პროკურატურის შესახებ
ტექსტი
პროკურატურის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანული კანონი
პროკურატურის შესახებ
კარი I უფლებამოსილება, კანონმდებლობა, პრინციპები და ამოცანები თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზანი 1. ეს კანონი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურის სტატუსს და დამოუკიდებლობის გარანტიებს. 2. საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ კანონით. მუხლი 2. ძირითად ტერმინთა განმარტება 1. პროკურორი – საქართველოს გენერალური პროკურორი (შემდგომ − გენერალური პროკურორი), გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, თბილისის პროკურორი, საოლქო პროკურორი, რაიონული პროკურორი და მათი მოადგილეები, სპეციალიზებული პროკურატურის პროკურორი, უფროსი პროკურორი, პროკურორი, სტაჟიორ-პროკურორი, აგრეთვე პროკურატურის დეპარტამენტის, სამმართველოს, განყოფილებისა და მათთან გათანაბრებული სტრუქტურული დანაყოფის უფროსები და მათი მოადგილეები, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, ასევე ცალკეულ შემთხვევებში პროკურატურის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ არ ასრულებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებს, მაგრამ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს პროკურორის უფლებამოსილება. 1¹. ევროჯასტში მეკავშირე პროკურორი (შემდგომ − მეკავშირე პროკურორი) – საქართველოს პროკურატურის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ევროჯასტში მივლინებული პროკურორი, რომელსაც ნიშნავს გენერალური პროკურორი და რომლის უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. 1². მეკავშირე პროკურორის დამხმარე (შემდგომ − დამხმარე) − გენერალური პროკურორის მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ევროჯასტში მივლინებული პროკურორი, რომელიც დახმარებას უწევს მეკავშირე პროკურორს და რომლის უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით, ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. 1³. ევროჯასტთან საქართველოს პროკურატურის საკონტაქტო პირი − გენერალური პროკურორის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული პირი, რომლის ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება „საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ“ 2019 წლის 29 მარტის შეთანხმებით. 1⁴. ტერორიზმის საკითხებზე საქართველოს ეროვნული კორესპონდენტი − გენერალური პროკურორის შესაბამისი ბრძანებით გათვალისწინებული ევროჯასტთან საკონტაქტო პირი, რომელიც პასუხისმგებელია ტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე კორესპონდენციის წარმოებისთვის. 2. პროკურატურის გამომძიებელი – განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, უფროსი გამომძიებელი, გამომძიებელი, სტაჟიორ-გამომძიებელი. 3. პროკურატურის თანამშრომელი – პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი, პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელე, პროკურატურის სტაჟიორი, პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 4. პროკურატურის სტაჟიორი – საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, თბილისის, საოლქო, რაიონულ და სპეციალიზებულ პროკურატურებში სტაჟიორის თანამდებობაზე ან სტრუქტურული დანაყოფის პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე გენერალური პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად სტაჟიორად დანიშნული უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი. 5. პროკურატურის პრაქტიკანტი − საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში, თბილისის, საოლქო, რაიონულ და სპეციალიზებულ პროკურატურებში გენერალური პროკურორის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად პრაქტიკანტად მიღებული უმაღლესი განათლების მქონე პირი ან უმაღლესი განათლების მიმღები სტუდენტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს. 6. პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელე − პროკურატურის უფროსი მრჩეველი, მრჩეველი, კანცელარიის უფროსი, საქმისწარმოების სამმართველოს/განყოფილების უფროსი, პროკურატურის უფროსი სპეციალისტი, სპეციალისტი, პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის უფროსი კოორდინატორი, კოორდინატორი, სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი პირი ან მისი მოადგილე, რომელიც არ არის პროკურორი და ინიშნება პროკურატურის სისტემაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, რომლის ფუნქციაა საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილებების განხორციელება. 6¹. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი − გენერალური პროკურორის მიერ შესაბამისი ბრძანებით დანიშნული ან განსაზღვრული პირი, რომლის ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით. 7. პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – პირი, რომელსაც პროკურატურაში საჯარო სამსახურის განხორციელების უზრუნველსაყოფად შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მინიჭებული აქვს პროკურატურის დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება. 8. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი − პროკურატურის თანამშრომელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი. 9. მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი. 10. სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მყოფი პირი − პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის დაკავებული ან რომელსაც სხვაგვარად აქვს შეზღუდული თავისუფლება, აგრეთვე პირი, რომლის გადაადგილების თავისუფლება და ადგილსამყოფლის თავისი ნების შესაბამისად დატოვების უფლება ფაქტობრივად არის შეზღუდული მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, მიუხედავად იმისა, აღნიშნული პირი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება თუ მისი ფარგლების გარეთ. საქართველოს 2019 წლის 2 ოქტომბრის ორგანული კანონი №5077 – ვებგვერდი, 07.10.2019წ. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №665 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №3885 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №693 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. მუხლი 3. პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები პროკურატურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კანონი და სხვა სამართლებრივი აქტები. თავი II ამოცანები, პრინციპები და უფლებამოსილება მუხლი 4. პროკურატურის ამოცანები 1. პროკურატურა კანონით დადგენილი წესით: ა) ახორციელებს სისხლისსამართლებრივ დევნას; ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას; გ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას; დ) ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების საქმიანობის იმ ნაწილს, რომელიც „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით ექცევა საპროკურორო უფლებამოსილების ფარგლებში; ე) რეაგირებას ახდენს თავისუფლებააღკვეთილ და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე და ასრულებს საპროცესო მოვალეობებს იმ დაწესებულებებში, რომლებიც სასჯელს ან სასამართლოს მიერ დანიშნულ სხვა იძულებით ღონისძიებებს აღასრულებენ; ვ) სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას; ზ) სახელმწიფოს სახელით, როგორც მოსარჩელე, მონაწილეობს რეკეტირის, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის/„კანონიერი ქურდის“, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331¹ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულის, მათი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის თაობაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეებში; თ) ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; ი) კოორდინაციას უწევს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და დანაშაულის პრევენციას. 2. აკრძალულია პროკურატურისათვის ისეთი მოვალეობის დაკისრება, რომელიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. მუხლი 5. პროკურატურის საქმიანობის პრინციპები პროკურატურის საქმიანობის პრინციპებია: ა) კანონიერება და სამართლიანობა; ბ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; გ) პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა; დ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია, ყველა ქვემდგომი პროკურორისა და პროკურატურის სხვა თანამშრომლის გენერალური პროკურორისადმი დაქვემდებარება; ე) პირის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და ღირსების ხელშეუხებლობა; ვ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი. მუხლი 6. პროკურატურის სტატუსი და დამოუკიდებლობა 1. საქართველოს პროკურატურა არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. დაუშვებელია პროკურატურის საქმიანობაში ჩარევა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელმაც შეიძლება ხელყოს მისი დამოუკიდებლობა. 2. დაუშვებელია პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციითა და ამ კანონით. 3. პროკურატურას უფლება აქვს, კანონმდებლობით დადგენილი წესით დადოს ხელშეკრულება, შეიძინოს ქონება, ფლობდეს და განკარგავდეს მას, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული სხვა უფლება-მოვალეობები. მუხლი 7. ქვემდებარეობა და სამოქმედო ტერიტორია 1. საქართველოს პროკურატურა სრული მოცულობით ატარებს გამოძიებას შემდეგ დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144¹−144³ მუხლებით, 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 335-ე მუხლითა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა, მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა ჩაიდინა; ბ) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულზე, რომელმაც პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში ანდა ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც მას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი ნების საწინააღმდეგოდ აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 111-ე, 113-ე−116-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე−124-ე, 126-ე, 126¹, 137-ე−139-ე, 143-ე−144-ე და 150-ე−151¹ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა ჩაიდინა; დ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტს; ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე−163-ე და 164⁴ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა ჩაიდინა; ვ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და 369¹ მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე, თუ იგი საქართველოს პროკურატურამ ამ პუნქტის „ა“−„ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დანაშაულთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას გამოავლინა. 2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული პროკურატურის თანამშრომელმა ჩაიდინა, სისხლის სამართლის საქმის საგამოძიებო ქვემდებარეობასა და ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული იმ დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც პროკურატურის თანამშრომელმა ჩაიდინა, საპროცესო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის წესს, აგრეთვე პროკურატურის ორგანოებისა და სტრუქტურული დანაყოფების სამოქმედო ტერიტორიებს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №693 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. კარი II პროკურატურის სისტემა, მართვა, დაქვემდებარება თავი III პროკურატურის სტრუქტურული მოწყობა და მართვა მუხლი 8. პროკურატურის სისტემა 1. პროკურატურის სისტემას ქმნიან: ა) საქართველოს გენერალური პროკურატურა (შემდგომ – გენერალური პროკურატურა); ბ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები; გ) თბილისის პროკურატურა; დ) საოლქო პროკურატურები; ე) რაიონული პროკურატურები; ვ) სპეციალიზებული პროკურატურები − ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 2. საგანგებო პროკურატურის ან სპეციალური პროკურატურის შექმნა აკრძალულია. 3. პროკურატურის საშტატო ერთეულებსა და მათ რაოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 4. საშტატო ერთეულის ცვლილების ან პროკურატურის ერთი ორგანოდან/სტრუქტურული დანაყოფიდან პროკურატურის სხვა ორგანოში/სტრუქტურულ დანაყოფში საშტატო ერთეულის გადატანის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს გენერალური პროკურორი. მუხლი 9. დაქვემდებარება და უფლებამოსილების დელეგირება 1. ყველა პროკურორი და პროკურატურის სხვა თანამშრომელი ექვემდებარება გენერალურ პროკურორს. 2. ზემდგომი პროკურორისადმი ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარება გულისხმობს: ა) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორისათვის პროკურატურის ორგანიზაციისა და საქმიანობის საკითხებზე მიცემულ მითითებათა შესრულების სავალდებულოობას; ბ) ქვემდგომი პროკურორის პასუხისმგებლობას ზემდგომი პროკურორის წინაშე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; გ) ზემდგომი პროკურორის მიერ აუცილებლობის შემთხვევაში ქვემდგომი პროკურორის უფლებამოსილებათა განხორციელებას ან ქვემდგომი პროკურორისათვის თავისი ცალკეული უფლებამოსილების განხორციელების დაკისრებას; დ) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებისა და აქტის გაუქმებას, მათში ცვლილების შეტანას, მათი სხვა გადაწყვეტილებით ან აქტით შეცვლას; ე) ზემდგომი პროკურორის მიერ ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებასა და აქტზე საჩივრის განხილვას; ვ) ქვემდგომი პროკურორის მიერ ზემდგომი პროკურორისათვის თავისი საქმიანობის შესახებ ანგარიშის, ინფორმაციის, საქმისა და მასალის წარდგენას. 3. გენერალური პროკურორი უფლებამოსილია განსაზღვროს ზემდგომი პროკურორისადმი ქვემდგომი პროკურორის დაქვემდებარების სხვა ფორმები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ამ კანონს. 4. ქვემდგომი პროკურორი და პროკურატურის სხვა თანამშრომელი ვალდებული არიან შეასრულონ ზემდგომი პროკურორის ყველა კანონიერი მოთხოვნა და მითითება. 5. პროკურატურის ორგანოების სტრუქტურა და უფლებამოსილება განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გენერალური პროკურორი. მუხლი 10. გენერალური პროკურატურა 1. გენერალური პროკურატურა არის პროკურატურის ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი. 2. გენერალურ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 3. გენერალური პროკურორის არყოფნის ან მისი უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, ხოლო გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის არყოფნის ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში − გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე. 4. გენერალური პროკურატურის სტრუქტურული დანაყოფებია დეპარტამენტები და სამმართველოები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ მათი მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლები, პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელეები, სტაჟიორები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. 5. დეპარტამენტის და სამმართველოს თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. მუხლი 11. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები 1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები არის პროკურატურის ორგანოები (შემდგომ − ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურები), რომლებსაც ხელმძღვანელობენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები. 2. ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 3. ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 4. ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 5. ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 6. ავტონომიური რესპუბლიკების პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორები, უფროსი გამომძიებლები, გამომძიებლები, პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელეები, სტაჟიორები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. 7. ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა დაქვემდებარებული პროკურატურების თანამშრომლებისათვის. 8. ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები უფლებამოსილი არიან, ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის დაცვით, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღონ საქმე და გამოსაძიებლად გადასცენ სხვა საგამოძიებო ორგანოს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრული წესითა და განსაზღვრულ შემთხვევებში. მუხლი 12. თბილისის პროკურატურა და საოლქო პროკურატურები 1. თბილისის პროკურატურა და საოლქო პროკურატურები არის პროკურატურის ორგანოები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ თბილისის პროკურორი და საოლქო პროკურორები. 2. თბილისის პროკურორსა და საოლქო პროკურორებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 3. თბილისის პროკურორსა და საოლქო პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 4. თბილისის პროკურატურასა და საოლქო პროკურატურებში არის განყოფილებები და სხვა სტრუქტურული დანაყოფები, რომლებსაც ჰყავთ უფროსები და შეიძლება ჰყავდეთ სტრუქტურული დანაყოფების უფროსების მოადგილეები, უფროსი პროკურორები, პროკურორები, უფროსი გამომძიებლები, გამომძიებლები, პროკურატურის პროფესიული საჯარო მოხელეები, სტაჟიორები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. 5. თბილისის პროკურატურისა და საოლქო პროკურატურების თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 6. თბილისის პროკურორი და საოლქო პროკურორები კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა დაქვემდებარებული პროკურატურების თანამშრომლებისათვის. 7. თბილისის პროკურატურისა და საოლქო პროკურატურის სამოქმედო ტერიტორიას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. მუხლი 13. რაიონული პროკურატურები 1. რაიონული პროკურატურები არის პროკურატურის ორგანოები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ რაიონული პროკურორები. 2. რაიონულ პროკურორებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 3. რაიონულ პროკურორებს ჰყავთ მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 4. რაიონული პროკურატურის თანამშრომლებს: უფროს პროკურორებს, პროკურორებს, პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეებს, სტაჟიორებს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გენერალური პროკურორი. 5. რაიონული პროკურორები კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა დაქვემდებარებული პროკურატურის თანამშრომლებისათვის. 6. რაიონული პროკურატურების სამოქმედო ტერიტორიებს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. მუხლი 14. სპეციალიზებული პროკურატურა საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა ფარგლებში გენერალურ პროკურორს შეუძლია დროებით შექმნას სპეციალიზებული პროკურატურა და განსაზღვროს მისი საქმიანობის მიმართულებები და ფუნქციონირების ვადა. თავი IV გენერალური პროკურორი მუხლი 15. გენერალური პროკურორი 1. საქართველოს პროკურატურას ხელმძღვანელობს გენერალური პროკურორი. 2. გენერალური პროკურორი: ა) თანამდებობაზე ნიშნავს, აწინაურებს, ათავისუფლებს და პროკურატურიდან ითხოვს პროკურატურის თანამშრომლებს; ბ) განსაზღვრავს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილებებს; გ) გამოსცემს ნორმატიულ
წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.