ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Lukoil-ის უცხოური აქტივებით ამერიკული Carlyle დაინტერესდა - Reuters

Lukoil-ის უცხოური აქტივებით ამერიკული Carlyle დაინტერესდა - Reuters

ამერიკული კერძო საინვესტიციო ფირმა Carlyle-ი Lukoil-ის უცხოური აქტივების შეძენის შესაძლებლობას განიხილავს, ამის შესახებ Reuters-ი, სამ წყაროზე დაყრდნობით წერს.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, Carlyle აქტივების განხილვის საწყის ეტაპზეა.
მეორე წყარო კი გამოცემასთან ამბობს, რომ Carlyle აშშ-ის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის შეტანას აპირებს, რაც მას აქტივების შეძენის საშუალებას მისცემს. ამის შემდეგ, ის აქტივების სათანადო შემოწმებას დაიწყებს.
მისივე თქმით, Carlyle-მა თავისი გეგმების შესახებ LUKOIL-ს უკვე აცნობა.
ცნობისთვის, Carlyle მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კერძო საინვესტიციო ფონდია, რომლის მართვის ქვეშ 474 მილიარდ დოლარის აქტივებია თავმოყრილი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.