პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

ტექსტი

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია გარემოსთვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივი რეგულირება პრინციპის „დამბინძურებელი იხდის“ შესაბამისად. მუხლი 2. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციასთან, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ან გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის შერბილებასთან, გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში განსახორციელებელ ღონისძიებებთან (მათ შორის, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელებასა და გარემოსთვის მიყენებული ზიანისა და გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურებასთან) დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. 2. ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტისა და ამ კანონის მე-3 მუხლის, მე-14 მუხლის მე-3 პუნქტისა და 28-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტების დებულებებისა, არ ვრცელდება: ა) გარემოსთვის ზიანის მიყენების/გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების ან გარემოსთვის ზიანის მიყენების/გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის არსებობის შემთხვევაზე, რომელიც გამოწვეულია: ა.ა) ფორსმაჟორული სიტუაციით; ა.ბ) შეიარაღებული კონფლიქტით; ა.გ) ეროვნულ უსაფრთხოებასთან, ეროვნულ თავდაცვასთან ან/და საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოქმედებებით; ბ) იმ შემთხვევაზე, როდესაც შეუძლებელია იმ პირის იდენტიფიცირება, რომლის უკანონო ქმედებამ გარემოს ზიანი ან მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს პირისთვის მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი); გ) კერძო მესაკუთრისთვის ზიანის მიყენებაზე, რაც არ გამორიცხავს ამ კერძო მესაკუთრის უფლებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოსთხოვოს ზიანის მიმყენებელს მიყენებული ზიანის ანაზღაურება; დ) დიფუზური ემისიით (ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება) გამოწვეულ შემთხვევაზე; ე) ამ კანონის ამოქმედებამდე განხორციელებული ქმედებით გარემოსთვის მიყენებულ ზიანსა და გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანზე; ვ) ფიზიკური პირის (გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინდივიდუალური მეწარმისა) ქმედებით გარემოსთვის მიყენებულ ზიანსა და გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანზე; ზ) შავ ზღვაში მცურავი საშუალებიდან ან საქართველოს ტერიტორიაზე სატრანზიტო ტვირთის გადაზიდვისას გარემოსთვის მიყენებულ ზიანსა და გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანზე; თ) სასარგებლო წიაღისეულისთვის მიყენებულ ზიანსა და მნიშვნელოვან ზიანზე; ი) ბირთვული და რადიაციული საქმიანობით გარემოსთვის მიყენებულ ზიანსა და გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანზე. 3. თუ პირის უკანონო ქმედებით გარემოს ზიანი მიადგა, თუმცა გარემოს დაზიანების დონე არ შეესაბამება ამ კანონის №1 დანართით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“) დადგენილ კრიტერიუმებს, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“−„თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი ვალდებულია გარემოსთვის მიყენებული ზიანი/გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი ფულადი სახით აანაზღაუროს. გარემოსთვის მიყენებული ზიანის/გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ადგენს საქართველოს მთავრობა. 4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაზე, რომელსაც არეგულირებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება, თუ იმავე საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 5. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მოწესრიგებულ, მწვანე ნარგავების დაზიანების, განადგურებისა და ამოძირკვის, აგრეთვე მათი განზრახ დაზიანებისა და განადგურების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის/გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურების წესსა და ოდენობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 6. ამ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო მართვას, რეგულირებასა და კონტროლს, რომლებიც „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ საქმიანობას უკავშირდება, ამავე კანონის პრინციპების შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გარემო – ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემოს ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ ცოცხალ და არაცოცხალ, შენარჩუნებულ და ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს, ბუნებრივ და ანთროპოგენურ ლანდშაფტებს; ბ) ადამიანის მიერ სახეცვლილი (კულტურული) გარემო – გარემოს ნაწილი, რომელიც მოიცავს ადამიანის მიერ სახეცვლილ ბუნებრივ გარემოს, სახეცვლილ და შერეული ტიპის ეკოსისტემებს, ურთიერთდამოკიდებულებაში მყოფ სახეცვლილ ბუნებრივ ელემენტებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ ანთროპოგენურ ლანდშაფტებს; გ) გარემოსთვის მიყენებული ზიანი (შემდგომ − ზიანი) – სამრეწველო ავარიით ან/და პირის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებით გამოწვეული გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება. ზიანად არ ჩაითვლება გარემოზე ისეთი უარყოფითი ზემოქმედება, რომელიც წინასწარ იყო განსაზღვრული, ამასთანავე, აღნიშნულ ქმედებაზე უფლებამოსილ ორგანოს გაცემული ჰქონდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, შესაბამისი უფლების მიმნიჭებელი დოკუმენტი ან თანხმობა; დ) სამრეწველო ავარია – აფეთქება, ხანძარი ან საშიში ნივთიერების (ნივთიერებების) გაჟონვა, რომელიც გამოწვეულია ობიექტზე ტექნოლოგიური (საწარმოო) პროცესების უკონტროლო განვითარებით და რომელიც უეცარ, სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან/და გარემოს, როგორც ამ ობიექტის შიგნით, ისე მის გარეთ; ე) ფორსმაჟორული სიტუაცია – კონკრეტულ ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიური მოვლენა (მიწისძვრა, მეწყერი, წყალდიდობა ან სხვა, მსგავსი მოვლენა), ბუნებრივი კატასტროფით გამოწვეული კრიზისული ვითარება; ვ) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი (შემდგომ − მნიშვნელოვანი ზიანი) – ზიანი, რომლის გარემოსთვის მიყენების შემთხვევაში გარემოს დაზიანების დონე შეესაბამება ამ კანონის №1 დანართით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“) დადგენილ კრიტერიუმებს. მნიშვნელოვანი ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა განისაზღვრება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; ზ) ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხე − იმის საკმარისი ალბათობა, რომ ახლო მომავალში გარემოს ზიანი მიადგება; თ) მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა − პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება საქმიანობის განმახორციელებელ პირს, მიუხედავად მისი ბრალეულობისა, თუ ამ კანონის №1 დანართით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“) გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვეულია ამავე კანონის №2 დანართით („გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები“) გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებით ან ამ საქმიანობიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობით. აღნიშნულ შემთხვევაში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირისთვის მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად მისი ბრალეულობის დამტკიცება საჭირო არ არის; ი) საკომპენსაციო გამოსასწორებელი ღონისძიება − მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში განსახორციელებელი ნებისმიერი ქმედება, რომლის მიზანია ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების შუალედური დანაკარგების კომპენსაცია, რომელიც ხდება მნიშვნელოვანი ზიანის დადგომიდან გამოსასწორებელი ღონისძიებების სრული ეფექტის მიღწევამდე; კ) გარემოსდაცვითი პროგრამა − საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 45² მუხლით განსაზღვრული გარემოსდაცვითი პროგრამა გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციის, დაზიანებული გარემოს მდგომარეობის აღდგენის, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გარემოს კვლევის ღონისძიებების დასაფინანსებლად; ლ) გარემოსდაცვითი პროგრამის კომისია − კომისია, რომელიც იქმნება საქართველოს მთავრობის დადგენილებით და უზრუნველყოფს გარემოსდაცვით პროგრამაში აკუმულირებული თანხების ფარგლებში გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელების შესახებ რეკომენდაციებისა და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა რეკომენდაციების შემუშავებას; მ) პირი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი; ნ) დაინტერესებული პირი − საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული დაინტერესებული მხარე (მათ შორის, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია); ო) სამინისტრო − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; პ) მინისტრი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი; ჟ) სააგენტო − სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − გარემოს ეროვნული სააგენტო; რ) დეპარტამენტი − სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი; ს) საბაზისო მდგომარეობა − გარემოსთვის ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების მომენტში ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი რომ არ დამდგარიყო, და რომელიც ფასდება საუკეთესო ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე; ტ) გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა − დაზიანებული ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების საბაზისო მდგომარეობამდე აღდგენა მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ნებისმიერი ღონისძიების მეშვეობით; უ) გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა − დაზიანებული ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების საბაზისო მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ნებისმიერი ღონისძიების მეშვეობით; ფ) მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებები − ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე დაზიანებულის მსგავსი ბუნებრივი რესურსების ან/და მომსახურების შექმნას. თავი II ძირითადი დებულებები მუხლი 4. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენცია/შერბილება 1. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის წარმოშობისთანავე საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია: ა) განახორციელოს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ყველა ღონისძიება; ბ) ამ საფრთხის შესახებ სამინისტროს სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტს, თუ, აღნიშნული პირის მიერ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელების მიუხედავად, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხე აღმოფხვრილი არ არის. 2. დეპარტამენტი უფლებამოსილია საქმიანობის განმახორციელებელ პირს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის, მისთვის ნებისმიერი პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციის) საფუძველზე ამ საფრთხესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია მოსთხოვოს. 3. თუ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დადასტურდება მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების გარდაუვალი საფრთხის არსებობა, დეპარტამენტი უფლებამოსილია საქმიანობის განმახორციელებელ პირს: ა) მოსთხოვოს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება; ბ) მისცეს რეკომენდაციები მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების შესახებ. 4. საქმიანობის განმახორციელებელ პირს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განუხორციელებლობისთვის ეკისრება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. 5. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების პრევენციისთვის/შერბილებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებას აკონტროლებს დეპარტამენტი. 6. თუ საქმიანობის განმახორციელებელი პირი არ ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, დეპარტამენტი უფლებამოსილია მიმართოს გარემოსდაცვითი პროგრამის კომისიას აუცილებელი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით. 7. საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია აანაზღაუროს გარემოსდაცვითი პროგრამიდან ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად გაწეული ხარჯები. აღნიშნული ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე. მუხლი 5. ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას განსახორციელებელი ღონისძიებები 1. ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შესახებ სამინისტროს სატელეფონო ცხელი ხაზის მეშვეობით, დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტს და მიაწოდოს მას შესაბამისი ინფორმაცია; ბ) განახორციელოს ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ან/და შესარბილებლად აუცილებელი ღონისძიებები, გადადგას ყველა შესაძლო ნაბიჯი შესაბამისი დამაბინძურებლების ან/და ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი სხვა ფაქტორების დაუყოვნებლივ კონტროლის, შეკავების, მოცილების ან სხვაგვარად მართვის მიზნით, რათა შემცირდეს ან აღმოიფხვრას შემდგომი ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი ან ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედება ან გარემოს შემდგომი გაუარესება; გ) აანაზღაუროს ზიანი/მნიშვნელოვანი ზიანი ამ კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, ხოლო ამავე კანონის №1 დანართით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“) გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების შემთხვევაში − ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელებით; დ) საკუთარი ხარჯებითა და პასუხისმგებლობით განახორციელოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები; ე) აანაზღაუროს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტით, მე-9 მუხლის მე-6 პუნქტითა და მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯები; ვ) მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების დადგენილი წესით შეთანხმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმართოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული ღონისძიებების საერთო ღირებულების შესაბამისი თანხის 2% ან ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა, მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესრულების საერთო ვადაში პროპორციულად განაწილვადებული, ზემოაღნიშნულ ანგარიშზე ყოველთვიურად მიმართოს. 2. დეპარტამენტი უფლებამოსილია ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს: ა) მოსთხოვოს ზიანის/მნიშვნელოვანი ზიანის შესახებ ინფორმაცია; ბ) მოსთხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ან/და განუსაზღვროს განსახორციელებელი სავალდებულო ღონისძიებები; გ) მოსთხოვოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განხორციელება ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად; დ) მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თანხები მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე. მუხლი 6. დეპარტამენტის მიერ ზიანის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. დეპარტამენტი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აფასებს, გარემოს მიადგა ზიანი თუ მნიშვნელოვანი ზიანი. 2. მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები დადგენილია ამ კანონის №1 დანართით („მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელი კრიტერიუმები“). 3. დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეფასების განხორციელებისას მოიწვიოს ექსპერტები ან შეისყიდოს შესაბამისი საექსპერტო მომსახურება. აღნიშნული შეფასების პროცესში მონაწილე ექსპერტებზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობის საფუძვლები. 4. დეპარტამენტი მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მის მიერ ზიანის გამოვლენიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა. საჭიროების შემთხვევაში დეპარტამენტი უზრუნველყოფს ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობას. მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ დეპარტამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 5. დეპარტამენტი ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას ამავე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად პირისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ ან მე-7 პუნქტის შესაბამისად პირისთვის მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. 6. პირს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა დაეკისრება მნიშვნელოვანი ზიანის გამომწვევი ქმედების ჩადენისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 7. თუ მნიშვნელოვანი ზიანი მიყენებულია ამ კანონის №2 დანართით („გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობები“) გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში, ამ საქმიანობის განმახორციელებელ პირს დაეკისრება მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა, დეპარტამენტის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად. 8. თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი რამდენიმეა, მათ სოლიდარული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1752 – ვებგვერდი, 26.06.2026წ. მუხლი 7. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები 1. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ან მკაცრი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრება გულისხმობს ამ პირის დავალდებულებას, განახორციელოს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებები. მათი განხორციელებისას აუცილებელია შემდეგი რიგითობის დაცვა: ა) გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა; ბ) გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა; გ) დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელება. 2. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები განახორციელოს დადგენილი წესით მის მიერ შემუშავებული და სააგენტოსთან შეთანხმებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესაბამისად. ეს გეგმა საკომპენსაციო გამოსასწორებელ ღონისძიებებსაც უნდა მოიცავდეს. 3. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ამ მუხლით გათვალისწინებულ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმას შეიმუშავებს და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელ ღონისძიებებს ახორციელებს საკუთარი ხარჯებითა და პასუხისმგებლობით. 4. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრის კრიტერიუმებსა და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შედგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. მუხლი 8. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრა 1. მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრისას თავდაპირველად უნდა დადგინდეს, შესაძლებელია თუ არა დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა. 2. თუ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა შესაძლებელია გონივრულ ვადაში და აღნიშნული არათანაზომიერ ხარჯებს არ მოითხოვს, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენის ვალდებულება. 3. თუ დადგინდა, რომ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა შეუძლებელია ან აღნიშნულის განხორციელება გონივრულ ვადაში შეუძლებელია ან არათანაზომიერ ხარჯებს მოითხოვს, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის ვალდებულება. 4. თუ დადგინდა, რომ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა შეუძლებელია ან აღნიშნულის განხორციელება გონივრულ ვადაში შეუძლებელია ან არათანაზომიერ ხარჯებს მოითხოვს, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ეკისრება დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების ვალდებულება. 5. თუ დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობაში აღდგენა ან პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე არსებულ) მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენა შესაძლებელია, მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია: ა) ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა სააგენტოს წერილობით წარუდგინოს ამ მუხლის მე-2

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.