არქივი18 აგვისტო 2025, 19:37
Lilly-მ Superluminal-თან 1.3 მილიარდი დოლარის ხელშეკრულება გააფორმა AI-ს გამოყენებით სიმსუქნის სამკურნალო მედიკამენტების აღმოსაჩენად

Eli Lilly-მ, კერძო კომპანია Superluminal Medicines-თან 1.3 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიზანია სიმსუქნისა და სხვა კარდიომეტაბოლური დაავადებების სამკურნალოდ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მცირე მოლეკულური პრეპარატების აღმოჩენა და შემუშავება.
ამჟამად Lilly დომინირებს სიმსუქნის მკურნალობის ბაზარზე, რომლის ღირებულება მომდევნო ათწლეულისთვის 150 მილიარდ დოლარს მიაღწევს და ცდილობს, ამ სფეროში თავისი პოზიციები გააძლიეროს ახალი თაობის პრეპარატების შემუშავებით, შესყიდვებით და პარტნიორობით.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.