პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

საქართველოს საბაჟო კოდექსი

ტექსტი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს საბაჟო კოდექსი

წიგნი I ზოგადი დებულებები თავი I. საქართველოს საბაჟო კოდექსის რეგულირების სფერო და საგანი, მიზანი და ტერმინთა განმარტება მუხლი 1. საქართველოს საბაჟო კოდექსის რეგულირების სფერო და საგანი ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან დაკავშირებულ წესებსა და საბაჟო ფორმალობებს, საბაჟო დავის გადაწყვეტის წესს, საბაჟო სამართალდარღვევის სახეებს და ამ სამართალდარღვევების ჩადენისთვის პასუხისმგებლობას. მუხლი 2. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა 1. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა შედგება საბაჟო ფორმალობებთან დაკავშირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისგან, ამ კოდექსისგან და მის შესაბამისად მიღებული ან გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან. 2. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა იღებს ან საქართველოს ფინანსთა მინისტრი გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს. 3. საქართველოსთვის ძალაში შესულ საერთაშორისო ხელშეკრულებას ამ კოდექსის მიმართ აქვს უპირატესი იურიდიული ძალა. მუხლი 3. საქართველოს საბაჟო ტერიტორია და საქართველოს საბაჟო საზღვარი 1. საქართველოს საბაჟო ტერიტორია შედგება: ა) საქართველოს სახმელეთო ტერიტორიისგან; ბ) საქართველოს ტერიტორიული წყლებისა და საქართველოს შიდა წყლებისგან; გ) საქართველოს საჰაერო სივრცისგან; დ) განსაკუთრებულ საზღვაო ეკონომიკურ ზონაში განლაგებული დანადგარის, ნაგებობისა და ხელოვნური კუნძულის ტერიტორიისგან, რომელზედაც ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული იურისდიქცია. 2. საქართველოს საბაჟო საზღვარი ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს. მუხლი 4. საბაჟო ფორმალობების განხორციელების ენა 1. საბაჟო ფორმალობები საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორციელდება ქართულ ენაზე, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზურ ენაზე. 2. საბაჟო ორგანოს შეიძლება წარედგინოს უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი. 3. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოსთხოვოს პირს საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილი უცხოურ ენაზე შედგენილი დოკუმენტის საქართველოს სახელმწიფო ენაზე თარგმნა. მუხლი 5. საქართველოს საბაჟო ორგანო, მისი მიზნები და უფლება-მოვალეობანი 1. საქართველოს საბაჟო ორგანოებია: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომ – შემოსავლების სამსახური); ბ) შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი. 2. საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს. 3. საბაჟო ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) სამართლიანი და თავისუფალი ვაჭრობის მხარდაჭერის მიზნით ზედამხედველობას უწევს საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობას; ბ) იცავს საქართველოს ფინანსურ ინტერესებს; გ) კანონიერი ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერით იცავს საქართველოს ეკონომიკურ სივრცეს არაკეთილსინდისიერი და უკანონო საერთაშორისო ვაჭრობისგან; დ) უზრუნველყოფს საქართველოს სახელმწიფოს და ადამიანთა უსაფრთხოებას, აგრეთვე გარემოს დაცვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით; ე) ახორციელებს ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს, ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს და სანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლს; ვ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამის აღნიშვნებს აკეთებს და საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში ინფორმაციას ასახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში; ზ) გასცემს ლიცენზიას, ნებართვასა და სერტიფიკატს; თ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კონტროლის განხორციელების მიზნით შექმნას საბაჟო ლაბორატორია; ი) უზრუნველყოფს ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების განხორციელებას; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს. 4. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის სახით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების გაფორმება საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით და მათ მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში შეიძლება განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილმა სამსახურმა. 5. ამ მუხლის მე-3 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საბაჟო ლაბორატორიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 6. ტერმინთა განმარტება 1. ამ კოდექსში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საბაჟო კონტროლი – საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები; ბ) პირი: ბ.ა) ფიზიკური პირი; ბ.ბ) პირთა გაერთიანება, რომელიც დამოუკიდებლად მონაწილეობს სამართლებრივ ურთიერთობებში, მაგრამ არ აქვს იურიდიული პირის სტატუსი; ბ.გ) საწარმო ან ორგანიზაცია; გ) საქართველოში დაფუძნებული პირი − საქართველოს მოქალაქე ან/და პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში გადასახადის გადამხდელად; დ) საბაჟო ფორმალობა – დაინტერესებული პირის ან/და საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესასრულებლად განსახორციელებელი სავალდებულო ქმედება; ე) ზოგადი დეკლარაცია − დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით, დადგენილ ვადაში აცნობებს საბაჟო ორგანოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის შესახებ; ვ) დროებით შენახვის დეკლარაცია − დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ საქონელი დროებით არის შენახული; ზ) საბაჟო დეკლარაცია − დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს საქონლის მიმართ შესაბამისი საბაჟო პროცედურის გამოყენება, და რომელშიც საჭიროების შემთხვევაში დამატებით პირობას უთითებს; თ) რეექსპორტის დეკლარაცია − დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს უცხოური საქონლის (გარდა თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული ან დროებით შენახული უცხოური საქონლისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა; ი) რეექსპორტის შეტყობინება − დოკუმენტი/ქმედება, რომლითაც პირი დადგენილი ფორმითა და წესით აცხადებს, რომ განზრახული აქვს თავისუფალი ზონის პროცედურაში მოქცეული ან დროებით შენახული უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა; კ) დეკლარანტი − პირი, რომელიც საბაჟო ორგანოს თავისი სახელით წარუდგენს საბაჟო დეკლარაციას, დროებით შენახვის დეკლარაციას, საქონლის შემოტანის ზოგად დეკლარაციას, საქონლის გატანის ზოგად დეკლარაციას, რეექსპორტის დეკლარაციას ან რეექსპორტის შეტყობინებას, ან პირი, რომლის სახელითაც საბაჟო ორგანოს წარედგინება შესაბამისი დეკლარაცია ან შეტყობინება; ლ) საბაჟო პროცედურა − ნებისმიერი პროცედურა, რომელშიც შეიძლება მოექცეს საქონელი ამ კოდექსის შესაბამისად, კერძოდ: ლ.ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება; ლ.ბ) სპეციალური პროცედურები; ლ.გ) ექსპორტი; მ) დროებით შენახვა − იმ უცხოური საქონლის მდგომარეობა, რომელიც საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ დროებით, მისი საბაჟო ორგანოსთვის წარდგენიდან საბაჟო პროცედურაში მოქცევამდე/რეექსპორტამდე არის შენახული; ნ) საბაჟო ვალდებულება − პირის ვალდებულება, გადაიხადოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი იმპორტის გადასახადი; ო) ვალდებული პირი − პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ვალდებულია შეასრულოს საბაჟო ვალდებულება; პ) საბაჟო სტატუსი − საქონლისთვის მინიჭებული საქართველოს საქონლის სტატუსი ან უცხოური საქონლის სტატუსი; ჟ) საქონელი – საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ნებისმიერი მატერიალური ქონება, მათ შორის, ფული, ფასიანი ქაღალდი, ელექტროენერგია, თბოენერგია, გაზი, წყალი; რ) საქართველოს საქონელი: რ.ა) საქონელი, რომელიც მთლიანად მიღებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე და არ შეიცავს უცხო ქვეყნიდან შემოტანილ საქონელს ან არ არის წარმოებული უცხო ქვეყნიდან შემოტანილი საქონლისგან; რ.ბ) უცხო ქვეყნიდან/თავისუფალი ზონიდან შემოტანილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონელი; რ.გ) საქონელი, რომელიც მიღებულია ან წარმოებულია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ამ ნაწილის „რ.ა“ და რ.ბ“ ქვეპუნქტებით ან მხოლოდ „რ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლისგან; რ.დ) გადამუშავებული პროდუქტი, რომელიც ექსპორტის პროცედურაში უნდა მოექცეს; ს) უცხოური საქონელი − საქონელი, რომელიც ამ ნაწილის „რ“ ქვეპუნქტით არ არის გათვალისწინებული, ან საქონელი, რომელმაც დაკარგა საქართველოს საქონლის სტატუსი; ტ) საქონლის გაშვება – საქონლის განკარგვის უფლების ან/და საქონლით სარგებლობის უფლების მინიჭება საქონლის მიმართ გამოყენებული საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების შესაბამისად; უ) საბაჟო ზედამხედველობა – საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება; ფ) საწარმო − საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საწარმო; ქ) ორგანიზაცია − საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ორგანიზაცია; ღ) გადამუშავებული პროდუქტი – შიდა გადამუშავების პროცედურაში ან გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული საქონელი; ყ) საქონლის წარდგენა − საბაჟო ორგანოში, საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე ან მასთან შეთანხმებულ სხვა ადგილზე (შემდგომ − საბაჟო ორგანოსთვის) საქონლის მიტანის შესახებ ინფორმაციის საბაჟო ორგანოსთვის მიწოდება; შ) საქონლის მფლობელი − საქონლის მესაკუთრე, საქონლის განკარგვის უფლების მქონე პირი ან პირი, რომლის ფიზიკური კონტროლის ქვეშაც არის საქონელი; ჩ) პროცედურის მფლობელი: ჩ.ა) პირი, რომელიც წარადგენს საბაჟო დეკლარაციას ან რომლის დავალებითაც არის წარდგენილი დეკლარაცია; ჩ.ბ) პირი, რომელსაც გადაეცა საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები; ც) საქონლის გადამუშავების ოპერაცია: ც.ა) საქონლის დამუშავება, მათ შორის, მონტაჟი, აწყობა, სხვა საქონლისთვის მორგება; ც.ბ) საქონლის წარმოება; ც.გ) საქონლის განადგურება; ც.დ) საქონლის შეკეთება, მათ შორის, მისი აღდგენა და სამუშაო მდგომარეობაში მოყვანა; ც.ე) იმ საქონლის გამოყენება, რომელიც არ იდენტიფიცირდება გადამუშავებულ პროდუქტში, მაგრამ რომელიც ხელს უწყობს ან აადვილებს გადამუშავებული პროდუქტის წარმოებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქონელი გადამუშავების პროცესში მთლიანად ან ნაწილობრივ იხარჯება; ძ) გამოსავლიანობის ნორმა – გადამუშავებული პროდუქტის ოდენობა ან ამ ოდენობის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც მიღებულია შიდა გადამუშავების პროცედურაში ან გარე გადამუშავების პროცედურაში მოქცეული, განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გადამუშავების შედეგად; წ) გადაწყვეტილება − საბაჟო ორგანოს მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელებული ქმედება ან/და გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელსაც პირის ან დაინტერესებულ პირთა მიმართ შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები; ჭ) გადამზიდავი: ჭ.ა) საქონლის შემოტანის შემთხვევაში − პირი, რომელსაც შემოაქვს საქონელი ან რომელიც პასუხისმგებელია საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაზიდვისთვის. ამასთანავე: ჭ.ა.ა) კომბინირებული გადაზიდვისას გადამზიდავი არის პირი, რომელიც ორგანიზებას უწევს იმ სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებას, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ თავისი სვლით გადაადგილდება; ჭ.ა.ბ) საზღვაო ან საჰაერო გადაზიდვისას გადამზიდავი არის პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას და გასცემს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაზიდვის დოკუმენტს; ჭ.ბ) საქონლის გატანის შემთხვევაში − პირი, რომელსაც გააქვს საქონელი ან რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გადაზიდვისთვის. ამასთანავე: ჭ.ბ.ა) კომბინირებული გადაზიდვისას, როდესაც თავისი სვლით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალება გადაზიდავს სხვა სატრანსპორტო საშუალებას და თავისი სვლით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ მის მიერ გადაზიდული სატრანსპორტო საშუალება გადაადგილებას თავისი სვლით განაგრძობს, გადამზიდავად მიიჩნევა პირი, რომელიც მართავს იმ სატრანსპორტო საშუალებას, რომელიც გადაადგილებას თავისი სვლით განაგრძობს, მას შემდეგ, რაც სატრანსპორტო საშუალება, რომელმაც საქართველოს საბაჟო ტერიტორია თავისი სვლით დატოვა, დანიშნულების ადგილზე მივიდა; ჭ.ბ.ბ) საზღვაო ან საჰაერო გადაზიდვისას გადამზიდავი არის პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას და გასცემს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გადაზიდვის დოკუმენტს; ხ) შესყიდვის საკომისიო − იმპორტიორის მიერ შესაფასებელი საქონლის ყიდვისას მისი წარმომადგენლისთვის გადახდილი ან გადასახდელი ნებისმიერი ანაზღაურება; ჯ) იმპორტის გადასახდელი − საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული იმპორტის გადასახადი, აქციზი, დამატებული ღირებულების გადასახადი, რომლის გადახდის ვალდებულება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან დაკავშირებით წარმოიშობა; ჰ) ბარგი – მგზავრისგან განცალკევებულად გადასაზიდი საგანი; ჰ¹) საბაჟო ორგანოს საწყობი – შემოსავლების სამსახურის საბაჟოკონტროლის ზონა, სადაც ხდება საქონლის შენახვა; ჰ²) ხელბარგი – მგზავრის მიერ პირადად გადასატანი საგანი; ჰ³) გაფორმების ეკონომიკური ზონა – შემოსავლების სამსახურის სპეციალურად შექმნილი საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც ხდება საქონლის გაფორმება; ჰ⁴) მგზავრი – ფიზიკური პირი, რომელიც კანონიერად კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს; ჰ⁵) საბაჟო გამშვები პუნქტი – საქართველოს საბაჟო საზღვართან მდებარე საბაჟო კონტროლის ზონა, სადაც მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიმართ ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი პროცედურები; ჰ⁶) აღმჭურველი გადაწყვეტილება – საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც დაინტერესებულ მხარეს რაიმე უფლებას ან სარგებელს ანიჭებს; ჰ⁷) ტრანზიტი − საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უცხო ქვეყნებს შორის ან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გავლით; ჰ⁸) სატრანსპორტო საშუალება – საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალება, აგრეთვე მილსადენი, ელექტროგადამცემი ხაზი, კონტეინერი, მისაბმელი, ნახევარმისაბმელი ან ნებისმიერი სხვა საშუალება, რომელიც მგზავრის გადაყვანისთვის ან/და საქონლის გადაზიდვისთვის გამოიყენება; ჰ⁹) საბაჟო მარშრუტი – საბაჟო ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული ტრაექტორია ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილამდე (საბაჟო კონტროლის ზონამდე ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილამდე ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილამდე) გადაზიდვის/გადატანის მიმართულება. 2. ტერმინი (ცნება), რომელიც ამ კოდექსში განმარტებული არ არის, ამ კოდექსში გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რომელიც მას აქვს საქართველოს შესაბამის კანონმდებლობაში. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ. მუხლი 7. ვადების განსაზღვრა 1. ამ კოდექსით დადგენილი ვადა განისაზღვრება კონკრეტული კალენდარული თარიღით ან დროის მონაკვეთით, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, თვეებით, დღეებით ან/და იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს. 2. ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მომდევნო დღიდან. დღე შეიძლება იყოს სამუშაო ან კალენდარული. თუ დაკონკრეტებული არ არის, დღე არის კალენდარული დღე. სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ განსაზღვრული უქმე დღისა, თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება წლებით, მთავრდება ვადის ბოლო წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. 4. ვადა, რომელიც გამოიანგარიშება თვეებით, მთავრდება ვადის ბოლო თვის შესაბამის რიცხვში. 5. მოქმედება, რომლის განხორციელებისთვისაც დადგენილია ვადა, შეიძლება განხორციელდეს ამ ვადის ბოლო სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ ასეთი მოქმედება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით ხორციელდება, − ამ ვადის ბოლო დღის 24 საათამდე. 6. თუ მოქმედების განხორციელების ვადის ბოლო დღე არასამუშაო დღეს ემთხვევა, მოქმედების განხორციელების ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე, ხოლო თუ ასეთი მოქმედება საბანკო გადარიცხვით, საფოსტო გზავნილით ან/და ელექტრონული ფორმით ხორციელდება, იგი შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სამუშაო დღის 24 საათამდე. 7. კალენდარული წელი არის დროის მონაკვეთი ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით. 8. წელი (გარდა კალენდარული წლისა) არის დროის მონაკვეთი, რომელიც შედგება ნებისმიერი უწყვეტი 12 თვისგან. 9. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დაუშვებელია, ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დროის მონაკვეთი გაიზარდოს ან შემცირდეს, ხოლო ვადა ან კალენდარული თარიღი − გადმოიწიოს ან გადავადდეს. მუხლი 8. საქართველოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი უცხო ქვეყნის ვალუტის მიმართ საქონლის საბაჟო ღირებულებისა და იმპორტის გადასახადის ოდენობის განსაზღვრისას უცხო ქვეყნის ვალუტა საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გადაიანგარიშება შემდეგი თანამიმდევრობით: ა) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისთვის/საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არსებობის შემთხვევაში − ამ კურსით; ბ) საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისთვის/საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ამ ქვეყნის ვალუტის მიმართ განსაზღვრული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის არარსებობის შემთხვევაში − საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი წესით განსაზღვრული კურსით. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2767 – ვებგვერდი, 18.04.2023წ. თავი II. საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები მუხლი 9. ინფორმაციის გაცვლა და შენახვა 1. პირსა და საბაჟო ორგანოს შორის ინფორმაციის გაცვლა და ამ ინფორმაციის შენახვა ხდება მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალების გამოყენებით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალების გარდა, ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის სხვა საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნეს: ა) მუდმივად, გადაზიდვის სახის გათვალისწინებით, ან როდესაც მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალების გამოყენება შესაბამისი საბაჟო ფორმალობისთვის შესაფერისი არ არის; ბ) დროებით, პირის ან საბაჟო ორგანოს ელექტრონული სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში. 3. საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის განმახორციელებელი პირი ვალდებულია საბაჟო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად წარუდგინოს წინასწარი ინფორმაცია საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვის განმახორციელებელი სატრანსპორტო საშუალებისა და ამ სატრანსპორტო საშუალებით გადასაადგილებელი საქონლის ან/და მგზავრთა შესახებ. 4. საბაჟო რისკის იდენტიფიცირებისა და მასზე რეაგირების მიზნით, წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს საბაჟო ორგანოსა და დეკლარანტს ან სხვა ვალდებულ პირს შორის ისეთი ინფორმაციის გაცვლა, რომლის მიწოდება არ არის გათვალისწინებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით. აღნიშნული ინფორმაციის გაცვლა შესაძლებელია მოიცავდეს დეკლარანტის მონაცემებთან საბაჟო ორგანოს დაშვებას. 5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს შორის გაცვლილი ინფორმაცია არის საბაჟო საიდუმლოება, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. 6. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაციის გაცვლა მატერიალური (წერილობითი) ფორმით ხდება, გაგზავნილ დოკუმენტს ხელს უნდა აწერდეს უფლებამოსილი პირი. ადრესატს უნდა გადაეცეს დოკუმენტის დედანი ან მისი დამოწმებული ასლი. 7. ნავსადგური, რკინიგზის სადგური, აეროპორტი ვალდებულია საბაჟო ორგანოს შეატყობინოს იმ სატრანსპორტო საშუალების შემოსვლის/ჩამოფრენის ან/და გასვლის/გაფრენის შესახებ, რომელიც კვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს. 8. ინფორმაციასთან/მონაცემებთან დაკავშირებული მოთხოვნები, ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების წესი, ინფორმაციის გაცვლისა და შენახვის სხვა საშუალება და მისი გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მუხლი 10. დოკუმენტის წარდგენა და ჩაბარება 1. საბაჟო ორგანოს მიერ პირისთვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან ამ კოდექსის მე-9 მუხლით გათვალისწინებული რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად მიიჩნევა ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი. 2. მატერიალური დოკუმენტის წარდგენისას პირის მიერ მის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ამ დოკუმენტზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. 3. საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, მატერიალური დოკუმენტის წარდგენისას მის ჩაბარებაზე უარის თქმის ფაქტის დაფიქსირების მიზნით გამოიყენოს ტექნიკური საშუალება. თუ მატერიალური დოკუმენტის წარდგენის ფაქტი ტექნიკური საშუალებით არის დაფიქსირებული, ეს დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა. 4. მატერიალური დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ იგი ჩაჰბარდა: ა) პირადად ადრესატს; ბ) პირის უფლებამოსილ წარმომადგენელს ან კანონიერ წარმომადგენელს; გ) პირ

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.