პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
სარჩევი · 80 თავი
  1. კარი პირველი სასამართლო
  2. თავი I სამართალწარმოების ძირითადი დებულებანი
  3. თავი II უწყებრივი ქვემდებარეობა
  4. თავი III განსჯადობა
  5. თავი IV სასამართლოს შემადგენლობა. აცილება #
  6. თავი V პროცესის ხარჯები # # # #
  7. თავი VI საპროცესო უზრუნველყოფა
  8. თავი VII საპროცესო ვადები #
  9. თავი VIII სასამართლო შეტყობინება და დაბარება # # #
  10. კარი მეორე მხარეები
  11. თავი IX მხარეთა საპროცესო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა # # # # # # #
  12. თავი X საპროცესო თანამონაწილეობა
  13. თავი XI მესამე პირები #
  14. თავი XII წარმომადგენლობა სასამართლოში # # # # #
  15. კარი მესამე სასამართლო მტკიცებულებები # # # #
  16. თავი XIII მტკიცებულებათა შეგროვება და შეფასება
  17. თავი XIV მტკიცებულებათა უზრუნველყოფა
  18. თავი XV ადგილზე დათვალიერება
  19. თავი XVI მხარეთა ახსნა-განმარტება
  20. თავი XVII წერილობითი მტკიცებულება
  21. თავი XVIII მოწმეთა ჩვენება
  22. თავი XIX ნივთიერი მტკიცებულება
  23. თავი XX ექსპერტის დასკვნა
  24. კარი მეოთხე სასარჩელო წარმოება
  25. თავი XXI საქმეების განხილვა პირველი ინსტანციით
  26. თავი XXI¹ სასამართლო მედიაცია # # # #
  27. თავი XXII შეგებებული სარჩელი
  28. თავი XXIII სარჩელის უზრუნველყოფა # # #
  29. თავი XXIV საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად # # #
  30. თავი XXV სასამართლოს მთავარი სხდომა
  31. თავი XXVI დაუსწრებელი გადაწყვეტილება # #
  32. თავი XXVII სასამართლო გადაწყვეტილება
  33. თავი XXVIII სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება # # #
  34. თავი XXIX საქმის წარმოების დამთავრება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე
  35. თავი XXX საქმის წარმოების შეჩერება
  36. თავი XXXI სასამართლო განჩინება
  37. თავი XXXII სასამართლო ოქმი
  38. კარი მეხუთე გამარტივებული წარმოება
  39. თავი XXXIII თამასუქისა და ჩეკის თაობაზე აღძრული სარჩელების განხილვა
  40. თავი XXXIV (ამოღებულია)
  41. თავი XXXIV¹ ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე საქმის განხილვის გამარტივებული წესი
  42. თავი XXXIV² აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ საქმის განხილვის წესი
  43. თავი XXXIV³ ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტივებული წესი
  44. თავი XXXIV⁴ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკითხების განხილვის წესი
  45. თავი XXXIV⁵ კეიპტაუნის კონვენციით გათვალისწინებული უფლების დაცვის დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების განხილვის გამარტივებული წესი
  46. კარი მეექვსე უდავო წარმოება
  47. თავი XXXV ზოგადი დებულებანი
  48. თავი XXXVI იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა
  49. თავი XXXVI¹ ცოცხალ დონორობაზე თანხმობის გაცემა საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5580 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
  50. თავი XXXVII მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადება
  51. თავი XXXVIII (ამოღებულია) საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
  52. თავი XXXIX დაკარგულ ან განადგურებულ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდსა და საორდერო ფასიან ქაღალდზე უფლების აღდგენა (გამოწვევითი წარმოება)
  53. თავი XL ქონების უპატრონოდ ცნობა
  54. თავი XLI (ამოღებულია)
  55. თავი XLII შვილად აყვანა # # #
  56. თავი XLII¹ დაკარგული საქმის წარმოების აღდგენა
  57. კარი მეშვიდე არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენების, საოჯახო, ადმინისტრაციული, სახელმწიფო-სამართლებრივი ურთიერთობებიდან წარმოშობილი და რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვ
  58. თავი XLII² არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნებასთან ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმეთა განხილვის თავისებურებანი
  59. თავი XLII³ „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციით გათვალისწინებულ საქმეთა განხილვის თავისებურებანი
  60. თავი XLIII საოჯახო საქმეთა განხილვის თავისებურებანი
  61. (ამოღებულია)
  62. თავი XLIV ¹ წარმოება რეკეტული ქონების, თანამდებობის პირის, „ქურდული სამყაროს“ წევრის, ადამიანით მოვაჭრის, ნარკოტიკული საშუალების გავრცელების ხელშემწყობის ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე ან/და 331 ¹ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირის ქონების ჩამორთმევასა და სახ
  63. თავი XLIV² წარმოება პირის ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისათვის მსჯავრდებულ პირთან დაკავშირებულ პირად ცნობის თაობაზე საქმის განხილვასთან დაკავშირებით
  64. კარი მეშვიდე¹ სასამართლოს მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვასა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებაში
  65. თავი XLIV³ არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის თავისებურებანი
  66. თავი XLIV⁴ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება. სააღსრულებო ფურცლის გაცემა
  67. თავი XLIV⁵ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება
  68. თავი XLIV⁶ (ამოღებულია)
  69. თავი XLIV⁷ (ამოღებულია)
  70. თავი XLIV⁸ (ამოღებულია)
  71. თავი XLIV⁹ სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე
  72. კარი მეშვიდე⁴ პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება და მხარდაჭერის მიმღებად ცნობა საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
  73. თავი XLIV¹⁰ პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.
  74. თავი XLIV¹¹ პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა
  75. კარი მეშვიდე⁵ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე სამართალწარმოების თავისებურებანი #
  76. თავი XLIV¹² ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებანი, ინფორმაციის მიღების უფლება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებანი
  77. თავი XLIV¹³
  78. კარი მეშვიდე⁷ სასამართლოს მონაწილეობა კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებაში
  79. თავი XLIV¹⁴ კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულება
  80. კარი მეშვიდე⁸ სამართალწარმოება გაფიცვასთან ან ლოკაუტთან დაკავშირებულ საქმეზე
  81. თავი XLIV¹⁵ გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების საქმის განხილვა
  82. თავი XLIV¹⁶ „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენციის შესაბამისად დადებული საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობა და აღსრულება
  83. კარი მეშვიდე¹⁰ „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საქმის განხილვის თავისებურებანი
  84. თავი XLIV¹⁷ „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საქმის განხილვის თავისებურებანი
  85. კარი მეშვიდე¹¹ სამართალწარმოება ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეზე
  86. თავი XLIV¹⁸ სამართალწარმოება ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეზე
  87. კარი მერვე აპელაცია
  88. თავი XLV აპელაციის დასაშვებობა #
  89. თავი XLVI საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოში
  90. თავი XLVII სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
  91. კარი მეცხრე კასაცია
  92. თავი XLVIII კასაციის დასაშვებობა # #
  93. თავი XLIX საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში
  94. თავი L საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება
  95. კარი მეათე კერძო საჩივარი #
  96. თავი LI კერძო საჩივრის დასაშვებობა და განხილვის წესი
  97. კარი მეთერთმეტე საქმის წარმოების განახლება
  98. თავი LII განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ და მისი განხილვის წესი
  99. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

კარი მეშვიდე¹ სასამართლოს მონაწილეობა საარბიტრაჟო განხილვასა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებაში

თავი XLIV⁶ (ამოღებულია)

მუხლი 356²⁸. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3096 – ვებგვერდი, 27.02.2015წ.

მუხლი 356²⁹. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3096 – ვებგვერდი, 27.02.2015წ.

მუხლი 356³⁰. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3096 – ვებგვერდი, 27.02.2015წ.

მუხლი 356³¹. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3096 – ვებგვერდი, 27.02.2015წ.

მუხლი 356³². (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3096 – ვებგვერდი, 27.02.2015წ.

თავი XLIV⁷ (ამოღებულია)

მუხლი 356³³. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3096 – ვებგვერდი, 27.02.2015წ.

მუხლი 356³⁴. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3096 – ვებგვერდი, 27.02.2015წ.

მუხლი 356³⁵. (ამოღებულია).

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3096 – ვებგვერდი, 27.02.2015წ.

თავი XLIV⁸ (ამოღებულია)

მუხლი 356³⁶. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3096 – ვებგვერდი, 27.02.2015წ.

მუხლი 356³⁷. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5665 - ვებგვერდი, 11.01.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 19 თებერვლის კანონი №3096 – ვებგვერდი, 27.02.2015წ.

თავი XLIV⁹ სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე

მუხლი 363¹. სარჩელის დასაშვებობა

დისკრიმინაციასთან დაკავშირებული სარჩელი შეიძლება განხილულ იქნეს ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2392 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.

მუხლი 363². სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა

1. ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა.

1¹. საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფის საკითხებზე ზედამხედველობის ფუნქციის შესრულებისას, როგორც მოსარჩელემ, ამ კოდექსის შესაბამისად, სარჩელით მიმართოს სასამართლოს, თუ იურიდიულმა პირმა, სხვა ორგანიზაციულმა წარმონაქმნმა, პირთა გაერთიანებამ იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტმა მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს.

1². სპეციალური მოსარჩელე უფლებამოსილია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სარჩელით მიმართოს სასამართლოს, თუ საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრას ან/და მნიშვნელოვანია ამ სფეროში სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებისათვის, აგრეთვე თუ ადგილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კოლექტიურ დარღვევას ან სავარაუდო დარღვევას.

2. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან პირს უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია.

2 ¹. პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სარჩელით მიმართოს სასამართლოს მაშინაც, თუ შრომითი ურთიერთობა, რომლის დროსაც მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედება განხორციელდა, დასრულებულია.

3. პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული სარჩელით მოითხოვოს:

ა) დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა ან/და მისი შედეგების აღმოფხვრა;

ბ) მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

4. საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილია სარჩელით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს იმ იურიდიული პირის, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის, პირთა გაერთიანების იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტის მიერ მისი რეკომენდაციის შესრულება, რომელმაც, საქართველოს სახალხო დამცველის ვარაუდით, დისკრიმინაციული ქმედება განახორციელა და მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2392 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.

საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4551 – ვებგვერდი, 10.05.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6839 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 363³. მტკიცების ტვირთი

სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2392 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.

მუხლი 363⁴. სარჩელის წარმოებაში მიღება

1. სასამართლო სარჩელის შეტანიდან 3 დღის ვადაში იხილავს მისი წარმოებაში მიღების საკითხს.

2. სასამართლოს სარჩელი ამ კოდექსის მოთხოვნების დაცვით უნდა წარედგინოს.

3. სარჩელის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად წარდგენის შემთხვევაში სასამართლო ადგენს ხარვეზს და მოსარჩელეს მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 დღეზე ნაკლები. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სარჩელსა და თანდართულ დოკუმენტებს მოსარჩელეს უბრუნებს.

4. სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინება კერძო საჩივრით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსარჩელისათვის მისი გაცნობიდან 3 დღის ვადაში.

5. სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეგზავნება მოპასუხეს და მას შესაგებლის წარსადგენად 10 დღის ვადა ეძლევა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2392 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.

მუხლი 363⁵. სასამართლო გადაწყვეტილება

1. სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებისა და დისკრიმინაციის მსხვერპლის სარჩელის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ ან გადაწყვეტილება დისკრიმინაციის მსხვერპლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

2. დისკრიმინაციის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება დისკრიმინაციის ფაქტის დადასტურებისა და იურიდიული პირის, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის, პირთა გაერთიანების იურიდიული პირის შეუქმნელად ან მეწარმე სუბიექტის მიმართ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოცემული რეკომენდაციის აღსრულებასთან დაკავშირებით ან გადაწყვეტილება საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2392 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.

საქართველოს 2019 წლის 3 მაისის კანონი №4551 – ვებგვერდი, 10.05.2019წ.

მუხლი 363⁶. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. ამ კოდექსის 363⁵მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება მხარემ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში ამავე კოდექსით დადგენილი წესით.

2. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა;

ბ) განსახილველად იღებს სააპელაციო საჩივარს.

3. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში ზეპირი მოსმენით განიხილავს სააპელაციო საჩივარს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს;

ბ) უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

4. სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოს უბრუნებს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2392 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.

კარი მეშვიდე⁴ პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება და მხარდაჭერის მიმღებად ცნობა საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

თავი XLIV¹⁰ პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 363⁷. განცხადების დასაშვებობა

პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შესახებ განცხადება განიხილება ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 363⁸. განცხადების სასამართლოში შეტანა

1. იმ პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შესახებ განცხადება, რომელიც ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებას ეძალება, რის გამოც თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს, სასამართლოში შეიძლება შეიტანოს მისი ოჯახის წევრმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ.

2. პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 363⁹. განცხადების შინაარსი

იმ პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შესახებ განცხადებაში, რომელიც ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებას ეძალება, უნდა მიეთითოს ის გარემოებები, რომლებიც ადასტურებს, რომ ეს პირი თავის ოჯახს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 363¹⁰. განცხადების განხილვა

1. პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით.

2. განმცხადებელი განთავისუფლებულია პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 363¹¹. სასამართლო გადაწყვეტილება

პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ პირისთვის მზრუნველის დანიშვნის საფუძველია.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 363¹². პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების გაუქმება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-14 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლოს შეზღუდულქმედუნარიანი პირის, მისი მზრუნველის ან ოჯახის წევრის განცხადების საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება ამ პირის შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების გაუქმების შესახებ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

თავი XLIV¹¹ პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა

მუხლი 363¹³. განცხადების დასაშვებობა

პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება განიხილება ამ თავით დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 363¹⁴. განცხადების სასამართლოში შეტანა

1. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება სასამართლოში შეიძლება შეიტანოს ამ პირმა, მისი ოჯახის წევრმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, ფსიქიატრიულმა ან სპეციალიზებულმა დაწესებულებამ.

2. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადება შეიტანება სასამართლოში ამ პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული – სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 363¹⁵. განცხადების შინაარსი

1. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს:

ა) სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეიტანება განცხადება;

ბ) სფერო, რომელშიც პირს მხარდაჭერა სჭირდება, აგრეთვე პირის მხარდაჭერის საჭიროება მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით;

გ) ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც განმცხადებელი ამყარებს თავის მოთხოვნას;

დ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებებს და იმ ფაქტს, რომ პირს აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში;

ე) განმცხადებლის მოთხოვნა;

ვ) განმცხადებლის შუამდგომლობა – არსებობის შემთხვევაში.

2. განმცხადებელმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფსიქიატრის, ფსიქოლოგისა და სოციალური ექსპერტის დასკვნები პირის ფსიქიკური მდგომარეობის და სოციალური ადაპტაციის შესახებ, არსებობის შემთხვევაში.

3. პირს მხარდაჭერა შეიძლება დაენიშნოს შრომითი საქმიანობის, წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვის/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, მისთვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და სხვა უფლებებისა და მოვალეობების განსახორციელებლად, რომლებსაც სასამართლო ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე განსაზღვრავს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 363¹⁶. განცხადების წარმოებაში მიღება

1. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადებას სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესით, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. განცხადების წარმოებაში მიღების საკითხს სასამართლო განიხილავს მისი შეტანიდან 5 დღის ვადაში.

3. განცხადების სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად შეტანის შემთხვევაში სასამართლო ადგენს ხარვეზს და განმცხადებელს მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც არ შეიძლება იყოს 3 დღეზე ნაკლები. ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში აღმოფხვრის შემთხვევაში სასამართლო განცხადებას წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტებს განმცხადებელს უბრუნებს.

4. განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 363¹⁷. დროებითი მხარდაჭერა

1. სასამართლო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, საქმის წარმოების დასრულებამდე დანიშნოს დროებითი მხარდამჭერი, თუ მიიჩნევს, რომ იმ პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, შესაძლებელია შეუქცევადი ზიანი მიადგეს.

2. დროებითი მხარდამჭერი შეიძლება იყოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი.

3. დროებითი მხარდაჭერის დაწესების შესახებ განცხადებას სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს მისი შეტანიდან 5 დღის ვადაში. მხარის გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ დროებითი მხარდაჭერის დაწესების საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

4. დროებითი მხარდაჭერის დაწესების შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 363¹⁸. განცხადების განხილვა

1. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმეს სასამართლო განიხილავს ამ პირის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით.

2. თუ პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია დაესწროს სასამართლო სხდომას, მისი მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამ პირთან მოსამართლის პირდაპირი კონტაქტი. ასეთ შემთხვევაში სავალდებულოა სასამართლო სხდომის ვიდეოფაილის სახით ჩაწერა. სასამართლო სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს სხდომაში პირის კომუნიკაციის ელექტრონული ან სხვა საშუალების გამოყენებით მონაწილეობის შესახებ.

3. იმ პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, სასამართლო ვალდებულია საქმის განხილვა სხვა დროისთვის გადადოს. ამ შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

4. განმცხადებელი განთავისუფლებულია პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 363¹⁹. სავალდებულო დაცვა

პირს, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, უნდა ჰყავდეს ადვოკატი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 363²⁰. ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირის ინდივიდუალური შეფასებისათვის ექსპერტიზის დანიშვნა

1. ამ კოდექსის 363¹⁶ მუხლის შესაბამისად განცხადების წარმოებაში მიღებისთანავე სასამართლო ნიშნავს ექსპერტიზას „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, აშკარად თავს არიდებს ექსპერტიზას, სასამართლო უფლებამოსილია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე, თავის სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის, აგრეთვე ამ პირის ადვოკატის სავალდებულო მონაწილეობით გამოიტანოს განჩინება ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩასატარებლად პირის იძულებით გაგზავნის შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული იძულებითი ექსპერტიზა ტარდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საკითხიც განიხილება, თავისი ქმედებით არსებით ზიანს აყენებს საკუთარ ან სხვათა უფლებებს.

4. სასამართლო სხდომაზე უნდა დაიკითხოს ყველა ექსპერტი და მულტიდისციპლინური ჯგუფის წევრი, რომელთა დასკვნებიც საქმის მასალებშია წარმოდგენილი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 363²¹. სასამართლო გადაწყვეტილება

1. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება მისთვის მხარდამჭერის (მხარდამჭერების) დანიშვნის საფუძველია.

2. სასამართლო გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს:

ა) უფლება, რომლით სარგებლობისთვისაც უწესდება პირს მხარდაჭერა, აგრეთვე მხარდაჭერის ფარგლები;

ბ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლებები და მოვალეობები;

გ) მხარდამჭერის (მხარდამჭერების) მიერ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის ანგარიშის წარდგენის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;

დ) მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს;

ე) პირის მხარდაჭერისათვის აუცილებელი სხვა გარემოებები.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 363²². სასამართლოს განჩინება განცხადებასთან დაკავშირებით წარმოების შეწყვეტის შესახებ

პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ განცხადებასთან დაკავშირებით წარმოება წყდება, თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა უარყოფითია.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 363²³. მხარდაჭერის ფარგლების შეცვლა, მხარდაჭერის გაუქმება

1. თუ არსებობს პირისათვის მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის საფუძველი, სასამართლოს მხარდაჭერის მიმღების, მისი ოჯახის წევრის, მხარდამჭერის (მხარდამჭერების), ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადებისა და „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება ამ პირისათვის მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის შესახებ.

2. თუ აღარ არსებობს პირისათვის მხარდაჭერის გაგრძელების საფუძველი, სასამართლოს მხარდაჭერის მიმღების, მისი ოჯახის წევრის, მხარდამჭერის, ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განცხადებისა და „ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გამოაქვს გადაწყვეტილება ამ პირისათვის მხარდაჭერის გაუქმების შესახებ.

3. პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილების პერიოდული გადასინჯვისას სასამართლოს სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში გამოაქვს გადაწყვეტილება ამ პირისათვის მხარდაჭერის გაუქმების შესახებ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

მუხლი 363²⁴. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსის 363²¹ მუხლის საფუძველზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება ამავე კოდექსით დადგენილი წესით გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში.

2. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 5 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა;

ბ) განსახილველად იღებს სააპელაციო საჩივარს.

3. სააპელაციო საჩივარს სააპელაციო სასამართლო ზეპირი მოსმენით განიხილავს მისი განსახილველად მიღებიდან 2 თვის ვადაში და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს;

ბ) უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

4. სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეტანილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოს უბრუნებს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3340 – ვებგვერდი, 31.03.2015წ.

კარი მეშვიდე⁵ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე სამართალწარმოების თავისებურებანი #

თავი XLIV¹² ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებანი, ინფორმაციის მიღების უფლება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებანი

მუხლი 363²⁵. ამ თავში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამავე თავის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაცული სასაქონლო ნიშანი, მომსახურების ნიშანი, კოლექტიური ნიშანი, სასერტიფიკაციო ნიშანი, რეგისტრირებული დიზაინი, პატენტით დაცული გამოგონება, სასარგებლო მოდელი, საავტორო უფლებით ან მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტი;

ბ) განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული ან/და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული საქონელი:

ბ.ა) დაცული სასაქონლო ნიშნის, მომსახურების ნიშნის, კოლექტიური ნიშნის ან/და სასერტიფიკაციო ნიშნის (შემდგომ – სასაქონლო ნიშანი) მიმართ − საქონელი ან/და მომსახურება, რომელიც შეიცავს სასაქონლო ნიშნის იდენტურ ან მსგავს ნიშანს ან რომელზედაც დატანილია სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშანი, ან რომელსაც აქვს მოცულობითი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ფორმა და რომლის წარმოება, მიწოდება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა, ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ან ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება იწვევს რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას, მიუხედავად ნიშანდების ადგილისა;

ბ.ბ) რეგისტრირებული დიზაინის მიმართ – პროდუქტი, რომელშიც ჩართულია დიზაინი ან რომლისთვისაც ის გამოიყენება და რომლის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ანდა ნებისმიერი სხვაგვარი გამოყენება იწვევს რეგისტრირებულ დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას;

ბ.გ) პატენტით დაცული გამოგონების ან რეგისტრირებული სასარგებლო მოდელის მიმართ – პატენტიდან ან რეგისტრაციიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული მოწყობილობა ან ნივთიერება, რომლის წარმოება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ანდა სხვაგვარი გამოყენება იწვევს პატენტის ან მოწმობის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას; პატენტით ან რეგისტრაციით დაცული ხერხით დამზადებული მოწყობილობა ან ნივთიერება, რომლის დამზადება, საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა, შენახვა, სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვა ან ამ მიზნით შენახვა/დასაწყობება (დროებით შესანახად განთავსება) ანდა სხვაგვარი გამოყენება იწვევს პატენტის ან მოწმობის მფლობელის განსაკუთრებული უფლების დარღვევას;

ბ.დ) საავტორო უფლებით ან მომიჯნავე უფლებებით დაცული ობიექტის მიმართ – „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კონტრაფაქციული ასლები.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

საქართველოს 2023 წლის 16 მაისის კანონი №2887 – ვებგვერდი, 01.06.2023წ.

საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4051 – ვებგვერდი, 07.03.2024წ.

მუხლი 363²⁶. რეგულირების სფერო

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე ვრცელდება ამ კოდექსით დადგენილი წესები, ამ თავით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

მუხლი 363²⁷. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებები

1. სასამართლო უფლებამოსილია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანოს მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე განჩინება მტკიცებულებათა შენარჩუნების მიზნით, თუ არსებობს მათი განადგურების საფრთხე.

2. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება მოიცავდეს იმ საქონლის, რომლითაც, სავარაუდოდ, ირღვევა ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლება, წარმოებისათვის/რეპროდუცირებისათვის ან ტექნოლოგიური საშუალებებისთვის გვერდის ავლისათვის განკუთვნილი დანადგარის/მასალის, მოწყობილობის ან მოწყობილობის კომპონენტის ან/და სავარაუდო კანონდარღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დეტალურ აღწერას ნიმუშის აღებით ან უამისოდ. ამასთანავე, თუ მტკიცებულებათა უზრუნველყოფა აღნიშნული ღონისძიებების გამოყენებით ვერ ხერხდება, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აგრეთვე ყადაღის დადება.

3. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რამდენიმე ღონისძიება ერთდროულად გამოიყენოს.

4. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები გამოიყენოს იმ პირის მოსმენის გარეშე, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლება, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ამ უფლების მფლობელს არაპროპორციული ზიანი მიადგება, ან/და თუ არსებობს მტკიცებულებათა განადგურების აშკარა საშიშროება.

5. სასამართლომ პირს, რომლის მიმართაც უნდა განხორციელდეს ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები, ამის თაობაზე უნდა აცნობოს დაუყოვნებლივ, ღონისძიებათა გამოყენებიდან არაუგვიანეს 48 საათისა.

6. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება, თუ დაასაბუთებს, რომ მისი განსაკუთრებული უფლების დარღვევის ან შესაძლო დარღვევის ფაქტის დასადგენად აღნიშნულ ღონისძიებათა გამოყენება აუცილებელია.

7. მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი განისაზღვრება და მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ გამოტანილი განჩინების გასაჩივრება ხდება ამ კოდექსის 118-ე და 119-ე მუხლების შესაბამისად.

8. მტკიცებულებათა უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის თაობაზე განჩინება მოსამართლეს 5 სამუშაო დღის ვადაში გამოაქვს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

მუხლი 363²⁸. ინფორმაციის მიღების უფლება

1. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე სამართალწარმოების პროცესში სასამართლო უფლებამოსილია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის თანაზომიერი და დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე:

ა) მოსთხოვოს პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია განსაკუთრებული უფლება, იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული ან/და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული საქონლის წარმოშობის ან/და გასაღების ქსელის შესახებ ინფორმაციას. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე კანონდარღვევასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებას;

ბ) მოსთხოვოს ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი კომერციული მასშტაბით სთავაზობდა, იღებდა, ფლობდა ან/და იყენებდა განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებულ ან/და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულ საქონელს. აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირზე, რომელიც სთავაზობდა, იღებდა, ფლობდა ან/და იყენებდა განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებულ ან/და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულ საქონელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება/ქმედებები პირადი სარგებლობის მიზნით ხორციელდებოდა.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მწარმოებლის, დამამზადებლის, დისტრიბუტორის, მიმწოდებლის ან/და საქონლის სხვა ადრინდელი მფლობელის, საბითუმო ან/და საცალო მოვაჭრის (რომლისთვისაც განკუთვნილია საქონელი, რომლითაც, სავარაუდოდ, ირღვევა განსაკუთრებული უფლება) სრულ სახელწოდებასა და მისამართს, აგრეთვე წარმოებული, დამზადებული, მიწოდებული, მიღებული ან შეკვეთილი საქონლის რაოდენობისა და ფასის შესახებ ინფორმაციას.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გამოყენების შედეგად მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება დაუშვებელია.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს პირი, რომელმაც სასამართლოს მიმართა აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების თაობაზე შუამდგომლობით. მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ინფორმაციის მიწოდებისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. საბოლოოდ ეს ხარჯები გადანაწილდება სასამართლოს მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტისას.

5. ინფორმაციის მიწოდების შესახებ განჩინების გასაჩივრება დაუშვებელია. ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

მუხლი 363²⁹. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები

1. სასამართლო უფლებამოსილია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის მიმართვის საფუძველზე:

ა) გამოიტანოს განჩინება იმ პირის საკუთრებაში არსებულ უძრავ ან/და მოძრავ ქონებაზე (მათ შორის, საბანკო ანგარიშებსა და სხვა აქტივებზე) ყადაღის დადების შესახებ, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან კომერციული მასშტაბით დაარღვია განსაკუთრებული უფლება, თუ შესაძლებელია, საფრთხე შეექმნას განსაკუთრებული უფლების მფლობელის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამ მიზნით სასამართლო განსაკუთრებული უფლების მფლობელის შუამდგომლობის საფუძველზე, განსაკუთრებული უფლების შესაძლო დამრღვევისგან გამოითხოვს მის მფლობელობაში არსებულ საბანკო, ფინანსურ ან/და კომერციულ დოკუმენტებს/ინფორმაციას. ამ დოკუმენტების/ინფორმაციის გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს. სასამართლო უფლებამოსილია ყადაღის საგნის იდენტიფიცირების მიზნით მიღებული დოკუმენტები/ინფორმაცია გადასცეს სასამართლოს მიერ დანიშნულ დამოუკიდებელ ექსპერტს. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გამოყენების შედეგად მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება დაუშვებელია;

ბ) აუკრძალოს პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია განსაკუთრებული უფლება, იმ ქმედების განხორციელება, რომლითაც ირღვევა განსაკუთრებული უფლება;

გ) ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელების აკრძალვის ნაცვლად მოსთხოვოს პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია განსაკუთრებული უფლება, შესაბამისი უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა.

2. სასამართლო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რამდენიმე ღონისძიება ერთდროულად გამოიყენოს.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომლის მომსახურება გამოიყენება ან გამოიყენებოდა განსაკუთრებული უფლების კომერციული მასშტაბით დარღვევისათვის.

4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენებით შეიძლება ზარალი მიადგეს პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია განსაკუთრებული უფლება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებანი და, იმავდროულად, მოსთხოვოს განსაკუთრებული უფლების მფლობელს მოწინააღმდეგე მხარისთვის შესაძლო ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. სასამართლოს უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენის მოთხოვნა შეუძლია აგრეთვე მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე.

5. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე ვრცელდება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი მოთხოვნები.

კარი მეშვიდე⁶

სასამართლოს მონაწილეობა სამედიაციო მორიგების აღსრულებაში

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 11.01.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.

თავი XLIV¹³

მუხლი 363³⁰. სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფა სასამართლოს მიერ

1. მხარე უფლებამოსილია სასამართლო მედიაციის ან კერძო მედიაციის დაწყებამდე ან/და მედიაციის პროცესში მიმართოს სასამართლოს სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადებით.

2. თუ სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებიდან 10 დღის ვადაში აღნიშნული განცხადების შემტანი პირი არ მიმართავს სასამართლო მედიაციას ან კერძო მედიაციას და არ წარუდგენს სასამართლოს მედიაციისთვის მიმართვის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს, ან თუ მედიაციის დასრულებიდან (რაც უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტით) 10 დღის ვადაში მხარე სასამართლოს არ წარუდგენს სარჩელს/არ მიმართავს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, სასამართლო თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გაუქმების შესახებ.

3. მედიაციის დასრულებიდან 10 დღის ვადაში სასამართლოსთვის სარჩელის წარდგენის/საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში სასამართლოს მიერ გამოყენებული სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებად გარდაიქმნება.

4. სამედიაციო მორიგების უზრუნველყოფის მიმართ გამოიყენება ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესები, ამ მუხლის თავისებურებათა გათვალისწინებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.

მუხლი 363³¹. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხის განხილვა

1. სასამართლო უფლებამოსილია ერთ-ერთი ან ორივე მხარის განცხადების საფუძველზე განიხილოს კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი.

2. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის/იურიდიული მისამართის მიხედვით.

3. მხარემ, რომელიც სასამართლოს მიმართავს კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების მოთხოვნით, უნდა წარადგინოს სამედიაციო მორიგების დედანი ან სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე მედიაციის თაობაზე შეთანხმება.

4. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი ზეპირი მოსმენის გარეშე, განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში განიხილება. სასამართლო უფლებამოსილია იმავე ვადაში დაადგინოს ამ საკითხის ზეპირი განხილვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმის გარემოებათა გამორკვევას. ამ შემთხვევაში კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხი განცხადების მიღებიდან 30 დღის ვადაში განიხილება. აღნიშნული საკითხის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.

საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1159 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

მუხლი 363³². კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულებაზე უარის თქმა

სასამართლო კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულებაზე უარს იტყვის, თუ სამედიაციო მორიგების შინაარსი/პირობები საქართველოს კანონმდებლობას ან/და საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგება, ან, სამედიაციო მორიგების შინაარსიდან გამომდინარე, მისი აღსრულება შეუძლებელია.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.

საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1159 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

მუხლი 363³³. სასამართლოს განჩინება კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ

1. სასამართლო კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განჩინების ფორმით. მხარეს ამ განჩინებასთან ერთად გადაეცემა სააღსრულებო ფურცელი.

2. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

3. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

4. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგება, რომელიც საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაამტკიცა, როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, აღსრულდება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისთვის „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.

საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1159 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

კარი მეშვიდე⁷ სასამართლოს მონაწილეობა კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებაში

თავი XLIV¹⁴ კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულება

მუხლი 363³⁴. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულების საკითხის განხილვა

1. სასამართლო უფლებამოსილია ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე განიხილოს კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულების საკითხი.

2. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულების საკითხს შესაბამისი განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო შესაბამისი დამსაქმებლის ადგილსამყოფლის მიხედვით.

3. მხარემ, რომელიც სასამართლოს კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულების მოთხოვნით მიმართავს, უნდა წარადგინოს მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების დედანი ან მისი სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.

4. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს საქმის ზეპირი განხილვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმის გარემოებათა გამორკვევას. საქმის ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 363³⁵. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებაზე უარის თქმა

სასამართლო უარს იტყვის კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებაზე, თუ ამ შეთანხმების შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს ან თუ, აღნიშნული შეთანხმების შინაარსიდან გამომდინარე, მისი აღსრულება შეუძლებელია.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 363³⁶. სასამართლოს განჩინება კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებასთან დაკავშირებით

1. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილება გამოიტანება განჩინების ფორმით. მხარეს სასამართლოს განჩინებასთან ერთად გადაეცემა სააღსრულებო ფურცელი.

2. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.

3. კოლექტიურ შრომით დავაზე მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების აღსრულების შესახებ სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

კარი მეშვიდე⁸ სამართალწარმოება გაფიცვასთან ან ლოკაუტთან დაკავშირებულ საქმეზე

თავი XLIV¹⁵ გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების საქმის განხილვა

მუხლი 363³⁷. რეგულირების სფერო

გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების საქმეზე ვრცელდება ამ კოდექსით დადგენილი წესები, ამ თავით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 363³⁸. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელი

1. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო დამსაქმებლის ადგილსამყოფლის მიხედვით.

2. გაფიცვის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელი შეიძლება აღძრას გაფიცვის მონაწილე დასაქმებულებთან შრომით ურთიერთობაში მყოფმა დამსაქმებელმა.

3. ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელი შეიძლება აღძრას იმ დასაქმებულმა, რომელსაც ეხება ლოკაუტი, ან დასაქმებულთა გაერთიანებამ, რომლის წევრებსაც ეხება ლოკაუტი.

4. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ სარჩელი შეიძლება აღიძრას გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყების თარიღიდან 7 დღის ვადაში. გაფიცვის ან ლოკაუტის გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელი შეიძლება აღიძრას გაფიცვის ან ლოკაუტის გადადების ან შეჩერების საფუძვლის წარმოშობიდან 3 დღის ვადაში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 363³⁹. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღება

1. სასამართლო გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის შეტანიდან 3 დღის ვადაში იხილავს ამ სარჩელის წარმოებაში მიღების საკითხს.

2. გაფიცვის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელში მითითებული უნდა იყოს გაფიცვის მონაწილე ყველა დასაქმებული.

3. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად წარდგენის შემთხვევაში სასამართლო ადგენს ხარვეზს და მოსარჩელეს მის აღმოსაფხვრელად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, რომელიც 3 დღეზე ნაკლები არ შეიძლება იყოს. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში სასამართლო აღნიშნულ სარჩელს წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და სარჩელსა და თანდართულ დოკუმენტებს მოსარჩელეს უბრუნებს.

4. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე სასამართლოს განჩინება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსარჩელისათვის მისი გაცნობიდან 3 დღის ვადაში კერძო საჩივრით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში.

5. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეგზავნება მოპასუხეს და მას შესაგებლის წარსადგენად 10-დღიანი ვადა ეძლევა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 363⁴⁰. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელის განხილვა

1. სასამართლო გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილება გამოაქვს ამ სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში.

2. სასამართლო გაფიცვის ან ლოკაუტის გადადების ან შეჩერების შესახებ სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილება გამოაქვს ამ სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 7 დღის ვადაში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

მუხლი 363⁴¹. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება მხარემ შეიძლება ამ კოდექსით დადგენილი წესით გაასაჩივროს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.

2. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან არაუგვიანეს 7 დღისა.

3. გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის, გადადების ან შეჩერების საქმეზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მის აღსრულებას.

4. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ეს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით;

ბ) განსახილველად იღებს სააპელაციო საჩივარს.

5. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში ზეპირი მოსმენით განიხილავს მას და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს სააპელაციო საჩივარს;

ბ) უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მისი გამოტანიდან არაუგვიანეს 7 დღისა გასაჩივრდეს საკასაციო წესით.

7. საკასაციო სასამართლო საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას და გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ ან განსახილველად იღებს საკასაციო საჩივარს.

8. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში ზეპირი მოსმენით ან ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს მას და მთლიანად ან ნაწილობრივ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს ან უარს ამბობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის კანონი №7184 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.

თავი XLIV¹⁶ „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენციის შესაბამისად დადებული საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობა და აღსრულება

მუხლი 363⁴². ტერმინთა განმარტება

1. ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამავე თავის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონვენცია − „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენცია;

ბ) საერთაშორისო მედიაცია − პროცესი, მისი სახელწოდების მიუხედავად, რომელიც იმართება საქართველოს ფარგლების გარეთ და რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე უცხო ქვეყნის მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას;

გ) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება − კომერციული დავის მოგვარების მიზნით მიღწეული და დადებული წერილობითი შეთანხმება, რომელიც, კონვენციის შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებაა.

2. იმ საკითხების მიმართ, რომლებიც ამ თავითა და „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 13¹ და 13² მუხლებით მოწესრიგებული არ არის, გამოიყენება კონვენციის დებულებები.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №668 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.

მუხლი 363⁴³. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობა და აღსრულება

1. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების უფლებამოსილების მქონე სასამართლოა საქართველოს უზენაესი სასამართლო.

2. სასამართლოს საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებით შეიძლება მიმართოს საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ერთ-ერთმა ან ორივე მხარემ.

3. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარემ, რომელიც წარადგენს შუამდგომლობას ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ, სასამართლოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) საერთაშორისო სამედიაციო მორიგების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე ამ დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე;

ბ) იმის მტკიცებულება, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საერთაშორისო სამედიაციო მორიგება მიღწეულ იქნა და დაიდო საერთაშორისო მედიაციის განხორციელების შედეგად, კერძოდ:

ბ.ა) საერთაშორისო მედიაციის წარმმართველი მედიატორის ხელმოწერა საერთაშორისო სამედიაციო მორიგებაზე;

ბ.ბ) საერთაშორისო მედიაციის წარმმართველი მედიატორის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია, რომ განხორციელდა საერთაშორისო მედიაცია;

ბ.გ) იმ დაწესებულების მიერ გაცემული დასტური, რომელიც ახორციელებდა საერთაშორისო მედიაციის ადმინისტრირებას;

ბ.დ) ამ ნაწილის „ბ.ა“−„ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მტკიცებულებების არარსებობისას – სასამართლოსთვის მისაღები ნებისმიერი სხვა მტკიცებულება.

4. სასამართლო უფლებამოსილია საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეებს დამატებით მოსთხოვოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელსაც იგი ამ კოდექსისა და კონვენციის მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად საჭიროდ მიიჩნევს.

5. თუ სადავო საკითხი, საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარის მტკიცებით, უკვე გადაწყვეტილია საერთაშორისო სამედიაციო მორიგებით, იგი უფლებამოსილია ამის დასამტკიცებლად გამოიყენოს აღნიშნული საერთაშორისო სამედიაციო მორიგება სათანადო საპროცესო კანონმდებლობისა და კონვენციით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №668 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.

მუხლი 363⁴⁴. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ გადაწყვეტილება

1. სასამართლო ამ კოდექსის 363⁴³ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციის სისრულეს ამოწმებს მისთვის საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებით მიმართვიდან 5 დღის ვადაში. სასამართლო განმცხადებელს უდგენს იმ ხარვეზს/მიუთითებს იმ ხარვეზზე, რომლის აღმოფხვრაც აუცილებელია აღნიშნული დოკუმენტაციის სისრულისთვის, და განუსაზღვრავს გონივრულ ვადას მის აღმოსაფხვრელად. ამ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სასამართლო აღნიშნულ განცხადებას განუხილველად დატოვებს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის დაუდგენლობის შემთხვევაში საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადება წარმოებაში მიღებულად ითვლება.

3. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარის მიერ წარდგენილი საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადება მისი წარმოებაში მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია შუამდგომლობა საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ. აღნიშნული მხარე უფლებამოსილია შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში წარადგინოს ამ კოდექსის 363⁴⁵ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადება.

4. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, ამ კოდექსის 363⁴⁵ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების წარდგენიდან ან საამისოდ განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლიდან 30 დღეში. სასამართლო უფლებამოსილია საქმე ამავე ვადაში განიხილოს ზეპირი მოსმენით, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმის გარემოებათა გამორკვევას. საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შემთხვევაში საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეებს ეცნობებათ სასამართლო სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საქმის განხილვას და საკითხის გადაწყვეტას.

5. სასამართლო საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განჩინების ფორმით. ამ განჩინებასთან ერთად საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეს გადაეცემა სააღსრულებო ფურცელი.

6. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

7. საერთაშორისო სამედიაციო მორიგება აღსრულდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №668 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.

მუხლი 363⁴⁵. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

1. სასამართლო უფლებამოსილია უარი თქვას საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, თუ:

ა) საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია შუამდგომლობა, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ:

ა.ა) საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარე შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის მიმღები იყო;

ა.ბ) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომლის ცნობა და აღსრულებაც მოითხოვება, იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეებმა მასში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელიც შუამდგომლობის განმხილველმა სასამართლომ შესაბამისად მიიჩნია, ბათილია ან ძალადაკარგულია ან მისი აღსრულება შეუძლებელია;

ა.გ) საერთაშორისო სამედიაციო მორიგების აღსრულება სავალდებულო არ არის, ან ის, მისი პირობების თანახმად, საბოლოო არ არის, ან მისი შინაარსი შემდგომ არსებითად შეიცვალა;

ა.დ) საერთაშორისო სამედიაციო მორიგებით გათვალისწინებული ვალდებულებები შესრულებულია ან მკაფიო ან გასაგები არ არის;

ა.ე) შუამდგომლობაში აღძრული მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამედიაციო მორიგების პირობებს;

ა.ვ) საერთაშორისო მედიაციის წარმმართველმა მედიატორმა უხეშად დაარღვია მედიატორის/მედიაციის მიმართ დადგენილი სტანდარტები, რადგან ასეთი დარღვევის გარეშე ეს მხარე არ დადებდა საერთაშორისო სამედიაციო მორიგებას;

ა.ზ) საერთაშორისო მედიაციის წარმმართველმა მედიატორმა საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეებს არ გაუმჟღავნა ის გარემოებები, რომლებიც მედიატორის მიუკერძოებლობაში ან დამოუკიდებლობაში დასაბუთებული ეჭვის შეტანის საფუძველს იძლევა, და მათმა გაუმჟღავნებლობამ არსებითად იმოქმედა ან არასათანადო გავლენა მოახდინა ერთ-ერთ მხარეზე, რადგან ამ გარემოებების გაუმჟღავნებლობის გარეშე ეს მხარე არ დადებდა საერთაშორისო სამედიაციო მორიგებას;

ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:

ბ.ა) შუამდგომლობაში აღძრული მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს;

ბ.ბ) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება მედიაციის გზით იქნეს განხილული.

2. თუ სასამართლოს, არბიტრაჟს ან ნებისმიერ სხვა კომპეტენტურ ორგანოს წარედგინა საერთაშორისო სამედიაციო მორიგებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა ან მოთხოვნა, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, აღნიშნული შუამდგომლობის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია, თუ იგი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს, გადადოს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, აგრეთვე ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მეორე მხარეს დაავალოს შესაბამისი უზრუნველყოფის წარმოდგენა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №668 – ვებგვერდი, 24.06.2021წ.

კარი მეშვიდე¹⁰ „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საქმის განხილვის თავისებურებანი

თავი XLIV¹⁷ „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საქმის განხილვის თავისებურებანი

მუხლი 363⁴⁶. ტერმინთა განმარტება

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს ამავე თავის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კონვენცია − „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის კონვენცია;

ბ) ცენტრალური ორგანო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი;

გ) კრედიტორი − ფიზიკური პირი, რომლის მიმართაც არსებობს ან, სავარაუდოდ, არსებობს ალიმენტის გადახდის ვალდებულება;

დ) მოვალე − ფიზიკური პირი, რომელიც ვალდებულია ან, სავარაუდოდ, ვალდებულია გადაიხადოს ალიმენტი;

ე) გადაწყვეტილება − კონვენციის ფარგლებში სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმება;

ვ) მოდიფიკაცია − კონვენციის ფარგლებში მისი ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ახალი გადაწყვეტილებით შეცვლა;

ზ) საჯარო ორგანო − ორგანო, რომელიც მოქმედებს იმ კრედიტორის ნაცვლად, რომლის მიმართაც არსებობს ალიმენტის გადახდის ვალდებულება, ან რომელმაც კრედიტორის სასარგებლოდ ალიმენტის გადაუხდელობის გამო ხარჯი გასწია.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

მუხლი 363⁴⁷. რეგულირების სფერო

1. მშობელსა და არასრულწლოვან შვილს ან/და მეუღლეებს შორის არსებულ რჩენის ვალდებულებასთან დაკავშირებული სამართალწარმოების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები კონვენციის შესაბამისად, ამ თავით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.

2. სასამართლო კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია განიხილოს:

ა) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობის ან ცნობისა და აღსრულების საკითხი;

ბ) კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოდიფიკაციის შესახებ სასარჩელო განცხადება;

გ) რჩენის ვალდებულების შესახებ სასარჩელო განცხადება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

მუხლი 363⁴⁸. უფლებამოსილი სუბიექტები

1. კრედიტორი კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, მოდიფიკაცია ან გადაწყვეტილების გამოტანა.

2. მოვალე კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ან მოდიფიკაცია.

3. საჯარო ორგანო კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

მუხლი 363⁴⁹. კონვენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება

1. საქართველო ცნობს და აღასრულებს კონვენციის ხელშემკვრელი უცხო ქვეყნის მიერ კონვენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას.

2. კონვენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების უფლებამოსილების მქონე სასამართლოა საქართველოს უზენაესი სასამართლო.

3. სასამართლო კონვენციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების საკითხს განიხილავს უფლებამოსილი სუბიექტის ან ცენტრალური ორგანოს შესაბამისი მიმართვის ან/და შუამდგომლობის საფუძველზე.

4. კონვენციის ფარგლებში კონვენციის ხელშემკვრელი უცხო ქვეყნის სასამართლოს ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, აგრეთვე უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაფორმებული ან/და დამოწმებული რჩენის ვალდებულების თაობაზე შეთანხმების ცნობა და აღსრულება განხორციელდება კონვენციის V თავის (გარდა 23-ე მუხლისა) და VI−VIII თავების შესაბამისად.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

მუხლი 363⁵⁰. გადაწყვეტილების მოდიფიკაცია

1. კრედიტორი და მოვალე უფლებამოსილი არიან მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ კონვენციის ფარგლებში ალიმენტის გადახდევინების საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების ან საქართველოში ცნობილი გადაწყვეტილების მოდიფიკაცია.

2. კონვენციის ფარგლებში მისი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მოდიფიკაცია (მათ შორის, დაკისრებული თანხის გაზრდის ან შემცირების მოთხოვნით) ნებადართულია, როდესაც მომხდარია კრედიტორის ან მოვალის მატერიალური, ოჯახური ან იმ ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოების არსებითი ცვლილება, რომლის საფუძველზედაც თავდაპირველი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

3. თუ ალიმენტის გადახდევინების საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ, დაუშვებელია მოვალის მიმართვის საფუძველზე ამ გადაწყვეტილების მოდიფიკაციის მიზნით საქმის წარმოების დაწყება, თუკი კრედიტორი მუდმივად ცხოვრობს ისევ იმ სახელმწიფოში, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილი არ გამოიყენება, თუ:

ა) მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს იურისდიქციის საკითხზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი დავა ეხება ბავშვის რჩენის ვალდებულებას;

ბ) კრედიტორი აშკარად ეთანხმება სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ იურისდიქციის გავრცელებას ან პირველი შესაძლებლობისთანავე, იურისდიქციის საკითხის სადავოდ გახდომის გარეშე იღებს მონაწილეობას საქმის არსებით განხილვაში;

გ) გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს არ შეუძლია იურისდიქციის გავრცელება ან უარს ამბობს იურისდიქციის გავრცელებაზე ამ გადაწყვეტილების მოდიფიკაციისთვის/მასში ცვლილებების შესატანად ან ახალი გადაწყვეტილების მისაღებად;

დ) გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს გადაწყვეტილების ცნობა ვერ მოხდება ან ეს გადაწყვეტილება აღსრულებას არ ექვემდებარება იმ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც მოიაზრება უკვე მიღებული გადაწყვეტილების მოდიფიკაციის ან ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცედურების განხორციელება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

მუხლი 363⁵¹. რჩენის ვალდებულებასთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილება

კრედიტორი კონვენციის ფარგლებში უფლებამოსილია ალიმენტის გადახდევინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, მშობლობის დადგენის თაობაზე მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს რჩენის ვალდებულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოტანა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

მუხლი 363⁵². ხანდაზმულობა

ნებისმიერი ხანდაზმულობის ვადა, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია დავალიანების გადახდევინება, უნდა განისაზღვროს საქართველოს კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ რომელი მათგანი ითვალისწინებს უფრო ხანგრძლივ ხანდაზმულობის ვადას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3947 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

კარი მეშვიდე¹¹ სამართალწარმოება ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეზე

თავი XLIV¹⁸ სამართალწარმოება ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეზე

მუხლი 363⁵³. ცილისწამებასთან დაკავშირებული სარჩელის დასაშვებობა

ცილისწამებასთან დაკავშირებული სარჩელი განიხილება საერთო წესებით, ამ თავით განსაზღვრული თავისებურებების გათვალისწინებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №826 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

მუხლი 363⁵⁴. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა

1. პირს, რომელიც თავს ცილისწამების მსხვერპლად თვლის, უფლება აქვს, სასამართლოს მიმართოს სარჩელით იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ ცილისწამება განახორციელა.

2. პირს შეუძლია სასამართლოს სარჩელით მიმართოს იმ დღიდან 100 დღის განმავლობაში, როდესაც იგი გაეცნო ან შეეძლო გასცნობოდა იმ განცხადებას, რომელიც ცილისწამებად მიაჩნია.

3. პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული სარჩელით მოითხოვოს მისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ან/და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №826 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

მუხლი 363⁵⁵. მტკიცების ტვირთი

ცილისწამებასთან დაკავშირებული საქმის განხილვისას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესახებ მტკიცების ტვირთი ნაწილდება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმების გათვალისწინებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №826 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

მუხლი 363⁵⁶. სარჩელის წარმოებაში მიღება

1. სასამართლო სარჩელის წარდგენიდან 3 დღის ვადაში იხილავს მისი წარმოებაში მიღების საკითხს.

2. სარჩელის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად წარდგენის შემთხვევაში სასამართლო ადგენს ხარვეზს და მოსარჩელეს მის აღმოსაფხვრელად გონივრულ ვადას განუსაზღვრავს. ეს ვადა 3 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს. განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს წარმოებაში იღებს, ხოლო თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრა, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და სარჩელსა და თანდართულ დოკუმენტებს მოსარჩელეს უბრუნებს.

3. სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლო განჩინება შეიძლება კერძო საჩივრით გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსარჩელისთვის მისი ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში.

4. სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ ეგზავნება მოპასუხეს და მას შესაგებლის წარსადგენად 10 დღის ვადა ეძლევა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №826 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

მუხლი 363⁵⁷. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრება

1. სააპელაციო სასამართლო ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 3 დღის ვადაში ამოწმებს მის დასაშვებობას.

2. ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეზე სააპელაციო საჩივარი განიხილება მისი განსახილველად მიღებიდან 1 თვის ვადაში.

წიგნი მესამე

სასამართლო გადაწყვეტილებათა გასაჩივრება

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №826 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.

კარი მერვე აპელაცია

თავი XLV აპელაციის დასაშვებობა #

მუხლი 364. სააპელაციო საჩივრის შეტანა

სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1956 – სსმ I, №15(22), 14.05.1999 წ., მუხ.64

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

მუხლი 365. სააპელაციო საჩივრის ღირებულება

სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (4)

საქართველოს 2005 წლის 6 აპრილის კანონი №1232– სსმ I, №18, 27.04.2005 წ., მუხ.109

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონი №2035 - ვებგვერდი, 29.03.2018წ.

მუხლი 366. დაუსწრებელი გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების დაუშვებლობა

1. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ შეიძლება გაასაჩივროს სააპელაციო წესით იმ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც არის იგი გამოტანილი.

2. სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ ისეთი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც გამოტანილია განმეორებით დაუსწრებლობის შემდეგ, რის გამოც იგი აღარ შეიძლება გასაჩივრდეს ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში. ასეთი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ არ არსებობდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შესაბამისი სამართლებრივი წანამძღვრები.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 367. სააპელაციო საჩივრის შეტანა

სააპელაციო საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივარი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (4)

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.227

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5265 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

მუხლი 368. სააპელაციო საჩივრის შინაარსი

1. სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს:

ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზედაც არის შედგენილი საჩივარი;

ბ) იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი;

გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოზე;

დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული;

ე) მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი;

ვ) მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს;

ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხას.;

თ) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა;

ი) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს დავის სასამართლო მედიაციის გზით განხილვა.

1¹. სააპელაციო საჩივარი შეიძლება შეიცავდეს აგრეთვე მითითებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმებსა და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან შეუსაბამობის შესახებ.

2. სააპელაციო საჩივარი, აგრეთვე დამატებით შემოსული მასალები სასამართლოს წარედგინება იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში.

3. სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მისი შემტანი პირი ან წარმომადგენელი.

4. თუ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა.

5. თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

6. სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ და „ზ“−„ი“ ქვეპუნქტებითა და მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს ან სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.

7. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (6)

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6315 – ვებგვერდი, 08.06.2012წ.

საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.

საქართველოს 2022 წლის 18 ოქტომბრის კანონი №1919 – ვებგვერდი, 24.10.2022წ.

მუხლი 369. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა

1. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 259¹ მუხლის შესაბამისად, ასევე 259¹ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

2. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (4)

საქართველოს 1999 წლის 9 სექტემბრის კანონი №2398 – სსმ I, №43(50), 21.09.1999 წ., მუხ.227

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71

საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №929 - სსმ I, №41, 30.12.2004 წ., მუხ.207

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

მუხლი 370. სააპელაციო გასაჩივრებაზე უარის თქმა

თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 371. საქმის გადაგზავნა სააპელაციო სასამართლოში

სააპელაციო საჩივრის შესვლის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლო დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 5 დღისა, გადაუგზავნის სააპელაციო სასამართლოს მთლიანად საქმეს, აგრეთვე დამატებით შემოსულ ყველა მასალას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1

თავი XLVI საქმის წარმოება სააპელაციო სასამართლოში

მუხლი 372. ზოგადი დებულებანი

საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 373. საქმის მომზადება სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად

1. საქმეს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად ამზადებს სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე (მომხსენებელი მოსამართლე), რომელიც ამოწმებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას და გამოაქვს შესაბამისი განჩინება, გადაუგზავნის მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების ასლებს და დაუნიშნავს მას ვადას წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად, რომელიც უნდა შეიცავდეს პასუხებს შემდეგ კითხვებზე: ეთანხმება თუ არა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს; თუ არ ეთანხმება, რა გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი; ხომ არ აპირებს შეგებებული სააპელაციო საჩივრის შემოტანას, ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარმოდგენას და, თუ აპირებს, რა მიზეზით არ წარმოადგინა ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას; სურს თუ არა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე. შესაგებელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს სააპელაციო სასამართლო მიიღებს ამ კოდექსის 380-ე და 382-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

2. მომხსენებელ მოსამართლეს შეუძლია შეასრულოს კანონით გათვალისწინებული სხვა საპროცესო მოქმედებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქმის სწრაფად და სწორად განხილვას. მას შეუძლია აგრეთვე დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა ამ კოდექსის 205-ე მუხლის შესაბამისად. სააპელაციო მოსამართლე იღებს ზომებს საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (4)

საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227

საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1

საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.

მუხლი 374. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

1. სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

2. ეს განჩინებები შეიძლება მიღებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე.

3. თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71

საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1

მუხლი 375. სააპელაციო საჩივრის მიღების შედეგი

1. თუ არსებობს სააპელაციო საჩივრის ყველა წინაპირობა და იგი მიღებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა შეჩერდება იმ ნაწილში, რომელიც გასაჩივრებულია.

2. თუ გასაჩივრებულია გადაწყვეტილება, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია დროებით შეაჩეროს აღსრულება და გააუქმოს აღსრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. განჩინება ამის თაობაზე შეიძლება გამოტანილ იქნეს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია აღსრულების შეჩერება, აღსრულების ღონისძიებების გაუქმება, აგრეთვე აღსრულების გაგრძელება უზრუნველყოფის შესაბამისი გარანტიების გამოყენებით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 376. საქმის განხილვის დანიშვნა

სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სასამართლო განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში. სააპელაციო სასამართლო იღებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა სააპელაციო საჩივარი განხილულ იქნეს დადგენილ ვადაში.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.