ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Lockheed Martin ესტონეთში HIMARS-ის სერვის-ცენტრს ხსნის

EDF/ kpr/OR-2 Maria Tammeaid
მსოფლიოში ერთ-ერთი თავდაცვის ინდუსტრიის კომპანია, Lockheed Martin ესტონეთში HIMARS-ის სარაკეტო სისტემების მომსახურებისთვის ბალტიისპირეთს სერვის-ცენტრს ხსნის.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, Lockheed Martin გეგმავს, რომ სერვის-ცენტრი შემდეგ ორ წელიწადში გახსნას, საწყისი ინვესტიცია კი დაახლოებით €10 მილიონს შეადგენს.
სერვისცენტრი სამივე ბალტიისპირეთის ქვეყანას მოემსახურება.
თანდაცვის მინისტრმა გადაცხადა, რომ ამ გარიგების დამსახურებით, ესტონეთს მომსახურებისთვის აღჭურვილობის შორს გაგზავნა აღარ მოუწევს.
Lockheed Martin არის აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიის გიგანტი, რომელიც HIMARS სისტემებთან ერთად აწარმოებს ხუთი თაობის F-35 სარაკეტო გამანადგურებლებს, Patriot საჰაერო თავდაცვის სისტემებს და Black Hawk ვერტმფრენებს.
ესტონეთის თავდაცვას 2025 წლის 30 აპრილს ექვსი HIMARS-ის სარაკეტო სისტემა გადაეცა. იგივე შეიარაღების სისტემებს იყენებენ ლიტვა და ლატვია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.