პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

ტექსტი

ბუღალტრული აღრიცხვის,ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ

თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი ადგენს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების, მმართველობის ანგარიშგების და ამ კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული გადახდების შესახებ ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის, პროფესიული სერტიფიცირების, აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელების და მისი ხარისხის უზრუნველყოფის, აღნიშნულ სფეროებზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების და პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. ამ კანონის მიზანია ფინანსური გამჭვირვალობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა სუბიექტთა ანგარიშგებისა და აუდიტის მარეგულირებელი შესაბამისი ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებთან მიახლოებით. 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ საბიუჯეტო ორგანიზაციაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ბუღალტრული აღრიცხვა – სუბიექტის საქმიანობასა და რესურსებზე გავლენის მომხდენი, ფულად ერთეულში შეფასებადი ეკონომიკური მოვლენების ამსახველი ინფორმაციის შეგროვების, რეგისტრაციის, შეფასების, განზოგადების და შესაბამისი ანგარიშგების მწყობრი და უწყვეტი სისტემა; ბ) ბუღალტერი − ფიზიკური პირი, რომელიც უშუალოდ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას ან/და ამზადებს ფინანსურ ანგარიშგებას; ბ¹) პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტერი − ბუღალტერი, რომელიც რეგისტრირებულია ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრში და მომსახურების დამკვეთისთვის ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ან/და ფინანსური ანგარიშგების მომზადების მომსახურებას; ბ²) საბუღალტრო ფირმა − საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის საქართველოში არსებული ფილიალი, რომელიც რეგისტრირებულია საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მომსახურების დამკვეთისთვის ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების ან/და ფინანსური ანგარიშგების მომზადების მომსახურებას; გ) ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები − ეკონომიკური მოვლენების დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები და მაგროვებელი დოკუმენტები; დ) ფინანსური ანგარიშგება – გასული საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური ინფორმაცია, რომელშიც წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად სტრუქტურულად არის მოცემული სუბიექტის ფინანსური მდგომარეობა, საქმიანობის შედეგები, ფულადი სახსრებისა და კაპიტალის მოძრაობა, სააღრიცხვო პოლიტიკა და განმარტებითი შენიშვნები; ე) სუბიექტი − საჯარო სამართლის და კერძო სამართლის იურიდიული პირები, გარდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციისა და საქართველოს ეროვნული ბანკისა, სხვა ქვეყნის საწარმოს ფილიალი, ინდივიდუალური მეწარმე, თუ ისინი აკმაყოფილებენ ამ პუნქტის „უ“–„ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საწარმოთა შემოსავლის, ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული აქტივების და დასაქმებულთა რაოდენობის კრიტერიუმებს; ვ) აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება) – აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის მიერ შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების საფუძველზე ჩატარებული სამუშაო, რომელიც მიმართულია: ვ.ა) აუდიტის საფუძველზე ფინანსური ანგარიშგების (მათ შორის, სპეციალური დანიშნულების ფინანსური ანგარიშგების) უტყუარობის, სამართლიანობისა და სისრულის, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით მისი წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად მომზადების შესახებ აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის მოსაზრების გამოთქმისკენ; ვ.ბ) ფინანსური ანგარიშგების მიმოხილვით აუდიტორის/აუდიტორული (აუდიტური) ფირმის დასკვნის გამოტანისკენ; ვ.გ) სხვა დასაბუთებული ან/და შეზღუდული მარწმუნებელი გარიგების საფუძველზე შესაბამისი მოსაზრების გამოთქმისკენ ან დასკვნის გამოტანისკენ; ვ.დ) ამ კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სხვა მიზნების განხორციელებისკენ; ზ) აუდიტორი − სერტიფიცირებული ბუღალტერი, რომელიც არის ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციის წევრი, რეგისტრირებულია აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში (შემდგომ – რეესტრი) და უფლებამოსილია განახორციელოს აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), მათ შორის, ინდივიდუალურად; თ) აუდიტორული (აუდიტური) ფირმა (შემდგომ – აუდიტორული ფირმა) − საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის ფილიალი საქართველოში, რომელიც რეგისტრირებულია რეესტრში და აუდიტორულ საქმიანობას (მომსახურებას) ახორციელებს გარიგების პარტნიორის (პარტნიორების) მეშვეობით; თ¹) ქსელი − თანამშრომლობაზე დაფუძნებული ფართო ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელშიც გაერთიანებულია აუდიტორი ან აუდიტორული ფირმა და რომელიც ცალსახად ორიენტირებულია მოგებაზე ან ხარჯების განაწილებაზე ან არის საერთო საკუთრება, ექვემდებარება საერთო კონტროლს ან მართვას, იყენებს საერთო საფირმო სახელწოდებას ან პროფესიული რესურსების მნიშვნელოვან ნაწილს და აქვს საერთო ხარისხის მართვის პოლიტიკა, პროცედურები და ბიზნესსტრატეგია; ი) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომ – სამსახური) – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება; კ) პროფესიული მომსახურება – მომსახურება, რომელსაც ახორციელებს აუდიტორი/აუდიტორული ფირმა საბუღალტრო, აუდიტორულ, საგადასახადო, ფინანსური მენეჯმენტის ან/და სხვა, მსგავს ბიზნესსაკონსულტაციო სფეროში და რომელიც ბუღალტრულ და მასთან დაკავშირებულ უნარებს მოითხოვს; ლ) სერტიფიცირებული ბუღალტერი − ფიზიკური პირი, რომელიც სამსახურის მიერ დადგენილი პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის შესაბამისად სერტიფიცირებულია ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციის მიერ ან სერტიფიცირებულ ბუღალტრად აღიარებულია ამ კანონით და რომელიც სერტიფიცირების შემდეგ თავის კვალიფიკაციას განგრძობითი განათლების სტანდარტის შესაბამისად ადასტურებს; მ) გარიგების პარტნიორი – აუდიტორი, რომელიც აუდიტორულმა ფირმამ კონკრეტული აუდიტის ჩატარებისათვის ან სხვა აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელებისათვის მთავარ პასუხისმგებელ პირად დანიშნა და რომელიც აუდიტორული ფირმის სახელით მოქმედებს, ან აუდიტორი, რომელიც ხელს აწერს აუდიტორულ დასკვნას ან სხვა აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელების შედეგად შემუშავებულ დოკუმენტს; ნ) აუდიტორული დასკვნა – აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელშიც აუდიტორი/აუდიტორული ფირმა გამოთქვამს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რამდენად არის ფინანსური ანგარიშგება მომზადებული ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, წარდგენის შესაფერისი საფუძვლების შესაბამისად, ან უარს განაცხადებს მოსაზრების გამოთქმაზე; ო) წარდგენის შესაფერისი საფუძვლები – ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის საფუძვლები, რომელთა გამოყენება სუბიექტისათვის სავალდებულოა ან ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად; პ) მარწმუნებელი გარიგება − გარიგება, რომლის განხორციელების შედეგად აუდიტორი/აუდიტორული ფირმა განსახილველი საგნისადმი მესამე პირის ნდობის ხარისხის ასამაღლებლად გამოთქვამს მოსაზრებას ამ საგნის შეფასების ან/და გაზომვის შედეგის სათანადო კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ; ჟ) ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის საბჭო (შემდგომ – საბჭო) – სამსახურთან არსებული, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო; რ) ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია (შემდგომ – პროფესიული ორგანიზაცია) – ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად და აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს; ს) სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანო – იურიდიული პირი, სხვა ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირის ფილიალი საქართველოში, რომლებიც ამ კანონის მიზნებისათვის სამსახურის მიერ აღიარებულია პირთათვის სერტიფიცირებული ბუღალტრის გამოცდების ორგანიზების განმახორციელებელ ორგანოდ; ტ) მეოთხე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ტ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარს არ აღემატება; ტ.ბ) შემოსავალი 2 მილიონ ლარს არ აღემატება; ტ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 10-ს არ აღემატება; უ) მესამე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც არ არის მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: უ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 10 მილიონ ლარს არ აღემატება; უ.ბ) შემოსავალი 20 მილიონ ლარს არ აღემატება; უ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 50-ს არ აღემატება; ფ) მეორე კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომელიც არ არის მესამე ან მეოთხე კატეგორიის საწარმო და რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ფ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს არ აღემატება; ფ.ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს არ აღემატება; ფ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს არ აღემატება; ქ) პირველი კატეგორიის საწარმო – სუბიექტი, რომლის მაჩვენებლები საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს შემდეგი სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს აკმაყოფილებს: ქ.ა) აქტივების ჯამური ღირებულება 50 მილიონ ლარს აღემატება; ქ.ბ) შემოსავალი 100 მილიონ ლარს აღემატება; ქ.გ) საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 250-ს აღემატება; ღ) შემოსავალი – ამ კანონის მიზნებისათვის სუბიექტის მიერ ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის შედეგად, საქონლის გაყიდვიდან ან/და მომსახურების გაწევიდან მიღებული მთლიანი სარგებელი. შემოსავალი არ მოიცავს სავაჭრო ფასდათმობას, არაპირდაპირ გადასახადს, მესამე მხარის სახელით მიღებულ თანხებს და სუბიექტის კუთვნილი აქტივების გამოყენებიდან დივიდენდის, პროცენტისა და როიალტის სახით მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი სარგებლის მიღება სუბიექტის ძირითადი ეკონომიკური საქმიანობის შედეგია; ყ) საზოგადოებრივი დაინტერესების პირი (შემდგომ – სდპ) – იურიდიული პირი, რომელიც არის: ყ.ა) ანგარიშვალდებული საწარმო, რომლის ფასიანი ქაღალდები საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ.ბ) კომერციული ბანკი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად; ყ.ბ¹) მიკრობანკი „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ.გ) მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ.დ) მზღვეველი „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ.ე) „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საპენსიო კომპანია; ყ.ვ) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული ავტორიზებული საინვესტიციო კომპანია; ყ.ვ¹) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მართავს საპენსიო სქემას; ყ.ზ) არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირი „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ყ.თ) საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე სამსახურის მიერ სდპ-ად განსაზღვრული პირი (გარდა საქართველოს ეროვნული ბანკისა); [ ყ.ი) „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფაქტორინგული კომპანია; (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] შ) არაპრაქტიკოსი – ფიზიკური პირი, რომელსაც სამსახურის უფროსად დანიშვნამდე ან საბჭოს წევრად დამტკიცებამდე სულ მცირე ბოლო 3 უწყვეტი წლის განმავლობაში და საბჭოს წევრად ყოფნის პერიოდში არ განუხორციელებია აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება), აუდიტორულ ფირმაში ხმის უფლება არ ჰქონია, აუდიტორულ ფირმაში მმართველობითი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დასაქმებული არ ყოფილა და არც სხვაგვარად ყოფილა აუდიტორულ ფირმასთან დაკავშირებული; ჩ) კონტროლი – ეს ტერმინი საწარმოებს შორის ურთიერთობასთან მიმართებით განიმარტება ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ც) მშობელი საწარმო – სუბიექტი, რომელიც ერთ ან რამდენიმე შვილობილ საწარმოს აკონტროლებს; ძ) შვილობილი საწარმო – სუბიექტი, რომელსაც მშობელი საწარმო აკონტროლებს, მათ შორის, შვილობილი საწარმო, რომელიც წარმოადგენს მშობელ საწარმოს; წ) ჯგუფი – მშობელი საწარმო და ყველა მისი შვილობილი საწარმო; ჭ) ხარისხის მართვის სისტემის მონიტორინგი − აუდიტორის/აუდიტორული ფირმის მიერ გამოყენებული პროცედურების აუდიტის, მიმოხილვის, სხვა მარწმუნებელი გარიგებებისა და დაკავშირებული მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებსა და ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის, ეთიკის წესების დაცვის, გამოყენებული რესურსების ხარისხისა და რაოდენობის, აუდიტორული საქმიანობის (მომსახურების) განხორციელებისთვის მიღებული ანაზღაურების მართლზომიერების და ხარისხის მართვის სისტემის შეფასება; ხ) კორპორაციული მართვის კოდექსი – დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საწარმოს მმართველობითი ორგანოების მიერ მართვის განხორციელების, ეფექტიანობის, ანაზღაურების, პარტნიორებთან/აქციონერებთან ურთიერთობის და მათ წინაშე ანგარიშვალდებულების წესებს, აგრეთვე არეგულირებს კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს; ჯ) მარეგულირებელი ორგანო – „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, საქართველოში მოქმედი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო; ჰ) საზედამხედველო ორგანო – „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საზედამხედველო ორგანო; ჰ¹) ქონების მმართველი – „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ქონების მმართველი; ჰ²) მნიშვნელოვანი წილი − აუდიტორული ფირმის/საბუღალტრო ფირმის წილის ან/და ხმის უფლების 10 პროცენტის ან 10 პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან საწარმოს მართვაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, ხმის უფლების ოდენობის მიუხედავად. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება საერთაშორისოდ აღიარებული ფინანსური ანგარიშგების, აუდიტის, სხვა მარწმუნებელი გარიგების, დაკავშირებული მომსახურებისა და სხვა აუდიტორული მომსახურების სტანდარტების შესაბამისად. საქართველოს 2017 წლის 2 ნოემბრის კანონი №1327 - ვებგვერდი, 13.11.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1908 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2288 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2609 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3345 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2024 წლის 29 მაისის კანონი №4206 – ვებგვერდი, 14.06.2024წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1464 - ვებგვერდი, 06.04.2026წ. თავი II ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება მუხლი 3. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამართლებრივი საფუძვლები 1. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით. ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს. 2. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები შედგება: ა) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებისაგან (IFRS); ბ) მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტისგან (IFRS for SMEs); გ) მეოთხე კატეგორიის საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტისგან; დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტისგან. 3. ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS) არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული და გამოცემული სრული სტანდარტები, რომლებიც მოიცავს: ა) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებს; ბ) ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს; გ) ფინანსური ანგარიშგების ინტერპრეტაციების საერთაშორისო საბჭოს (IFRIC) მიერ ან ინტერპრეტაციების მუდმივმოქმედი კომიტეტის (SIC) მიერ მიღებულ ინტერპრეტაციებს. 4. მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (IFRS for SMEs) არის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ დამტკიცებული, მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (IFRS for SMEs). 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტების გამოყენება სავალდებულოა. ამ სტანდარტების სამოქმედოდ შემოღებას უზრუნველყოფს სამსახური მათი განახლებიდან 6 თვის ვადაში. სუბიექტს უფლება აქვს, გამოიყენოს ამ სტანდარტების მოქმედი (ინგლისურენოვანი) რედაქცია. 6. მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებს ადგენს სამსახური. ამ სტანდარტების გამოყენება სავალდებულოა. ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც არ არის ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტი, უფლებამოსილია ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების წარმოების მიზნით გამოიყენოს ამ პუნქტის შესაბამისად მეოთხე კატეგორიის საწარმოებისათვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები. 6¹. რეესტრში რეგისტრირებული აუდიტორული ფირმის ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება სულ მცირე უნდა შეესაბამებოდეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტს (IFRS for SMEs). 7. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების გამოყენების მიზნით სუბიექტები იყოფა ზომითი კატეგორიების მიხედვით. სუბიექტების ზომითი კატეგორიების მიხედვით დაყოფა რეგულირდება ამ კანონით. 8. სუბიექტები ვალდებული არიან, ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება აწარმოონ შემდეგი წესით: ა) სდპ-ები და პირველი კატეგორიის საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად; ბ) მეორე და მესამე კატეგორიების საწარმოები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის (IFRS for SMEs) შესაბამისად. ამასთანავე, მათ უფლება აქვთ, გამოიყენონ ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS); გ) მეოთხე კატეგორიის საწარმოები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას აწარმოებენ სამსახურის მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 9. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შესაბამისი სტანდარტების მიხედვით წარმოების ვალდებულება, რომელიც ამ კანონით დამოკიდებულია სუბიექტის ზომით კატეგორიაზე, არ ვრცელდება იმ სუბიექტებზე, რომელთა საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმატიული აქტები ითვალისწინებს ამ კანონით გათვალისწინებული სხვა სტანდარტების გამოყენების წესს, თუ ეს წესი არ ითხოვს სუბიექტის ზომითი კატეგორიისათვის დადგენილ ანგარიშგების სტანდარტებზე დაბალი რანგის ანგარიშგების სტანდარტების გამოყენებას. 10. მეოთხე კატეგორიის საწარმოებსა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, გამოიყენონ მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დადგენილი ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი (IFRS for SMEs) ან ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS). 11. თუ სუბიექტი/ჯგუფი 2 უწყვეტი საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს აღარ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“–„ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამი კრიტერიუმიდან სულ მცირე ორ კრიტერიუმს, საწარმოს/ჯგუფის ზომითი კატეგორია შეიცვლება და გამოიყენება შესაბამისი კატეგორიისათვის დადგენილი მოთხოვნები. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული პერიოდი არ ეხება იმ საწარმოს/ჯგუფს, რომლის ზომითი კატეგორია წინა საანგარიშგებო პერიოდთან შედარებით ორი ან მეტი კატეგორიით გაიზარდა. 13. თუ სუბიექტის ზომითი კატეგორია წინა საანგარიშგებო პერიოდთან შედარებით არ შეცვლილა, მაგრამ სუბიექტს განზრახული აქვს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სხვა სტანდარტის გამოყენება, იგი უფლებამოსილია გამოიყენოს მხოლოდ უფრო მაღალი ზომითი კატეგორიის სუბიექტისათვის დადგენილი სტანდარტი. 14. ჯგუფის ზომითი კატეგორიის განსაზღვრისთვის გამოიყენება ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“–„ქ“ ქვეპუნქტების შესაბამისად ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების მიხედვით მშობელი საწარმოს საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს კონსოლიდაციის წესით გამოანგარიშებული აქტივების ჯამური ღირებულება, შემოსავალი და საანგარიშგებო პერიოდში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა. 15. პირველი, მეორე და მესამე კატეგორიების ჯგუფების კონსოლიდირებულ ანგარიშგებაზე ვრცელდება ამ კანონით

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.