არქივი28 აგვისტო, 2024, 16:53
Lego-მ, 2024 წლის პირველ ნახევარში, რეკორდული საოპერაციო მოგება მიიღო
2024 წლის პირველ ნახევარში, დანიურმა სათამაშოების მწარმოებელმა Lego-მ წლიური შემოსავალი 13%-ით გაზარდა 31 მილიარდ დანიურ კრონამდე (4,65 მილიარდი დოლარი), წმინდა მოგება 16%-ით, 6 მილიარდ კრონამდე, ხოლო საოპერაციო მოგება 26%-ით რეკორდულ 8,1 მილიარდ კრონამდე.
კომპანიამ შემოსავლების ზრდა დაუკავშირა მის პროდუქტებზე მაღალ მოთხოვნას, განსაკუთრებით ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
წყარო: interfax
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.