ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

marca: ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის ელჩეში ჩასვლას აგვიანებს

marca: ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისთვის ელჩეში ჩასვლას აგვიანებს

„მარკას“ ცნობით, მოსალოდნელი კოკისპირული წვიმების გამო ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან მატჩისათვის მადრიდიდან ელჩეში არა დღეს, არამედ შაბათს ჩავა.
ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ უეფას გეგმის შეცვლის მოთხოვნით მიმართა და მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე პრესკონფერენციას დედაქალაქში ჩაატარებს.
საქართველოს ეროვნული გუნდი ალიკანტეში ორშაბათიდან ემზადება. გამოცემა იტყობინება, რომ შეხვედრის წინ გამოიდარებს, რიკო პერესის სტადიონის მინდვრის დრენაჟი კი მთელ ესპანეთში ერთ-ერთი საუკეთესოა და თამაშის ჩატარებას საფრთხე არ ემუქრება.
დაპირისპირება ელჩეში 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე უნდა დაიწყოს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.