არქივი25 აპრილი, 2025, 18:39
McDonald’s-მა პარაგვაიში, შეკვეთების მიღება რადიოს ეთერით დაიწყო

McDonald’s-ის სწრაფი კვების ქსელმა პარაგვაიში საკვების შეკვეთის ახალი ფორმატი აამოქმედა - FM რადიოს საშუალებით, იტყობინება რესტორნების ქსელის რეგიონალური ფილიალი სოციალურ ქსელ Instagram-ზე.
შეკვეთები მიიღება პირდაპირ ეთერში რადიო Rock and Pop 95.5-ზე.
კამპანია, სახელწოდებით McDelivery FM, დაიწყო 2025 წლის აპრილში. აბონენტს შეუძლია არა მხოლოდ შეკვეთის გაკეთება რესტორანში, არამედ მუსიკალური სურვილების დატოვება რადიო სადგურის ეთერში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.