L’Équipe: საქართველოს რაგბის ნაკრებს რიჩარდ კოქერილი გაწვრთნის

ფრანგული სპორტული გამოცემა „L’Équipe“ იტყობინება, რომ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მწვრთნელად ინგლისელი სპეციალისტი, რიჩარდ კოქერილი დაინიშნება.
გამოცემის ცნობით, მწვრთნელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ორწლიან კონტრაქტს ხვალ, 23 ნოემბერს გააფორმებს.
„ნეტგაზეთი“ ცდილობს, საქართველოს რაგბის კავშირს პრესსამსახურს დაუკავშირდეს ამ საკითხზე კომენტარისთვის.
კოქერილი 1991-2005 წლებში რაგბის თავად თამაშობდა და იმავე წლიდან სამწვრთნელო კარიერაც დაიწყო.
2017 წელს იყო ფრანგული ტულონის მთავარი მწვრთნელი, 2017-21-ში – შოტლანდიური ედინბურგის. 2022 წელს იყო ინგლისის ეროვნული ნაკრების დროებითი მწვრთნელი. მისი ბოლო კლუბი 2023 წელს ფრანგული მონპელიე იყო – იქიდან კოქერილი 7 თამაშის შემდეგ, ცუდი შედეგების გამო დაითხოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი