პროფესიული კავშირების შესახებ
ტექსტი
პროფესიული კავშირების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანული კანონი
პროფესიული კავშირების შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზნები 1. ეს კანონი ადგენს პროფესიული კავშირების (პროფკავშირების) შექმნის სამართლებრივ საფუძვლებს, მათ უფლებებსა და საქმიანობის გარანტიებს. 2. ეს კანონი აწესრიგებს: ა) პროფესიული კავშირების შექმნასთან, მათი უფლებებისა და საქმიანობის გარანტიების რეალიზებასთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს; ბ) პროფესიული კავშირების, პროფესიული კავშირების გაერთიანებების (ასოციაციების) ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, მუნიციპალიტეტის ორგანოებთან, დამსაქმებლებთან, დამსაქმებელთა გაერთიანებებთან (კავშირებთან, ასოციაციებთან), სხვა საზოგადოებრივ გაერთიანებებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.“ საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6870- ვებგვერდი, 28.07.2020წ. მუხლი 2. პროფესიული კავშირების, პროფესიული კავშირების გაერთიანებების (ასოციაციების) შექმნის უფლება 1. პროფესიული კავშირი არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, საქმიანობის მიხედვით – საერთო საწარმოო, პროფესიული ინტერესებით დაკავშირებულ პირთა (მუშაკთა) ნებაყოფლობითი საზოგადოებრივი გაერთიანება (ორგანიზაცია), რომლის მიზანია პროფკავშირის წევრთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებებისა და ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა. 2. საქართველოს კონსტიტუციით ყველას აქვს პროფესიული კავშირის შექმნისა და მასში გაერთიანების უფლება. 3. პროფესიული კავშირი შეიძლება შეიქმნას ნებისმიერ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, სხვა სამუშაო ადგილზე. 4. საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგადასახადო, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის ორგანოებში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში პროფესიული კავშირების შექმნის თავისებურებანი განისაზღვრება შესაბამისად ამ ორგანოებისა და სამსახურის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით. 5. 15 წლის ან 15 წელზე მეტი ასაკის პირს, რომელიც ეწევა შრომით (პროფესიულ) საქმიანობას (მუშაკი) ან სწავლობს უმაღლეს, საშუალო-სპეციალურ ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფლება აქვს, შექმნას პროფესიული კავშირი, შევიდეს პროფესიულ კავშირში, მონაწილეობა მიიღოს პროფკავშირულ საქმიანობაში და თავისუფლად გამოვიდეს პროფესიული კავშირიდან. დროებით უმუშევარს და პენსიონერს შეუძლიათ დარჩნენ პროფკავშირის წევრებად. 6. პროფესიული კავშირი იქმნება დარგობრივი, საწარმოო, ტერიტორიული ან პროფესიულ სპეციფიკასთან დაკავშირებული სხვა ნიშნის მიხედვით. 7. პროფესიულ კავშირებს უფლება აქვთ: ა) საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, სხვა სამუშაო ადგილზე შექმნან პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები; ბ) შექმნან ეროვნული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, რეგიონული, რაიონული, საქალაქო, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის პროფკავშირული ორგანიზაციები და გაერთიანებები (ასოციაციები). 8. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) დასაფუძნებლად საინიციატივო (საორგანიზაციო) ჯგუფი იწვევს დამფუძნებელ კრებას (კონფერენციას, ყრილობას), რომელიც იღებს წესდებას და ირჩევს ხელმძღვანელ პროფკავშირულ ორგანოებს. 9. პროფესიული კავშირი შეიძლება დაფუძნდეს სულ ცოტა 25 პირის ინიციატივით. 10. ყველა პროფესიული კავშირი თანაბარი უფლებებით სარგებლობს. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7182 – ვებგვერდი, 05.10.2020წ. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) დარგობრივი პროფესიული კავშირი – პროფესიული კავშირი, რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს საქართველოს ეროვნული მეურნეობის ერთი ან რამდენიმე მონათესავე დარგის საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში მომუშავე პროფკავშირის წევრებს და მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; ბ) პროფესიული სპეციფიკის პროფკავშირი – პროფესიული კავშირი, რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს ერთი ან სხვადასხვა დარგის საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში მომუშავე, ერთი და იმავე პროფესიის მქონე პროფკავშირის წევრებს და მოქმედებს ერთი ან რამდენიმე საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ქალაქის, რაიონის, რეგიონის ან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; გ) საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, საქალაქო, რაიონული, რეგიონული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული კავშირი ან პროფკავშირული ორგანიზაცია – პროფესიული კავშირი, რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს ერთი პროფესიული კავშირის წევრებს და მოქმედებს შესაბამისად ერთი საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ქალაქის, რაიონის, რეგიონის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე; დ) საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, საქალაქო, რაიონული, რეგიონული, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) – პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია), რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს პროფესიულ კავშირებს ან/და პროფესიული კავშირების გაერთიანებებს (ასოციაციებს) და მოქმედებს შესაბამისად საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ქალაქის, რაიონის, რეგიონის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე; ე) პროფესიული კავშირების ეროვნული გაერთიანება (ასოციაცია) – პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია), რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს პროფესიულ კავშირებს ან/და პროფესიული კავშირების გაერთიანებებს (ასოციაციებს) და მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; ვ) პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია – პროფკავშირული ორგანიზაცია, რომელიც ნებაყოფლობით აერთიანებს ერთ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში მომუშავე პროფკავშირის წევრებს, მოქმედებს შესაბამისი პროფესიული კავშირის წესდებით და პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დებულებით; ზ) პროფკავშირული ორგანო – ორგანო, რომელიც შექმნილია (არჩეულია) პროფესიული კავშირის წესდების, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) წესდების ან პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის დებულების შესაბამისად; თ) პროფკავშირის კომიტეტი (პროფკომიტეტი) – პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ არჩეული პროფკავშირული ორგანო; ი) პროფორგანიზატორი (პროფჯგუფორგი) – პროფკავშირის წევრი, რომელიც არჩეულია იმ პროფკავშირული ორგანიზაციის მიერ, რომელშიც ირიცხება 15 პროფკავშირის წევრზე ნაკლები, და რომელიც მოქმედებს პროფკავშირის წევრთა კრების რწმუნებით; კ) დამსაქმებელი (სამუშაოს მიმცემი, დამქირავებელი) – ორგანიზაცია ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოდგენილია მისი ხელმძღვანელით (ადმინისტრაციით), ან ფიზიკური პირი, რომელთანაც მუშაკს (მომუშავეს) დადებული აქვს შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი); ლ) მუშაკი – ფიზიკური პირი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე მუშაობს საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში ან ეწევა ინდივიდუალურ მეწარმეობას; მ) პროფკავშირის წევრი – ფიზიკური პირი (მუშაკი, დროებით უმუშევარი, პენსიონერი, სტუდენტი), რომელიც იზიარებს (ეთანხმება) პროფესიული კავშირის წესდებას, ასრულებს მას და ირიცხება პროფკავშირულ ორგანიზაციაში; ნ) პროფკავშირული მუშაკი – პროფკავშირის წევრი, რომელიც არჩეულია პროფკავშირულ ორგანოში ან შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე მუშაობს პროფკავშირულ ორგანოში; ო) კოლექტიური ხელშეკრულება – დამსაქმებელს, საწარმოს, დაწესებულებას, ორგანიზაციას და პროფკავშირულ ორგანიზაციას შორის ხელშეკრულება, რომელიც აწესრიგებს მხარეთა შრომით, სოციალურ და პროფესიულ ურთიერთობებს; პ) დარგობრივი (სატარიფო) შეთანხმება – საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების, პროფესიული კავშირებისა და დამსაქმებელთა (მეწარმეთა) შესაბამის ორგანოებს შორის შეთანხმება, რომელიც აწესრიგებს მხარეთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს; ჟ) გენერალური შეთანხმება – საქართველოს მთავრობას, პროფესიული კავშირებისა და მეწარმეთა საერთო-ეროვნულ გაერთიანებებს შორის შეთანხმება, რომელიც აწესრიგებს მხარეთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს. მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო ამ კანონის მოქმედება ვრცელდება: ა) ყველა საქართველოს მოქალაქეზე და პროფკავშირის წევრზე, საქართველოში მცხოვრებ უცხოელსა და მოქალაქეობის არმქონე პირზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ყველა სახის საწარმოზე, დაწესებულებაზე, ორგანიზაციაზე, პროფესიულ კავშირზე, პროფესიული კავშირების გაერთიანებაზე (ასოციაციაზე); გ) საქართველოს საზღვრების გარეთ არსებულ საქართველოს პროფესიული კავშირების ორგანიზაციებზე. მუხლი 5. პროფესიული კავშირის დამოუკიდებლობა 1. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისგან, მუნიციპალიტეტის ორგანოებისგან, დამსაქმებლებისგან, დამსაქმებელთა გაერთიანებებისგან (კავშირებისგან, ასოციაციებისგან), პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციებისგან, არ არის მათ წინაშე ანგარიშვალდებული და არ ექვემდებარება მათ კონტროლს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 2. პროფესიული კავშირი არ ქმნის და არ მიეკუთვნება არცერთ პოლიტიკურ პარტიას (გაერთიანებას). საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6870- ვებგვერდი, 28.07.2020წ. მუხლი 6. პროფესიული კავშირის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით და საკუთარი წესდებით. 2. თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, დადგენილია ამ კანონით გათვალისწინებულისგან განსხვავებული წესები, გამოიყენება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წესები. მუხლი 7. პროფესიული კავშირის წესდება, მისი წესდების რეგისტრაცია, იურიდიული პირის სტატუსის მოპოვება 1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) მიზნები და ამოცანები, პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) წევრად მიღებისა და წევრობიდან გასვლის წესი, წევრთა უფლებები და მოვალეობები, პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) სტრუქტურა, უმაღლესი ორგანოებისა და ხელმძღვანელი ორგანოების კომპეტენცია და უფლებამოსილების ვადები, შემოსავლისა და ქონების შექმნის წყაროები და გამოყენების წესი, წესდებაში ცვლილების შეტანის პირობები, საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები, სახელწოდება, ადგილსამყოფელი და სამოქმედო ტერიტორია, აგრეთვე მისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები განისაზღვრება პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) წესდებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) წესდება, წესდებაში შეტანილი ცვლილებები რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. პროფესიული კავშირის რეგისტრირებული წესდების საფუძველზე მოქმედი პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციები და სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფები არ რეგისტრირდება. 4. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) იურიდიული პირის სტატუსს მოიპოვებს მისი წესდების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის მომენტიდან. მუხლი 8. საქართველოს პროფესიული კავშირების სხვა ქვეყნის პროფესიულ კავშირებთან თანამშრომლობა საქართველოს პროფესიულ კავშირებს უფლება აქვთ, ითანამშრომლონ სხვა ქვეყნის პროფესიულ კავშირებთან, იყვნენ საერთაშორისო პროფკავშირულ ორგანიზაციათა წევრები, დადონ მათთან ხელშეკრულებები და შეთანხმებები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მუხლი 9. პროფესიული კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) რეორგანიზაცია ხდება პროფესიული კავშირის წევრების (კრების, კონფერენციის, ყრილობის) გადაწყვეტილებით, მისი წესდების შესაბამისად. 2. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) ლიკვიდაცია ხდება: ა) პროფესიული კავშირის წევრების (კრების, კონფერენციის, ყრილობის) გადაწყვეტილებით, მისი წესდების შესაბამისად; ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით – ამ კანონის ან საკუთარი წესდების დარღვევისას ან საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული საქმიანობის გამო, მარეგისტრირებელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. 3. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) საქმიანობის შეჩერება ან აკრძალვა შეიძლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. თავი II. პროფესიული კავშირის ძირითადი უფლებები მუხლი 10. მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დაცვისა და წარმომადგენლობის უფლება 1. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) იცავს და წარმოადგენს პროფკავშირის წევრთა შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებსა და ინტერესებს. 2. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი ორგანოების მიერ შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების წინასწარ განხილვაში, შეიმუშაოს ალტერნატიული წინადადებები. 3. პროფესიული კავშირი სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს წარუდგენს წინადადებებს ცხოვრების დონის ძირითადი კრიტერიუმებისა და კომპენსაციების განსაზღვრის შესახებ. 4. პროფესიული კავშირი იცავს პროფკავშირის წევრთა უფლებებს, თავისუფლად გამოიყენონ შრომითი შესაძლებლობები, აირჩიონ პროფესია, მიიღონ შრომის სამართლიანი ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მინიმალური ოდენობით მაინც. 5. დამსაქმებლები, დამსაქმებელთა გაერთიანებები (კავშირები, ასოციაციები) შესაბამისი პროფესიული კავშირის მონაწილეობით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად აწესებენ შრომის ნორმებს, შრომის ანაზღაურების სისტემებს, მატერიალური წახალისების ფორმებს, სატარიფო განაკვეთებისა და სარგოების ოდენობებს, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე აისახება კოლექტიურ ხელშეკრულებასა და დარგობრივ (სატარიფო) შეთანხმებაში. 6. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს მის მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, აგრეთვე დამსაქმებლების, დამსაქმებელთა გაერთიანებების (კავშირების, ასოციაციების) და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებების წინაშე დასმული საკითხების და მათთვის წარდგენილი წინადადებების განხილვაში. 7. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) ხელმძღვანელი ორგანოები მუშაკთა შრომით, სოციალურ-ეკონომიკურ და სამართლებრივ უფლებებთან და ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) გათვალისწინებული პირობების დაცვით. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6870- ვებგვერდი, 28.07.2020წ. მუხლი 11. დასაქმების ხელშეწყობის უფლება 1. პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) მონაწილეობს დასაქმების სახელმწიფო პოლიტიკის, საწარმოებიდან, დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან გათავისუფლებულ მუშაკთა სოციალური დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში. 2. დამსაქმებლები, დამსაქმებელთა გაერთიანებები (კავშირები, ასოციაციები) შესაბამის პროფესიულ კავშირებს წინასწარ – 2 თვით ადრე მაინც – აწვდიან ინფორმაციას საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან მუშაობის დროებით შეჩერების შესახებ, რაც გამოიწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას ან შრომის პირობების გაუარესებას, გათავისუფლებულ მუშაკთათვის საქართველოს კანონმდებლობითა და კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) დადგენილი უფლებებისა და ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად. 3. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, სახელმწიფო ხელისუფლების შესაბამის ორგანოს განსახილველად წარუდგინოს წინადადება მუშაკთა მასობრივ გათავისუფლებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ვადების გადაწევის ან დროებით შეჩერების თაობაზე. 4. პროფესიული კავშირი საზოგადოებრივ ზედამხედველობას უწევს დასაქმების მდგომარეობას. 5. დამსაქმებლის ინიციატივით მუშაკთან – პროფკავშირის წევრთან – შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) ვადაზე ადრე შეიძლება გაუქმდეს შესაბამის პროფკავშირის კომიტეტთან (პროფკომიტეტთან) წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით, კოლექტიური ხელშეკრულებით (შეთანხმებით) გათვალისწინებულ შემთხვევებში. 6. დაუშვებელია დამსაქმებლის მიერ მუშაკის დისკრიმინაცია პროფკავშირის წევრად ყოფნის ან არყოფნის გამო. 7. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სამუშაო ძალის სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ორგანიზებული მოწვევის ან საქართველოდან ორგანიზებული გაყვანის საკითხის განხილვაში. მუხლი 12. კოლექტიური მოლაპარაკების წარმოების, კოლექტიური ხელშეკრულების (შეთანხმების) დადების და მისი შესრულების კონტროლის უფლებები 1. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის), პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის არჩევითი ორგანოების უფლებამოსილი წარმომადგენლები შრომითი კოლექტივის სახელით აწარმოებენ მოლაპარაკებას დამსაქმებლის, დამსაქმებელთა გაერთიანების (კავშირის, ასოციაციის), საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების უფლებამოსილ წარმომადგენლებთან, დებენ კოლექტიურ ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს და აკონტროლებენ მათ შესრულებას ამ ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) დადგენილი წესით. 2. დამსაქმებელი, დამსაქმებელთა გაერთიანება (კავშირი, ასოციაცია), საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანო ვალდებული არიან პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციასთან, პროფესიულ კავშირთან, პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან (ასოციაციასთან) აწარმოონ მოლაპარაკება შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, თუ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია, პროფესიული კავშირი, პროფესიული კავშირების გაერთიანება (ასოციაცია) გამოიჩენს მოლაპარაკების წარმოების ინიციატივას, და შეთანხმების შემთხვევაში დადონ კოლექტიური ხელშეკრულებები (შეთანხმებები). საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6870- ვებგვერდი, 28.07.2020წ. მუხლი 13. ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობის უფლება 1. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს შრომის კანონმდებლობისა და კოლექტიური ხელშეკრულების (შეთანხმების) პირობების დარღვევასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინდივიდუალური და კოლექტიური შრომითი დავების განხილვასა და გადაწყვეტაში. 2. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, მუშაკთა შრომითი და სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოამზადოს და ჩაატაროს გაფიცვა, მიტინგი, დემონსტრაცია, სხვა მასობრივი საპროტესტო აქცია. 3. პროფესიული კავშირის მიერ გაფიცვის ან სხვა საპროტესტო აქციის საქართველოს კანონმდებლობის დაცვით ჩატარებისას აკრძალულია მის ჩასახშობად ნებისმიერი ფორმის საპასუხო ქმედების განხორციელება. მუხლი 14. ინფორმაციის მიღება და განხილვა პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, საწარმოს ადმინისტრაციისგან, დამსაქმებლისგან, დამსაქმებელთა გაერთიანებისგან (კავშირისგან, ასოციაციისგან), სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოსგან მიიღოს და განიხილოს მისი საწესდებო საქმიანობის განხორციელების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ინფორმაცია შრომით და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6870- ვებგვერდი, 28.07.2020წ. მუხლი 15. პროფკავშირული მუშაკის სწავლება (მომზადება) და კვალიფიკაციის ამაღლება, პროფკავშირის წევრის სწავლება პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) შეუძლია პროფკავშირულ მუშაკთა სწავლებისთვის (მომზადებისთვის) და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის და პროფკავშირის წევრთა სწავლებისთვის შექმნას სასწავლო, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები და ორგანიზაციები. მუხლი 16. შრომის კანონმდებლობის დაცვის პროფკავშირული კონტროლის უფლება 1. პროფესიული კავშირი საზოგადოებრივ კონტროლს უწევს პროფკავშირის წევრთა მიმართ შრომის კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებებით (კონტრაქტებით) გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას, აგრეთვე დამსაქმებელთა სხვა ვალდებულებების შესრულებას კოლექტიური ხელშეკრულებებით (შეთანხმებებით) დადგენილი წესით. 2. პროფესიულ კავშირს უფლება აქვს, დამსაქმებელს მოსთხოვოს ამ კანონის დარღვევის ფაქტების აღმოფხვრა. 3. პროფესიულ კავშირს, პროფესიული კავშირების გაერთიანებას (ასოციაციას) უფლება აქვს, შრომის კანონმდებლობის დაცვის, აგრეთვე შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გარანტიების შესრულების საზოგადოებრივი კონტროლის მიზნით შექმნას შრომის დაცვის სამსახური (შრომის ტექნიკური, სამართლებრივი დაცვის მუშაკებისა და რწმუნებული ექიმების შემადგენლობით), რომელიც იმოქმედებს ამ პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) მიერ დამტკიცებული დებულების საფუძველზე. 4. პროფესიული კავშირის, პროფესიული კავშირების გაერთიანების (ასოციაციის) და მისი ორგანოების უფლებამოსილ წარმომადგენლებს შეუძლიათ შევიდნენ საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციაში, სხვა სამუშაო ადგილზე, სადაც პროფკავშირის წევრები მუშაობენ, შრომის კანონმდებლობის, პროფესიული კავშირების შესახებ, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონების, კოლექტიური ხელშეკრულებების
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.