Madrid Fusión – აღმოაჩინეთ ტრადიციული და თანამედროვე ქართული სამზარეულო საოცარი კომბინაცია

მსოფლიოში ყველაზე დიდი გასტროკონგრესი Madrid Fusión საქართველოს შესახებ Facebook გვერდზე მორიგ პოსტებს აქვეყნებს.
აღმოაჩინეთ საქართველოს გასტრონომიული საიდუმლო Madrid Fusión-ზე, გაიზიარეთ ქართული სამზარეულოს გამოცდილება, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს. საქართველო ეს არის ქვეყანა, სადაც მთავარი კერძი სტუმარმასპინძლობაა“.
„წელს Madrid Fusión-მა ქართული ფერები ჩაიცვა და არომატიც მიიღო. აღმოაჩინეთ ტრადიციული და თანამედროვე ქართული სამზარეულო საოცარი კომბინაცია“,-წერს Madrid Fusión საქართველოს შესახებ.
საქართველო მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი გასტროკონგრესზეა Madrid Fusión 2024 წარმოდგენილი. ღონისძიებაზე საქართველო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.
საერთაშორისო კონგრესზე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტენდთან სტუმრებსა და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, ღვინოსა და ტურისტულ პროდუქტებს. საქართველოს სტენდზე ინტეგრირებულია ეგრეთ წოდებული Show Kitchen.
სტუმრის სტატუსის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დამატებით თემატური სცენები ეთმობა, რომლის ფარგლებშიც მთავარ სცენაზე ქართული კერძების მასტერკლასები და სამი სახის ღვინის დეგუსტაცია ტარდება.
Madrid Fusión-ზე ქართულ სამზარეულოს ქართველი შეფმზარეული დავით ნარიმანაშვილი და მადრიდში მდებარე რესტორანი ნუნუკა წარადგენენ. გასტროკონგრესის მონაწილეებს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარე შალვა ხეცურიანი ქართული ღვინის მრავალ საუკუნოვან ისტორიას აცნობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა