პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

ტექსტი

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი და გამოყენების სფერო 1. ამ კანონის მიზანია საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების, აგრეთვე მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმის შექმნა. 2. ამ კანონის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ანგარიშვალდებული პირისთვის, საზედამხედველო ორგანოსთვის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოებისთვის, აგრეთვე ანგარიშვალდებული პირისა და სამსახურის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისთვის. 3. ყველა ფიზიკური პირი და იურიდიული პირი ვალდებულია შეასრულოს ამ კანონის 41-ე მუხლის მოთხოვნები გაეროს წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად მოქმედი გაეროს სანქციების კომიტეტის მიერ და გაეროს უშიშროების საბჭოს 1373 (2001) რეზოლუციის საფუძველზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისიის (შემდგომ − სამთავრობო კომისია) მიერ სანქციადაკისრებულ პირთა სიაში შეყვანილი პირების მიმართ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1119 – ვებგვერდი, 28.11.2025წ. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ანგარიშვალდებული პირი − ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირი; ბ) ანგარიში − კომერციულ ბანკში, მიკრობანკში, საბროკერო კომპანიასთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერთან, ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ ცენტრალურ დეპოზიტართან კლიენტის ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, ელექტრონული ფულის ან კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის აღრიცხვის უნიკალური საშუალება; გ) არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნი − საქართველოს კანონმდებლობით ან სხვა იურისდიქციის კანონმდებლობით გათვალისწინებული გაერთიანება (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, არარეგისტრირებული კავშირი, ამხანაგობა და სხვა), რომელსაც აქვს შიდაორგანიზაციული სტრუქტურა/მოწყობა და რომელიც მესამე პირთან ურთიერთობაში საკუთარი სახელით გამოდის, ამასთანავე, იურიდიულ პირად რეგისტრირებული არ არის; დ) ბენეფიციარი მესაკუთრე − ამ კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრული ფიზიკური პირი; ე) გაეროს სანქციების კომიტეტი − გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების საფუძველზე შექმნილი სანქციების შესაბამისი კომიტეტი; ვ) გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია − გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების VII თავის საფუძველზე მიღებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუცია, რომლის მიზანია ტერორიზმის დაფინანსების ან მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა; ზ) გარიგება − საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლით განსაზღვრული გარიგება; თ) დაკავშირებული გარიგებები − დროის გონივრულ პერიოდში დადებული გარიგებები ან/და სხვა კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრული ერთჯერადი გარიგებები, რომლებიც ერთსა და იმავე კლიენტს უკავშირდება. ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში დაკავშირებული გარიგებების გამოვლენის მიზანია კლიენტის მიერ გარიგების თანხის დანაწევრებით ამავე კანონით გათვალისწინებული ღონისძიებებისთვის თავის არიდების აღკვეთა; ი) დასაბუთებული ვარაუდი − ინფორმაციების ან გარემოებების ერთობლიობა, რომლის საფუძველზედაც ობიექტური დამკვირვებელი პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის შესახებ დასკვნას გააკეთებდა; ი¹) გონივრული საფუძველი − საქართველოს ან სხვა იურისდიქციის კომპეტენტური ორგანოს მიერ კონკრეტული პირის შესახებ წარდგენილი ინფორმაციის, გარემოებების ან/და ფაქტების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს ამ პირის ტერორიზმის დაფინანსებასთან ან/და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსებასთან კავშირში დაარწმუნებდა, მიუხედავად იმისა, მიმდინარეობს თუ არა აღნიშნული პირის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება; კ) ერთჯერადი გარიგება − გარიგება (გარდა საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში მომზადებული, დადებული ან შესრულებული გარიგებისა), რომელიც ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევას ითვალისწინებს; ლ) ვერიფიკაცია − ისეთი ინფორმაციის (დოკუმენტის) მოპოვება, რომელიც ანგარიშვალდებულ პირს საშუალებას აძლევს, გადაამოწმოს პირის შესახებ მოპოვებული, მისი საიდენტიფიკაციო მონაცემების სიზუსტე, ხოლო ბენეფიციარი მესაკუთრის შემთხვევაში − აგრეთვე დარწმუნდეს, რომ მისთვის ცნობილია ბენეფიციარი მესაკუთრის ვინაობა; მ) საზედამხედველო ორგანო − ამ კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრული დაწესებულება, რომელიც ამოწმებს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას; ნ) იდენტიფიკაცია − პირის შესახებ მისი საიდენტიფიკაციო ისეთი მონაცემების მოპოვება, რომლებიც ამ პირის მოკვლევისა და სხვა პირისგან გამორჩევის საშუალებას იძლევა; ო) ადგილსამყოფელი იურისდიქცია − ქვეყანა ან ტერიტორია, რომელშიც პირი რეგისტრირებულია ან/და საქმიანობას ახორციელებს; პ) კლიენტი − პირი, რომელიც ანგარიშვალდებულ პირთან საქმიან ურთიერთობას ამყარებს ან ანგარიშვალდებულ პირთან დებს ერთჯერად გარიგებას მისი მომსახურებით სარგებლობის მიზნით; ჟ) კომპეტენტური ორგანო − სამსახური, საზედამხედველო ორგანო ან ფულის გათეთრების ან/და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისთვის, გამოვლენისთვის, აღკვეთისთვის, გამოძიებისთვის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი სხვა სახელმწიფო სტრუქტურა, ხოლო ამ კანონის X თავით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებისას − აგრეთვე სხვა იურისდიქციაში ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისთვის, გამოვლენისთვის, აღკვეთისთვის, გამოძიებისთვის ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურა ან სხვა უფლებამოსილი სახელმწიფო სტრუქტურა; რ) კონფიდენციალური ინფორმაცია − ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც შეიცავს პროფესიულ საიდუმლოს, კომერციულ საიდუმლოს ან/და პერსონალურ მონაცემებს; ს) პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნი; ტ) პოლიტიკურად აქტიური პირი − ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირი; უ) საერთაშორისო ორგანიზაცია − მუდმივმოქმედი სახელმწიფოთაშორისი ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია; ფ) საეჭვო გარიგება − გარიგება, რომლის მიმართაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის მომზადდა, დაიდო ან შესრულდა უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ან/და ფულის გათეთრების მიზნით ან უკავშირდება ტერორიზმის დაფინანსებას; ფ¹) საფუძვლიანი ეჭვი − ინფორმაციის, ფაქტების ან/და გარემოებების ერთობლიობა, რომელიც ანგარიშვალდებულ პირს ობიექტურად უჩენს ეჭვს, რომ გარიგება უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებისგან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ან/და ფულის გათეთრების მიზნით მომზადდა, დაიდო ან შესრულდა ან ტერორიზმის დაფინანსებას უკავშირდება, ამასთანავე, ეს ეჭვი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების შედეგად ვერ გაქარწყლდა; ქ) საკორესპონდენტო ურთიერთობა − ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საქმიანი ურთიერთობა; ღ) სამსახური − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური; ყ) სანქციადაკისრებულ პირთა სია − იმ ფიზიკურ პირთა და იურიდიულ პირთა სია, რომლებზედაც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებით გათვალისწინებული სანქციები ვრცელდება; შ) საქმიანი ურთიერთობა − ანგარიშვალდებულ პირსა და კლიენტს შორის განგრძობითი კომერციული ან პროფესიული ურთიერთობა, რომელიც ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევას გულისხმობს; ჩ) სიცოცხლის დაზღვევა − სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება/პოლისი, რომელიც საინვესტიციო ხასიათისაა (მათ შორის, მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობა); ც) ტერორიზმის დაფინანსება − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331¹ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული; ძ) უჩვეულო გარიგება − ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარიგება ან გარიგებათა ერთობლიობა; წ) ტრასტი ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურა − „ტრასტების მიმართ გამოყენებადი სამართლებრივი ნორმებისა და მათი აღიარების თაობაზე“ ჰააგის 1985 წლის 1 ივლისის კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი ურთიერთობა ან სტრუქტურულად/ფუნქციურად მისი მსგავსი სამართლებრივი ურთიერთობა; ჭ) ფინანსური დაზვერვის სამსახური − სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია ეროვნულ დონეზე ფულის გათეთრების ან/და ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის მიღებისა და ანალიზისთვის, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის სხვა კომპეტენტური ორგანოსთვის გადაცემისთვის; ხ) ფინანსური ინსტიტუტი − ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი; ჯ) ფიქციური ბანკი − კომერციული ბანკი ან სხვა ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ფიზიკურად არ არის წარმოდგენილი იმ იურისდიქციაში, რომელშიც არის რეგისტრირებული ან ლიცენზირებული; ჰ) ფულადი სახსრების გადარიცხვა − ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოპერაცია; ჰ¹) ფულის გათეთრება − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე, 194-ე და 194¹ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები; ჰ²) შესაბამისობის კონტროლის სისტემა − ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული შიდა კონტროლის პოლიტიკის, წესების, სისტემებისა და მექანიზმების ერთობლიობა; ჰ³) ხელმძღვანელობა − ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს სრულფასოვანი ინფორმაცია ანგარიშვალდებული პირის საქმიანობასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შესახებ და თანამდებობრივად უფლებამოსილია, მიიღოს ამ რისკების მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება; ჰ⁴) ჯგუფი − სათავო საწარმო (სათავო ორგანიზაცია), მისი შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) ან/და ფილიალი, რომელზედაც ვრცელდება ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციები პრევენციული ღონისძიებებისა და სხვა ღონისძიებების განხორციელების თაობაზე; ჰ⁵) კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის გადაცემა − ამ კანონის 17¹ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ოპერაცია. 2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2617 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2889 – ვებგვერდი, 24.05.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3718 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 29 ნოემბრის კანონი №3766 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024წ. მუხლი 3. ანგარიშვალდებული პირები 1. ამ კანონის მიზნებისთვის ანგარიშვალდებული პირები არიან: ა) ფინანსური ინსტიტუტები: ა.ა) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება − საკრედიტო კავშირი; ა.ბ) საპენსიო კომპანია; ა.გ) სადაზღვევო ბროკერი; ა.დ) ვალუტის გადამცვლელი პუნქტი; ა.ე) კომერციული ბანკი; ა.ვ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; ა.ზ) საბროკერო კომპანია; ა.თ) საგადახდო მომსახურების პროვაიდერი; ა.ი) სადაზღვევო ორგანიზაცია; ა.კ) სალიზინგო კომპანია; ა.ლ) სესხის გამცემი სუბიექტი; ა.მ) ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი; ა.ნ) საინვესტიციო კომპანია, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია; ა.ო) ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი; ა.პ) მიკრობანკი; ა.ჟ) აქტივების მმართველი კომპანია; ა.რ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ცენტრალური დეპოზიტარი; [ ა.ს) ფაქტორინგული კომპანია; ა.ტ) ფაქტორინგული პლატფორმა; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან) ] ბ) არასაფინანსო საქმიანობის განმახორციელებელი პირები: ბ.ა) ადვოკატი, საადვოკატო ბიურო; ბ.ბ) ლატარიის ორგანიზატორი, აზარტული ან მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორი; ბ.გ) ნოტარიუსი; ბ.დ) სერტიფიცირებული ბუღალტერი, პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი, საბუღალტრო ფირმა; ბ.ე) აუდიტორი, აუდიტორული (აუდიტური) ფირმა; ბ.ვ) ძვირფასი ქვებით ან ლითონებით ვაჭრობის განმახორციელებელი პირი; გ) საჯარო დაწესებულებები: გ.ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო); გ.ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური (შემდგომ − შემოსავლების სამსახური). 2. ამ კანონის მოთხოვნები ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ან „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ის კლიენტს უწევს შემდეგ საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურებას: ა) უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა ან ჩუქება; ბ) ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდების, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან სხვა ქონების მართვა; გ) საბანკო ანგარიშის, შემნახველი ანგარიშის, ფასიანი ქაღალდების ან კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ანგარიშის მართვა; დ) იურიდიული პირის შექმნის, საქმიანობის ან მართვის მიზნებისთვის შენატანების ორგანიზება; ე) იურიდიული პირის, არარეგისტრირებული ორგანიზაციული წარმონაქმნის ან ტრასტის ან ტრასტის მსგავსი სამართლებრივი სტრუქტურის შექმნა, საქმიანობა ან მართვა; ვ) სამეწარმეო იურიდიული პირის წილის ან აქციების ყიდვა-გაყიდვა. 3. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ან „ბ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირზე მის მიერ კლიენტისთვის იურიდიული რჩევის მიცემის შემთხვევაში ან ადმინისტრაციულ წარმოებაში, საგამოძიებო ორგანოში, სასამართლოში ან არბიტრაჟში კლიენტის წარმომადგენლობის ან/და ასეთი წარმომადგენლობის მომზადების შემთხვევაში. 4. ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.დ“ ან „ბ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ პირზე, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს პროფესიულ მომსახურებას. 5. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“, „ბ.დ“ ან „ბ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირი იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის პარტნიორია ან მისი სახელით მოქმედებს, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება შესაბამის იურიდიულ პირზე. 6. (ამოღებულია - 30.05.2024, №4237). 7. შემოსავლების სამსახურზე ვრცელდება მხოლოდ ამ კანონის მე-10 მუხლის მე-9 პუნქტით, მე-11 მუხლის მე-7 პუნქტით, 25-ე მუხლის მე-5 პუნქტითა და 26-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. 8. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურებაზე. 9. ამ კანონის მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირის მიერ გადახდის ინიციირების მომსახურების მიწოდებისას მასზე ვრცელდება მხოლოდ ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიების განხორციელების ვალდებულება. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6812 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2289 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2617 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3344 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3718 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4237 – ვებგვერდი, 31.05.2024წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1460 – ვებგვერდი, 06.04.2026წ. მუხლი 4. საზედამხედველო ორგანოები ამ კანონის მიზნებისთვის საზედამხედველო ორგანოები არიან: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური − ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ და „ბ.ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის; ბ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია − ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირისთვის; გ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.დ“−„ა.თ“ და „ა.ლ“−„ა.რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის; [ გ) საქართველოს ეროვნული ბანკი – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“, „ა.დ“−„ა.თ“ და „ა.ლ“−„ა.ტ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან) ] დ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.გ“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის; ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.კ“, „ბ.ბ“, „ბ.ვ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის; ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური – ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ა.გ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირებისთვის. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6812 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1791 – ვებგვერდი, 23.09.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2617 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3344 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 16 ნოემბრის კანონი №3718 – ვებგვერდი, 07.12.2023წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1460 – ვებგვერდი, 06.04.2026წ. თავი II ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასება და მართვა მუხლი 5. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა 1. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშსა და სამოქმედო გეგმას (შემდგომ – რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა) მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის (შემდგომ – უწყებათაშორისი კომისია) წარდგინებით. 2. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის ძირითადი მიზნებია: ა) ეროვნულ დონეზე და ეკონომიკის შესაბამისი სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გამოვლენა, ანალიზი და შეფასება; ბ) ეროვნულ დონეზე და ეკონომიკის შესაბამისი სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის უზრუნველსაყოფად აუცილებელი საკანონმდებლო, ინსტიტუციური და სხვა ღონისძიებების განხორციელება; გ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობისთვის განკუთვნილი სახელმწიფო რესურსების პრიორიტეტული განაწილების ხელშეწყობა. 3. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა უნდა განახლდეს საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ. 4. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიში და სამოქმედო გეგმა საჯაროა და ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას ან სახელმწიფო საიდუმლოებას ან რომლის გამოქვეყნებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საქართველოში მიმდინარე გამოძიებას ან სისხლისსამართლებრივ დევნას, შელახოს საქართველოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესები ან სხვა საჯარო ინტერესები. საქართველოს 2022 წლის 11 მაისის კანონი №1566 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. მუხლი 6. უწყებათაშორისი კომისია და სამუშაო ჯგუფი 1. რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების, შესრულების მონიტორინგისა და განახლების მიზნით საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით იქმნება უწყებათაშორისი კომისია. 2. უწყებათაშორისი კომისიის მართვასთან, სტრუქტურასთან, უფლებამოსილებასთან, შემადგენლობასა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება უწყებათაშორისი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 3. უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ძირითადი ფუნქციებია: ა) ეროვნულ დონეზე და ეკონომიკის შესაბამისი სექტორების მიხედვით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გამოვლენის, ანალიზის, შეფასებისა და მართვის ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით სათანადო მეთოდოლოგიის (შემდგომ – რისკების შეფასების მეთოდოლოგია) შემუშავება; ბ) რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება (პროექტის მომზადება) კომპეტენტური ორგანოებისა და ანგარიშვალდებული პირების მონაწილეობით და უწყებათაშორისი კომისიისთვის განსახილველად წარდგენა; გ) რისკების შეფასების ეროვნული ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის განახლების მიზნით მასში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე პროექტის უწყებათაშორისი კომისიისთვის განსახილველად წარდგენა; დ) სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი და კომპეტენტური ორგანოებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა; ე) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების მართვის მიზნით კომპეტენტური ორგანოების კოორდინირებული საქმიანობის ხელშეწყობა; ვ) ანგარიშვალდებული პირისთვის ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შესახებ ინფორმაციის დროულად მიწოდება. 4. სამუშაო ჯგუფი უწყებათაშორის კომისიას ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს განხორციელებული საქმიანობისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობის შესახებ. მუხლი 7. ინფორმაციის აღრიცხვა და წარდგენა 1. კომპეტენტურმა ორგანომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა აღრიცხოს და სამუშაო ჯგუფის მოთხოვნის შემთხვევაში მას გონივრულ ვადაშ

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.