პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
სარჩევი · 31 თავი
  1. თავი I. ზოგადი დებულებანი
  2. თავი II. გემის რეგისტრაცია
  3. 6. ზომამცირე გემის რეგისტრაციის წესსა და პირობებს განსაზღვრავს სააგენტო. 7. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამოიყენება აგრეთვე ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით, 28-ე მუხლის „ბ“−„ზ¹“, „თ.ა“, „თ.გ“ და „კ“ ქვეპუნქტებით, 29-ე მუხლის პირველი და მე-3 ნ
  4. თავი II¹. საქართველოს გემების ინსპექტირებისა და შემოწმების განმახორციელებელი ორგანიზაციების აღიარება, მათი უფლებამოსილებები, ფუნქციონირების წესები და სტანდარტები
  5. თავი II². გემზე ეკიპაჟისთვის არსებული საცხოვრებელი პირობები
  6. თავი III. გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა
  7. თავი III¹. (ამოღებულია)
  8. თავი IV. საზღვაო ნავსადგური
  9. თავი V¹. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი
  10. თავი VI. სალოცმანო სამსახური
  11. თავი VII. ზღვაში ჩაძირული ქონება
  12. თავი VIII. ხელშეკრულება ტვირთის საზღვაო გადაზიდვის შესახებ
  13. თავი IX. ხელშეკრულება მგზავრისა და ბარგის საზღვაო გადაყვანა-გადაზიდვის შესახებ (მგზავრი და ბარგი)
  14. თავი X. საზღვაო კრუიზის ხელშეკრულება
  15. თავი XI. გემის დაქირავება გარკვეული ვადით (ტაიმ-ჩარტერი)
  16. თავი XII. უეკიპაჟოდ გემის დაქირავების ხელშეკრულება (ბერბოუტ-ჩარტერი)
  17. თავი XIII. საზღვაო იპოთეკა
  18. თავი XIV. ბუქსირზიდვის ხელშეკრულება
  19. თავი XV. საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულება
  20. თავი XVI. საერთო ავარია
  21. თავი XVII. გემების შეჯახებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
  22. თავი XVIII. გემებით გარემოს დაბინძურების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
  23. თავი XIX. ბირთვული ზიანისათვის ბირთვული გემის ოპერატორის პასუხისმგებლობა
  24. თავი XX. დაჯილდოება ზღვაზე გადარჩენისათვის
  25. თავი XXI. გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლების განსაზღვრა.
  26. თავი XXII. პრივილეგიური მოთხოვნები
  27. თავი XXIII. საზღვაო პროტესტი
  28. თავი XXIV. პრეტენზია და სარჩელი
  29. თავი XXIV¹. მეზღვაურის სამუშაო ფორმები
  30. თავი XXIV². გარდამავალი დებულებანი
  31. თავი XXV. დასკვნითი დებულებები

საქართველოს საზღვაო კოდექსი

თავი I. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

საქართველოს საზღვაო კოდექსი (შემდგომ – კოდექსი) არეგულირებს საზღვაო ნაოსნობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. „საზღვაო ნაოსნობა“ გულისხმობს გემების მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთის, ბარგის, ფოსტის გადასაზიდად, თევზისა და სხვა საზღვაო რეწვის, სასარგებლო წიაღისეულის ძიება-მოპოვების, საბუქსირო და სამაშველო ოპერაციების წარმოებისა და სხვა სამეურნეო, სამეცნიერო და კულტურული მიზნებისთვის გამოყენებას. ეს კოდექსი არეგულირებს აგრეთვე შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 2

ეს კოდექსი ვრცელდება საზღვაო გემებით ზღვებში, მდინარეებში, ტბებში, წყალსაცავებსა და სხვა სანაოსნო გზებზე მიმოსვლაზე, თუ არ არსებობს ამავე კოდექსით განსაზღვრული გამონაკლისი, საქართველოს სხვა სპეციალური კანონი ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

მუხლი 3

სამხედრო-საზღვაო დროშით მცურავ გემებზე კოდექსის წესები არ ვრცელდება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, რომლებიც არ უნდა ითვალისწინებდეს ამ გემებისა და ტვირთის დაკავების, დაპატიმრების ან ამოღების შესაძლებლობას. კოდექსის წესები სამხედრო-საზღვაო გადაზიდვასთან დაკავშირებით გამოიყენება მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არ არის გათვალისწინებული ასეთი გადაზიდვის მარეგულირებელ სპეციალურ კანონმდებლობაში.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 4

საზღვაო ტრანსპორტის მონაწილეობით განხორციელებულ პირდაპირ-შერეულ და პირდაპირ-საწყლოსნო მიმოსვლით გადაზიდვასთან დაკავშირებით, კოდექსის წესები გამოიყენება პირდაპირ მასში მითითებულ შემთხვევებში, ასევე იმ ნაწილში, რომელიც არ არის გათვალისწინებული ასეთი გადაზიდვის მარეგულირებელ სპეციალურ კანონმდებლობაში.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 5

საქართველოს ნავსადგურებს შორის გადაზიდვა და ბუქსირზიდვა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემით. უცხო ქვეყნის გემს საქართველოს ნავსადგურებს შორის სამუშაოს შესრულება შეუძლია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 6

საქართველოსა და საზღვარგარეთის ნავსადგურებს შორის გადაზიდვისა და ბუქსირზიდვის სამუშაოებს ახორციელებენ ნებისმიერი ქვეყნის კუთვნილი გემები.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 7

1. კოდექსის პირველი მუხლით გათვალისწინებული „საზღვაო ნაოსნობა“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება განახორციელონ ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირებმა, რომელთა საკუთრებაში ან მფლობელობაშია გემები.

2. სანაოსნო კომპანია არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული იურიდიული პირი

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №490-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.87

მუხლი 8

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო) ახორციელებს საზღვაო დარგის ტექნიკურ რეგულირებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

მუხლი 9

სააგენტო:

ა) საქართველოს სახელით ახორციელებს დროშის სახელმწიფო კონტროლს, ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლსა და სანავსადგურე ერთეულის სახელმწიფო კონტროლს, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;

ბ) ქმნის მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების ერთიან სისტემას;

გ) ხელმძღვანელობს საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს და ახორციელებს ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა და ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის ორგანიზების სახელმწიფო ზედამხედველობას;

გ¹) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ტექნიკურ რეგულირებასა და ინსპექტირებას;

დ) ახორციელებს/ასრულებს ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებებს/მოვალეობებს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (7)

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №490-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.87

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.

საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1543 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

მუხლი 10

საქართველოს ნავსადგურში შემოსული ყველა გემი ვალდებულია იმყოფებოდეს დროშის სახელმწიფოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ ან დროშის სახელმწიფოს მიერ შესაბამისი საერთაშორისო კონვენციის სტანდარტების დაცვით იყოს სრულად სერტიფიცირებული.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

მუხლი 11

1. საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცე და მიწის ნაკვეთი გამოიყოფა, აგრეთვე მშენებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სააგენტოსთან შეთანხმებით.

2. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაარღვევს ამ მუხლით გათვალისწინებულ წესებს, ვალდებულია სააგენტოს მოთხოვნით, მითითებულ ვადაში საკუთარი ხარჯებით აიღოს, გადაიტანოს ან გადააკეთოს შენობა-ნაგებობები, რომლებიც ხელს უშლის ნაოსნობას ან/და სანავიგაციო საშუალებების მოქმედებას.

3. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, სანავსადგურე ერთეულსა და სანაპირო ზოლში სანავიგაციო მოწყობილობებისა და საშუალებების განთავსება დასაშვებია მხოლოდ სააგენტოსთან შეთანხმებით.

4. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებსა და საფასურის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

5. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში (წყლებში), საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში და საქართველოს კონტინენტურ შელფზე ნაოსნობის ჰიდროგრაფიულ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის შესაბამისად.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (9)

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №784-სსმI, №40, 29.12.2008წ., მუხ.252

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2397 – ვებგვერდი, 16.05.2014წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.

საქართველოს 2022 წლის 20 სექტემბრის კანონი №1816 – ვებგვერდი, 30.09.2022წ.

საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №683 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.

მუხლი 12

1. ამ კოდექსის მიზნებისათვის „გემი“ მოიცავს ყველა სახეობის მცურავ ობიექტს, მათ შორის, არაწყალწყვის გემსა და ჰიდროთვითმფრინავს, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად, კერძოდ:

ა) მგზავრთა გადასაყვანად, ტვირთისა და ბარგის გადასაზიდად, ფოსტის გადასატანად, თევზისა და სხვა საზღვაო რეწვისათვის, სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად, ზღვაში მყოფი, საფრთხეში აღმოჩენილი ადამიანებისა და გემების გადასარჩენად, გემებისა და სხვა მცურავი ობიექტების ბუქსირებისათვის, ჰიდროტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად და ზღვაში ჩაძირული ქონების ამოსაღებად;

ბ) საგანგებო სამსახურის გასაწევად (სარეწების დაცვა, სანიტარიულ - საკარანტინო მომსახურების გაწევა, ზღვის დაცვა დაბინძურებისაგან და ა. შ.);

გ) სამეცნიერო, სასწავლო და კულტურული მიზნებისათვის;

დ) სპორტული ღონისძიებებისათვის;

დ¹) შიდა სახმელეთო წყლებში გადასაადგილებლად;

ე) სხვა მიზნებისათვის.

2. ამ კოდექსის მიზნებისათვის „გემი“ არის წყალზედა მოტივტივე პლატფორმა და ინსტალაცია.

3. ზომამცირე გემი არის 7 (შვიდ) მეტრზე ნაკლები სიგრძის გემი, რომელიც განკუთვნილია დასვენება - გართობისათვის, ბიზნეს- და სამეურნეო საქმიანობისათვის, ტურისტული, სპორტული და სხვა მიზნებისათვის, მიუხედავად გემის ტიპისა, წარმოშობისა და ნაოსნობის რაიონისა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1543 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

მუხლი 13

კოდექსის მიხედვით „თევზსაჭერი გემი“ არის ნებისმიერი გემი, რომელსაც იყენებენ თევზჭერისა და სხვა სახეობის საზღვაო რეწვისათვის. გემის განუყოფელი ნაწილი არის რეწვის იარაღი. სხვა გემის მიერ მისი დაზიანება განიხილება, როგორც საზღვაო ინციდენტი.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 14

1. გემთმფლობელი არის გემის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში, თუ საქართველოს კანონმდებლობაში „გემთმფლობელი“ სხვაგვარად არ არის განმარტებული.

2. გემთმფლობელს შეუძლია დანიშნოს თავისი წარმომადგენელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განახორციელებს იმ უფლებებს და შეასრულებს იმ მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციიდან“ (MLC 2006), მისი შესწორებების გათვალისწინებით. აღნიშნული პირი შესაძლებელია იყოს იგივე პირი, რომელიც დანიშნულია 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის მიმართ, და სერტიფიცირებულია „გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ“ საერთაშორისომართვის კოდექსის (ISM კოდექსი) შესაბამისად, რომელიც მიღებულ იქნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ ასამბლეის 1993 წლის 4 ნოემბრის A.741(18) რეზოლუციით და რომელშიც ცვლილებები იქნა შეტანილი საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის 2000 წლის 5 დეკემბრის MSC.104(73) რეზოლუციით.

3. თუ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციიდან“ (MLC 2006) გამომდინარე დებულებების შესასრულებლად ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გემთმფლობელის ნაცვლად სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირია დანიშნული, აღნიშნული პირი საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციასა და საზღვაო შრომის სერტიფიკატში, აგრეთვე „საზღვაო შრომის კონვენციიდან“ გამომდინარე სხვა სერტიფიკატში მიეთითება, როგორც გემთმფლობელი.

4. გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) გემის ზღვაოსნობაუნარიანობა და ნაოსნობის უსაფრთხოება;

ბ) ადამიანის, გემისა და ტვირთის დაზიანების თავიდან აცილება;

გ) გემის ტექნიკური გამართულობა;

დ) გემის ეკიპაჟის წევრებისთვის შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა;

ე) გემის სურსათ-სანოვაგით, წყლითა და საპოხ-საცხები და საწვავი მასალებით მომარაგება;

ვ) გემის ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრებისთვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა;

ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით დაკისრებულ სხვა მოვალეობათა შესრულება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (4)

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №490-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.87

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

მუხლი 15

კოდექსში აღნიშნული ტერმინები, რომლებიც მითითებულია ქვემოთ მოყვანილ თავებში, გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით:

ა) (ამოღებულია – 05.06.2012, №6386);

ა¹) (ამოღებულია - 31.05.2023, №3043);

ბ) (ამოღებულია – 10.05.2022, №1547);

ბ¹) ამ კოდექსის მიზნებისთვის − „სანავსადგურე ერთეული“ − საქართველოს ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით შექმნილი, დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ჰიდროტექნიკური ნაგებობები, სატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი ტერიტორია და რომლისთვისაც გამოყოფილია სათანადო სტატუსის მქონე საზღვაო აკვატორია. ორი ან ორზე მეტი სანავსადგურე ერთეულისთვის შეიძლება გამოყოფილი იყოს საერთო საზღვაო აკვატორია ან აკვატორიის ნაწილი. ტერმინში „სანავსადგურე ერთეული“ არ იგულისხმება სამხედრო დანიშნულების სანავსადგურე ინფრასტრუქტურა;

ბ²) ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევა − მოკვლევის მიზნებისთვის − საზღვაო შემთხვევა, რომელიც გემის მიერ ზღვაოსნობაუნარიანობის დაკარგვით, ადამიანის გარდაცვალებით ან ბუნებრივი გარემოს მნიშვნელოვანი დაბინძურებით/დაზიანებით დასრულდა;

ბ³) სერიოზული საზღვაო შემთხვევა − მოკვლევის მიზნებისთვის − შემთხვევა, რომელიც არ კლასიფიცირდება, როგორც ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევა, და გულისხმობს გემზე ხანძარს ან აფეთქებას, მის შეჯახებას, შეხებას, მეჩეჩზე დაჯდომას, უამინდობით ან ყინულთან კონტაქტით გამოწვეულ დაზიანებას, გემის კორპუსის გაბზარვას ან სერიოზულ სტრუქტურულ დაზიანებას ან სხვა შემთხვევას:

ბ³.ა) რომელიც იწვევს გემის ძირითადი ძრავების გათიშვას, მისი ეკიპაჟისა და მგზავრების საცხოვრებელი ნაწილის სერიოზულ დაზიანებას, გემის კორპუსის სერიოზულ სტრუქტურულ დაზიანებას და მისი მთლიანობის რღვევას და სხვა შედეგებს;

ბ³.ბ) რომელიც გემის გადაადგილებას შეუძლებელს ხდის ან იწვევს გარემოს დაბინძურებას (მიუხედავად ზღვაში ჩაღვრილი ნივთიერებების რაოდენობისა) ან რომლის დროსაც გემს ბუქსირება ან სანაპიროდან დახმარება ესაჭიროება;

ბ⁴) ნაკლებად სერიოზული საზღვაო შემთხვევა − მოკვლევის მიზნებისთვის − შემთხვევა, რომელიც არ არის ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევა ან სერიოზული საზღვაო შემთხვევა;

ბ⁵) საზღვაო ინციდენტი − მოკვლევის მიზნებისთვის − მოვლენა ან მოვლენათა თანხვდენა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არ არის კლასიფიცირებული, როგორც საზღვაო შემთხვევა, ზემოქმედებას ახდენს საზღვაო უსაფრთხოებაზე. საზღვაო ინციდენტი შეიძლება გულისხმობდეს გემის ტექნიკურ გაუმართაობას, მისი აღჭურვილობის გაუმართაობას ან ნაოსნობის სირთულეს, რამაც შესაძლებელია შეაფერხოს გემი ან საფრთხე შეუქმნას მას, გემზე მყოფ პირებს ან ბუნებრივ გარემოს, მაგრამ არ გამოიწვიოს ზიანი ან სერიოზული ზარალი;

გ) V თავში – „საზღვაო ნავსადგურის კაპიტანი“ – იგულისხმება საქართველოს ყველა არასამხედრო ნავსადგურის კაპიტანი თევზჭერის ნავსადგურის კაპიტნის ჩათვლით;

დ) VI თავში – „სალოცმანო სამსახური“ – იგულისხმება სამსახური, რომელიც ახორციელებს სანაოსნო ურთიერთობას საზღვაო ლოცმანების მიერ ნავსადგურების მისასვლელებთან, სანავსადგურე ერთეულების შიგა წყლებში და ნავსადგურებს შორის გემების გაცილებისას;

ე) VII თავში − „ზღვაში ჩაძირული ქონება“ − იგულისხმება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან შიგა წყლებში ჩაძირული, აგრეთვე მეჩხერ წყლებზე, კლდეებზე და სხვა ადგილებში გამორიყული გემი, მისი ნამსხვრევები, მოწყობილობანი, ტვირთი და სხვა;

ვ) XXI თავში – „გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები“ – იგულისხმება იმ გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები, რომელსაც ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი. უცხო ქვეყნის სახელმწიფო დროშით მცურავი ბირთვული გემის გემთმფლობელისა და ოპერატორის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ გემის დროშის სახელმწიფოს კანონმდებლობით, მაგრამ თუ მისი ფარგლები ამ კოდექსით განსაზღვრულზე დაბალია, გამოიყენება ამ კოდექსის შესაბამისი დებულებები;

ზ) XXII თავში – „პრივ ილეგიური მოთხოვნები“ – იგულისხმება შემთხვევა, როდესაც დავა განიხილება საქართველოში;

თ) XXIII თავში – „საზღვაო პროტესტი“ – იგულისხმება შემთხვევა, როდესაც საზღვაო პროტესტი წარედგინება ნოტარიუსს და/ან საქართველოს შესაბამის პირს;

ი) XXIV თავში – „პრეტენზია და სარჩელი“ – იგულისხმება შემთხვევა, როდესაც შესაბამისი ურთიერთობები რეგულირდება ამ კო დექსით, ამასთან კოდექსის 364-ე და 374-ე მუხლების დებულებები ეხება მხოლოდ საქართველოში წარმოშობილ ურთიერთობებს;

კ) მხარეთა უფლება-მოვალეობანი ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების (თავი VIII), მგზავრთა საზღვაო გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულების (თავი IX), საზღვაო კრუიზის (თავი X), გემის გარკვეული ვადით დაქირავების (თავი XI), გემის უეკიპაჟოდ დაქირავების (თავი XII), საზღვაო იპოთეკის (თავი XIII), ბუქსირზიდვის ხელშეკრულების (თავი XIV) და საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულების (თავი XV) მიხედვით განისაზღვრება გაფორმების ადგილის კანონით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (7)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6545 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6546 – ვებგვერდი, 04.07.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1547 – ვებგვერდი, 24.05.2022წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №683 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.

მუხლი 16

1. (ამოღებულია - 31.05.2023, №3043).

2. (ამოღებულია - 31.05.2023, №3043).

3. სახელმწიფო არ არის პასუხისმგებელი სანაოსნო კომპანიის ვალდებულებებზე, ისევე როგორც სანაოსნო კომპანია არ აგებს პასუხს სახელმწიფოს ვალდებულებებზე, მიუხედავად სანაოსნო კომპანიის რეგისტრაციის ადგილის, ორგანიზაციულ-სამართლებრივი თუ საკუთრების ფორმისა.

4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სანაოსნო კომპანია პასუხისმგებელია მხოლოდ კომპანიის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე თავისი ქონებით.

5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სანაოსნო კომპანია არ არის პასუხისმგებელი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სხვა სანაოსნო კომპანიების მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებაზე

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №490-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.87

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

მუხლი 17. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

მუხლი 18

უფლება საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ან შიგა წყლებში ჩაძირულ ქონებაზე (გემი, მისი ნამსხვრევები, აღჭურვილობა, ტვირთი და სხვა), აგრეთვე ამ ქონებასთან დაკავშირებული ურთიერთობები განისაზღვრება ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

მუხლი 19

1. საერთო ავარიასთან დაკავშირებული ურთიერთობა რეგულირდება იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომლის ნავსადგურშიც შევიდა გემი საერთო ავარიის გამომწვევი შემთხვევის შემდეგ, თუ მხარეების მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. თუ მხარეები, რომელთა ინტერესებსაც შეეხო საერთო ავარია, არიან საქართველოს რეზიდენტები, მაშინ გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობა, თუ მხარეების მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. საერთო ავარიის მატერიალური პასუხისმგებლობა ნაწილდება ამ კოდექსის 273-289-ე მუხლებით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 20

1. ტერიტორიულ და შიგა წყლებში გემების შეჯახებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება რეგულირდება იმ სახელმწიფოს კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა შეჯახება.

2. თუ შეჯახება მოხდა ღია ზღვაში და შეჯახებასთან დაკავშირებული დავა განიხილება საქართველოში, გამოიყენება კოდექსის XVII თავში მოცემული წესები.

3. თუ შეჯახებული გემები ნაოსნობენ ერთსა და იმავე ქვეყნის დროშით და შეჯახება არ ეხება მესამე მხარის ინტერესებს, მაშინ გამოიყენება გემის დროშის სახელმწიფოს კანონი განურჩევლად იმისა, თუ სად მოხდა შეჯახება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 21

საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ბირთვულ-ენერგეტიკული მოწყობილობით აღჭურვილი გემით (შემდეგში – „ბირთვული გემი“) ბირთვული ზიანის მიყენების შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსის XIX თავის წესები.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 22

თუ გემის მიერ მიყენებული ზიანი ამ კოდექსის მე-20 და 21-ე მუხლებით განსაზღვრული არ არის, ზიანის ანაზღაურებას არეგულირებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობა, სადაც განხორციელდა ზიანის გამომწვევი ქმედება ან არსებობდა სხვა გარემოება, რომელმაც შექმნა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი, ხოლო თუ ზიანი საქართველოს დროშით მცურავი გემის მიერ ღია ზღვაშია მიყენებული − საქართველოს კანონმდებლობა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

მუხლი 23

1. ტერიტორიულ და შიგა წყლებში გემის ან სხვა ობიექტის გადარჩენისათვის დაჯილდოების საქმეს არეგულირებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობა, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა გადარჩენა, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო თუ ეს მოხდა ღია ზღვაში და გადარჩენასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დავა განიხილება საქართველოში, – გამოიყენება კოდექსის XX თავის წესები.

2. თუ გადარჩენილი და გადამრჩენი გემები ერთი სახელმწიფოს დროშით ნაოსნობენ, საქმე განიხილება ამ სახელმწიფოს კანონმდებლობის მიხედვით, გადარჩენის ადგილის განურჩევლად.

3. გემთმფლობელსა და გადამრჩენი გემის ეკიპაჟს, ასევე ამ ეკიპაჟის წევრებს შორის გადარჩენისათვის გამოყოფილი ჯილდო განაწილდება გემის დროშის სახელმწიფოს კანონის შესაბამისად.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 24

უცხო ქვეყნის კანონმდებლობისა და სავაჭრო ნაოსნობის წეს-ჩვეულებათა გამოყენება კოდექსით გათვალისწინებულ ხელშეკრულებებში შესაძლებელია, თუ მხარეები შეთანხმდებიან ამის შესახებ, მაგრამ არ გამოიყენება, თუ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 25

ზღვაოსნობასთან დაკავშირებული ქონებრივი დავა, რომელშიც მონაწილეობენ უცხო ქვეყნების ფიზიკური თუ იურიდიული პირები, მხარეთა შეთანხმებით შეიძლება განსახილველად გადაეცეს უცხო ქვეყნის სასამართლოს ან არბიტრაჟს.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 26

თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება ან კონვენცია, რომლის წევრიც საქართველოა, შეიცავს ამ კოდექსისაგან განსხვავებულ წესებს, გამოიყენება საერთაშორისო ხელშეკრულების ან კონვენციის წესები.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 27

1. საზღვაო ნაოსნობის თავისებურებების გათვალისწინებით სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სხვა ურთიერთობები, თუ მათ არ აწესრიგებს ეს კოდექსი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სხვა შესაბამისი კანონმდებლობ ებ ით, კანონის ანალოგიით ან საქართველოს კანონმდებლობის ზოგადი პრინციპებით.

2. საზღვაო ნაოსნობა, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული კანონმდებლობებისა, რეგულირდება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა (IMO) და მისი ორგანოების მიერ მიღებული რეზოლუციებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

მუხლი 27¹

„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახეობის მცურავ ობიექტზე აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა რეგულირდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2591 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.

მუხლი 27²

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო (შემდგომ − მოკვლევის ბიურო) ახორციელებს ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის და სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის სამსახურებრივ მოკვლევას (შემდგომ − მოკვლევა), რომლის მიზანია საზღვაო უსაფრთხოების გაუმჯობესება და საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის პრევენცია. მოკვლევის მიზანი არ არის საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის დადგომისთვის პირის ბრალეულობის ან პასუხისმგებლობის დადგენა. მოკვლევა ხორციელდება სასამართლო, ადმინისტრაციული და საგამოძიებო ორგანოებისგან დამოუკიდებლად და მათთვის ხელის შეშლის გარეშე.

1¹. შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევას ახორციელებს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ექსპლუატანტი ან/და მოკვლევის ბიურო.

2. მოკვლევის ბიურო ფუნქციურად დამოუკიდებელია სააგენტოსგან, გემთმფლობელისა და სხვა პირებისგან, რომელთა ინტერესები ან/და ამოცანები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოკვლევის ბიუროს ინტერესებს ან მისთვის დაკისრებულ ამოცანებს ან/და გავლენას ახდენდეს მის ობიექტურობაზე.

3. მოკვლევის ბიურომ, ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის და სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის გარდა, შეიძლება განახორციელოს აგრეთვე ნაკლებად სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევა. ამ დროს მოკვლევის ბიურო აფასებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოკვლევის განხორციელება, მომხდარი საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის სიმძიმის, საზღვაო უსაფრთხოებაზე გავლენის, გემის ტიპისა და ტვირთის მახასიათებლების გათვალისწინებით.

4. შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა მოკვლევის ბიუროს დაუყოვნებლივ უნდა მისცენ:

ა) საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის ადგილზე, აგრეთვე იმ ადგილზე, სადაც განთავსებულია გემის/მისი მექანიზმის ფრაგმენტები, დაშვების/წვდომის და მოკვლევისთვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების უფლება;

ბ) საზღვაო შემთხვევაში/საზღვაო ინციდენტში მონაწილე გემის, მისი შემადგენელი ნაწილების, აგრეთვე გემზე არსებული ან საზღვაო შემთხვევასთან/საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული იმ საგნების დათვალიერებისა და შემოწმების უფლება, რომლებიც მნიშვნელოვანია საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევისთვის;

გ) საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის თვითმხილველის, აგრეთვე იმ პირის გამოკითხვის უფლება, რომელსაც საზღვაო შემთხვევასთან/საზღვაო ინციდენტთან აქვს ან შეიძლება ჰქონდეს რაიმე კავშირი;

დ) საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის შედეგად დაღუპული პირის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ასლის მიღების უფლება;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების უფლება.

5. მოკვლევის ბიურო პასუხისმგებელია საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დაცვისთვის. ამ ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევის განხორციელების მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე.

6. საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარ იმ შემთხვევას/ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის ან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის დადგომის მაღალი ალბათობა, იკვლევს გემთმფლობელი და მოკვლევის ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგენს მოკვლევის ანგარიშს.

7. ისეთი საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევისთვის, რომელიც სხვადასხვა უწყების კომპეტენციის სფეროს ეხება, საქართველოს მთავრობამ შეიძლება შექმნას უწყებათაშორისი კომისია.

8. საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის დადგომისას სათანადო შეტყობინება ეგზავნება ყველა არსებითად დაინტერესებულ სახელმწიფოს. მოკვლევის ბიურო ვალდებულია შესაბამის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებს გაუგზავნოს შეტყობინება მომხდარი ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის და სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის თაობაზე.

9. საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანი, შკიპერი, გემთმფლობელი, სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოკვლევის ბიუროს მომხდარი საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის თაობაზე.

10. შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო, იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის ადგილის დაცვა და მოკვლევის ბიუროს მუშაობისთვის სათანადო პირობების შექმნა.

11. უნდა მომზადდეს მოკვლევის შესახებ ანგარიში საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის სახეობისა და მნიშვნელობისთვის განსაზღვრული, შესაბამისი ფორმით, მოკვლევის შედეგების მნიშვნელობის გათვალისწინებით. ამ ანგარიშში უნდა აისახოს მოკვლევის მიზანი. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ანგარიში შეიძლება შეიცავდეს უსაფრთხოების რეკომენდაციებს.

12. ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული უსაფრთხოების რეკომენდაციები უნდა მიეცეს სააგენტოს, აგრეთვე, რეკომენდაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, − სხვა ორგანოს ან უწყებას.

13. მოკვლევის ბიუროს მიერ განხორციელებულ მოკვლევასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

14. მოკვლევის განხორციელების წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №683 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.

საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1543 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

თავი II. გემის რეგისტრაცია

მუხლი 28

ა) გემი:

ა.ა) დიდი გემი − მცურავი საშუალება, რომლის რეგისტრული ტონა არის 100 ტონა ან 100 ტონაზე მეტი;

ა.ბ) პატარა გემი − მცურავი საშუალება, რომლის რეგისტრული ტონა 100 ტონაზე ნაკლებია, მათ შორის, ზომამცირე გემი;

ა.გ) მშენებარე გემი − მშენებარე მცურავი საშუალება, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია გემთმშენებლის მშენებარე გემის კორპუსის ნომრით ან სხვაგვარად. მშენებარე გემი შესაძლებელია დარეგისტრირდეს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, რისთვისაც საჭიროა მომავალი გემთმფლობელისა და გემთმშენებლის ერთობლივი თანხმობა. მშენებარე გემის რეგისტრაციის ფაქტი არ არის მისი კუთვნილების დამადასტურებელი, იურიდიული ძალის მქონე ერთადერთი ფაქტი;

ა.დ) შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემი − მცურავი საშუალება, რომელიც „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე გადასაადგილებლად გამოიყენება;

ბ) მთავარი რეგისტრატორი − სააგენტოს დირექტორი;

გ) რეგისტრატორი − პირი, რომელზედაც მთავარმა რეგისტრატორმა სააგენტოს მიერ დადგენილი წესით მოახდინა თავისი უფლებამოსილებების დელეგირება;

დ) რეესტრი − საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი, რომელსაც აწარმოებს სააგენტო;

ე) გემის რეგისტრაციის შეჩერება − ამ კოდექსითგათვალისწინებულიგემის რეგისტრაციის შეჩერება, რის საფუძველზედაც გემს დროებით ჩამოერთმევა საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის უფლება;

ვ) გემის რეგისტრაციიდან მოხსნა − გემის რეგისტრაციის გაუქმება გემთმფლობელის ან სხვა უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე ან იმ შემთხვევაში, თუ გემთმფლობელი ან სხვა უფლებამოსილი პირი დროებით დარეგისტრირებული გემისრეგისტრაციის ვადის გასვლამდე არ მიმართავს სააგენტოს გემის მუდმივი ან ვადიანი რეგისტრაციისთვის;

ზ) გემის რეგისტრაციის შეწყვეტა − გემის რეგისტრაციის გაუქმება მთავარი რეგისტრატორის გადაწყვეტილებით, ამ კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის ან/და 4¹ ნაწილის შესაბამისად;

ზ¹) გემის შეჩერებული რეგისტრაციის აღდგენა − ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გემის შეჩერებული რეგისტრაციის აღდგენა, რის საფუძველზედაც გემს აღუდგება საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის უფლება;

ზ²) გემის რეგისტრაციის ყოველწლიური დამოწმება − დიდი გემისთვის − გემის რეგისტრაციის ყოველწლიური დამოწმების მოწმობისა და გემის რადიოსადგურის მოწმობის განახლება, ხოლო პატარა გემისთვის ან შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემისთვის − რეგისტრაციის მოწმობისა და გემის რადიოსადგურის მოწმობის (არსებობის შემთხვევაში) განახლება;

თ) რეგისტრაცია − გემის დროებითი, ვადიანი ან მუდმივი რეგისტრაცია:

თ.ა) მუდმივი რეგისტრაცია − გემის რეესტრში განუსაზღვრელი ვადით რეგისტრაცია;

თ.ბ) ვადიანი რეგისტრაცია − გემის რეესტრში გარკვეული ვადით რეგისტრაცია გემთმფლობელის ან გემის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე;

თ.გ) დროებითი რეგისტრაცია − გემის რეესტრში რეგისტრაცია ვადიან ან მუდმივ რეგისტრაციამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში;

ი) აღიარებული აგენტი – პირი/ორგანიზაცია, რომელიც სააგენტოსთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე გემთმფლობელებთან ურთიერთობებში სააგენტოს წარმოადგენს;

კ) უნიკალური ნომერი − ციფრების, ასოების ან სხვა სიმბოლოების წყობა, რომელიც გამოიყენება სააგენტოს ან აღიარებული ორგანიზაციის მიერ გაცემულ ელექტრონულ მოწმობაზე ამ მოწმობის იდენტიფიცირებისთვის.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (5)

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1543 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

მუხლი 29

1. საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის (ნაოსნობის) უფლება გემს ენიჭება რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

2. (ამოღებულია - 31.05.2023, №3043).

3. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრების ყველა ფორმა.

4. გემის რეესტრში რეგისტრაცია, გარდა ამ მუხლის 4¹ ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, შეიძლება იყოს დროებითი, ვადიანი ან მუდმივი, ნაოსნობის უფლებით ან ნაოსნობის უფლების გარეშე.

4¹. გემის შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნში რეგისტრაცია შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი.

5. რეესტრში რეგისტრირდება გემი, რომელიც არის:

ა) საქართველოს სახელმწიფოს საკუთრება;

ბ) საქართველოს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრება;

გ) უცხო ქვეყნის გემთმფლობელის საკუთრება, რომელსაც საქართველოში ჰყავს უფლებამოსილი წარმომადგენელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) ამ კოდექსიდან გამომდინარე ბერბოუტ - ჩარტერის ხელშეკრულებით ექსპლუატაციაში მყოფი გემი.

6. საქართველო არ ცნობს გემის პარალელურ რეგისტრაციას, გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. საქართველო არ ცნობს სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში საქართველოს გემის რეგისტრაციას, თუ ეს გემი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მოიხსნება რეგისტრაციიდან ან მას არ შეუჩერდება რეგისტრაცია.

8. ბერბოუტ-ჩარტერის შემთხვევაში გემი შეიძლება დარეგისტრირდეს საქართველოში, თუ დაფრახტვის მომენტში მისი დროშის სახელმწიფო თანახმაა, გემის სახელმწიფო რეგისტრაცია რეესტრში განხორციელდეს. ამასთანავე, აღნიშნულ სახელმწიფოში გემის სახელმწიფო საზღვაო დროშით ცურვის უფლება შეჩერებული უნდა იყოს. ბერბოუტ-ჩარტერით გემის საქართველოს დროშის ქვეშ რეგისტრაციის შემთხვევაში გემთან დაკავშირებული საკუთრებისა და სხვა ქონებრივი უფლებების (საზღვაო იპოთეკა და გირავნობა) რეგისტრაცია შეიძლება დარჩეს გემის ძირითად რეესტრში, ხოლო საქართველოს დროშით ცურვის უფლებას გემი მიიღებს ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესაბამისად.

9. თუ გემი რეგისტრირებულია სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში, საქართველოში მისი და რეგისტრირება შესაძლებელია მხოლოდ ამ გემის სხვა ქვეყნის რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების, შეწყვეტის ან რეგისტრაციიდან მოხსნის შემდეგ.

10. გემზე საქართველოს სახელმწიფო დროშის სათანადო უფლების გარეშე აღმართვისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (4)

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1543 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

მუხლი 30

1. გემის რეესტრში რეგისტრაციას ახორციელებს სააგენტო, რომელიც გასცემს შესაბამის მოწმობებს.

2. სააგენტო აწარმოებს რეესტრს, ამტკიცებს გემის რეგისტრაციის, რეესტრის წარმოებისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესებს.

3. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს მუდმივ რეგისტრაციამდე ან ვადიან რეგისტრაციამდე, არაუმეტეს 6 თვის ვადით. შესაძლებელია ამ ვადის 1 წლამდე გახანგრძლივება.

3¹. შიდა სახმელეთო წყლების გემის დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს მუდმივ რეგისტრაციამდე, არაუმეტეს 6 თვის ვადით. შესაძლებელია ამ ვადის 1 წლამდე გახანგრძლივება.

4. ამ მუხლის მე-3 და 3¹ ნაწილებში მითითებული 1-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ დროებითი რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადა განსაკუთრებულ შემთხვევაში გემთმფლობელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, მთავარი რეგისტრატორის თანხმობით შეიძლება გახანგრძლივდეს, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებსაც მუდმივი რეგისტრაცია.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (6)

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1543 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

მუხლი 31

1. მთავარი რეგისტრატორი ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებულ გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ქმედებებს.

2. რეგისტრატორი გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ პროცედურებს ახორციელებს დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

3. მთავარ რეგისტრატორს გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებული უფლებამოსილების დელეგირება შეუძლია მოახდინოს მხოლოდ შემდეგ პირებზე:

ა) სააგენტოს თანამშრომელზე − რეგისტრატორზე;

ბ) საქართველოს საჯარო მოსამსახურეზე;

გ) საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირზე;

დ) (ამოღებულია - 31.05.2023, №3043);

ე) აღიარებულ აგენტზე – მხოლოდ დროებითი რეგისტრაციის მოწმობების გაცემის მიზნებისათვის.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (4)

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

მუხლი 32

1. რეესტრი შედგება წიგნებისაგან, კერძოდ:

ა) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნისაგან;

ბ) შიდა ნაოსნობის გემების წიგნისაგან;

გ) ბერბოუტ-ჩარტერის წიგნისაგან;

დ) მშენებარე გემების წიგნისაგან;

ე) შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნისგან.

1¹. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რეესტრი შეიძლება ელექტრონული ფორმით იწარმოებოდეს, მათ შორის, შეიძლება გაიცეს გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ელექტრონული მოწმობები.

1². გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ელექტრონულ მოწმობებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. ერთი და იმავე გემის რეგისტრაცია ერთსა და იმავე დროს ხდება რეესტრის მხოლოდ ერთ წიგნში.

2¹. თუ მცურავი საშუალება რეგისტრირებულია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ წიგნებში, მას აქვს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის უფლება და არ საჭიროებს შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნში რეგისტრაციას.

2². თუ მცურავი საშუალება რეგისტრირებულია შიდა სახმელეთო წყლების გემების წიგნში, იგი ვალდებულია მოიხსნას რეგისტრაციიდან და საზღვაო წყლებში ნაოსნობისთვის დარეგისტრირდეს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ წიგნებში.

3. გემზე საკუთრების უფლება, სხვა უფლებები და ქონებრივი შეზღუდვები (საზღვაო გირავნობა, საზღვაო იპოთეკა და სხვა) რეგისტრირდება რეესტრის შესაბამის წიგნში. იმ გემის რეესტრში რეგისტრაცია, რეგისტრაციიდან მოხსნა ან რეგისტრაციის შეწყვეტა, რომელზედაც არსებობს ქონებრივი შეზღუდვა (საზღვაო გირავნობა, საზღვაო იპოთეკა და სხვა), ხორციელდება მხოლოდ მოთხოვნის უფლების მქონე პირის წერილობითი თანხმობით, რომლის სასარგებლოდაც დარეგისტრირებულია ასეთი ქონებრივი შეზღუდვა.

4. გემის ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაცია წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებსაც მისი მუდმივი რეგისტრაცია. გემის ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან გემის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების ვადის შესაბამისად.

4¹. აკრძალულია ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრირებულ გემზე საზღვაო იპოთეკის ან სხვა ქონებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია.

5. გემის რეესტრში რეგისტრაცია არის საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის (ნაოსნობის) უფლების პირველადი მტკიცებულება.

ბმული ამ მუხლზე

6. ზომამცირე გემის რეგისტრაციის წესსა და პირობებს განსაზღვრავს სააგენტო. 7. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებით გამოიყენება აგრეთვე ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილით, 28-ე მუხლის „ბ“−„ზ¹“, „თ.ა“, „თ.გ“ და „კ“ ქვეპუნქტებით, 29-ე მუხლის პირველი და მე-3 ნ

მუხლი 33

1. საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრირდება გემი, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს საერთაშორისო ნაოსნობისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება გემის ბერბოუტ - ჩარტერით რეგისტრაცია.

2. შიდა ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრირდება გემი, რომელიც არ გამოიყენება საერთაშორისო ნაოსნობისათვის, გარდა გემის ბერბოუტ-ჩარტერით რეგისტრაციის შემთხვევისა და ამ კოდექსის 44 ¹¹ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრირდება გემი, რომლის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციაც შეჩერებულია და რომლის ასეთად დარეგისტრირების თაობაზე წერილობით განცხადებას წარმოადგენს გემის უეკიპაჟოდ დამფრახტავი.

4. მესაკუთრის მოთხოვნით, მშენებარე გემი მშენებარე გემების წიგნში რეგისტრირდება მხოლოდ იმ პირობით, რომ გემის იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება მისი მშენებლობის ეტაპის გათვალისწინებით, გემთმშენებლის მშენებარე გემების სიაში ან სხვა რაიმე საშუალებით. მშენებარე გემის რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მთავარი რეგისტრატორი. გემის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თუ გემთმფლობელი წერილობით ადასტურებს მისი დარეგისტრირების თაობაზე თავის ნებას, მთავარი რეგისტრატორი ახორციელებს გემის რეგისტრაციას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი , 19.06.2012 წ .

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4106 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

მუხლი 34

1. რეესტრში რეგისტრირდება გემი, რომელზედაც ტექნიკური ზედამხედველობა ხორციელდება ამ კოდექსის II¹თავისშესაბამისად.

2. პატარა გემი, რომლის ასაკიც არ აღემატება 3 (სამ) წელს, არ არის ვალდებული, გაიაროს ტექნიკური ზედამხედველობა ყოველწლიურად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

3. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემების ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაცია, რომლის აღიარების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (7)

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1923-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.233

საქართველოს 2010 წლის 26 ოქტომბრის კანონი №3750-სსმI, №62,05.11.2010წ., მუხ.390

საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6171 – ვებგვერდი, 25.05.2012წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1543 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

მუხლი 35

1. გემის რეესტრში რეგისტრაცია დასტურდება რეგისტრაციის მოწმობით.

2. რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება იყოს დროებითი, ვადიანი და მუდმივი.

2¹. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება იყოს დროებითი ან მუდმივი.

3. დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს ვადიან ან მუდმივ რეგისტრაციამდე.

3¹. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის დროებითი რეგისტრაციის მოწმობა შეიძლება გაიცეს მუდმივ რეგისტრაციამდე.

4. პატარა გემის, ზომამცირე გემის ან შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის მუდმივი რეგისტრაციის შემთხვევაში რეგისტრაციის მოწმობა ყოველწლიურად განახლდება.

5. დიდი გემის რეგისტრაციის მოწმობა ექვემდებარება ყოველწლიურ დამოწმებას.

6. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაცია დასტურდება ვადიანი რეგისტრაციის მოწმობით, რომლის ვადა განისაზღვრება ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან შესაბამისი გემისთვის უცხო ქვეყნის სათანადო რეესტრში სახელმწიფოს საზღვაო დროშით ნაოსნობის უფლების შეჩერების ვადის შესაბამისად, რომელიც 2 კალენდარულ წელს არ უნდა აღემატებოდეს. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაცია შეიძლება გაგრძელდეს შემდგომი პერიოდით, რომელიც აღნიშნული გემის ძირითადი დროშის სახელმწიფოს თანხმობის შემთხვევაში 2 კალენდარულ წელზე მეტი არ უნდა იყოს.

7. გემს აქვს სახელი, რომელსაც მას ანიჭებს მესაკუთრე და რომელიც შეიძლება შეიცვალოს გემთმფლობელის მოთხოვნით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (6)

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1543 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

მუხლი 36

1. გემის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლებია:

ა) გემის მდგომარეობის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საზღვაო უსაფრთხოების სტანდარტებთან შეუსაბამობა ან ზღვის გარემოს დაბინძურების რისკის შემცველობა;

ბ) გემზე დასაქმებული პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების არარსებობა;

გ) წინასწარ დადასტურებული ეჭვის არსებობა, რომ გემი გამოიყენება დანაშაულებრივი მიზნებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების, მართლწესრიგის, მშვიდობის ან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ;

დ) ამ მუხლის მე -4 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არსებობა.

2. გემის რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების საფუძვლებია:

ა) (ამოღებულია - 31.05.2023, №3043);

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის გადაუხდელობა;

გ) რეგისტრირებული გემთმფლობელის სათანადო წერილობითი განცხადების არსებობა;

დ) გემის მდგომარეობის საზღვაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობა ან ზღვის გარემოს დაბინძურების რისკის შემცველობა;

ე) გემზე დასაქმებული პირების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიების არარსებობა;

ვ) წინასწარ დადასტურებული ეჭვის არსებობა, რომ გემი გამოიყენება დანაშაულებრივი მიზნებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების, მართლწესრიგის, მშვიდობის ან საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ;

ზ) სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობა;

თ) რეგისტრაციის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის გასვლამდე გემთმფლობელი არ მოითხოვს რეგისტრაციის მოწმობის განახლებას ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ან რეგისტრაციის მოწმობის დამოწმებას იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად;

ი) გემის ტექნიკური ზედამხედველობის შეჩერების ან მოხსნის თაობაზე აღიარებული ორგანიზაციის გადაწყვეტილების არსებობა.

3. გემის რეგისტრაციიდან მოხსნის საფუძვლებია:

ა) გემთმფლობელის ან სხვა უფლებამოსილი პირის მოთხოვნა;

ბ) გემის ჩამოწერა;

გ) გემის შემდგომი ექსპლუატაციისა და შეკეთებისათვის უვარგისად ცნობა;

დ) გემის დაღუპვა;

ე) ბერბოუტ-ჩარტერის ვადის გასვლა (ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის შემთხვევაში);

ვ) გემის მესაკუთრის ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაციის ვადამდე შეწყვეტის მოთხოვნა;

ზ) სასამართლოს ან ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების არსებობა.

4. გემის რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) რეგისტრაციის შემდეგ გემის მიერ ზღვაოსნობაუნარიანობის დაკარგვა ან მისი სხვაგვარად განადგურება, მათ შორის, ხანძრის ან ჩაძირვის შედეგად;

ბ) გემის მდგომარეობის ამ კოდექსის დებულებებთან ან/და გემის რეგისტრაციის პირობებთან შეუსაბამობა;

გ) გემის მდგომარეობის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილ საზღვაო უსაფრთხოების, ნაოსნობის უშიშროების და ზღვის გარემოს დაცვის სტანდარტებთან შეუსაბამობა;

დ) გემის სხვა სახელმწიფოს ნავსადგურში დაკავება.

4¹. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის რეგისტრაციის შეწყვეტის საფუძველია:

ა) რეგისტრაციის შემდეგ გემის მიერ ნაოსნობაუნარიანობის დაკარგვა ან მისი სხვაგვარად განადგურება, მათ შორის, ხანძრის ან ჩაძირვის შედეგად;

ბ) გემის მდგომარეობის ამ კოდექსის დებულებებთან, გემის რეგისტრაციის პირობებთან ან/და უსაფრთხოების სტანდარტებთან შეუსაბამობა.

5. ამ მუხლის მე-3, მე-4 ან 4¹ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გემთმფლობელი ვალდებულია შეატყობინოს სააგენტოს ასეთი შემთხვევის შესახებ.

6. ამ მუხლის მე-3, მე-4 ან 4¹ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გემის რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება მთავარი რეგისტრატორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

7. გემის რეგისტრაციაზე უფლებამოსილი პირის მიერ სააგენტოში განცხადების წარდგენის შემთხვევაში ან შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მთავარ რეგისტრატორს უფლება აქვს, უარი თქვას გემის რეგისტრაციიდან მოხსნაზე/რეგისტრაციის შეწყვეტაზე, თუ გემთან დაკავშირებული ნებისმიერი პასუხისმგებლობა ან ვალდებულება სააგენტოს წინაშე არ შესრულებულა სრულად ან შესრულდა ნაწილობრივ. სააგენტო არ გასცემს რეგისტრაციიდან მოხსნის მოწმობას, თუ გემის რეგისტრაციის მოწმობა ან სხვა მოთხოვნილი მოწმობები მას არ ჩაჰბარდება.

8. (ამოღებულია - 11.12.2015, №4622).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (6)

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1543 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

მუხლი 37. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

მუხლი 38

1. გემი სანაოსნოდ დაიშვება, თუ მისი მდგომარეობა შეესაბამება ნაოსნობის უშიშროების, ზღვის გარემოს დაცვისა და საზღვაო უსაფრთხოების საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

1¹. შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემი სანაოსნოდ დაიშვება, თუ მისი მდგომარეობა შეესაბამება ნაოსნობის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შესაბამისობას ადგენს სააგენტო ან/და აღიარებული ორგანიზაცია ამ კოდექსის II ¹ თავის შესაბამისად.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1543 – ვებგვერდი, 30.04.2026წ.

მუხლი 39

1. საქართველოში რეგისტრირებულ გემს უნდა ჰქონდეს შემდეგი ძირითადი საბუთები:

ა) რეგისტრაციის მოწმობა;

ბ) გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობის წევრებით დაკომპლექტების დოკუმენტი (გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მოწმობა);

გ) გემის ჟურნალი;

დ) სამანქანო ჟურნალი (მექანიკური ძრავის მქონე გემის შემთხვევაში);

ე) გემის რადიოსადგურის ჟურნალი (საჭიროების შემთხვევაში);

ვ) გემის სანიტარიული მოწმობა;

ზ) გემის რადიოსადგურის მოწმობა და სხვა საბუთები რადიოკავშირის რეგლამენტის თანახმად;

თ) გემის ეკიპაჟის წევრთა სია;

ი) სხვა საბუთები (მოწმობები და ა. შ.), რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.

2. ამ მუხლში აღნიშნული ჟურნალები იწარმოება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით. შევსებული ჟურნალები გემზე 3 წლის განმავლობაში ინახება.

3. ამ მუხლში აღნიშნული ძირითადი საბუთების მატერიალური ან ელექტრონული ვერსიები გემზე უნდა ინახებოდეს. გემისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ელექტრონული მოწმობის, მათ შორის, აღნიშნული მოწმობის პერიოდული დამოწმების, აგრეთვე მისი წარმომავლობის, კანონიერი ძალის (ვალიდაციის) და ნამდვილობის დადასტურების მკაფიო და მარტივი ინსტრუქცია მოწმობაში არსებული ინფორმაციის დასადასტურებლად.

4. სპეციალური მომსახურების და სპორტულ გემებს შეიძლება არ ჰქონდეთ სატონაჟო მოწმობა. სპეციალური მომსახურების გემის წყალწყვა შეიძლება განისაზღვროს გამარტივებული წესით, რაც დასტურდება შესაბამისი მოწმობის გაცემით.

5. პატარა გემი არ არის ვალდებული, ჰქონდეს სამანქანო ან სანიტარიული ჟურნალი, თუ გემთმფლობელის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი.

6. საქართველოს გემებს, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საბუთების გარდა, უნდა ჰქონდეთ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა სავალდებულო მოწმობები.

7. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებებიდან გამონაკლისის დაშვება სააგენტოს შეუძლია მიზანშეწონილობიდან გამომდინარე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (4)

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3072 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

მუხლი 40

1. გემის რეგისტრაციის მოწმობას გასცემს სააგენტო თავის მიერ დადგენილი წესით.

2. სააგენტოს შეუძლია მოახდინოს უფლებამოსილების დელეგირება აღიარებულ ორგანიზაციებსა და ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციებზე, რათა მათ გასცენ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოწმობები.

3. გემის რადიოსადგურის მოწმობას გასცემს სააგენტო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით.

4. გამონაკლის შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია, ამ კოდექსის II¹თავით გათვალისწინებულ აღიარებულ ორგანიზაციასთან შეთანხმებით, ამავე კოდექსით განსაზღვრული მოწმობების გარეშე გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება მოწმობების არქონის ან მოთხოვნილ სტანდარტებთან შეუსაბამობის დროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

5. სააგენტოს უფლება აქვს, ამ კოდექსის II¹ თავით გათვალისწინებულ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციასთან შეთანხმებით გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება საერთაშორისო ნაოსნობის განსახორციელებლად იმ გემზე, რომელიც ჩართულია შიდა ნაოსნობაში, თუ ასეთი ნაოსნობის მიზანია გემის მიმდინარე და სავალდებულო სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

6. სააგენტოს უფლება აქვს, ამ კოდექსის II¹ თავით გათვალისწინებულ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციასთან შეთანხმებით გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება საერთაშორისო ნაოსნობის განსახორციელებლად იმ გემზე, რომელიც შეძენილია და იმყოფება საქართველოს ფარგლების გარეთ, დარეგისტრირდა შიდა ნაოსნობის გემების წიგნში და აპირებს რეგისტრაციის მიწერის ნავსადგურში გადასვლას.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (6)

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

მუხლი 41

საქართველოს ნავსადგურში სხვა ქვეყნის დროშით შემოსული გემის განზომილებათა, სამგზავრო, სატვირთო მარკის და გემის რადიოსადგურის მოწმობების აღიარება ხორციელდება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა მხარეც არის საქართველო.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

მუხლი 42

საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გემის სხვა ქვეყანაზე, სხვა ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე გასხვისება შეიძლება დადგენილი წესის მიხედვით, მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნებართვით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 24 სექტემბრის კანონი №1286 – ვებგვერდი, 08.10.2013წ.

მუხლი 43. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

მუხლი 44. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

თავი II¹. საქართველოს გემების ინსპექტირებისა და შემოწმების განმახორციელებელი ორგანიზაციების აღიარება, მათი უფლებამოსილებები, ფუნქციონირების წესები და სტანდარტები

მუხლი 44¹

ამ თავის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) უფლებამოსილების მინიჭება − საქართველოს მიერ აღიარებული ორგანიზაციისთვის უფლებამოსილების დელეგირების (გადაცემის) სათანადო აქტი;

ბ) გემი − საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ყველა ტიპის გემი;

გ) საქართველოს გემი − ამ კოდექსის დებულებების შესაბამისად საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული და საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი;

დ) გემთმფლობელი − გემის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი;

ე) სატვირთო გემი − გემი, რომელიც სამგზავრო გემი არ არის;

ვ) სამგზავრო გემი − გემი, რომელიც იტევს 12 მგზავრზე მეტს და რომელზედაც მგზავრი არის ნებისმიერი პირი, გარდა:

ვ.ა) კაპიტნისა, ეკიპაჟის წევრებისა და გემზე დასაქმებული სხვა პირებისა;

ვ.ბ) 1 (ერთ) წლამდე ასაკის ბავშვისა;

ზ) სატვირთო გემის უსაფრთხოების რადიოკავშირის რადიომოწმობა − მოწმობა, რომელიც გათვალისწინებულია ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის შესწორებული რადიოწესებით;

თ) კლასის მოწმობა − აღიარებული ორგანიზაციების მიერ შემუშავებული და გამოქვეყნებული წესებისა და პროცედურების საფუძველზე მათ მიერვე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გემის განსაზღვრულ მიზნებთან ან მომსახურებასთან შესაბამისობას;

ი) ინსპექტირება და შემოწმება − საქართველოს გემის აუცილებელი ინსპექტირება და შემოწმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის აქტების, სტანდარტების, რეზოლუციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე;

კ) საერთაშორისო კონვენცია − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენცია, რომლის მონაწილეც არის საქართველო;

ლ) ადგილსამყოფელი − რეგისტრირებული ოფისის ადგილსამყოფელი, ცენტრალური ადმინისტრაციის ან ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის ადგილი;

მ) გემის ოპერატორი − გემთმფლობელი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც შესაძლებელია იყოს მენეჯერი ან გემის უეკიპაჟოდ დამფრახტავი (ბერბოუტ-ჩარტერერი), რომელსაც გემთმფლობელმა დააკისრა გემის მართვის პასუხისმგებლობა და რომელმაც ამ პასუხისმგებლობის აღებისას განაცხადა თანხმობა, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება და იკისროს სათანადო პასუხისმგებლობა;

ნ) კონტროლი ორგანიზაციასთან მიმართებით − უფლებები, კონტრაქტები ან სხვა, კანონით განსაზღვრული ან ფაქტობრივი საშუალებები, რომლებიც ცალმხრივად ან ერთობლივად ანიჭებს პირს შესაძლებლობას, გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს იურიდიულ პირზე ამ კოდექსით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად;

ო) წესები და პროცედურები − აღიარებული ორგანიზაციის მიერ გემის დიზაინის, კონსტრუქციის, აღჭურვილობის, მოვლა-შენახვისა და შემოწმების მიმართ წაყენებული მოთხოვნები, რომლებიც შეთანხმებულია სააგენტოსთან;

პ) მინისტრი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

ჟ) ორგანიზაცია − იურიდიული პირი, კერძოდ, საკლასიფიკაციო საზოგადოება ან სხვა კერძო დაწესებულება, მისი ფილიალი, მისი კონტროლისადმი დაქვემდებარებული სხვა პირი, რომლებიც ერთობლივად ან ცალ-ცალკე ახორციელებენ ისეთ საქმიანობას, რომელიც ამ კოდექსის მოქმედების სფეროში ექცევა;

რ) გემების შემმოწმებელი − პირი, რომელიც რეგისტრირებულია სააგენტოში გემების შემმოწმებლად ამ კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად;

ს) აღიარებული ორგანიზაცია − ამ კოდექსის თანახმად აღიარებული ორგანიზაცია;

ტ) სავალდებულო მოწმობა − საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად საქართველოს მიერ ან საქართველოს სახელით გაცემული მოწმობა;

უ) IMO-ს A.1070 (28) რეზოლუცია − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2013 წლის 4 დეკემბრის რეზოლუცია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ინსტრუმენტების საიმპლემენტაციო კოდექსის (III კოდექსის) შესახებ;

ფ) (ამოღებულია - 23.06.2026, №1741);

ქ) MSC-MEPC.5/Circ.16 ცირკულარი – საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2022 წლის 24 იანვრის ცირკულარი ადმინისტრაციის სახელით მოქმედი აღიარებული ორგანიზაციებისთვის უფლებამოსილების გადაცემის ხელშეკრულების მოდელის შესახებ;

ქ¹) IMO-ს MEPC.237(65) რეზოლუცია და IMO-ს MSC.349(92) რეზოლუცია − საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2013 წლის 17 მაისის რეზოლუცია − აღიარებული ორგანიზაციების კოდექსი და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 2013 წლის 21 ივნისის რეზოლუცია − აღიარებული ორგანიზაციების კოდექსი;

ღ) გადამცემი ორგანიზაცია − გემის მიერ კლასის შეცვლისას ის აღიარებული ორგანიზაცია, რომლის კლასიც ჰქონდა გემს;

ყ) მიმღები ორგანიზაცია − გემის მიერ კლასის შეცვლისას ის აღიარებული ორგანიზაცია, რომლის კლასიც ექნება გემს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (4)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1741 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

მუხლი 44²

1. ევროკავშირის მიერ აღიარებულ ორგანიზაციას უფლება აქვს, განახორციელოს აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებები საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ ამ მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულებისას.

2. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებების განხორციელებისას ყველა ასეთი ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოსთან წინასწარი კონსულტაციები გაიაროს იმის თაობაზე, თუ რა უფლებამოსილებების დელეგირებას ითხოვს იგი.

3. კონსულტაციების შედეგად ორგანიზაციასთან სააგენტოს შეთანხმება წერილობით ფორმდება. ეს შეთანხმება უნდა უ პასუხებდეს ამ კოდექსის 44¹⁵მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და უნდა შეიცავდეს განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემთან დაკავშირებით მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

4. სააგენტო უფლებამოსილია აღიარებული ორგანიზაციებისათვის შეიმუშაოს საქართველოს გემების ინსპექტირების, შემოწმებისა და სერტიფიცირების თაობაზე სავალდებულო ინსტრუქციები საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და IMO-ს A.1070 (28) რეზოლუციის შესაბამისად.

5. სააგენტო ამ კოდექსის შესაბამისად ახორციელებს აღიარებული ორგანიზაციების მიერ შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობას და კონტროლს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

6. საქართველო უფლებამოსილია მიიღოს ფინანსური კომპენსაცია აღიარებული ორგანიზაციისგან, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ქონებრივი ზარალი ან ზიანი, ფიზიკური ზიანი ან დაღუპვა გამოწვეულია აღიარებული ორგანიზაციის ქმედებით.

7. სააგენტოსა და აღიარებულ ორგანიზაციას შორის დადებული წერილობითი შეთანხმებით განსაზღვრულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 44³

1. სააგენტოს უფლება აქვს, გემის შემმოწმებელს ან აღიარებულ ორგანიზაციას სრულად ან შეზღუდულად გადასცეს უფლებამოსილება, რათა მან განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ინსპექტირება და შემოწმება, სატვირთო მარკის მონიშვნა, ტევადობის გაზომვა, გემის მშენებლობისა და შეკეთების მონიტორინგი, საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისი მოწმობის გაცემა და განახლება, საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნების შესრულებისაგან გათავისუფლების შესახებ მოწმობის გაცემა და განახლება, ამ კოდექსის 44 ¹² მუხლთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობის გაცემა.

2. სააგენტო ადასტურებს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად გაცემულ ყველა მოწმობას, რომლებშიც აღნიშნულია გამონაკლისები საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, მიუხედავად იმისა, ისინი მუდმივია თუ დროებითი, აგრეთვე ასეთ მოწმობებში შეტანილ ყველა ცვლილებას.

3. სატვირთო გემის რადიოსადგურის მოწმობის სპეციფიკიდან გამომდინარე, კერძო ორგანიზაციას, რომელიც აღიარებულია სააგენტოს მიერ, აქვს სათანადო პრაქტიკა და ჰყავს კვალიფიციური პერსონალი, შეიძლება მიენიჭოს რადიოსაკომუნიკაციო უსაფრთხოების დამოუკიდებლად შეფასების უფლებამოსილება.

4. ამ მუხლის მე -3 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების მისაღებად კერძო ორგანიზაცია უნდა აკმაყოფილებდეს ამ კოდექსით განსაზღვრულ და სააგენტოს მიერ დადგენილ და გამოქვეყნებულ მოთხოვნებს. კერძო ორგანიზაციის აღიარება და მისთვის მოვალეობათა გადაცემა ხორციელდება სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

5. სააგენტოს უფლება აქვს, გააუქმოს იმ კერძო ორგანიზაციის აღიარება, რომელიც აღარ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე -4 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან რომლის მიერ შესრულებული სამუშაო არადამაკმაყოფილებლად ფასდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

მუხლი 44⁴

სააგენტოსა და აღიარებულ ორგანიზაციას შორის დადებული წერილობითი შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს აღიარებული ორგანიზაციის ვალდებულება, დააფუძნოს საქართველოში წარმომადგენლობა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

მუხლი 44⁵

1. ევროკავშირის მიერ აღიარებულ ორგანიზაციას უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს წერილობითი შეთანხმების პროექტი. ეს პროექტი უნდა შეესაბამებოდეს MSC-MEPC.5/Circ.16 ცირკულარის მოთხოვნებს. სააგენტო ვალდებულია შეისწავლოს ამ ნაწილის შესაბამისად წარდგენილი წერილობითი შეთანხმების პროექტი, მიიღოს გადაწყვეტილება მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 2 კვირისა და გადაწყვეტილების მიღების შესახებ აცნობოს განმცხადებელ ორგანიზაციას.

2. საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც აკმაყოფილებს სააგენტოს მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს, უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს წერილობითი შეთანხმების პროექტი. წერილობითი შეთანხმების პროექტი და მისი განხილვის წესი უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. წერილობითი შეთანხმების პროექტი ასევე უნდა შეიცავდეს სრულ ინფორმაციას და მტკიცებულებას, რომელთა მიერ სააგენტოს მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში სააგენტო შეამოწმებს განმცხადებელი ორგანიზაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

3. სააგენტოს უფლება აქვს, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, არ დაეთანხმოს ამ მუხლის პირველი და მე -2 ნაწილების შესაბამისად წარმოდგენილი წერილობითი შეთანხმების პროექტს.

4. ორგანიზაციის მიერ ყალბი დოკუმენტების ან მცდარი ინფორმაციის წარდგენისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით.

5. ორგანიზაცია უფლებამოსილების განხორციელებას დაიწყებს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ სააგენტოსთან წერილობითი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ. ეს შეთანხმება ძალაში შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1741 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

მუხლი 44⁶

1. საქართველო უფლებამოსილია სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით განსაზღვრული აღიარებული ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ხარისხის გათვალისწინებით მიიღოს კომპენსაცია აღიარებული ორგანიზაციისაგან, თუ სასამართლო ან არბიტრაჟი საქართველოს დააკისრებს პასუხისმგებლობას, მათ შორის, დაზარალებული მხარეებისათვის კომპენსაციის გადახდას ზიანისათვის, რომელიც გამომდინარეობს ნებისმიერი ინციდენტისგან, რომელიც დაკავშირებულია ქონების დაკარგვასთან ან დაზიანებასთან ანდა პირად ზიანთან ან სიკვდილთან და გამოწვეულია აღიარებული ორგანიზაციის ან მისი ორგანოს, თანამშრომლის, აგენტის ან ამ ორგანიზაციის სახელით მოქმედი სხვა პირის ბრალეული ქმედებით.

2. სააგენტოს და აღიარებულ ორგანიზაციას შეუძლიათ შეთანხმდნენ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შეზღუდვაზე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

მუხლი 44⁷

1. თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ აღიარებულ ორგანიზაციას აღარ აქვს შესაძლებლობა, შეასრულოს ამ კოდექსის 44³მუხლით გათვალისწინებული ფუნქციები, სააგენტოს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის აღიარების შეჩერების ან გაუქმების შესახებ. სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს ასეთ ორგანიზაციას მისი უფლებამოსილების შეჩერების ან გაუქმების თაობაზე.

2. თუ ორგანიზაციის აღიარებას ა უქმებს ან აჩერებს ევროკომისია, ეს ორგანიზაცია ავტომატურად კარგავს ან მას დროებით უჩერდება უფლება, განახორციელოს აღიარებული ორგანიზაციის უფლებამოსილებანი საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემის მიმართ.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ორგანიზაციის უფლებამოსილება შეჩერდება ან გაუქმდება სააგენტოს სათანადო გადაწყვეტილებით, რომელიც საჯაროდ ქვეყნდება.

4. სააგენტომ ამ მუხლით გათვალისწინებული შეჩერების ან გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ინტერესებით.

5. თუ სააგენტო აღიარებულ ორგანიზაციას შეუჩერებს აღიარებას, ამ ორგანიზაციას იმავე ვადით შეუჩერდება ამ კოდექსით გათვალისწინებული საქართველოს გემისათვის მოწმობების გაცემისა და განახლების უფლებამოსილება.

6. ამ მუხლის პირველი − მე -5 ნაწილები გავლენას არ ახდენს იმ მოწმობების მოქმედებაზე, რომლებიც გაცემულია ორგანიზაციის აღიარების შეჩერებამდე ან გაუქმებამდე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

მუხლი 44⁸

1. სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას (IMO) აღიარებული ორგანიზაციის აღიარების შეჩერების ან გაუქმების შესახებ.

2. ორგანიზაციის უფლებამოსილების შეჩერების ან გაუქმების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილება დადგენილი წესით, საჯაროდ ქვეყნდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

მუხლი 44⁹

1. სააგენტო ვალდებულია განახორციელოს საქართველოს სახელით მოქმედი აღიარებული ორგანიზაციების მუშაობის მონიტორინგი, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი სათანადოდ ასრულებენ ამ კოდექსის 44³ მუხლით გათვალისწინებულ ფუნქციებს.

2. სააგენტო აღიარებული ორგანიზაციის მუშაობის მონიტორინგს ახორციელებს სულ მცირე 2 წელიწადში ერთხელ და ვალდებულია უზრუნველყოს მონიტორინგის შედეგების ანგარიშის გამოქვეყნება არა უგვიანეს მომდევნო წლის 31 დეკემბრისა.

3. ამ კოდექსის 44⁵მუხლის თანახმად სააგენტოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების მქონე აღიარებული ორგანიზაცია ვალდებულია სააგენტოსთვის ყოველწლიურად ხელმისაწვდომი გახადოს ხარისხის მართვის სისტემის შედეგები.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

მუხლი 44¹⁰

1. ამ მუხლით განსაზღვრული უფლებები ენიჭება გემის ინსპექტორს შეფასების, კონტროლის ან ამ კოდექსის 44⁹ მუხლით განსაზღვრული მონიტორინგის სათანადო პროცედურების განსახორციელებლად.

2. გემის ინსპექტორს მინიჭებული აქვს უფლება, უფლებამოსილების განხორციელებისას მარტო ან იმ პირის თანხლებით, რომლის დასწრებასაც იგი აუცილებლად მიიჩნევს, და იმ დანადგარითა და მატერიალური აღჭურვილობით, რომლებსაც იგი საჭიროდ მიიჩნევს:

ა) ავიდეს საქართველოს ნებისმიერ გემზე, მოიპოვოს ყველა აუცილებელი ინფორმაცია, როგორც ნავსადგურში, ისე ნაოსნობის დროს, გააკონტროლოს და შეამოწმოს საქართველოს ნებისმიერი გემი, რომელიც შემოწმებისას აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება;

ბ) შევიდეს, გააკონტროლოს, შეამოწმოს და გამოიკვლიოს საქართველოში ან სხვაგან არსებული ნებისმიერი უძრავი ქონება, გარდა კერძო საკუთრებისა, თუ არსებობს საკმარისი მიზეზი, რომ იგი არის შესაფასებელი აღიარებული ორგანიზაციის ქონება ან მას ეს აღიარებული ორგანიზაცია იყენებს თავისი საქმიანობის მიზნებისათვის;

გ) შეამოწმოს ნებისმიერი სახით არსებულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემები, წიგნები და დოკუმენტები, რომლებიც ინახება ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქართველოს გემზე, ან ამავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ უძრავ ქონებაში ან სხვა ადგილას (გარდა კერძო საკუთრებისა), თუ მას საკმარისი მიზეზი აქვს, ივარაუდოს, რომ ისინი შეიცავენ მისთვის საინტერესო ინფორმაციას, ან თუ დაშვება დაკავშირებულია უშუალოდ იმ მიზანთან, რომლისთვისაც მას მინიჭებული აქვს ინსპექტირების ჩატარების უფლება. გემის ინსპექტორს უფლება აქვს, გადაიღოს აღნიშნული ინფორმაციის ან ამონარიდების ასლები, თუ მას საკმარისი მიზეზი აქვს, ივარაუდოს, რომ ეს ინფორმაცია ან ამონარიდები შესაძლებელია გამოიყენებოდეს სამხილებად სისხლის ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით, რომელიც დაკავშირებულია ამ კოდექსით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობასთან.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს გემის ოპერატორი, კაპიტანი ან სხვა მეზღვაური, ანდა აღიარებული ორგანიზაცია ან პირი, რომელიც პასუხისმგებელია იმავე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ უძრავ ქონებაზე, გარდა კერძო საკუთრებისა, ვალდებული არიან უზრუნველყონ გემის ინსპექტორი დახმარებითა და აუცილებელი ინფორმაციით, რომლებიც საჭიროა ინსპექტორის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

მუხლი 44¹¹

1. საქართველოს ყველა გემი, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, უნდა იმყოფებოდეს აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ და უნდა ჰქონდეს ამ ორგანიზაციის მიერ მინიჭებული კლასი.

2. აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გემებისა, უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ყველა გემი, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში ან რომელთა რეგისტრული ტონა არის 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი, მიუხედავად ნაოსნობის რაიონისა.

3. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება გასართობ იახტებზე.

4. საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 500 ან 500-ზე მეტი რეგისტრული ტონის საერთო ტევადობის გემს, რომელიც გამოიყენება მეზღვაურთა სასწავლო-საწვრთნელი მიზნით, შეუძლია განახორციელოს საერთაშორისო ნაოსნობა.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გემების ტექნიკური ზედამხედველობის პირობას, ტექნიკური ზედამხედველობის სტანდარტს და საერთაშორისო მოწმობების გაცემის წესს აღიარებული ორგანიზაცია ათანხმებს სააგენტოსთან.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4106 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

მუხლი 44¹²

საქართველოს გემები უნდა აშენდეს აღიარებული ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ელექტრომექანიზმების, სამანქანო და საკონტროლო მექანიზმების დამონტაჟების მოთხოვნების თანახმად და უნდა შეესაბამებოდეს ამ მოთხოვნებს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

მუხლი 44¹³

1. აღიარებული ორგანიზაცია თანამშრომლობს სააგენტოსთან და გემების ინსპექტორებთან, რათა ხელი შეუწყოს მისი კლასისთვის მიკუთვნებულ გემებთან დაკავშირებით არსებული ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოფხვრას.

2. აღიარებული ორგანიზაცია სააგენტოს აწვდის ყველა არსებით ინფორმაციას საქართველოს გემებისათვის კლასის მინიჭების, გადაცემის, შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ.

3. აღიარებული ორგანიზაცია საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საქართველოს გემებისათვის კლასის მინიჭების, გადაცემის, შეცვლის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ ინფორმაციას, გეგმური შემოწმების, რეკომენდაციების, გემისთვის გაცემული კლასის პირობებისა და საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი, მისი კლასისთვის მიკუთვნებული გემების ექსპლუატაციის პირობებისა და ექსპლუატაციის შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით.

4. აღიარებულ ორგანიზაციას, რომელიც სარგებლობს ამ კოდექსის 44⁵მუხლიდან გამომდინარე უფლებამოსილებით, ეკრძალება საქართველოს გემზე მოწმობის გაცემა, თუ ამ გემს უსაფრთხოების მიზნით გაუქმებული აქვს კლასი ან იგი კლასის ცვლილების პროცესშია, მანამ, სანამ სააგენტო არ გამოხატავს საკუთარ მოსაზრებას, აუცილებელია თუ არა სრული ინსპექტირების ჩატარება.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის პირობების დარღვევით გაცემული მოწმობა ბათილია.

6. საქართველოს გემის მიერ კლასის შეცვლის შემთხვევაში:

ა) გადამცემი ორგანიზაცია ვალდებულია მიმღებ ორგანიზაციას მიაწოდოს ინფორმაცია ყველა სამომავლო გეგმური შემოწმების, რეკომენდაციისა და გემისთვის გაცემული კლასის პირობების, ექსპლუატაციის პირობებისა და ექსპლუატაციის შეზღუდვების შესახებ;

ბ) გადაცემის დროს გადამცემი ორგანიზაცია ვალდებულია მიმღებ ორგანიზაციას გადასცეს გემის სრულყოფილი საარქივო ჩანაწერები;

გ) მიმღებ ორგანიზაციას უფლება აქვს, გასცეს მოწმობები გემისთვის მხოლოდ ყველა გეგმური შემოწმებისა და კონტროლის დამაკმაყოფილებელ დონეზე ჩატარების შემდეგ და გადამცემი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული პირობების თანახმად, ყველა სამომავლო რეკომენდაციისა და გემისთვის წინა პერიოდში გაცემული კლასის პირობების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ;

დ) გემისთვის სათანადო მოწმობის გაცემამდე მიმღები ორგანიზაცია ვალდებულია გადამცემი ორგანიზაციისგან მიიღოს ინფორმაცია მოწმობის გაცემის თარიღის შესახებ, განთავსების ადგილისა და ღონისძიებების დაზუსტების მიზნით, რომლებიც საჭიროა თითოეული გეგმური შემოწმებისთვის, რეკომენდაციისთვის და კლასის მინიჭების პირობისთვის.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

მუხლი 44¹⁴

1. სააგენტოს დირექტორი ამ თავიდან გამომდინარე ნებისმიერი საკითხის დასარეგულირებლად უფლებამოსილია გამოსცეს ბრძანება თავისი უფლებამოსილების ფარგლებში.

2. სააგენტოს დირექტორის ბრძანებით შესაძლებელია განისაზღვროს ამ თავიდან გამომდინარე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

მუხლი 44¹⁵

წერილობით შეთანხმებას საქართველოს სახელით ხელს აწერს სააგენტო, ხოლო აღიარებული ორგანიზაციის სახელით − მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი. ეს შეთანხმება სრულად უნდა ეფუძნებოდეს IMO-ს MEPC.237(65) რეზოლუციის (CODE FOR RECOGNIZED ORGANIZATIONS (RO CODE)), IMO-ს MSC.349(92) რეზოლუციის (CODE FOR RECOGNIZED ORGANIZATIONS (RO CODE)) და MSC-MEPC.5/Circ.16 ცირკულარით გათვალისწინებული მოდელური ხელშეკრულების დებულებებს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1741 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

მუხლი 44¹⁶

1. აღიარებული ორგანიზაციის ზედამხედველობისადმი დაუქვემდებარებელი გემების, მათ შორის, პატარა და ზომამცირე გემების, ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს ორგანიზაცია, რომელსაც აკრედიტაციას მიანიჭებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი განსაზღვრავს აკრედიტაციის მინიჭების პროცედურებს.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გემების ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს მიერ დამტკიცებული მოთხოვნების შესაბამისად განხორციელების უფლება აქვს ასევე აღიარებულ ორგანიზაციას.

3. აკრედიტაციის პროცესში მონაწილეობს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.

4. აკრედიტაციის მიზნებისათვის ორგანიზაციის აღიარების აუცილებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო თავისი ნორმატიული აქტით. სააგენტო ასევე ადგენს/ამტკიცებს იმ ტექნიკურ სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც ორგანიზაცია განახორციელებს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გემების ტექნიკურ ზედამხედველობას.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად აკრედიტებული ორგანიზაცია განსაზღვრავს პატარა და ზომამცირე გემების ზღვაში გასვლის მოთხოვნებსა და ნაოსნობის საზღვრებს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

მუხლი 44¹⁷

1. გემის ინსპექტორს ან გემების შემმოწმებელს, რომელიც სააგენტოს ან აღიარებული ორგანიზაციის სახელით მუშაობს, ინსპექტირების/შემოწმების, გემის სერტიფიცირების ან ამ კოდექსის 44³ მუხლის მიზნებისთვის უნდა ჰქონდეს შემდეგი უფლებები:

ა) ავიდეს საქართველოს დროშით მცურავ გემზე;

ბ) განახორციელოს ყველა საჭირო ინსპექტირება და შემოწმება, რომელთა ჩატარებაც მოითხოვება საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენციებით, რომელთა მხარეც არის საქართველო;

გ) მოითხოვოს დაფიქსირებული შეუსაბამობებისა და ხარვეზების აღმოფხვრა;

დ) აუკრძალოს გემს ნაოსნობა, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაფიქსირებული შეუსაბამობები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის კონვენციების სერიოზული დარღვევაა, ემუქრება გემზე მყოფ მეზღვაურთა უსაფრთხოებას ან ჯანმრთელობას ან მიმართულია საზღვაო უშიშროების წინააღმდეგ.

2. გემის ინსპექტორმა ან გემების შემმოწმებელმა უნდა განახორციელოს ყველა შესაბამისი ღონისძიება გემის უსაფუძვლო მოცდენის თავიდან ასაცილებლად.

3. გემის ინსპექტორმა ან გემების შემმოწმებელმა, რომელიც ახორციელებს გემის ინსპექტირებას/შემოწმებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) სტანდარტების დაცვის კუთხით, უნდა უზრუნველყოს, რომ ინსპექტირების ანგარიშის ასლი გადაეცეს გემის კაპიტანს. ამასთანავე, ინსპექტირების ანგარიშის ასლი უნდა განთავსდეს გემზე თვალსაჩინო ადგილას, აგრეთვე გაეგზავნოს სააგენტოს.

4. გემთმფლობელს, დამფრახტავს ან კომპანიას ეკრძალება გემის ინსპექტორის ან გემების შემმოწმებლის მიერ საკუთარი მოვალეობების შესრულების პროცესში მისთვის ხელის შეშლა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

თავი II². გემზე ეკიპაჟისთვის არსებული საცხოვრებელი პირობები

მუხლი 44¹⁸

1. ამ მუხლის მიზნებისთვის საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემი, რომლის საერთო ტევადობა 500 ტონაზე მეტია და რომელიც აშენებულია საქართველოსთვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) ძალაში შესვლამდე მიიჩნევა არსებულ გემად (existing ship).

2. არსებული გემი უნდა აკმაყოფილებდეს საცხოვრებელ და დასასვენებელ კონსტრუქციებსა და აღჭურვილობებთან დაკავშირებულ იმ მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრულია ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1949 წლის №92 კონვენციითა (ახალი რედაქცია) და ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1970 წლის №133 კონვენციით (დამატებითი დებულებები).

3. არსებულ გემს უნდა ჰქონდეს აღიარებული ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნულ გემზე ეკიპაჟისთვის არსებული საცხოვრებელი პირობები შეესაბამება ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული კონვენციების მოთხოვნებს.

4. სააგენტოს უფლება აქვს, არსებულ გემზე დაუშვას გამონაკლისი შემდეგი ნორმებიდან:

ა) ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1949 წლის №92 კონვენციის მე-11 მუხლიდან და ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1970 წლის №133 კონვენციის მე-6 მუხლიდან, თუ გემზე არსებული სასადილო ოთახი შესაფერისია გემზე მყოფი ყველა მეზღვაურის მიერ გამოსაყენებლად;

ბ) ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1949 წლის №92 კონვენციის მე-12 მუხლიდან და ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1970 წლის №133 კონვენციის მე-7 მუხლიდან, თუ გემზე არსებული სივრცეები, რამდენადაც ეს შესაძლებელია, შეესაბამება აღნიშნული მუხლების მოთხოვნებს.

5. ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოს გემი, რომელიც აშენებულია საქართველოსთვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) ძალაში შესვლის შემდეგ მიიჩნევა ახალ გემად. აღნიშნული გემი ჩაითვლება იმ დღეს აშენებულად, როდესაც მისი კილი ჩაიდება ან როდესაც იგი წარმოდგენილი იქნება მშენებლობის ანალოგიურ სტადიაზე.

6. ახალი გემი უნდა შეესაბამებოდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) A3.1 სტანდარტსა და იმავე კონვენციის B3.1.1-3.1.12 სახელმძღვანელო პრინციპებს.

7. ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისთვის განათების, ვენტილაციის, დრენაჟებისა და გათბობის სისტემების მიმართ მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

თავი III. გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა

მუხლი 45

1. ამ თავის მიზნებისთვის:

ა) „გემთმფლობელი“ ნიშნავს გემის მეპატრონეს, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, მაგალითად, მენეჯერს, აგენტს ან ბერბოუტ-ჩარტერერს, რომელსაც გემის მფლობელმა დააკისრა პასუხისმგებლობა გემის ექსპლუატაციისთვის, ამასთანავე, რომელმაც აღნიშნულ პროცესში განაცხადა თანხმობა, რომ აიღოს გემთმფლობელისთვის დაკისრებული მოვალეობები და პასუხისმგებლობა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) შესაბამისად, მიუხედავად იმისა, შეასრულებს თუ არა სხვა პირი ან ორგანიზაცია გემთმფლობელის სახელით სხვა გარკვეულ მოვალეობებს;

ბ) „მეზღვაური“ ნიშნავს პირს, რომელიც მუშაობს თანამდებობაზე იმ გემზე, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ნაოსნობას საქართველოს სანაპირო წყლების (sheltered waters) ან საქართველოს საზღვაო ნავსადგურის აკვატორიის ფარგლების მიღმა.

2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ეს თავი ვრცელდება იმ გემზე, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ნაოსნობას საქართველოს სანაპირო წყლებისა (sheltered waters) და საქართველოს საზღვაო ნავსადგურის აკვატორიის ფარგლების მიღმა.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

მუხლი 46

საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული გემის კაპიტანი და ეკიპაჟის სხვა წევრები შეიძლება იყვნენ ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქენი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91

მუხლი 47

1. გემის კაპიტნის, ოფიცრისა და რიგითის თანამდებობებზე სამუშაოდ დაიშვებიან სათანადო წოდების მქონე საზღვაო საქმის სპეციალისტები „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (ცვლილებათა გათვალისწინებით) შესაბამისად. თევზსაჭერ გემზე შკიპერის, ოფიცრისა და რიგითის თანამდებობებზე სამუშაოდ დაიშვებიან სათანადო წოდების მქონე საზღვაო საქმის სპეციალისტები „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. პირს წოდება ენიჭება სააგენტოში სათანადო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, რაც დასტურდება შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატით და კვალიფიკაციის სერტიფიკატით.

3. პირს წოდება ჩამოერთმევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი სამგზავრო გემის კაპიტნის თანამდებობის დაკავების უფლება აქვს კაპიტნის წოდების მქონე პირს, რომელსაც აქვს სათანადო კომპეტენცია „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (ცვლილებათა გათვალისწინებით) შესაბამისად.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (3)

საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102

საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.

საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.

მუხლი 48

1. გემის კაპიტნის ბრძანება მისი კომპეტენციის ფარგლებში ზედმიწევნით უნდა შეასრულოს გემზე მყოფმა ყველა პირმა. თუ გემზე მყოფი რომელიმე პირი კაპიტნის ბრძანებას არ შეასრულებს, კაპიტანი ვალდებულია მის მიმართ შესაბამისი ზომები მიიღოს.

2. გემის კაპიტნის უფლებამოსილება მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) იმ უფლებას, რომ მან უარი თქვას გემის სანაოსნოდ გაყვანაზე, როდესაც გემი უსაფრთხოდ არ მიაჩნია, გემზე ასვლაზე უარი განუცხადოს ნებისმიერ პირს, გარდა სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილი პირისა, რომელიც ასრულებს მოვალეობას „ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ“ 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად, ასევე უარი თქვას ნებისმიერი სახის ტვირთის დატვირთვაზე.

3. თუ გემის კაპიტანი პროფესიული განსჯის საფუძველზე მიიჩნევს, რომ არსებობს კონფლიქტი გემის მიმართ წაყენებულ საზღვაო უშიშროების მოთხოვნასა და საზღვაო უსაფრთხოების მოთხოვნას შორის, იგი უპირატესობას ანიჭებს საზღვაო უსაფრთხოების მოთხოვნას, საჭიროების შემთხვევაში იღებს დროებით ზომებს საზღვაო უშიშროებისთვის და ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

მუხლი 49

1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად გემის კაპიტანი განიხილავს ეკიპაჟის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, ატარებს წამახალისებელ ღონისძიებებს, გამოაქვს დისციპლინური სასჯელი, აჯარიმებს ადმინისტრაციული წესით.

2. გემის კაპიტანს უფლება აქვს აუცილებლობის შემთხვევაში გემის ეკიპაჟის ნებისმიერი წევრი გადააყენოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებიდან.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 50

საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთან გემის კაპიტნისა და ეკიპაჟის სხვა წევრების ურთიერთობა განისაზღვრება „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.

მუხლი 51

გემის კაპიტანი თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით ითვლება გემთმფლობელისა და ტვირთმფლობელის წარმომადგენლად ყველა გარიგებაში, რომელიც დაკავშირებულია გემთან, ტვირთთან ან ნაოსნობასთან, აგრეთვე მისთვის მინდობილ ქონებასთან დაკავშირებით წამოჭრილი სადავო საკითხის მოგვარებისას, თუ გემთმფლობელის ან ტვირთმფლობელის წარმომადგენელი ადგილზე არ იმყოფება.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 52

გემზე ბავშვის დაბადების შემთხვევაში გემის კაპიტანი ამ ფაქტს გემის საბორტო ჟურნალში აღრიცხავს და მიუთითებს ბავშვის დედისა და მამის სახელებს, დაბადების თარიღებსა და მოქალაქეობას, აგრეთვე ბავშვის დაბადების თარიღსა და სქესს და ინფორმაციას იმის შესახებ, ბავშვი ცოცხალი დაიბადა თუ არა. გემის საბორტო ჟურნალში კაპიტნის მიერ გაკეთებულ ჩანაწერს ორი მოწმე აწერს ხელს. აღნიშნული ჩანაწერის ასლი, რომელზედაც მითითებულია ორი მოწმის ხელმოწერები, გადაეცემა ბავშვის მშობელს შესაბამის სამოქალაქო ორგანოში დაბადების რეგისტრაციისთვის.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

მუხლი 53

1. გემის კაპიტანი ვალდებულია დაამოწმოს გემზე მყოფი პირის ანდერძი, შეინახოს იგი და გადასცეს საქართველოს ნავსადგურის კაპიტანს ან საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირს უცხოეთის ნავსადგურში.

2. საქართველოს დროშით მცურავ გემზე პირის გარდაცვალების შემთხვევაში გემის კაპიტანი ვალდებულია გემის საბორტო ჟურნალში შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს. ამ ჩანაწერს ამოწმებს ორი მოწმე, რომელთაგან ერთი უნდა იყოს გემის ექიმი (გემზე მისი ყოფნის შემთხვევაში).

3. გემზე პირის გარდაცვალების შემთხვევაში გემის კაპიტანი ვალდებულია მოამზადოს გემის საბორტო ჟურნალში შეტანილი ჩანაწერის ასლი. ამ ასლს ორი მოწმე ადასტურებს.

4. ქონება (ნივთები), რომელიც (რომლებიც) გემზე გარდაცვლილ პირს ეკუთვნოდა, უნდა აღიწეროს და გემზე უსაფრთხოდ უნდა იქნეს შენახული, რათა პირველი შესაძლებლობისთანავე გადაეცეს გარდაცვლილის მემკვიდრეს გემთმფლობელის ხარჯით ან იმ პირის ხარჯით, რომელიც გემის მართვას ახორციელებს.

5. გემის საბორტო ჟურნალში შეტანილი ჩანაწერის ასლი უნდა გადაეცეს საქართველოს უახლოეს საკონსულო დაწესებულებას, ხოლო საქართველოს ნავსადგურში დაბრუნებისას − ნავსადგურის კაპიტანს.

6. გემის კაპიტანი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს გემზე პირის გარდაცვალების (დაღუპვის) ფაქტი და მიაწოდოს მას შესაბამისი ახსნა-განმარტება.

7. გემთმფლობელი ვალდებულია პირველი შესაძლებლობისთანავე განახორციელოს გემზე გარდაცვლილი პირის ნეშტის გადასვენება საკუთარი ხარჯით.

8. თუ გემზე გარდაცვლილი პირი არ ექცევა ტერმინის „მეზღვაური“ განმარტებაში „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო გარდაცვლილის ახლობლებს არ აქვთ მისი ნეშტის გადასვენების საშუალება, გემის კაპიტანს უფლება აქვს, მიიღოს გარდაცვლილის ზღვაში დაკრძალვის გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემული შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439 – ვებგვერდი, 22.06.2012წ.

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

მუხლი 54

1. თუ სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის გემს, ეკიპაჟსა და მგზავრებს, გემის კაპიტანი ვალდებულია:

ა) დახმარება აღმოუჩინოს ზღვაში დაღუპვის საფრთხეში მყოფ ნებისმიერ ადამიანს;

ბ) შესაძლო მაქსიმალური სიჩქარით გაეშუროს კატასტროფაში მოხვედრილთა დასახმარებლად, თუ კაპიტანს აქვს ინფორმაცია, რომ კატასტროფაში მოხვედრილნი საჭიროებენ დახმარებას და ასეთი მოქმედება გონივრულია.

2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის გემის კაპიტნის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. გემთმფლობელი პასუხს არ აგებს გემის კაპიტნის ასეთ ქმედებაზე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 55. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

მუხლი 56. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

მუხლი 57

1. თუ, კაპიტნის აზრით, გემს ემუქრება გარდაუვალი დაღუპვა, მგზავრთა სიცოცხლის გადასარჩენად ყველა ღონისძიების განხორციელების შემდეგ იგი ნებას რთავს ეკიპაჟის წევრებს დატოვონ გემი.

2. კაპიტანი უკანასკნელი ტოვებს გემს მას შემდეგ, რაც მიღებულია მასზე დამოკიდებული ყველა ზომა გემის, რადიო - და სამანქანო ჟურნალების, ამ რეისის რუკის, საბუთების, ფასეულობისა და სალაროს გადასარჩენად.

3. გემის დაღუპვის შემთხვევაში კაპიტანი ინარჩუნებს თავის უფლება-მოვალეობას მგზავრების, ეკიპაჟის, ტვირთის მიმართ იმის მიუხედავად, თუ სად შეაფარა თავი ეკიპაჟმა.

4. გემის კაპიტნის სიკვდილის ან ავადმყოფობის შემთხვევაში გემსა და ეკიპაჟს ხელმძღვანელობს კაპიტნის უფროსი თანაშემწე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 58

სამხედრო საფრთხის, სამხედრო მოქმედების, აგრეთვე მეკობრეთა თავდასხმის შემთხვევაში გემის კაპიტანი ვალდებულია, გარემოებათა გათვალისწინებით, ისე, რომ ზიანი არ მიადგეთ გემის ბორტზე მყოფ ადამიანებს, განახორციელოს საერთაშორისო სამართლით ნებადართული ყველა ღონისძიება, რათა არ დაუშვას გემის ბორტზე მყოფი ადამიანების, არსებული საბუთების, ტვირთისა და სხვა ქონების თავდამსხმელთა მიერ ხელში ჩაგდება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

მუხლი 59. (ამოღებულია)

ამ მუხლს ტექსტი აღარ აქვს (ამოღებულია).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

მუხლი 60

1. (ამოღებულია).

2. ნაოსნობის პერიოდში გემის უცხო ქვეყნის ნავსადგურში დგომისას ამ ქვეყნის სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, გემის კაპიტანი ატარებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ აუცილებელ ზომებს, ხელმძღვანელობს საქართველოსა და აღნიშნულ ქვეყანას შორის დადებული ნაოსნობის ხელშეკრულებებით და საერთაშორისო სამართლის კოლიზიური ნორმებით.

3. გემის კაპიტანი უფლებამოსილია დააკავოს გემზე მყოფი, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი და საქართველოს პირველივე ნავსადგურში გადასცეს შესაბამის ორგანოს. აუცილებლობის შემთხვევაში გემის კაპიტანს უფლება აქვს, აღნიშნული პირი და გამოძიების მასალები გაგზავნოს საქართველოში სხვა გემით, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გემის კაპიტანს უფლება აქვს, გადასცეს აღნიშნული პირი სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს.

4. გემის საქართველოს ნავსადგურში ყოფნისას გემის კაპიტანი ვალდებულია სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული პირი გადასცეს ადგილობრივ ხელისუფლებას.

საქართველოს 20005 წლის 20 აპრილის კანონი №1361-სსმI, №19, 28.04.2005წ., მუხ.133

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3541-სსმI, №36, 04.08.2006წ., მუხ.267

საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619-სსმI, №51,29.09.2010წ., მუხ.332

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.