ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

McDonald’s Starbucks-ის კონცეფციის კაფეების ქსელს უშვებს

McDonald's Corp.-ი მცირე ფორმატის კაფეების ქსელს უშვებს, რომელსაც CosMc's-ი ერქმევა. როგორც Bloomberg-ი აღნიშნავს, CosMc's-ის კონცეფცია, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სახის სასმელები, ყავა, ასევე დონატები და სენდვიჩები, ძალიან ჰგავს Starbucks-ისას. საპილოტე პროექტის მიხედვით, მთელი წლის განმავლობაში 10 CosMc-ის გაიხსნება. პირველი კაფე ჩიკაგოში, დეკემბერში მოემსახურება კლიენტებს, დარჩენილი ცხრა კი - მომავალ წელს.
McDonald's-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრის კემპჩინსკიმ ქსელის გახსნისას განაცხადა, რომ CosMc's მცირე ფორმატის კაფე იქნება McDonald's-ის ყველა დნმ-ით, მაგრამ იქნება თავის მხრივ უნიკალური.
ახალი ბრენდის სახელი აღნიშნავს McDonald's-ის ერთ-ერთ თილისმას, CosMc-ს, რომელიც McDonald's-ის რეკლამაში, 1980-იანი წლების ბოლოს და 1990-იანი წლების დასაწყისში, გამოჩნდა. CosMc უცხოპლანეტელია კოსმოსიდან, რომელსაც ერთი სული აქვს გასინჯოს McDonald's-ის საჭმელი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.