პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

ტექსტი

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ

მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს ფინანსური კონგლომერატის ცნებას და ჯგუფის/ქვეჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის კრიტერიუმებს, ადგენს დამატებითი ზედამხედველობის სტანდარტებსა და წესებს იმ რეგულირებული საწარმოებისთვის, რომლებიც ამ კანონის საფუძველზე ფინანსური კონგლომერატის შემადგენლობაში შედიან. 2. ამ კანონით გათვალისწინებული დამატებითი ზედამხედველობა სექტორული ზედამხედველობის პარალელურად ხორციელდება. 3. ამ კანონის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებისას მიიღონ ერთობლივი გადაწყვეტილებები, მათ შორის, გამოსცენ ერთობლივი სამართლებრივი აქტები. 4. ამ კანონის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან სამართლებრივი აქტებით დაადგინონ დამატებით ზედამხედველობასთან დაკავშირებული დამატებითი წესები და მოთხოვნები. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) არარეგულირებული საწარმო − საწარმო, რომელიც ამ კანონის საფუძველზე რეგულირებული საწარმო არ არის; ბ) ჰოლდინგური საწარმო − საწარმო, რომლის ძირითადი საქმიანობაა სხვა საწარმოების საქმიანობის მართვა ან კონტროლი; გ) აქტივების მმართველი კომპანია − იურიდიული პირი, რომელიც საინვესტიციო ფონდს/ფონდებს (კოლექტიურ ფონდებს) მართავს; დ) საინვესტიციო ფონდი − „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საინვესტიციო ფონდი; ე) მჭიდრო კავშირი − ისეთი კავშირი, როდესაც ორი ან ორზე მეტი ფიზიკური პირი ან/და იურიდიული პირი ერთმანეთთან დაკავშირებულია კონტროლით ან მონაწილეობით ან ორი ან ორზე მეტი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი სხვა პირთან მუდმივად დაკავშირებულია კონტროლით; ვ) გადამზღვეველი ორგანიზაცია − იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს გადაზღვევის საქმიანობას (ოპერაციას), რომლის განხორციელების დროსაც გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, ამ ხელშეკრულების თავისებურების გათვალისწინებით სადაზღვევო რისკი და მასთან დაკავშირებული შესაძლო ზარალი მთლიანად ან ნაწილობრივ მიიღება; ზ) დამხმარე მომსახურებათა საწარმო − საწარმო, რომლის ძირითადი საქმიანობაა ქონების მართვა ან/და მისი ფლობა, მონაცემთა დამუშავების სერვისების მართვა ან მსგავსი საქმიანობა, რომელიც ერთი ან ერთზე მეტი კომერციული ბანკის ძირითადი საქმიანობის დამხმარე საქმიანობად შეიძლება იქნეს მიჩნეული; თ) ერთობლივი მართვა − საწარმოებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ან ამ საწარმოების სადამფუძნებლო დოკუმენტების საფუძველზე განხორციელებული ერთობლივი მართვა, რომელიც არ გულისხმობს ერთობლივ კონტროლს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების − ფასს 11-ის შესაბამისად; ი) შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმო − მშობელი საწარმო, რომელიც არარეგულირებული საწარმოა და შვილობილ საწარმოებთან (რომელთაგან ერთი მაინც არის რეგულირებული საწარმო, რომლის იურიდიული მისამართი საქართველოს ტერიტორიაზეა) და სხვა საწარმოებთან ერთად ქმნის ფინანსურ კონგლომერატს. დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისთვის შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმო ჯგუფის უდიდეს ფინანსურ სექტორს მიეკუთვნება; კ) საზედამხედველო ორგანო − ორგანო, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვს კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციების, გადამზღვეველი ორგანიზაციების, საბროკერო კომპანიების, აქტივების მმართველი კომპანიების ინდივიდუალურ დონეზე ან ჯგუფის (კონსოლიდირებულ) დონეზე ზედამხედველობის უფლებამოსილება; ლ) კონტროლი − ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით (ფასს) განსაზღვრული კონტროლი; მ) მესამე სახელმწიფო − ნებისმიერი სახელმწიფო, გარდა საქართველოსი; ნ) მონაწილეობა: ნ.ა) უფლებების ფლობა სხვა საწარმოს კაპიტალში, რომელიც შეიძლება დასტურდებოდეს შესაბამისი დოკუმენტით და რომელიც გულისხმობს სარგებლის მიღებას საწარმოს კაპიტალში ამ უფლებების ფლობის გამოყენებით/საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობის მიღებით; ნ.ბ) საწარმოს ხმის უფლების ან კაპიტალის 20 პროცენტის ან 20 პროცენტზე მეტის პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობა; ო) მშობელი საწარმო − საწარმო, რომელიც, საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, ერთი ან რამდენიმე საწარმოს მიმართ ფაქტობრივად ახორციელებს კონტროლს, ან/და საწარმო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ვალდებულია მოამზადოს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება, თუ ეს საწარმო: ო.ა) მეორე საწარმოში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ხმის უფლების მქონე აქციების/წილების/პაის 50 პროცენტს ან 50 პროცენტზე მეტს; ო.ბ) უფლებამოსილია დანიშნოს ან გაათავისუფლოს მეორე საწარმოს მმართველობითი ან სამეთვალყურეო ორგანოს წევრთა უმრავლესობა, ამასთანავე, არის ამ საწარმოს აქციონერი ან პარტნიორი; ო.გ) არის მეორე საწარმოს აქციონერი ან პარტნიორი, ამასთანავე, შესრულებულია ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ო.გ.ა) ამ საწარმოს მმართველობითი და სამეთვალყურეო ორგანოების წევრთა უმრავლესობა აღნიშნულ ორგანოებში წარმოდგენილი იყო წინა და მიმდინარე ფინანსური წლების განმავლობაში და ეს წევრები კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადების თარიღისთვის დაინიშნენ მხოლოდ საწარმოს ხმის უფლების გამოყენების შედეგად (ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ გავრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც სხვა საწარმოს ამ საწარმოს მიმართ აქვს ამ პუნქტის „ო.ა“ ან „ო.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლება/უფლებები); ო.გ.ბ) ეს საწარმო დამოუკიდებლად აკონტროლებს აქციონერების ან პარტნიორების ხმის უფლებათა უმრავლესობას სხვა აქციონერებთან ან პარტნიორებთან შეთანხმების საფუძველზე; პ) რეგულირებული საწარმო − კომერციული ბანკი, სადაზღვევო ორგანიზაცია, გადამზღვეველი ორგანიზაცია, საბროკერო კომპანია, აქტივების მმართველი კომპანია; ჟ) რისკის კონცენტრაცია − რისკის პოზიცია, რომელიც პოტენციური დანაკარგის მატარებელია და რომელმაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების გადახდისუნარიანობას ან ფინანსურ პოზიციას. რისკის კონცენტრაცია გულისხმობს ყველა რისკის პოზიციას, მათ შორის, კონტრაჰენტის, საკრედიტო, საინვესტიციო, სადაზღვევო და საბაზრო რისკებისა ერთობლივად ან ცალ-ცალკე, მიუხედავად მათი გამომწვევი მიზეზებისა; რ) სექტორული ზედამხედველობის წესები − კანონმდებლობა, რომელიც დაკავშირებულია რეგულირებული საწარმოების სექტორულ ზედამხედველობასთან; ს) ფინანსური კონგლომერატი − ჯგუფი ან ქვეჯგუფი: ს.ა) რომლის სათავეში რეგულირებული საწარმოა, ამასთანავე, შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ს.ა.ა) ჯგუფის/ქვეჯგუფის სათავეში მყოფი საწარმო არის მშობელი საწარმო ფინანსურ სექტორში შემავალი საწარმოსი ან იმ საწარმოსი, რომელიც ფინანსურ სექტორში შემავალ რომელიმე საწარმოსთან დაკავშირებულია ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ერთობლივი მართვით ან ისეთი კავშირით, როდესაც საწარმოების მმართველობითი ან სამეთვალყურეო ორგანოს წევრთა ნახევარზე მეტს შეადგენენ ერთი და იგივე პირები ფინანსური წლის განმავლობაში კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადების თარიღამდე; ს.ა.ბ) ჯგუფში/ქვეჯგუფში შემავალი ერთი საწარმო მაინც არის კომერციული ბანკი/საბროკერო სექტორში შემავალი საწარმო, ხოლო სულ მცირე ერთი საწარმო − სადაზღვევო სექტორში შემავალი საწარმო; ს.ა.გ) ჯგუფის/ქვეჯგუფის საწარმოების კონსოლიდირებული ან აგრეგირებული საქმიანობა როგორც სადაზღვევო, ისე საბანკო ან საბროკერო სექტორში შემავალი საწარმოების შემთხვევაში მიჩნეულია მნიშვნელოვნად ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად; ს.ბ) რომლის სათავეში არარეგულირებული საწარმოა, ამასთანავე, შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ს.ბ.ა) ჯგუფის/ქვეჯგუფის ძირითადი საქმიანობაა ფინანსურ სექტორში საქმიანობა ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად; ს.ბ.ბ) ჯგუფში/ქვეჯგუფში შემავალი ერთი საწარმო მაინც არის კომერციული ბანკი/საბროკერო სექტორში შემავალი საწარმო, ხოლო სულ მცირე ერთი საწარმო − სადაზღვევო სექტორში შემავალი საწარმო; ს.ბ.გ) ჯგუფის/ქვეჯგუფის საწარმოების კონსოლიდირებული ან აგრეგირებული საქმიანობა როგორც სადაზღვევო, ისე საბანკო ან საბროკერო სექტორში შემავალი საწარმოების შემთხვევაში მიჩნეულია მნიშვნელოვნად ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად; ტ) ფინანსური სექტორი − სექტორი, რომელიც მოიცავს შემდეგ სექტორებს, რომლებიც, თავის მხრივ, შედგება ერთი ან რამდენიმე ქვემოთ მითითებული სუბიექტისგან: ტ.ა) საბანკო სექტორი − კომერციული ბანკისგან, ფინანსური ინსტიტუტისგან ან დამხმარე მომსახურებათა საწარმოსგან. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ფინანსური ინსტიტუტი არის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა ფინანსური მომსახურების განხორციელება, გარდა კომერციული ბანკისა, დამხმარე მომსახურებათა საწარმოსი და ამ პუნქტის „ტ.ბ“ და „ტ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იურიდიული პირებისა; ტ.ბ) სადაზღვევო სექტორი − სადაზღვევო ორგანიზაციისგან, გადამზღვეველი ორგანიზაციისგან ან იმ საწარმოსგან, რომლის ძირითადი საქმიანობაა მზღვეველი ორგანიზაციების/გადამზღვეველი ორგანიზაციების შეძენა/ფლობა; ტ.გ) საბროკერო სექტორი − საბროკერო კომპანიისგან; უ) შესაბამისი საზედამხედველო ორგანო: უ.ა) საზედამხედველო ორგანო, რომელიც ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოს სექტორულ ზედამხედველობას ახორციელებს ჯგუფის (კონსოლიდირებულ) დონეზე; უ.ბ) ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად დანიშნული კოორდინატორი, თუ იგი განსხვავდება ამ პუნქტის „უ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანოსგან; უ.გ) სხვა საზედამხედველო ორგანო, რომელსაც ამ პუნქტის „უ.ა“ ან „უ.ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის მესამე სახელმწიფო შესაბამის საზედამხედველო ორგანოდ მიიჩნევს; ფ) შვილობილი საწარმო − საწარმო, რომლის მიმართ მშობელ საწარმოს ფაქტობრივად აქვს კონტროლი და რომელიც ასეთად მიჩნეულია საზედამხედველო ორგანოს მიერ, ან საწარმოები, რომელთა შორის არსებობს ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ურთიერთობა, ან ასეთი შვილობილი საწარმოების შვილობილი საწარმოები; ქ) ჯგუფი: ქ.ა) საწარმოების ჯგუფი, რომელიც შედგება მშობელი საწარმოსგან, მისი შვილობილი საწარმოებისა და სხვა საწარმოებისგან და რომელშიც მონაწილეობს მშობელი საწარმო ან მონაწილეობენ მისი შვილობილი საწარმოები; ქ.ბ) იმ საწარმოების ჯგუფი, რომლებიც ერთობლივად ამზადებენ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აგრეთვე კონსოლიდირებულ მმართველობის ანგარიშგებას, რადგან ისინი ერთმანეთთან დაკავშირებული არიან: ქ.ბ.ა) ერთობლივი მართვით; ქ.ბ.ბ) ისეთი კავშირით, როდესაც საწარმოების მმართველობითი ან სამეთვალყურეო ორგანოების წევრთა ნახევარზე მეტს შეადგენენ ერთი და იგივე პირები ფინანსური წლის განმავლობაში კონსოლიდირებული ანგარიშგების მომზადების თარიღამდე; ქ.გ) ამ პუნქტის „ქ.ა“ და „ქ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საწარმოების ქვეჯგუფი; ღ) შიდაჯგუფური ტრანზაქციები − ტრანზაქციები, რომელთა განხორციელების შედეგად ვალდებულების შესასრულებლად ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოები პირდაპირ ან არაპირდაპირ დამოკიდებული ხდებიან იმავე ჯგუფში შემავალ სხვა საწარმოზე ან რომელიმე ფიზიკურ პირზე ან იურიდიულ პირზე, რომელსაც ჯგუფში შემავალ რომელიმე საწარმოსთან მჭიდრო კავშირი აქვს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება შეიძლება იყოს სახელშეკრულებო ან არასახელშეკრულებო, სასყიდლიანი ან უსასყიდლო; ყ) კოორდინატორი − ამ კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ამავე კანონით გათვალისწინებული დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებისა და კოორდინაციისთვის; შ) რისკის პროფილი − დროის გარკვეულ მომენტში ცალკეულ რისკის კატეგორიებში კომერციული ბანკის მთლიანი (ნებისმიერი სახის მიტიგაციის გამოყენებამდე) ან წმინდა რისკის პოზიციები (მიტიგაციის გათვალისწინებით), რომლებიც, თავის მხრივ, მიმდინარე დაშვებებს ან მომავალზე ორიენტირებულ დაშვებებს ეფუძნება; ჩ) საზედამხედველო კოლეჯი − მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება ფინანსურ კონგლომერატში შემავალი საწარმოების საზედამხედველო ორგანოებისგან. 2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. მუხლი 3. ჯგუფის/ქვეჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის კრიტერიუმები 1. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ს.ბ.ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის ფინანსურ სექტორში საქმიანობა ჯგუფის/ქვეჯგუფის ძირითად საქმიანობად მიიჩნევა, თუ ჯგუფის/ქვეჯგუფის ფინანსურ სექტორში შემავალი საწარმოების მთლიანი აქტივების ჯამი ჯგუფის მთლიანი აქტივების 40 პროცენტს აჭარბებს. 2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ს.ა.გ“ და „ს.ბ.გ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის ფინანსურ სექტორში შემავალი თითოეული სექტორის მიერ განხორციელებული კონსოლიდირებული ან აგრეგირებული საქმიანობა მნიშვნელოვნად მიიჩნევა, თუ ფინანსური სექტორის გასაშუალოებული მაჩვენებლები აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა) სადაზღვევო სექტორსა და საბანკო და საბროკერო სექტორებში შემავალი საწარმოების აქტივების ჯამი ჯგუფის მთლიან ფინანსურ სექტორში შემავალი საწარმოების აქტივების ჯამის 10 პროცენტს აჭარბებს; ბ) სადაზღვევო სექტორსა და საბანკო და საბროკერო სექტორებში შემავალი საწარმოების კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის მოთხოვნა ჯგუფის მთლიან ფინანსურ სექტორში შემავალი საწარმოების კაპიტალის ადეკვატურობის/გადახდისუნარიანობის მარჟის მოთხოვნის 10 პროცენტს აჭარბებს. 3. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ს.ა.გ“ და „ს.ბ.გ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის ფინანსურ სექტორში შემავალი საწარმოების საქმიანობა მნიშვნელოვნად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ ჯგუფის უმცირესი ფინანსური სექტორის მთლიანი აქტივები 6 მილიარდი ევროს ლარში ეკვივალენტს გადააჭარბებს. 4. ფინანსური კონგლომერატის უმცირეს ფინანსურ სექტორად მიიჩნევა სექტორი, რომელსაც ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად უმცირესი გასაშუალოებული მაჩვენებლები აქვს, ხოლო უდიდესი ფინანსური სექტორი არის სექტორი უდიდესი გასაშუალოებული მაჩვენებლებით ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნული მაჩვენებლების გამოთვლისთვის საბანკო და საბროკერო სექტორების მაჩვენებლები ერთობლივად უნდა იყოს გათვალისწინებული. ამასთანავე, აქტივების მმართველი კომპანიები უნდა მიეკუთვნონ იმ სექტორს, რომლებსაც ისინი ჯგუფის ფარგლებში ეკუთვნიან, ხოლო თუ აღნიშნული კომპანიები არ ეკუთვნიან არცერთ ფინანსურ სექტორს, ისინი უნდა მიეკუთვნონ ჯგუფის უმცირეს ფინანსურ სექტორს. 5. თუ ჯგუფი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ზღვარს, ან თუ ჯგუფი აკმაყოფილებს აღნიშნულ ზღვარს, მაგრამ მისი უმცირესი ფინანსური სექტორის მთლიანი აქტივები 6 მილიარდი ევროს ლარში ეკვივალენტს არ აჭარბებს, შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების საერთო შეთანხმებით ჯგუფი შეიძლება არ იქნეს ცნობილი ფინანსურ კონგლომერატად ან/და მასზე არ გავრცელდეს ამ კანონის მე-7 და მე-8 მუხლების მოთხოვნები, თუკი შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული არ არის აუცილებელი ან შეუსაბამოა/შეცდომაში შემყვანია დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისთვის ან/და რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპებიდან გამომდინარე. აღნიშნული გადაწყვეტილება უნდა გასაჯაროვდეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. 6. შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან საერთო შეთანხმებით: ა) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში რომელიმე საწარმო გამორიცხონ/არ გაითვალისწინონ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი ზღვრებისა და მაჩვენებლების გამოთვლისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული საწარმო საქართველოდან მესამე სახელმწიფოშია გადატანილი და დასტურდება, რომ მისი ადგილმდებარეობა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებისთვის თავის არიდების გამო შეიცვალა; ბ) დამატებითი საზედამხედველო რეჟიმის უეცარი ცვლილების უარყოფითი ეფექტის შესამსუბუქებლად მომდევნო 3 წლის განმავლობაში უგულებელყონ ჯგუფის ფინანსური კონგლომერატისთვის დადგენილ ზღვრებთან შესაბამისობის მოთხოვნა ჯგუფის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებების გათვალისწინებით; გ) უდიდესი ფინანსური სექტორის გარდა, ნებისმიერი სხვა ფინანსური სექტორიდან გამორიცხონ ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე საწარმოს მონაწილეობა, თუ აღნიშნულ მონაწილეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობისთვის, თუმცა, საზედამხედველო ორგანოების შეფასებით, დამატებითი ზედამხედველობის მიზნებისთვის ისინი ერთობლივად არ არიან მნიშვნელოვანი. 7. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების შესაბამისად ჯგუფის/ქვეჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის შემთხვევაში შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას იღებენ კოორდინატორის წერილობითი ინიციატივის საფუძველზე. 8. შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან გამონაკლის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების მიზნებისთვის, საერთო შეთანხმებით მთლიანი აქტივების ერთ ან რამდენიმე პარამეტრს დაუმატონ ისეთი კრიტერიუმი ან ეს პარამეტრი ან პარამეტრები ჩაანაცვლონ ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა: ა) შემოსავლის სტრუქტურა; ბ) არასაბალანსო საქმიანობა (ბალანსგარეშე აქტივები); გ) სამართავად გადაცემული მთლიანი აქტივები. 9. კოორდინატორის გადაწყვეტილებით, შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან შეთანხმებით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მაჩვენებლები − 40 პროცენტი და 10 პროცენტი, აგრეთვე ჯგუფის უმცირესი ფინანსური სექტორისთვის ამავე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ქვედა ზღვარი − 6 მილიარდი ევროს ლარში ეკვივალენტი საზედამხედველო რეჟიმის უეცარი ცვლილების უარყოფითი ეფექტის შესამსუბუქებლად შეიძლება 3 წლის განმავლობაში შეიცვალოს − შესაბამისად, 35 პროცენტითა და 8 პროცენტით და 5 მილიარდი ევროს ლარში ეკვივალენტით, თუ ფინანსური კონგლომერატის მიმართ უკვე ხორციელდება დამატებითი ზედამხედველობა. კოორდინატორი უფლებამოსილია შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან შეთანხმებით აღნიშნულ პერიოდში ნებისმიერ დროს შეცვალოს ან გააუქმოს ქვედა ზღვრების უფრო დაბალი ზღვრებით ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილება. 10. ამ მუხლით გათვალისწინებული, მთლიან აქტივებთან დაკავშირებული გამოთვლები უნდა განხორციელდეს ჯგუფის საწარმოების შესაბამისი მონაცემების აგრეგაციით, მთლიანი აქტივების საფუძველზე, მათი წლიური ანგარიშების მიხედვით. იმ საწარმოების მთლიანი აქტივების გამოთვლისას, რომლებშიც სხვა საწარმოები მონაწილეობენ, გათვალისწინებული უნდა იქნეს მთლიანი აქტივების მოცულობები მათი მონაწილეობის წილის პროპორციულად. კონსოლიდირებული ანგარიშგების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში გამოიყენება კონსოლიდირებული ანგარიშები. ამასთანავე, კაპიტალის/გადახდისუნარიანობის მოთხოვნები დათვლილი უნდა იქნეს სექტორული ზედამხედველობის წესების დაცვით. 11. შესაბამისი საზედამხედველო ორგანოების მიერ ყოველწლიურად ხელახლა უნდა შეფასდეს დამატებითი ზედამხედველობის გამოყენების საკითხი და ამ მუხლით გათვალისწინებული რაოდენობრივი მაჩვენებლები, აგრეთვე უნდა გადაიხედოს ჯგუფების მიმართ გამოყენებული რისკზე დაფუძნებული შეფასებები. მუხლი 4. ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის პროცედურა 1. ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას საზედამხედველო ორგანოს წერილობითი ინიციატივის საფუძველზე ერთობლივად იღებენ ის საზედამხედველო ორგანოები, რომლებმაც ჯგუფში შემავალ შესაბამის რეგულირებულ საწარმოებს სათანადო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება მიანიჭეს. აღნიშნული მიზნით ეს საზედამხედველო ორგანოები აქტიურად თანამშრომლობენ. 2. ჯგუფის ფინანსურ კონგლომერატად ცნობისა და კოორდინატორის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია კოორდინატორმა თავის მიერ დადგენილი წესით უნდა მიაწოდოს ჯგუფის მშობელ საწარმოს, ხოლო ასეთი საწარმოს არარსებობის შემთხვევაში − ჯგუფის უდიდესი ფინანსური სექტორის უდიდესი საბალანსო ღირებულების მქონე რეგულირებულ საწარმოს. მუხლი 5. რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის მოქმედების სფერო 1. სექტორული ზედამხედველობის წესებისგან დამოუკიდებლად, დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებას ექვემდებარებიან ფინანსურ კონგლომერატში შემავალი შემდეგი რეგულირებული საწარმოები: ა) რეგულირებული საწარმო, რომელიც ფინანსური კონგლომერატის სათავეშია; ბ) რეგულირებული საწარმო, რომლის მშობელი საწარმო არის შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმო, რომლის სათავო ოფისი საქართველოშია; გ) რეგულირებული საწარმო, რომელიც სხვა ფინანსური სექტორის მონაწილესთან დაკავშირებულია: გ.ა) ერთობლივი მართვით; გ.ბ) ისეთი კავშირით, როდესაც საწარმოების მმართველობითი ორგანოების წევრთა ნახევარზე მეტს შეადგენენ ერთი და იგივე პირები ფინანსური წლის განმავლობაში კონსოლიდირებული ანგარიშგების მომზადების თარიღამდე. 2. შესაბამისი საზედამხედველო ორგანოები უფლებამოსილი არიან შეაფასონ ფინანსურ კონგლომერატში შემავალი არარეგულირებული საწარმოებიდან მომდინარე არსებული/პოტენციური რისკები და ფინანსური კონგლომერატის რისკის პროფილზე მათი გავლენა. 3. თუ ფინანსური კონგლომერატი არის სხვა ფინანსური კონგლომერატის (ძირითადი ფინანსური კონგლომერატის) ქვეჯგუფი, რომელიც ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, დამატებითი საზედამხედველო მოთხოვნები მხოლოდ ძირითად ფინანსურ კონგლომერატზე გავრცელდება. 4. რეგულირებული საწარმოს მიმართ, რომელზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოქმედება, შეიძლება განხორციელდეს დამატებითი ზედამხედველობა ამ კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, თუ ამ რეგულირებული საწარმოს მშობელი საწარმო არის ისეთი რეგულირებული საწარმო ან შერეული ფინანსური ჰოლდინგური საწარმო, რომლის სათავო ოფისი მესამე სახელმწიფოშია. 5. თუ პირები მონაწილეობენ ან აქვთ წილის ფლობიდან გამომდინარე კავშირი ერთ ან ერთზე მეტ რეგულირებულ საწარმოში ან აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა აღნიშნულ საწარმოზე/საწარმოებზე მონაწილეობის ან წილის ფლობიდან გამომდინარე კავშირის გარეშე (გარდა ამ მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუ

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.