კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ
ტექსტი
კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
საქართველოს კანონი
კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ
თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ინდივიდუალური საჭიროებების დადგენით მისი რეაბილიტაცია და მხარდაჭერა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პრევენცია, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის და ამ პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულებების უფლება-მოვალეობების განსაზღვრა. მუხლი 2. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის წარმართვისა და მონიტორინგის წესს, ამ პროცესში ჩართული უწყებების/დაწესებულებების უფლებამოსილებებსა და მათი კოორდინირებული მუშაობისთვის საჭირო პროცედურებს. 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება არასრულწლოვანზე, რომლის მიმართაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, და რომელსაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია 14 წელი. 3. ეს კანონი არ აუქმებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, ბავშვის უფლებათა კოდექსითა და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებს. 4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ არასრულწლოვანზე, თუ მას პროკურორის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრში გადამისამართებამდე შეუსრულდა 14 წელი. 5. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანზე, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრში გადამისამართებულ იქნა 14 წლის ასაკის მიღწევამდე, აგრეთვე კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანზე ამ კანონის მე-17 მუხლის მე-8 პუნქტით, მე-18 მუხლის მე-7 და მე-9 პუნქტებითა და 22-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში და იმავე მუხლების იმავე პუნქტებით განსაზღვრული ვადით. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი – არასრულწლოვანი, რომლის მიმართაც პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, და რომელსაც ამ ქმედების ჩადენამდე არ შესრულებია 14 წელი; ბ) კანონიერი წარმომადგენელი – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის 18 წლის ასაკს მიღწეული ახლო ნათესავი, აგრეთვე მეურვე, მზრუნველი, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინტერესების დასაცავად მონაწილეობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში და სარგებლობს არასრულწლოვანის უფლებებით, გარდა იმ უფლებებისა, რომლებითაც, თვით ამ უფლებების ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ არასრულწლოვანმა შეიძლება ისარგებლოს; გ) ახლო ნათესავი − კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მშობელი, მშვილებელი, მინდობით აღმზრდელი, პაპა, ბებია, და, ძმა; დ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრი (შემდგომ − ცენტრი) – ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის დებულებას ამტკიცებს და რომლის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი; ე) მულტიდისციპლინური ჯგუფი – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მიზნის მისაღწევად რელევანტური სახელმწიფო უწყებების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებისგან (ექიმი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, განათლების სპეციალისტი, იურისტი და სხვა) შემდგარი ჯგუფი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესახებ, სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების თაობაზე და ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; ვ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი – იმ ღონისძიებების ერთობლიობა, რომლებიც მიმართულია არასრულწლოვანის ფიზიკური, გონებრივი და სოციალური განვითარებისკენ და ეხმარება მას საზოგადოებაში ინტეგრაციაში; ზ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, განვითარების, რეაბილიტაციის და სხვა ინტერესები, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, ბავშვის უფლებათა კოდექსის, და არასრულწლოვანის ინდივიდუალური მახასიათებლების შესაბამისად, ასევე მისი მოსაზრების გათვალისწინებით; თ) არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლი – ცენტრის სტრუქტურული ერთეული, სადაც ამ კანონის IV თავის შესაბამისად ხორციელდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ღონისძიებები. თავი II კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პრინციპები მუხლი 4. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში, უპირველეს ყოვლისა, გაითვალისწინება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები. მუხლი 5. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ჰარმონიული განვითარების უფლება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარების უფლება აქვს. მუხლი 6. თანაზომიერება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიმართ გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს იმ მართლსაწინააღმდეგო ქმედების თანაზომიერი, რომლის ჩადენის თაობაზედაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი. გამოყენებული ღონისძიება აგრეთვე უნდა შეესაბამებოდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის პიროვნებას, ასაკს, საგანმანათლებლო, სოციალურ და სხვა საჭიროებებს. მუხლი 7. ყველაზე მსუბუქი ღონისძიების პრიორიტეტულობა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიმართ პირველ რიგში განიხილება შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართების გარეშე. გადამისამართება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ უკიდურეს ღონისძიებად იმ შემთხვევაში, თუ კანონით განსაზღვრული მიზნის მიღწევა არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის განთავსების გარეშე შეუძლებელია, და მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის მიზნის მისაღწევად. მუხლი 8. დისკრიმინაციის აკრძალვა აკრძალულია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაცია „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული ნიშნით/ნიშნებით. მუხლი 9. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონაწილეობა 1. კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში უშუალოდ ან/და კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობის უფლება აქვს. მას აგრეთვე უფლება აქვს, მოუსმინონ და გაითვალისწინონ მისი მოსაზრებები ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. 2. თუ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისა და მისი კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა ენიჭება იმ მოთხოვნას, რომელიც მეტად შეესაბამება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს. მუხლი 10. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის გაჭიანურების დაუშვებლობა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი ყოველგვარი გაუმართლებელი გაჭიანურების გარეშე უნდა მიმდინარეობდეს. მუხლი 11. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისადმი ინდივიდუალური მიდგომა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება მისი ინდივიდუალური მახასიათებლები: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. მუხლი 12. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების დაცულობა 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოფილია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების დაცულობა. 2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის. დაუშვებელია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემების გამჟღავნება, გარდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. თავი III კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემა მუხლი 13. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ეტაპები 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართება; ბ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მდგომარეობისა და მისი ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება; გ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში ჩართვა; დ) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფა და განვითარება; ე) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის შესაბამის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობის მონიტორინგი; ვ) შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელება; ზ) ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართება. 2. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიმართ შეწყდება ამ კანონით განსაზღვრული პროცედურების განხორციელება, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე ეტაპზე გამოვლინდება მისი ქრონიკული ან დროებითი ფსიქიკური აშლილობა, გონებრივი განვითარების შეფერხება ან სხვაგვარი ფსიქიკური აშლილობა, რის გამოც მას არ შეუძლია თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათის ან მართლწინააღმდეგობის გაცნობიერება ან მისთვის ხელმძღვანელობა. ასეთ შემთხვევაში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხი გადაწყდება „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 14. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემაში მონაწილე უწყებები/დაწესებულებები და მათი ფუნქციები 1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემა აერთიანებს: ა) ცენტრს; ბ) საქართველოს პროკურატურას; გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გამოძიების ორგანოებს; დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო); ე) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მისი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს/სკოლებს. 2. ცენტრი: ა) წარმართავს და კოორდინაციას უწევს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესს; ბ) ამუშავებს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან დაკავშირებით მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, აფასებს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ გარემოებებსა და საჭიროებებს; გ) ახდენს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ჩართვას შესაბამის სერვისში/პროგრამაში; დ) შეიმუშავებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემის ეფექტიანობისთვის საჭირო სერვისების/პროგრამების კონცეფციებს; ე) უზრუნველყოფს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლისთვის შესაბამისი მხარდამჭერი კონსულტაციის გაწევას; ვ) ხელს უწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის ჩართვას არსებულ სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერ სერვისებში; ზ) ახორციელებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც ახორციელებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ შესაბამისი სერვისის/პროგრამის შესრულების ზედამხედველობასა და მის მიერ მიღწეული შედეგების შეფასებას, აგრეთვე კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანზე დაკვირვებას შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდგომ; თ) აანალიზებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მიღებულ მონაცემებს, ამზადებს შესაბამის ყოველწლიურ ანგარიშებს და აქვეყნებს პერსონალური მონაცემების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით; ი) უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 3. პროკურორი უზრუნველყოფს: ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართებას; ბ) ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გამოძიების ორგანოები უზრუნველყოფენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას. 5. სააგენტო: ა) ცენტრის მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისთვის წარმომადგენლის დანიშვნას; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ალტერნატიული ზრუნვის მიზნით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებას; გ) უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. 6. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები/სკოლები უზრუნველყოფენ: ა) არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობას; ბ) ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას. თავი IV კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი მუხლი 15. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის დაწყება 1. 14 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანს, რომლის მიმართაც პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, პროკურორი სათანადო გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გადაამისამართებს ცენტრში. 2. პროკურორი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ამ არასრულწლოვანსა და მის კანონიერ წარმომადგენელს/წარმომადგენელს. 3. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართების შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომელი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ინფორმაციის მიღებიდან 5 სამუშაო დღისა, უკავშირდება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს მასთან შეხვედრის ან/და გასაუბრების მიზნით. 4. თუ ცენტრმა ვერ მოახერხა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის დადგენა ან/და მისი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვება, ცენტრს უფლება აქვს, კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის დასადგენად ან/და მისი საკონტაქტო ინფორმაციის მოსაპოვებლად მიმართოს სხვა კომპეტენტურ უწყებას. 5. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის ვინაობის დადგენის ან/და მისი საკონტაქტო ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობის შემთხვევაში, აგრეთვე თუ კანონიერი წარმომადგენელი უარს ამბობს ცენტრთან კომუნიკაციაზე/თანამშრომლობაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს ცენტრს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში, ცენტრი მიმართავს სააგენტოს. ამ მიმართვის საფუძველზე სააგენტო დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს წარმომადგენლის დანიშვნას. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სააგენტოს მიერ დანიშნული წარმომადგენელი ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის სახელით და მისი საუკეთესო ინტერესების დასაცავად. წარმომადგენელი სარგებლობს იმავე უფლებებით, რომლებითაც სარგებლობს კანონიერი წარმომადგენელი. 7. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში ცენტრი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის შემდგომი ეტაპების კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით განხორციელების შესაძლებლობის თაობაზე. 8. წარმომადგენელი უფლებამოსილია: ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე გამოთქვას მოსაზრება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის საჭიროებების შესახებ; ბ) ურთიერთობა ჰქონდეს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ახლო ნათესავთან, ადვოკატსა და მეგობართან; გ) კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აცნობოს ჯანმრთელობის დაცვის, ფსიქოლოგიური ან სოციალური მომსახურებისა და მისი მიღების ხელმისაწვდომი საშუალებების შესახებ; დ) კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს მიაწოდოს ინფორმაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ნებისმიერი ეტაპის შესახებ; ე) კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს მიაწოდოს ინფორმაცია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის შესახებ; ვ) განახორციელოს სხვა მოქმედებები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის დასახმარებლად. 9. კანონიერი წარმომადგენლის მიერ ცენტრთან თანამშრომლობაზე უარის თქმა ან/და ცენტრისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში სხვაგვარად ხელის შეშლა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. 10. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული დადგენილების გასაჩივრება არ აჩერებს ამ კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას, გარდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში გადამისამართებისა. 11. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის ყველა ეტაპზე საჭიროების შემთხვევაში სარგებლობს თარჯიმნის მომსახურების უფასოდ მიღების უფლებით. 12. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.