პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

ტექსტი

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რომლის მიზანია, შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში და თავიდან იქნეს აცილებული 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში შეჭრის მცდელობისა და პოლიციელების მიმართ ძალადობის, აგრეთვე აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტებით რეაგირების საკითხის გადაჭარბებული პოლიტიზება, საქართველოს პარლამენტი ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, ამ კანონის შესაბამისად ადმინისტრაციული სახდელისგან ათავისუფლებს შესაბამის პირებს. მუხლი 1 1. ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელსაც აღნიშნული სახის ადმინისტრაციული სახდელი 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 2019 წლის 20-21 ივნისს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისრა. 2. პირისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღსრულებულია, მას არ დაუბრუნდება. მუხლი 2 1. შესაბამისმა ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა განახორციელონ ამ კანონის აღსასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება. 2. იმ პირის მიმართვის საფუძველზე, რომელსაც დაკისრებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ამ კანონის თანახმად შეწყვიტოს მის წარმოებაში არსებული, ამავე კანონის რეგულირების სფეროსთვის მიკუთვნებული საქმეების აღსრულება. მუხლი 3 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი თბილისი, 7 სექტემბერი 2021 წ. N926-VIმს-Xმპ

საქართველოს პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.