ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Madrid Fusión - ჯადოსნური ქართული სამზარეულო წელს ჩვენი სტუმარია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტრო კონგრესის Madrid Fusión საქართველოს შესახებ Facebook გვერდზე კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს.
„ჯადოსნური ქართული სამზარეულო წელს Madrid Fusión-ის კონგრესს ეწვევა. საქართველო წელს ჩვენი სტუმარი ქვეყანაა, ტურისტული მიმართულება რომელიც მოგაჯადოებთ. საქართველო ეს არის ქვეყანა, სადაც სტუმარმასპინძლობა მთავარი კერძია“,-ნათქვამია ინფორმაცაიში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, საქართველო Madrid Fusión 2024-ზე, 29-31 იანვარს, სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
„ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს.
სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები დაეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.
Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი წარადგენს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
https://www.facebook.com/story.php?story_fbid=786703513493796&id=100064624636255&mibextid=WC7FNe

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.