არქივი16 ნოემბერი, 2023, 04:07
Louis Vuitton-მა საბავშვო კოლექცია წარადგინა, რომელშიც სათამაშო დათუნია $1 085 ღირს
Louis Vuitton-მა საშობაოდ საბავშვო კოლექცია წარადგინა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კოლექციაში შედის როგორც ტანსაცმელი და აქსესუარები, ასევე სათამაშოები. თუმცა ბევრი მოდის ფრანგულ სახლს ნივთების ფასის გამო აკრიტიკებს. მაგალითად, სათამაშო დათუნია ახალი კოლექციიდან 1 085 დოლარი ღირს, ვერცხლის საჩხარუნო კი 1 415 დოლარი.
კოლექციის ყველაზე ძვირადღირებული ობიექტი კი კარადაა, რომელიც Louis Vuitton-ის ჩანთის სტილშია შესრულებული და 7 576 დოლარი ღირს.
არქივის შესახებპირველწყარო: primetime.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.