არქივი18 დეკემბერი, 2025, 10:41
Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების შესყიდვით საუდის არაბეთის ენერგეტიკული კომპანია Midad Energy დაინტერესდა - Reuters

საუდის არაბეთის წამყვანმა ენერგეტიკულმა კომპანია Midad Energy-მ რუსული ნავთობ-გიგანტის, Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების შესყიდვის სურვილი გამოთქვა, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით ის შეუერთდა იმ ათამდე კომპანიას, რომლებიც Lukoil-ის ნავთობსაბადოების, გადასამუშავებლებისა და ათასობით ბენზინგასამართი სადგურის შეძენით არიან დაინტერესებული.
ამ დრომდე Lukoil-ის საერთაშორისო აქტივების შესყიდვის სურვილი გამოთქვა Exxon Mobil-მა, Chevron-მა და Carlyle-მა.
Lukoil-ის უცხოური აქტივების საერთო მოცულობა $22 მილიარდად არის შეფასებული.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.