Madrid Fusión 2025-ზე საქართველოს გასტრონომიულ პოტენციალს გაეცნობიან

ესპანეთში, მადრიდში მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესი Madrid Fusión 2025 იწყება. საერთაშორისო კონგრესზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიიღებს მონაწილეობს. ღონისძიებას დაესწრება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
გასტრო კონგრესზე საქართველოს 4 შეფ-მზარეული: გურამ ბაღდოშვილი, დავით ნარიმანიშვილი, დადუნა ღლონტი და ირაკლი თოდაძე წარადგნენ.
საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრები და კულინარიის სფეროს წარმომადგენლები ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს გაეცნობიან. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებული Show Kitchen მოეწყობა.
3 დღის განმავლობაში, დღეში ორჯერ, მსოფლიოში ყველაზე გავლენიან გასტრო კონგრესზე ქართული კერძების მასტერკლასი და ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.
გასტრო კონგრესი Madrid Fusión 22 წელია იმართება, კონგრესს მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან 25 ათასზე მეტი სტუმარი ჰყავს. საერთაშორისო კულინარიულ ღონისძიებაში 1800-ზე მეტი პროფესიონალი მონაწილეობს, სპიკერების რაოდენობა კი 180-ს აჭარბებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გველესიანი: ფეხბურთელებს წნეხი ჰქონდათ სხვადასხვა ძალებისგან, რომ მხარდამჭერი პოსტები დაედოთ. უმეტესობამ დაწერა, „ჩვენი გზა არის ევროპაში“- მე შეკითხვა დავსვი, ვიცით რას მოუტანს ეს ჩვენს ეკონომიკას? რაიმე კავშირში შესვლა რატომ არის ჩვენი პანაცეა და მაშინდელი ძალები მე თავს დამესხნენ

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც