ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Le Parisien: კვარაცხელია სასტარტოში და პსჟ როტაციით "ანჟესთან"

Le Parisien: კვარაცხელია სასტარტოში და პსჟ როტაციით "ანჟესთან"

ლიგა 1-ის 28-ე ტურში პსჟ „ანჟეს“ უმასპინძლებს და ჩემპიონობის ნოტარიულად გასაფორმებლად ქულაც ჰყოფნის.
„პარიზიენი“ წერს, რომ გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე როგორც ყოველთვის შემადგენლობას შეცვლის - კარში ჯანლუიჯი დონარუმა დაბრუნდება, რადგან დისკვალიფიკაციის გამო მარკინიოსს 9 აპრილს „ასტონ ვილასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის გამოტოვება მოუწევს, დაცვის ცენტრში ვილიან პაჩოს და ბერალდოს დააყენებს, რათა ისინი უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის უკეთესად მზად იყვნენ. კაპიტანი აშრაფ ჰაკიმი იქნება, დეზირე დუეს ფაბიან რუისი შეცვლის, ხოლო შეტევაში ხვიჩა კვარაცხელია ითამაშებს, რომელმაც გამოცემის ცნობით, „დიუნკერკთან“ სათასო დაპირისპირება ვირუსული ინფექციის
გამო გამოტოვა. ესპანელი სპეციალისტი ბრედლი ბარკოლას, ალბათ, შეცვლაზე შეეუშვებს.
„პარი სენ ჟერმენის“ სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა: დონარუმა, ჰაკიმი, ბერალდო, პაჩო, ერნანდესი, ზაირ-ემერი, ვიტინია, ფაბიანი, კვარაცხელია, რამუში, დემბელე.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.