პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ფაქტორინგის შესახებ

ტექსტი

ფაქტორინგის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

ფაქტორინგის შესახებ

მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს ფაქტორინგის ცნებასა და საგანს, ფაქტორინგის მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს, ფაქტორინგის სახეებს, ფაქტორინგის განხორციელების პირობებსა და წესს. 2. ეს კანონი ვრცელდება ფაქტორინგზე, რომლის ერთ-ერთი მხარეა ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე სუბიექტი. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კომერციული ბანკი − „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომერციული ბანკი; ბ) მიკრობანკი − „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკრობანკი; გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია − „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; დ) ბენეფიციარი მესაკუთრე − პირი, რომელიც კანონის ან გარიგების საფუძველზე იღებს ფულად ან სხვა სარგებელს და რომელსაც ამ სარგებლის სხვა პირისთვის გადაცემის ვალდებულება არ აკისრია, ხოლო თუ ბენეფიციარი მესაკუთრე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) მიზნებისთვის შექმნილი იურიდიული პირი ან მესაკუთრე იურიდიულ პირს არ ჰყავს მნიშვნელოვანი წილის მესაკუთრე პირი − მისი მმართველი ორგანოს წევრი; ე) მნიშვნელოვანი წილი − პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის პირდაპირ ან არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული საწარმოს განაღდებული კაპიტალის ან განცხადებული კაპიტალის ან/და ხმის უფლების მქონე წილის/აქციების 10 პროცენტზე მეტი წილი ან/და პირის ან ერთობლივად მოქმედ პარტნიორთა/აქციონერთა ჯგუფის მიერ საწარმოზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა ან/და კონტროლი, მიუხედავად კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე წილში/აქციებში წილის ოდენობისა; ვ) მნიშვნელოვანი გავლენა − საწარმოს ფინანსურ და საოპერაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება, რომელიც არ არის ამ პოლიტიკის კონტროლი ან ერთობლივი კონტროლი; ზ) განცხადებული კაპიტალი − საწარმოს პარტნიორთა/აქციონერთა მიერ დათქმული და საწარმოს წესდებით გათვალისწინებული კაპიტალი; თ) განაღდებული კაპიტალი − განცხადებული კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილი; ი) საკუთარი კაპიტალი − საწარმოს აქტივების ის ნაწილი, რომელიც რჩება ყველა ვალდებულების გამოკლების შემდეგ; კ) კონტროლი − საწარმოს ხმის უფლების მქონე წილის/აქციების 50 პროცენტის ან 50 პროცენტზე მეტის პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობა ან/და საწარმოსთან დადებული ხელშეკრულების, მისი წესდების ან/და სხვა პარტნიორებთან/აქციონერებთან შეთანხმების საფუძველზე მიღებული საწარმოს საქმიანობის მართვის უფლებამოსილება, რომელიც მაკონტროლებელ პირს ანიჭებს ეკონომიკური სარგებლის მიღებისა და მის ოდენობაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მათ შორის, ადმინისტრატორების უმრავლესობის დანიშვნის ან გათავისუფლების უფლებამოსილებას; ლ) დებიტორული დავალიანება − ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის (ამ კანონის მიზნებისთვის მომსახურების გაწევა არ მოიცავს შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებს), მათ შორის, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული პროდუქტის ან/და მომსახურების მიწოდების, შედეგად წარმოშობილი ფულადი თანხის გადახდის მოთხოვნის ნებისმიერი არსებული მოკლევადიანი ვადამოუსვლელი უფლება, როგორც სრულად, ისე ნაწილობრივ, გარდა ჩეკის, თამასუქის, ფასიანი ქაღალდის, აკრედიტივის ან სადეპოზიტო ანგარიშიდან გამომდინარე გადახდის მოთხოვნის უფლებისა; მ) მოკლევადიანი ვადამოუსვლელი უფლება − დებიტორული დავალიანება, რომლის გადახდის ვადა მისი წარმოშობიდან 1 წელს არ აღემატება; ნ) მოთხოვნის დამთმობი მხარე − ამ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი, რომელიც ფაქტორინგის ხელშეკრულებისა და ძირითადი ხელშეკრულების მხარეა და ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დებიტორულ დავალიანებას ფაქტორინგის ხელშეკრულების შესაბამისად ფაქტორს გადასცემს; ო) მოვალე − იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იურიდიული პირი არ არის, რომელიც ძირითადი ხელშეკრულების მხარეა და რომლის მიმართაც არსებობს დებიტორული დავალიანება; პ) საგადასახადო ანგარიშფაქტურა − საქართველოს საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც ელექტრონული ფორმითაა გამოწერილი; ჟ) საჯარო რეესტრი − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; რ) ფაქტორინგის რეესტრი − საჯარო რეესტრის მიერ „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოებული რეესტრი, რომელიც არის ფაქტორინგის მიზნებისთვის გამოყენებული საგადასახადო ანგარიშფაქტურის, ინვოისის, შესაბამისი ფაქტორის, მოთხოვნის დამთმობი მხარისა და მოვალის დასახელებების, ფაქტორინგის ხელშეკრულების მოქმედების ვადის, ფაქტორინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების ოდენობისა და ამ ანაზღაურების გადახდის მდგომარეობის შესახებ მონაცემების ერთობლიობა; ს) ფაქტორი − ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე სუბიექტი, რომელიც ფაქტორინგის ხელშეკრულების მხარეა და რომელსაც მოთხოვნის დამთმობი მხარე დებიტორულ დავალიანებას გადასცემს; ტ) ფაქტორინგული კომპანია − შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას (გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და მიკრობანკისა და რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით აქვთ ფაქტორინგის განხორციელების უფლება); უ) ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორი − ფაქტორინგული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი ან/და სხვა პირი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვს ფაქტორინგული კომპანიის საქმიანობების დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. შესაბამისი პოზიციების ჩამონათვალს ამტკიცებს ფაქტორინგული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭო; ფ) ფაქტორინგული პლატფორმა − შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას; ქ) ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორი − ფაქტორინგული პლატფორმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, დირექტორატის წევრი ან/და სხვა პირი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ აქვს ფაქტორინგული პლატფორმის საქმიანობების დაგეგმვის, მართვის ან/და კონტროლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. შესაბამისი პოზიციების ჩამონათვალს ამტკიცებს ფაქტორინგული პლატფორმის სამეთვალყურეო საბჭო; ღ) ფაქტორინგთან დაკავშირებული მომსახურება − მომსახურება, რომელიც ფაქტორინგიდან გამომდინარე ხორციელდება და მოიცავს ერთ-ერთ შემდეგ საქმიანობას: ღ.ა) დებიტორული დავალიანების ფარგლებში მოთხოვნის დამთმობი მხარის დაფინანსებას, მათ შორის, ავანსის გადახდას; ღ.ბ) დებიტორულ დავალიანებასთან დაკავშირებული ანგარიშების (აღრიცხვიანობის) წარმოებას; ღ.გ) დებიტორული დავალიანების ამოღებას; ღ.დ) ფაქტორინგის განსახორციელებლად აუცილებელ სხვა საქმიანობას; ყ) ძირითადი ხელშეკრულება − მოვალესა და მოთხოვნის დამთმობ მხარეს/კრედიტორს შორის დადებული ხელშეკრულება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შესახებ, მათ შორის, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლების გადაცემის თაობაზე; შ) რეზიდენტი − საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული რეზიდენტი; ჩ) არარეზიდენტი − საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული არარეზიდენტი; ც) მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი − საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან ინვოისი, რომელიც სათანადო ფორმითაა გამოწერილი და მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობას ადასტურებს; ძ) დებიტორული დავალიანების გადაცემა − მოთხოვნის დამთმობი მხარის მიერ დებიტორული დავალიანების ფაქტორისთვის საკუთრებაში გადაცემა; წ) ინვოისი − ფინანსური დოკუმენტი, რომელიც ფორმდება საქონლის ან/და მომსახურების მყიდველსა და გამყიდველს შორის, ადასტურებს მყიდველის მიმართ დებიტორული დავალიანების არსებობას და რომელშიც აღრიცხულია სულ მცირე ინვოისის გამომწერისა და მიმღების დასახელებები, პირადი ნომრები ან/და საიდენტიფიკაციო ნომრები, გაყიდული საქონლის ან/და გაწეული მომსახურების დასახელება, ჩამონათვალი და რაოდენობა, ინვოისის გამოწერის თარიღი, ასანაზღაურებელი ფულადი თანხის ოდენობა და ვალუტა; ჭ) ურთიერთდამოკიდებული პირები − „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ურთიერთდამოკიდებული პირები. მუხლი 3. ფაქტორინგის ცნება 1. ფაქტორინგი არის გარიგება, რომელიც გულისხმობს ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დებიტორული დავალიანების გადაცემას და რეგისტრირებულია ფაქტორინგის რეესტრში, რის შედეგადაც დებიტორული დავალიანებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე საკუთრების უფლება შესაბამის ფაქტორს გადაეცემა. 2. ფაქტორინგის მხარეები არიან მოთხოვნის დამთმობი მხარე და ფაქტორი. 3. ფაქტორინგის განხორციელებისა და ფაქტორინგთან დაკავშირებული მომსახურების გაწევის უფლება აქვთ მხოლოდ ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სუბიექტებს. მუხლი 4. ფაქტორინგის საგანი 1. ფაქტორინგის საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ დებიტორული დავალიანების გადაცემა. 2. დაუშვებელია, ფაქტორინგის საგანი იყოს იმ დებიტორული დავალიანების გადაცემა, რომელიც გამომდინარეობს პირადი ან საოჯახო მეურნეობის საჭიროებებისთვის საქონლის მიწოდებიდან ან მომსახურების გაწევიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლით ვაჭრობა ან მომსახურების გაწევა მოთხოვნის დამთმობი მხარის სამეწარმეო საქმიანობის ნაწილია. 3. ფაქტორინგის მიზნებისთვის მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშფაქტურა. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დადგენილია ამ მუხლის მე-4 პუნქტით. 4. თუ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშფაქტურა არ გამოიწერება, მოვალის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტად ინვოისი ჩაითვლება. ინვოისის იდენტიფიცირება მარტივი უნდა იყოს, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს ინვოისის გამომწერის მიერ მინიჭებული უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი. მუხლი 5. ფაქტორინგის მხარეები 1. მოთხოვნის დამთმობი მხარე შეიძლება იყოს ნებისმიერი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იურიდიული პირი არ არის. 2. ფაქტორი შეიძლება იყოს: ა) კომერციული ბანკი; ბ) მიკრობანკი; გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; დ) ფაქტორინგული კომპანია. 3. ფაქტორინგის მხარეები ვალდებული არიან ფაქტორინგი ამ კანონის მოთხოვნების დაცვით განახორციელონ. მუხლი 6. ფაქტორინგული კომპანია 1. ფაქტორინგული კომპანია შეიძლება არსებობდეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით. 2. ფაქტორინგული კომპანია ვალდებულია შექმნას სამეთვალყურეო საბჭო. ფაქტორინგული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოსთვის დადგენილი წესები. 3. ფაქტორინგულ კომპანიაში წილობრივი მონაწილეობა ეკრძალებათ კომერციულ ბანკს, მიკრობანკს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციასა და მათ ურთიერთდამოკიდებულ პირებს. 4. არავის არ აქვს უფლება, გამოიყენოს ტერმინი „ფაქტორი“ ან „ფაქტორინგული კომპანია“ ან ამ ტერმინის შემცველი სხვა სიტყვათწყობა ამ კანონის შესაბამისად ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის გარეშე, ამავე კანონით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ტერმინის ან სიტყვათწყობის გამოყენება დადგენილია ან აღიარებულია კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან როდესაც იმ კონტექსტიდან, რომელშიც გამოყენებულია ტერმინი „ფაქტორი“ ან „ფაქტორინგული კომპანია“, ჩანს, რომ შესაბამისი სუბიექტი არ ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას. 5. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სუბიექტების გარდა, არავის არ აქვს უფლება, განახორციელოს ფაქტორინგი და ფაქტორინგთან დაკავშირებული მომსახურება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის გარეშე. 6. ფაქტორინგული კომპანიის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გამოიყენოს შესაბამისი სანქცია თავის მიერ დადგენილი წესით. მუხლი 7. ფაქტორინგული კომპანიის საქმიანობა 1. ფაქტორინგულ კომპანიას უფლება აქვს, განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საქმიანობა: ა) ფაქტორინგი; ბ) ფაქტორინგთან დაკავშირებული მომსახურება. 2. ფაქტორინგულ კომპანიას ეკრძალება დეპოზიტების მიღება როგორც ფიზიკური პირებისგან, ისე იურიდიული პირებისგან. 3. ფაქტორინგულ კომპანიას ეკრძალება დაბრუნებადი ფულადი სახსრების მიღება როგორც ფიზიკური პირებისგან, ისე იურიდიული პირებისგან, გარდა თავად ფაქტორინგული კომპანიის პარტნიორებისა და ფინანსური ინსტიტუტებისა (მათ შორის, უცხო ქვეყნის ფინანსური ინსტიტუტისა). ამ პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გათვითცნობიერებული (გამოცდილი) ინვესტორისთვის ფასიანი ქაღალდების კერძო შეთავაზებაზე, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებზე. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფაქტორინგულ კომპანიას ნორმატიული აქტით დაუდგინოს მომსახურების გაწევისას ფაქტორინგის მხარეებისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი. 5. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ფაქტორინგულ კომპანიას კონკრეტული საქმიანობის განსახორციელებლად დამატებითი მოთხოვნები ან/და შეზღუდვები დაუდგინოს. მუხლი 8. ფაქტორინგული კომპანიის კაპიტალი 1. პირის ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციისთვის მისი განაღდებული კაპიტალი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 300 000 (სამასი ათას) ლარს. ფაქტორინგული კომპანია ვალდებულია თავისი საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში არ შეამციროს განაღდებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა. 2. ფაქტორინგული კომპანიის საკუთარი კაპიტალი უნდა შეადგენდეს სულ მცირე 300 000 (სამასი ათას) ლარს. 3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს ფაქტორინგული კომპანიის კაპიტალთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები, მათ შორის, ფაქტორინგული კომპანიის საკუთარი კაპიტალის ფორმირების წესი. მუხლი 9. პირის ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაცია 1. პირი ვალდებულია დარეგისტრირდეს ფაქტორინგულ კომპანიად, თუ მას მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, დროის ნებისმიერ მონაკვეთში აქვს მოთხოვნის უფლება ერთდროულად სულ მცირე 5 დებიტორულ დავალიანებაზე. 2. პირს უფლება აქვს, განახორციელოს ფაქტორინგი მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციის შემდეგ. 3. ფაქტორინგული კომპანიის რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი. 4. საქართველოს ეროვნული ბანკი რეგისტრირებული ფაქტორინგული კომპანიების შესახებ ინფორმაციას თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ვალდებულება არ ვრცელდება საწარმოთა რეორგანიზაციასთან, შერწყმასთან ან/და დებიტორული დავალიანების „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გადაცემასთან დაკავშირებულ შემთხვევებზე. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გარიგების სპეციფიკისა და შინაარსის გათვალისწინებით დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეგისტრაციის ვალდებულებიდან გამონაკლისი შემთხვევები. მუხლი 10. შესაფერისობის კრიტერიუმები 1. პირს ეკრძალება, იყოს ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორი, თუ: ა) იგი მონაწილეობდა ოპერაციაში, რომელმაც ფინანსურ ინსტიტუტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, შელახა ფინანსური ინსტიტუტის დეპოზიტართა ან სხვა კრედიტორთა უფლებები ან გამოიწვია მათი გადახდისუუნარობა ან გაკოტრება; ბ) იგი იყო ფინანსური ინსტიტუტის ადმინისტრატორი და მისი საქმიანობის შედეგად აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტი გადახდისუუნარო გახდა; გ) მან არ შეასრულა ფინანსური ვალდებულება რომელიმე ფინანსური ინსტიტუტის მიმართ; დ) იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის; ე) მას არ აქვს სათანადო განათლება ან/და გამოცდილება. 2. ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორს ეკრძალება იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა, რომლის მიმართაც მას პირადი ინტერესი აქვს. 3. ფაქტორინგული კომპანიის დირექტორი (დირექტორთა საბჭოს წევრი) არ შეიძლება იმავდროულად იყოს რომელიმე ფინანსური ინსტიტუტის პარტნიორი (აქციონერი), სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ან/და დირექტორთა საბჭოს წევრი. 4. პირს ეკრძალება, იყოს ფაქტორინგული კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ იგი ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის ან სხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის. 5. პირს ეკრძალება, იყოს ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორი, მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან ბენეფიციარი მესაკუთრე, თუ საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ინფორმაცია, რომ იგი უკანონო საქმიანობას ან/და არაჯანსაღ ან/და საფრთხის შემცველ სამეწარმეო პრაქტიკას ახორციელებს. 6. ფაქტორინგული კომპანია ვალდებულია ადმინისტრატორის დანიშვნამდე საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე. 7. პირი, რომელიც აპირებს შეიძინოს ფაქტორინგული კომპანიის მნიშვნელოვანი წილი იმ ოდენობით, რომ ამ ფაქტორინგული კომპანიის კაპიტალში ან/და ხმის უფლების მქონე აქციებში მისი ან მისი ბენეფიციარი მესაკუთრის (ბენეფიციარი მესაკუთრეების) პირდაპირი ან არაპირდაპირი მონაწილეობა 10 პროცენტს ან 50 პროცენტს გადააჭარბებს, ვალდებულია საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს განაცხადი და დოკუმენტაცია ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნასთან შესაბამისობის თაობაზე, აგრეთვე წილის შეძენისთვის საჭირო თანხის წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია. 8. საქართველოს ეროვნული ბანკი ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ განაცხადს განიხილავს მისი წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში და დაინტერესებულ პირს შესაბამისი ოპერაციის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან დასაბუთებულ უარს ეუბნება. 9. ფაქტორინგული კომპანიის მნიშვნელოვანი წილის შეძენის თაობაზე გარიგება ბათილია, თუ დაინტერესებულმა პირმა საქართველოს ეროვნულ ბანკს განაცხადი არ წარუდგინა ან საქართველოს ეროვნული ბანკისგან დასაბუთებული უარი მიიღო, მაგრამ მაინც შეიძინა ფაქტორინგული კომპანიის მნიშვნელოვანი წილი. 10. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნორმატიული აქტით დაადგინოს ფაქტორინგული კომპანიის ადმინისტრატორის, ფაქტორინგული პლატფორმის ადმინისტრატორისა და მნიშვნელოვანი წილის მფლობელების შესაფერისობის დამატებითი კრიტერიუმები და შეფასების წესი. მუხლი 11. ფაქტორინგული კომპანიის საქმიანობის ზედამხედველობა და რეგულირება ფაქტორინგული კომპანიის საქმიანობას ზედამხედველობას უწევს და არეგულირებს საქართველოს ეროვნული ბანკი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. მუხლი 12. ფაქტორინგის ხელშეკრულების რეგისტრაცია 1. მხოლოდ ფაქტორს აქვს უფლება, მიმართოს საჯარო რეესტრს ფაქტორინგის რეესტრში ფაქტორინგის დასარეგისტრირებლად. 2. დებიტორული დავალიანებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლებაზე საკუთრების უფლება ძალაშია მისი ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. 3. ფაქტორინგის რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით. 4. წერილობითი შეთანხმება ბათილია, თუ ამ შეთანხმების შედეგად მყიდველის საკუთრებაში გადადის ის დებიტორული დავალიანება, რომელზეც ფაქტორინგის რეესტრში ფაქტორის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული. მუხლი 13. ფაქტორინგის სახეები 1. ფაქტორინგი შეიძლება გაფორმდეს რეგრესის უფლებით ან რეგრესის უფლების გარეშე. 2. ერთი და იმავე დებიტორული დავალიანების სხვადასხვა ნაწილზე შეიძლება სხვადასხვა ფაქტორის საკუთრების უფლება დარეგისტრირდეს. 3. ფაქტორინგი შეიძლება მოიცავდეს: ა) ერთფაქტორიან სისტემას, სადაც ფაქტორი მხოლოდ საქართველოს რეზიდენტი ფაქტორია; ბ) ორფაქტორიან სისტემას, სადაც ფაქტორინგის მხარეები არიან საქართველოს რეზიდენტი ფაქტორი და საქართველოს არარეზიდენტი ფაქტორი. 4. ფაქტორინგის ერთ-ერთი სახეა რევერსიული ფაქტორინგი. მუხლი 14. ფაქტორინგი რეგრესის უფლების გარეშე რეგრესის უფლების გარეშე გაფორმებული ფაქტორინგის ფარგლებში ფაქტორს არ აქვს მოთხოვნის უფლება მოთხოვნის დამთმობი მხარის მიმართ, თუ მოვალემ არ დაფარა შესაბამისი კრედიტორული დავალიანება. მუხლი 15. ფაქტორინგი რეგრესის უფლებით 1. რეგრესის უფლებით გაფორმებული ფაქტორინგის ფარგლებში ფაქტორს აქვს რეგრესის უფლება მოთხოვნის დამთმობი მხარის მიმართ, თუ მოვალემ არ დაფარა შესაბამისი კრედიტორული დავალიანება. ამ შემთხვევაში ფაქტორს უფლება აქვს, გადაცემული მოთხოვნის დაკმაყოფილება მოვალეს ან მოთხოვნის დამთმობ მხარეს მოსთხოვოს. მოთხოვნის დამთმობ მხარეს უფლება აქვს, უარი თქვას ფაქტორის დაკმაყოფილებაზე მანამ, სანამ ფაქტორი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას არ შეეცდება. 2. მოთხოვნის დამთმობი მხარის მიმართ რეგრესის უფლების გამოყენების შემდეგ ფაქტორი ვალდებულია დებიტორული დავალიანება მოთხოვნის დამთმობ მხარეს დაუბრუნოს, თუ ფაქტორი და მოთხოვნის დამთმობი მხარე სხვაგვარად არ შეთანხმებულან. მუხ

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.