბუსტერი, თუ პაციენტს არ მიუღია ტეტანუსის ანატოქსინის შემცველი პრეპარატი წინა 5 წლის განმავლობაში.

  • 4. მიღების წესი

გამოყენებამდე შეამოწმეთ ზედმეტ ნაწილაკებზე და/ან გაუფერულებაზე (იხ. 6 დოზირების ფორმა, აქტივობა, შემადგენლობა და შეფუთვა, აღწერა). თუ ეს მოვლენები არსებობს, პროდუქტი არ უნდა იქნას მიღებული.

კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი ერთგვაროვანი, მღვრიე სუსპენზიის მიღებამდე. დოზის ამოღებამდე გაწმინდეთ ფლაკონის საცობი შესაბამისი გერმიციდით. არ ამოიღოთ არც საცობი და არც ლითონის პლომბი, რომელიც მას უჭირავს. უნდა იქნას გამოყენებული ასეპტიკური წესები. გამოიყენეთ ახალი სტერილური ნემსი და შპრიცი, ან სტერილური ერთჯერადი საშუალება თითოეული ინდივიდუალური რეციპიენტისათვის, დაავადების გადასემის თავიდან აცილების მიზნით. ნემსებს არ უნდა დავახუროთ თავზე, მაგრამ უნდა განადგურდეს ბიოლოგიური საფრთხის ნარჩენების მითითებების შესაბამისად. (იხ. 7 გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები).

ინექციის დაწყებამდე კანი უნდა გაიწმინდოს შესაბამისი გრიმიციდით. მთლიანი მოცულობა 0,5 მლ შეყავთ კუნთში (I.M.). ინექციის სასურველი ადგილია დელტოიდური კუნთი.

მიეცით პაციენტს მუდმივი პირადი იმუნიზაციის ჩანაწერი. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ექიმმა ან ექთანმა ჩაიწეროს იმუნიზაციის ისტორია თითოეული პაციენტის მუდმივ სამედიცინო ჩანაწერში. ეს მუდმივი საოფისე ჩანაწერი უნდა შეიცავდეს ვაქცინის დასახელებას, შეყვანის თარიღს, დოზას, მწარმოებელს და სერიის ნომერის.

  • ჭარბი დოზირება

პრეპარატის საეჭვო ჭარბი დოზირების მართვისთვის მიმართეთ თქვენს რაიონულ ტოქსიკოლოგიურ ცენტრს.

  • დოზის ფორმა, აქტივობა, შემადგენლობა და შეფუთვა

პაციენტების იმუნიზაციისთვის ვაქცინების მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, ასევე უსაფრთხოების მონიტორინგის მიზნით, ჯანდაცვის პროფესიონალებმა უნდა ჩაწერონ შეყვანის დრო და თარიღი, შეყვანილი დოზის რაოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ანატომიური ადგილი და შეყვანის გზა, ბრენდის დასახელება და ვაქცინის გენერიკული (არადაპატენტებული) დასახელება, პროდუქტის სერიის ნომერი და ვარგისობის თარიღი

ცხრილი 2: დოზირების ფორმები, აქტივობა შემადგენლობა და შეფუთვა

შეყვანის მეთოდი

დოზირების ფორმა/აქტივობა/შემადგენლობა

არა-სამკურნალო ინგრედიენტები

კუნთში ინექცია

საინექციო სუსპენზია

თითოეული 0,5 მლ დოზა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ტეტანუსის ანატოქსინი, დიფტერიის ანატოქსინი და აცელულარული ყივანახველა [ყივანახველას ანატოქსინი (PT), ძაფისებრი ჰემაგლუტინინი (FHA), პერტაქტინი (PRN), ფიმბრიების ტიპები 2 და 3 (FIM)]

2-ფენოქსიეთანოლი, ალუმინის ფოსფატი (ადიუვანტი),

წარმოების პროცესის ნარჩენები: ფორმალდეჰიდი და გლუტარალდეჰიდი წარმოდგენილია ძალიან მცირე რაოდენობით.

აღწერა

ადასელი® წარმოდგენილია სტერილური ერთგვაროვანი, მღვრიე, თეთრი სუსპენზიის სახით ფლაკონში.

თითოეული დოზის (0,5 მლ) ფორმულა შეიცავს შემდეგს: ტეტანუსის ანატოქსინი (5 Lf); დიფტერიის ანატოქსინი (2 Lf); აცელულარული ყივანახველა [ყივანახველას ანატოქსინი (PT), 2,5 მკგ; ძაფისებრი ჰემაგლუტინინი (FHA), 5 მკგ; პერტაქტინი (PRN), 3 მკგ და ტიპი 2 და 3 ფიმბრიები (FIM), 5 მკგ].

არასამკურნალო ინგრედიენტებია: ალუმინის ფოსფატი (1,5 მგ) და 2-ფენოქსიეთანოლი (0,6% v/v).

შეფუთვა

ადასელი® წარმოდგენილია 0.5 მლ ერთ-დოზიან შუშის ფლაკონებში.

ფლაკონები დამზადებულია 1 ტიპის შუშიგან. ადასელი®-ს კონტეინერის დახურვის სისტემა არ შეიცავს ლატექსს (ბუნებრივ რეზინი).

ადასელი® ხელმისაწვდომია შეფუთვაში:

1 ერთ-დოზიანი ფლაკონი

5 ერთ-დოზიანი ფლაკონი

10 ერთ-დოზიანი ფლაკონი

  • გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ზოგადი

ადასელი® არ გამოიყენება Bordetella pertussis, Corynebacterium diphtheriae ან Clostridium tetani ინფექციებით გამოწვეული დაავადების სამკურნალოდ.

ადასელ®-ის მიღებამდე, ჯანდაცვის პროვაიდერებმა უნდა აცნობონ მიმღებს ან მიმღების მშობელს ან მეურვეს იმუნიზაციის სარგებლობისა და რისკების შესახებ, გამოიკვლიონ რეციპიენტის ბოლოდროინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა, გადახედონ მიმღების ისტორიას ვაქცინის ან მსგავსი ვაქცინის მიმართ შესაძლო ჰიპერმგრძნობელობის შესახებ, წინა იმუნიზაციის ისტორია, იმუნიზაციასთან დაკავშირებული რაიმე უკუჩვენების არსებობა და შესაბამისობა ნებისმიერ ადგილობრივ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა მიეწოდოს მიმღებს/მეურვეს იმუნიზაციამდე.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მიმღებს, მშობელს ან მეურვეს დაუსვან შეკითხვები არასასურველი რეაქციის ნიშნების ან სიმპტომების შესახებ ვაქცინის წინა დოზის შემდეგ. (იხ. 2 უკუჩვენება და 8 გვერდითი მოვლენები).

ტეტანუსის ანატოქსინის მიმღებებში გვერდითი მოვლენების სიხშირეზე და სიმძიმეზე გავლენას ახდენს წინა დოზების რაოდენობა და მანამდე არსებული ანტიტოქსინების დონე.

სინკოპე (გონების დაკარგვა) შეიძლება განვითარდეს ინექციური ვაქცინების, მათ შორის ადასელი®-ს შეყვანის შემდეგ ან მანამდე. პროცედურები უნდა არსებობდეს დაცემის დაზიანების თავიდან ასაცილებლად და სინკოპური რეაქციების სამართავად.

როგორც ნებისმიერი ვაქცინის შემთხვევაში, ადასელ®-მა შეიძლება არ დაიცვას ვაქცინირებული პირების 100%.

ფებრილური და მწვავე დაავადება: ვაქცინაცია უნდა გადაიდოს მწვავე ან ფებრილური დაავადების შემთხვევაში. თუმცა, დაბალი სიცხის მქონე დაავადება ჩვეულებრივ არ უნდა იყოს ვაქცინაციის გადადების მიზეზი.

ჰემატოლოგიური

ვინაიდან ნებისმიერმა ინტრამუსკულარულმა ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ინექციის ადგილის ჰემატომა ადამიანებში, რომლებსაც აქვთ სისხლდენის დარღვევები, როგორიცაა ჰემოფილია ან თრომბოციტოპენია, ან ანტიკოაგულაციურ თერაპიაზე მყოფ პირებში, ადასელი®-ს ინტრამუსკულური ინექციები არ უნდა ჩატარდეს ასეთ პირებში, თუ პოტენციური სარგებელი არ აღემატება რისკს. თუ გადაწყდა ასეთ პირებში ნებისმიერი პრეპარატის შეყვანა ინტრამუსკულარული ინექციის გზით, ინექციის შემდეგ ჰემატომის წარმოქმნის რისკის თავიდან ასაცილებლად.

იმუნური

უნდა შეფასდეს ალერგიული რეაქციების შესაძლებლობა ვაქცინის კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება განვითარდეს ადასელის გამოყენების შემდეგ იმ პირებშიც კი, რომლებსაც არ ჰქონდათ პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის წინა ისტორია.

როგორც ყველა სხვა პროდუქტის შემთხვევაში, ეპინეფრინის ჰიდროქლორიდის ხსნარი (1:1000) და სხვა შესაბამისი აგენტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაუყოვნებლივ გამოსაყენებლად ანაფილაქსიური ან მწვავე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების შემთხვევაში. ჯანდაცვის პროვაიდერებმა უნდა იცოდნენ მიმდინარე რეკომენდაციები ანაფილაქსიის საწყისი მართვის შესახებ არაჰოსპიტალურ პირობებში, სასუნთქი გზების სათანადო მართვის ჩათვლით.

იმუნოკომპრომეტირებულმა პირებმა (გამოწვეული დაავადებით თუ მკურნალობით) შეიძლება ვერ მიაღწიონ მოსალოდნელ იმუნურ პასუხს. თუ შესაძლებელია, განხილული უნდა იქნას ვაქცინაციის გადადება ნებისმიერი იმუნოსუპრესიული მკურნალობის დასრულებამდე. მიუხედავად ამისა, ქრონიკული იმუნოდეფიციტის მქონე პირთა ვაქცინაცია, როგორიცაა აივ ინფექცია, რეკომენდებულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმუნური პასუხი შეიძლება შეზღუდული იყოს.

ნევროლოგიური

ადასელი® არ უნდა დაინიშნოს პროგრესირებადი ან არასტაბილური ნევროლოგიური აშლილობის, უკონტროლო ეპილეფსიის ან პროგრესირებადი ენცეფალოპათიის მქონე პირებში, სანამ არ ჩამოყალიბდება მკურნალობის რეჟიმი, მდგომარეობა არ დასტაბილურდება და სარგებელი აშკარად გადააჭარბებს რისკს.

თუ გიენ-ბარეს სინდრომი (GBS) განვითარდა ტეტანუსის ანატოქსინის შემცველი წინა ვაქცინის მიღებიდან 6 კვირაში, გადაწყვეტილება ადასელი®-ს ან ტეტანუსის ანატოქსინის შემცველი ვაქცინის მიღების შესახებ უნდა ეფუძნებოდეს პოტენციური სარგებლისა და შესაძლო რისკების გულდასმით გათვალისწინებას.

კანი

შეიძლება გამოვლინდეს ადგილობრივი რეაქციები ინექციის ადგილზე, როგორიცაა ტკივილი, შეშუპება და ერითემა/სიწითლე. იხილეთ 8 გვერდითი მოვლენები.

  • 1. სპეციალური პოპულაციები
  • 1.1. ორსული ქალები

ადასელი®-თ ვაქცინაცია ორსულობის დროს ყივანახველას წინააღმდეგ პასიური იმუნიზაციისთვის ადრეულ ჩვილებში შეფასებული იყო გამოქვეყნებულ კვლევებში. უსაფრთხოების მონაცემები 4 რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევებიდან (შედეგები 310 ორსულობაზე) და 6 დაკვირვების კვლევის (შედეგები 125,356 ორსულობაზე) ქალების, რომლებმაც მიიღეს ადასელი® ან ადასელი® -პოლიო ორსულობის დროს (უმრავლესობა მე-3 ტრიმესტრში) არ აჩვენა ვაქცინასთან დაკავშირებული უარყოფითი გავლენა ორსულობაზე ან ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე. ეს კვლევები მხარს უჭერს ადასელის® მიღებას ორსულობის დროს (იხ. 14 კლინიკური კვლევები, იმუნოგენურობა ორსულობისას).

  • 1.2. ძუძუთი კვება

ლაქტაციის პერიოდში ადასელი®-ს მიღების ეფექტი არ არის შეფასებული. ვინაიდან ადასელი® ინაქტივირებულია, დედისა და ჩვილისთვის რაიმე რისკი წარმოუდგენელია. თუმცა, ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებზე დედებზე ადასელის მიღების ეფექტი არ არის შესწავლილი. მეძუძური ქალის იმუნიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეფასდეს ვაქცინაციის რისკი და სარგებელი.

  • გვერდითი რეაქციები
  • 1. გვერდითი რეაქციების მიმოხილვა

ადასელი®-ს უსაფრთხოება შეფასდა სულ 5818 მონაწილეში, რომლებმაც მიიღეს ადასელი®-ს ერთჯერადი დოზა 6 კლინიკურ კვლევაში (298 ბავშვი ≥4 წლის, 1508 მოზარდი, 2842 ზრდასრული <65 წლის და 1170 ზრდასრული ≥65 წლის).

ტკივილი ინექციის ადგილზე იყო ყველაზე გავრცელებული რეაქცია. ინექციის ადგილზე რეაქციების უმეტესობა განვითარდა ვაქცინაციიდან 3 დღის განმავლობაში და მათი საშუალო ხანგრძლივობა იყო 3 დღეზე ნაკლები. ყველაზე ხშირი სისტემური რეაქცია იყო დაღლილობა ბავშვებში და თავის ტკივილი მოზარდებსა და ზრდასრულებში (18 - 64 წელი). მიალგია იყო ყველაზე ხშირად დაფიქსირებული სისტემური რეაქცია ≥65 წელზე უფროსი ასაკის ზრდასრულებში. ცხელება დაფიქსირდა ვაქცინირების 10%-ზე ნაკლებში. ეს რეაქციები ჩვეულებრივ იყო გარდამავალი და მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობის. გარდა ამისა, მოზარდებში და ყველა ზრდასრულში ინექციის ადგილის და სისტემური რეაქციების სიხშირე ადასელი®-ს შემდეგ შედარებული იყო Td ვაქცინის ბუსტერის დროს დაფიქსირებულთან. ბავშვებში ინექციის ადგილზე რეაქციების და ცხელების დაკვირვებული სიხშირე ადასელ®-ის შემდეგ იყო მნიშვნელოვნად დაბალი, ვიდრე QUADRACEL® (DTaP IPV) 4-დან 6 წლამდე ასაკის გამაძლიერებლის მიღებისას. გარდა ცხელებისა, სისტემური რეაქციების დაკვირვების მაჩვენებლები შედარებადი იყო ორ ვაქცინას შორის.

  • 2. კლინიკური კვლევის გვერდითი რეაქციები

კლინიკური კვლევები ტარდება ძალიან სპეციფიკურ პირობებში. კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების სიხშირე; ამიტომ, შეიძლება არ ასახავდეს პრაქტიკაში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს და არ უნდა შევადაროთ სხვა პრეპარატის კლინიკურ კვლევებში არსებულ მაჩვენებლებს. კლინიკური კვლევებიდან მიღებული ინფორმაცია გვერდითი რეაქციების შესახებ შეიძლება სასარგებლო იყოს წამლის გვერდითი რეაქციების სიხშირის იდენტიფიკაციისა და დაახლოების მიზნით რეალურ სამყაროში გამოყენებისას.

სასურველი ინექციის ადგილის სიხშირე და სისტემური რეაქციები დაფიქსირებული სამ კლინიკურ კვლევაში ნაჩვენებია ცხრილში 3.

ორი სერიოზული გვერდითი მოვლენა დაფიქსირდა კვლევის დროს Td506, რომლებიც ჩათვლილი იყო ვაქცინაციასთან კავშირში: მძიმე შაკიკის შემთხვევა სახის ცალმხრივი დამბლით და ნერვის კომპრესიის დიაგნოზი კისერზე და მარცხენა მკლავში. ორივე ეს მდგომარეობა გაქრა სპონტანურად ან მკურნალობის შემდეგ.

ცხრილი 3: რეაქციების სიხშირე (%), დაკვირვებული 0-დან 14 დღის განმავლობაში კლინიკურ კვლევებში ბავშვებში, მოზარდებსა და ზრდასრულებში, ადასელი®-ს ერთჯერადი დოზის შემდეგ

შესაძლო რეაქციები

ბავშვები

4 – 6 წლის

(N = 298)

მოზარდები

11 – 17 წლის

(N = 1,184)

ზრდასრულები

18 – 64 წლის

(N = 1,752)

ზრდასრულები

≥65 წლის

(N = 1,153)

ინექციის უბნის რეაქციები

ტკივილი

  • 6
  • 8
  • 7
  • 0

შეშუპება

  • 2
  • 9
  • 0
  • 1

ერითემა

  • 6
  • 8
  • 7
  • 3

სისტემური რეაქციები

ცხელება (38.0°C)

  • 7
  • 0
  • 4
  • 5

თავის ტკივილი

  • 4
  • 7
  • 9
  • 2

გულისრევა

  • 4
  • 3
  • 2

N.S.*

ფაღარათი

  • 4
  • 3
  • 3

N.S.*

ღებინება

  • 1
  • 6
  • 0

N.S.*

უმადობა

  • 5

N.S.*

N.S.*

N.S.*

გამონაყარი

  • 4
  • 7
  • 0

N.S.*

ტკივილი სხეულში ან კუნთების სისუსტე † / მიალგია ‡

  • 4
  • 4
  • 9
  • 4

მტკივნეული ან შეშუპებული სახსრები

  • 0
  • 3
  • 1

N.S.*

დაღლილობა§ / სისუსტე **

  • 5
  • 2
  • 3
  • 2

შემცივნება

  • 1
  • 1
  • 1

N.S.*

აქსილარული ლიმფური კვანძის შეშუპება

  • 4
  • 6
  • 5

N.S.*

  • არ არის სასურველი

† ტკივილი სხეულში ან კუნთების სისუსტე იყო ტერმინი ბავშვებში, მოზარდებსა და ზრდასრულებში 18-64 წლის ასაკში.

‡ მიალგია იყო სასურველი ტერმინი კვლევაში ≥65 წელზე უფროსი ასაკის ზრდასრულებში.

§ დაღლილობა იყო მოთხოვნილი ტერმინი ცდებში 18-64 წლის ბავშვებში, მოზარდებსა და ზრდასრულებში.

  • * სისუსტე იყო მოთხოვნადი ტერმინი კვლევაში ≥65 წელზე უფროსი ასაკის ზრდასრულებში.

ცხრილი 4: რეაქციების სიხშირე (%), დაფიქსირდა მოზარდებში და მოზრდილებში ადასელი®-ს განმეორებითი მიღების შემდეგ 5 და 10 წლის განმავლობაში, შესაბამისად

შესაძლო რეაქციები

ადასელის განმეორებითი შეყვანა

5 წლის შემდეგ*

10 წლის შემდეგ§

მოზარდები და ზრდასრულები

16 – 69 წლის

(N = 544)

ზრდასრულები

20 – 72 წლის

(N = 361)

ინექციის უბნის რეაქციები

ტკივილი

  • 6
  • 8

ერითემა / სიწითლე

  • 6
  • 1

შეშუპება

  • 6
  • 5

სისტემური რეაქციები

ცხელება

  • 5
  • 2

თავის ტკივილი

  • 2
  • 6

მიალგია

  • 0
  • 1

სისუსტე

  • 2
  • 4
  • არასასურველი რეაქციები გამოვლინდა ვაქცინაციიდან 0-დან 14 დღემდე

§ გვერდითი რეაქციები გამოვლინდა ვაქცინაციიდან 0-7 დღის განმავლობაში

  • 5. პოსტმარკეტინგული გვერდითი მოვლენები

შემდეგი დამატებითი გვერდითი მოვლენები სპონტანურად იყო დაფიქსირებული ადასელის პოსტმარკეტინგული გამოყენებისას. იმის გამო, რომ ეს მოვლენები ნებაყოფლობით არის დაფიქსირებული გაურკვეველი ზომის პოპულაციისგან, ყოველთვის არ არის შესაძლებელი მათი სიხშირის საიმედოდ შეფასება ან მიზეზობრივი კავშირის დადგენა ვაქცინის ექსპოზიციასთან. გადაწყვეტილებები ამ მოვლენების ინსტრუქციაში ჩართვის შესახებ ეფუძნებოდა ერთ ან რამდენიმე შემდეგ ფაქტორს: 1) მოვლენის სიმძიმეს, 2) დაფიქსირების სიხშირეს, ან 3) ადასელ®-თან მიზეზობრივი კავშირის სიძლიერეს.

იმუნური სისტემის დარღვევები

ჰიპერმგრძნობელობის (ანაფილაქსიური) რეაქცია (ანგიონევროზული შეშუპება, შეშუპება, გამონაყარი, ჰიპოტენზია)

ნერვული სისტემის დარღვევები

პარესთეზია, ჰიპოესთეზია, გილენ-ბარის სინდრომი, მხრის ნევრიტი, სახის დამბლა, კრუნჩხვები, სინკოპე, მიელიტი

გულის დარღვევები

მიოკარდიტი

კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები

ქავილი, ჭინჭრის ციება

ჩონჩხკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები

მიოზიტი, კუნთების სპაზმი

ზოგადი დარღვევები და შეყვანის ადგილის მოვლენები

ინექციის ადგილის დიდი რეაქციები (>50 მმ) და კიდურის გავრცელებული შეშუპება ინექციის ადგილიდან ერთი ან ორივე სახსრის ჩართვით დაფიქსირდა ადასელის® შეყვანის შემდეგ მოზარდებში და მოზრდილებში. ეს რეაქციები ჩვეულებრივ იწყება ვაქცინაციიდან 24-72 საათის განმავლობაში, შეიძლება ასოცირებული იყოს ერითემასთან, სიცხესთან, მგრძნობელობასთან ან ტკივილთან ინექციის ადგილზე და სპონტანურად გაქრება 3-5 დღის განმავლობაში. რისკი, როგორც ჩანს, დამოკიდებულია აცელულარული ყივანახველას შემცველი ვაქცინის წინა დოზების რაოდენობაზე.

ინექციის ადგილზე სისხლჩაქცევები, სტერილური აბსცესი

  • სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
  • 4 პრეპარატი-პრეპარატის ურთიერთქმედება

ვაქცინა-პრეპარატის ურთიერთქმედება:

იმუნოსუპრესიულმა მკურნალობამ შეიძლება ხელი შეუშალოს მოსალოდნელი იმუნური პასუხის განვითარებას. (იხ. 7 გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

ვაქცინის თანმხლები შეყვანა:

ადასელი® შეიძლება დაინიშნოს გრიპის სამვალენტიანი ინაქტივირებული ვაქცინის დოზასთან და B ჰეპატიტის ვაქცინის დოზასთან ერთად 11-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ადასელი®-სა და ტრივალენტური ინაქტივირებული გრიპის ვაქცინის ერთდროული გამოყენება შეფასებული იყო კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 696 ზრდასრული 19-დან 64 წლამდე. უსაფრთხოებისა და იმუნოგენურობის პროფილები მოზრდილებში, რომლებმაც ერთდროულად მიიღეს ვაქცინები, შედარებული იყო ვაქცინების ცალ-ცალკე მიღებისას, ერთი თვის ინტერვალით.

ადასელი®-სა და B ჰეპატიტის ვაქცინის ერთდროული გამოყენება შეფასებული იყო კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 11-დან 12 წლამდე ასაკის 269 მოზარდი. უსაფრთხოებისა და იმუნოგენურობის პროფილები მოზარდებში, რომლებმაც ერთდროულად მიიღეს ვაქცინები, მსგავსი იყო იმ დაფიქსირებულთან, როდესაც ვაქცინები ცალ-ცალკე შეიყვანებოდა ერთი თვის ინტერვალით. არანაირი ჩარევა არ დაფიქსირებულა იმუნურ პასუხებში ვაქცინის რომელიმე ანტიგენზე, როდესაც ადასელი® და B ჰეპატიტის ვაქცინები ერთდროულად ან ცალ-ცალკე მიიღება.

ერთდროულად შეყვანილი ვაქცინები უნდა ჩატარდეს ცალკე შპრიცების გამოყენებით ინექციის სხვადასხვა ადგილებში და სასურველია სხვადასხვა კიდურში. ადასელი® არ უნდა იყოს შერეული იმავე შპრიცში სხვა პარენტერალურ პრეპარატებთან.

  • კლინიკური ფარმაკოლოგია
  • 1. მოქმედების მექანიზმი

ტეტანუსი და დიფტერია: ტეტანუსი არის მწვავე და ხშირად ფატალური დაავადება, რომელიც გამოწვეულია C. tetani-ს მიერ წარმოქმნილი უკიდურესად ძლიერი ნეიროტოქსინით. ტოქსინი იწვევს ნერვ-კუნთოვან დისფუნქციას, ჩონჩხის კუნთების რიგიდულობასა და სპაზმს. C. tetani-თ გამოწვეული დაავადებისგან დაცვა განპირობებულია ტეტანუსის ტოქსინის მიმართ მანეიტრალებელის ანტისხეულების წარმოქმნით.

C. diphtheriae-ის შტამებმა, რომლებიც გამოიმუშავებენ დიფტერიის ტოქსინს, შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ან ფატალური დაავადება, რომელიც ხასიათდება ზედა სასუნთქი გზების მემბრანული ანთებით და ტოქსინით გამოწვეული მიოკარდიუმის და ნერვული სისტემის დაზიანებით. C. diphtheriae-თ დაავადებისგან დაცვა განპირობებულია დიფტერიის ტოქსინის მიმართ მანეიტრალებელის ანტისხეულების წარმოქმნით.

ყივანახველა: ყივანახველა არის რესპირატორული დაავადება, რომელიც გამოწვეულია B. pertussis-ით. ეს გრამუარყოფითი კოკობაცილი წარმოქმნის მრავალფეროვან ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტებს, თუმცა მათი როლი ყივანახველას პათოგენეზში ან იმუნიტეტში მკაფიოდ არ არის განსაზღვრული. B. pertussis დაავადებისგან დაცვის მექანიზმი კარგად არ არის გასაგები.

  • 2. ფარმაკოდინამიკა

ტეტანუსი და დიფტერია:

შრატში ტეტანუსის ანტიტოქსინის დონე მინიმუმ 0,01 სე/მლ, რომელიც იზომება ნეიტრალიზაციის ანალიზით, ითვლება მინიმალურ დამცავ დონედ. ტეტანუსის ანტიტოქსინის დონე მინიმუმ 0,1 სე/მლ, რომელიც გაზომილია ELISA-ით, რომელიც გამოიყენება ადასელ®-ის კლინიკურ კვლევებში, განიხილება როგორც დამცავი ტეტანუსისთვის. 1.0 სე/მლ დონე ასოცირდება ხანგრძლივ დაცვასთან.

შრატში დიფტერიის ანტიტოქსინის დონე 0.01 სე/მლ არის ყველაზე დაბალი დონე, რომელიც იძლევა გარკვეულ დაცვას. ანტიტოქსინის დონე მინიმუმ 0.1 სე/მლ ზოგადად განიხილება როგორც დამცავი. 1.0 სე/მლ დონე ასოცირდება ხანგრძლივ დაცვასთან.

ყივანახველა:

შვედეთში ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში (Sweden I ეფექტურობის კვლევა), ყივანახველას იგივე კომპონენტები, როგორც ადასელ®-ში (მაგ., PT, FHA, PRN და FIM) ნაჩვენებია, რომ ხელს უშლის ყივანახველას განვითარებას ახალშობილებში დამცავი ეფექტურობით 85.2% მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) შემთხვევის განმარტების გამოყენებით (პაროქსიზმული ხველის ≥21 დღე კულტურის ან სეროლოგიური დადასტურებით ან ეპიდემიოლოგიური კავშირი დადასტურებულ შემთხვევასთან). იმავე კვლევაში, მსუბუქი დაავადების წინააღმდეგ დამცავი ეფექტურობა იყო 77.9%. საყოფაცხოვრებო კონტაქტის კვლევამ, რომელიც ჩასმული იყო ამ ეფექტურობის კვლევაში, აჩვენა, რომ არსებობდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კორელაცია კლინიკურ დაცვასა და ანტისხეულების არსებობას PT, PRN და FIM წინააღმდეგ ექსპოზიციამდე შრატებში.

შრატში ანტისხეულების მინიმალური დონე ყივანახველას ვაქცინის სპეციფიკურ კომპონენტებზე, რომლებიც იცავს კლინიკური ყივანახველას განვითარებისგან, არ არის გამოვლენილი. მიუხედავად ამისა, არაერთმა კვლევამ აჩვენა კორელაცია ყივანახველას ვაქცინის კომპონენტებზე შრატში ანტისხეულების პასუხების არსებობასა და კლინიკური დაავადებისგან დაცვას შორის. ADACEL® კლინიკურ კვლევებში, ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში <65 წლამდე, ვაქცინაციის შემდგომი საშუალო გეომეტრიული კონცენტრაციები (GMCs) ყივანახველას ყველა ანტისხეულებისთვის სტაბილურად აღემატებოდა TRIPACEL®-ს შვედეთის I ეფექტურობის კვლევაში. ხანდაზმულებმა (≥65 წელზე), ვაქცინირებულებმა ADACEL®-ის ერთჯერადი დოზით მიაღწიეს უფრო დაბალ GMC-ებს ყივანახველას ზოგიერთი ანტისხეულისთვის, ვიდრე ჩვილებმა, რომლებმაც მიიღეს ტრიპაცელის® 3 ან 4 დოზა. მიუხედავად ამისა, მათი იმუნიზაციის შემდგომი ანტიპერტუსის ანტისხეულების დონეები იყო 4,4-დან 15,1-ჯერ უფრო მაღალი ვიდრე იმუნიზაციის წინა დონეები, რაც მიუთითებს ყივანახველას წინააღმდეგ დაცვის გაუმჯობესებულ ხარისხზე.

  • 3. ფარმაკოკინეტიკა

ეფექტის ხანგრძლივობა

შრატში ანტისხეულების დონის გრძელვადიანი დაკვირვება მოზარდებსა და მოზრდილებში, რომლებმაც მიიღეს ადასელი®-ს ერთჯერადი დოზა, აჩვენებს, რომ ტეტანუსის ანტიტოქსინის (≥0.01 EU/მლ) და დიფტერიის ანტიტოქსინის (≥0.01 სე/მლ) დამცავი დონე შენარჩუნებულია 99.2%-ში და მონაწილეთა 92.6%, შესაბამისად, ვაქცინაციის შემდგომ 10 წლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ყივანახველას საწინააღმდეგო დამცავი დონე ჯერ კიდევ არ არის მკაფიოდ განსაზღვრული, ყივანახველას ანტისხეულების დონეები რჩება 2-დან 9-ჯერ უფრო მაღალი ვიდრე იმუნიზაციის წინა დონეები 5 წლის შემდეგ. თუმცა, ვაქცინაციის შემდგომი 10 წლის განმავლობაში ყივანახველას ანტისხეულების დონე მცირდება ვაქცინაციის წინა დონემდე.

ტეტანუსის და დიფტერიის ანატოქსინების გამაძლიერებლები რეკომენდებულია ყოველ 10 წელიწადში ერთხელ. ADACEL®-ის სეროლოგიური შემდგომი დაკვირვებისა და დოზირების ხელახალი მონაცემები ვარაუდობს, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია ტეტანუსის და დიფტერიის ანატოქსინის ვაქცინის ნაცვლად მოზრდილებში 10-წლიანი ინტერვალით გასაძლიერებლად.

  • შენახვა, სტაბილურობა და უტილიზაცია

შეინახეთ 2°-დან 8°C-მდე (35°-დან 46°F-მდე). არ გაიყინოთ. გადააგდეთ პროდუქტი გაყინვის პირობებში (≤ 0°C).

ნაჩვენებია, რომ ადასელი® რჩება სტაბილური 8°C-ზე და 25°C-მდე ტემპერატურაზე, მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში (72 საათის განმავლობაში). ეს მონაცემები არ არის რეკომენდაციები ტრანსპორტორების ან შენახვისთვის, თუმცა შეიძლება იყოს საფუძველი გადაწყვეტილების მისაღებად ტემპერატურის დროებითი ცვალებადობის შემთხვევაში.

  • მოხმარების სპეციალური ინსტრუქციები

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა