ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Mall of Berlin-ში პირველი ქართული ჭკვიანი ბეჭდის - Cnick-ის მაღაზია გაიხსნა

Cnick-ის გუნდმა ბერლინში, Mall of Berlin-ში უნიკალური დიზაინის მაღაზია გახსნა, სადაც მომხმარებელს მრავალფუნქციურ ჭკვიან ბეჭედს შესთავაზებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Cnick-ის დამფუძნებელი კობა ცერცვაძე ავრცელებს. მისი თქმით, Cnick-ის შოურუმის უნიკალური დიზაინი ხაზს უსვამს Cnick-ის გუნდის განსაკუთრებულ ხედვებს.
Cnick-ის გუნდმა მრავალი დაბრკოლების და სირთულის გადალახვის შემდეგ, ბერლინის გულში, კონკრეტულად კი Mall of Berlin-ში გავხსენით უნიკალური დიზაინის მქონე მაღაზია, სადაც მომხმარებლებს მრავალფუნქციურ ჭკვიან ბეჭედს შევთავაზებთ.
ჩვენ შევქმენით შოურუმის უნიკალური დიზაინი, რომელიც გამოხატავს მომავალში გახსნილ პორტალებს და ხაზს უსვამს ჩვენი გუნდის განსაკუთრებულ ხედვას. თითოეული დიზაინის დეტალი შექმნილია ჩვენი გუნდის მიერ“, - წერს კობა ცერცვაძე.
შეგახსენებთ, რომ Cnick-ის პირველი ჭკვიანი ბეჭედი, რომელსაც Tesla-ს ავტომობილის გასაღების ფუნქცია ჰქონდა 2019 წელს შეიქმნა. ამას მოჰყვა უკონტაქტო გადახდის ფუნქციის მქონე და ძვირფასი მეტალის ბეჭდები. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას Cnick-ის თანადამფუძნებელი კობა ცერცვაძე აცხადებდა, Cnick-ის გასაღების ფუნქციის მქონე ბეჭდებზე დიდი მოთხოვნაა აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და სამხრეთ კორეაში. გადახდის ფუნქციის მქონე ბეჭდები კი ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში იყიდება და უკვე 60-მდე პარტნიორი ბანკი ჰყავთ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.