პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები

აბუსალათინის ზეთი

CASTOR OIL

ურეცეპტოდ50მლინსტრუქცია ქართულადუკრაინა
რისთვის გამოიყენება

ყაბზობა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Castor oil)
ფორმა და შეფუთვა
50მლ გარეგანი და შინაგანი გამოყენების ზეთი მინის ფლაკონი №1
მწარმოებელი
«Halychpharm» PJSC, უკრაინა
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყაბზობის სამკურნალო პრეპარატები, კონტაქტური საფაღარათო საშუალებები
ATC კოდი
A06AB05
რეგისტრაციის ნომერი
რ-038765
რეგისტრირებულია
1 აგვისტო 2023, მოქმედებს 1 აგვისტო 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Halychpharm» PJSC (უკრაინა)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებააბუსალათინის ზეთი და სხვა წამალი ერთად

აბუსალათინის ზეთი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ყაბზობა.

მიღების წესი და დოზირება

მიიღება შინაგანად. ზრდასრულებისათვისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებული დოზაა 15-30გ მიღებაზე. თუ სამკურნალო საშუალება მიიღება კუჭის გასაწმენდათ სადიაგნოსტიკო პროცედურების წინ, მიზანშეწონილია მისი მიღება პროცედურის ჩატარებამდე 6 საათით ადრე.

ბავშვები. სამკურნალო საშუალება მიიღება ბავშვებში 12 წლის ასაკიდან.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების მიმართ. მოწამვლა ცხიმში ხსნადი ნივთიერებებით (ფოსფორით, ბენზოლით და სხ.). კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, წყლულოვანი კოლიტი. ცხიმში ხსნადი ანტიჰელმინთური საშუალებებით, მამრობითი გვიმრის ექსტრატით მოწამვლა. მწვავე ანთებით პროცესები მუცლის არეში ( აპენდიციტი, პერიტონიტი). საშვილოსნოს სისხლდენები. კახექსია. ხანდაზმული ასაკი.

მომატებული მგრძნობელობა რძიანასებრთა (Euphorbiaceae) ოჯახის მცენარეების მიმართ, არადიაგნოსტირებული ტკივილი მუცლის არში, ნაღველმდენი არხების ობსტრუქცია, მძიმე დეჰიდრატაცია.

სიფრთხილის ზომები

არ არის.

არ უნდა იქნას დარღვეული სამკურნალო საშუალების გამოყენების წესები, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აბუსალათინის ზეთის ერთდროული გამოყენება მამრობითი გვიმრის ექსტრაქტთან ერთად არ არის რეკომენდებული.

ორსულობა და ძუძუთი კვება

სამკურნალო საშუალების გამოყენება ორსულებისათვის უკუნაჩვენებია. ძუძუთი კვების პერიოდში სამკურნალო საშუალების გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ბავშვისათვის მოსალოდნელ რისკს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ინფორმაცია არ გაგვაჩნია.

გვერდითი მოვლენები

გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცელში, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა. კუჭის დაცლის შემდეგ შესაძლებელია ყაბზობა. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში - საჭმლის მონელების დარღვევები, ენტეროკოლიტი, მიჩვევის განვითარება, ნაწლავების ატონია. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

ჭარბი დოზა

გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში. დიარეა. მკურნალობა სიმპტომურია.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: აბუსალათინის ზეთი;

სამკურნალო საშუალების 50 მლ შეიცავს: აბუსალათნის ზეთი - 50 მლ.

სამკურნალო ფორმა. ზეთი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, თითქმის უფერო ან ღია ყვითელი,

ბლანტი, ჰიგროსკოპული სითხე.

ფერმაკოთერაპიული ჯგუფი. სამკურნალო საშუალებები ყაბზობის მკურნალობისათვის. საფაღარათო საშუალებები. აბუსალათინის ზეთი.

ათქ კოდი A06A B05.

შენახვის პირობები

5 წელი.

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 25˚ C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

შეფუთვა. 50 მლ ფლაკონში; 1 ფლაკონი კოლოფში.

გაცემის კატეგორია. რეცეპტის გარეშე.

ფარმაკოლოგიური თვისებები

შინაგანად მიღებისას ჰიდროლიზდება ლიპაზას მიერ წვრილ ნაწლავში რიცინოლის მჟავას წარმოქმნით, რომელიც იწვევს ნაწლავის რეცეპტორების გაღიზიანებას და რეფლექსურად აძლიერებს მის პერისტალტიკას. საფაღარათო ეფექტი ვითარდება ჩვეულებრივ 5-6 საათის შემდეგ.

სამკურნალო საშუალება ასევე წარმოადგენს მიმეტრიუმის რეფლექტორული შეკუმშვის მიზეზს.

ფარმაკოკინეტიკა.

მონაცემები არ გაგვაჩნია.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

აბუსალათინის ზეთი

(CASTOR OIL)

შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: აბუსალათინის ზეთი;

სამკურნალო საშუალების 50 მლ შეიცავს: აბუსალათნის ზეთი - 50 მლ.

სამკურნალო ფორმა. ზეთი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე, თითქმის უფერო ან ღია ყვითელი,

ბლანტი, ჰიგროსკოპული სითხე.

ფერმაკოთერაპიული ჯგუფი. სამკურნალო საშუალებები ყაბზობის მკურნალობისათვის. საფაღარათო საშუალებები. აბუსალათინის ზეთი.

ათქ კოდი A06A B05.

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა.

შინაგანად მიღებისას ჰიდროლიზდება ლიპაზას მიერ წვრილ ნაწლავში რიცინოლის მჟავას წარმოქმნით, რომელიც იწვევს ნაწლავის რეცეპტორების გაღიზიანებას და რეფლექსურად აძლიერებს მის პერისტალტიკას. საფაღარათო ეფექტი ვითარდება ჩვეულებრივ 5-6 საათის შემდეგ.

სამკურნალო საშუალება ასევე წარმოადგენს მიმეტრიუმის რეფლექტორული შეკუმშვის მიზეზს.

ფარმაკოკინეტიკა.

მონაცემები არ გაგვაჩნია.

კლინიკური მახასიათებლები.

ჩვენებები.

ყაბზობა.

უკუჩვენებები.

მომატებული მგრძნობელობა სამკურნალო საშუალების მიმართ. მოწამვლა ცხიმში ხსნადი ნივთიერებებით (ფოსფორით, ბენზოლით და სხ.). კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, წყლულოვანი კოლიტი. ცხიმში ხსნადი ანტიჰელმინთური საშუალებებით, მამრობითი გვიმრის ექსტრატით მოწამვლა. მწვავე ანთებით პროცესები მუცლის არეში ( აპენდიციტი, პერიტონიტი). საშვილოსნოს სისხლდენები. კახექსია. ხანდაზმული ასაკი.

მომატებული მგრძნობელობა რძიანასებრთა (Euphorbiaceae) ოჯახის მცენარეების მიმართ, არადიაგნოსტირებული ტკივილი მუცლის არში, ნაღველმდენი არხების ობსტრუქცია, მძიმე დეჰიდრატაცია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები.

აბუსალათინის ზეთის ერთდროული გამოყენება მამრობითი გვიმრის ექსტრაქტთან ერთად არ არის რეკომენდებული.

გამოყენების თავისებურებები.

არ არის.

არ უნდა იქნას დარღვეული სამკურნალო საშუალების გამოყენების წესები, ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.

გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

სამკურნალო საშუალების გამოყენება ორსულებისათვის უკუნაჩვენებია. ძუძუთი კვების პერიოდში სამკურნალო საშუალების გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ბავშვისათვის მოსალოდნელ რისკს.

რეაქციის სიჩქარეზე ზემოქმედების უნარი ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმებით მართვის დროს.

ინფორმაცია არ გაგვაჩნია.

გამოყენების წესი და დოზები.

მიიღება შინაგანად. ზრდასრულებისათვისა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებული დოზაა 15-30გ მიღებაზე. თუ სამკურნალო საშუალება მიიღება კუჭის გასაწმენდათ სადიაგნოსტიკო პროცედურების წინ, მიზანშეწონილია მისი მიღება პროცედურის ჩატარებამდე 6 საათით ადრე.

ბავშვები. სამკურნალო საშუალება მიიღება ბავშვებში 12 წლის ასაკიდან.

დოზის გადაჭარბება.

გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცელში. დიარეა. მკურნალობა სიმპტომურია.

გვერდითი რეაქციები.

გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცელში, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა. კუჭის დაცლის შემდეგ შესაძლებელია ყაბზობა. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში - საჭმლის მონელების დარღვევები, ენტეროკოლიტი, მიჩვევის განვითარება, ნაწლავების ატონია. შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

ვარგისობის ვადა. 5 წელი.

შენახვის პირობები.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში არა უმეტეს 25˚ C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

შეფუთვა. 50 მლ ფლაკონში; 1 ფლაკონი კოლოფში.

გაცემის კატეგორია. რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი. კსს „ გალიჩფარმი“.

მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილის მისამართი.

უკრაინა, 79024, ქ. ლვოვი, ოპრიშკოვსკაიას ქუჩა, 6/8.

ბოლო გადახედვის თარიღი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა