საქართველოს ბიზნეს ასოციაციას (BAG) უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის სექტორში მრავალწლიანი გამოცდილებისა და მნიშვნელოვანი პორტფელის მქონე კომპანია m² შეუერთდა.m², რომელიც Blockstone Capital-ის საინვესტიციო პორტფელის ნაწილია, წლების განმავლობაში აქტიურად ოპერირებს საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის თანამედროვე ურბანული გარემოს განვითარებაში. კომპანიის საქმიანობა ეფუძნება მომხმარებელზე ზრუნვას, უსაფრთხოებასა და ენერგოეფექტური, მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შექმნას.აღსანიშნავია, რომ m² მუდმივად ავითარებს საკუთარ პროდუქტებსა და სერვისებს, ორიენტირებულია თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საცხოვრებელი გარემოს შექმნა, რომელიც აერთიანებს ხარისხიან არქიტექტურას, უსაფრთხოებასა და თანამედროვე ცხოვრების სტანდარტებს. ამ მიდგომით, m² ცდილობს ადამიანებს შესთავაზოს არა მხოლოდ საცხოვრებელი სივრცე, არამედ გარემო, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულსა და სრულფასოვანს ხდის.m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, უახლოეს პერიოდში საზოგადოებას სამომავლო გეგმებსა და ახალ პროექტებს გააცნობს. ახალი ეტაპი მოიცავს კომპანიის ზრდას, ახალი პროექტების განვითარებას და საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მისი საქმიანობის კიდევ უფრო გაფართოებას.„m² არის კომპანია, რომელმაც 20 წლის განმავლობაში შეძლო უძრავი ქონების ბაზარზე ახალი სტანდარტების დანერგვა, ინოვაციური ურბანული კონცეფციების შექმნა და მომხმარებლის მაღალი ნდობის მოპოვება. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის რიგებს შემოუერთდა გუნდი, რომელიც ორიენტირებულია მდგრად განვითარებაზე, ენერგოეფექტურობასა და ხარისხზე. დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება როგორც დეველოპერული სექტორისთვის, ისე მთლიანად ქვეყნის ბიზნესგარემოს გაძლიერებისთვის,“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.



