ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

McDonald’s-ი რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას უარყოფს

McDonald’s-ი რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას უარყოფს

McDonald’s-ი რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას უარყოფს. კომპანია აცხადებს, რომ სავაჭრო ნიშნის რეგისტრაციის განაცხადი მხოლოდ იმ მიზნით შეიტანა, რომ ინტელექტუალური საკუთრება დაიცვას და სხვა კომპანიებს რესტორნების ქსელის ბრენდის გამოყენება აუკრძალოს.
„ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენი ბრენდის დასაცავად და მესამე მხარის ბიზნესის, ან ფიზიკური პირის მიერ, განსაკუთრებით რუსეთში, ჩვენი სავაჭრო ნიშნების საკუთარი სარგებლისთვის გამოყენების თავიდან ასაცილებლად“, – ციტირებს მედია კომპანიის განცხადებას.
მათივე ცნობით, McDonald’s-ი რეგულარულად აახლებს თავისი სავაჭრო ნიშნების საკუთრების უფლებას მთელ მსოფლიოში, მათ შორის, იმ ქვეყნებშიც, სადაც კომპანია არ ოპერირებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.