პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

ტექსტი

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

საქართველოს კანონი

სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან და ინფორმაციის სფეროში მოქმედი საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე, ეს კანონი არეგულირებს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევასთან, დასაიდუმლოებასთან და დაცვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში სახელმწიფოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დასაცავად. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2610 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება 1. სახელმწიფო საიდუმლოება – ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებში არსებული ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ ან დაკარგვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ან შეთანხმების მონაწილე მხარის სუვერენიტეტს, კონსტიტუციურ წყობილებას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს და რომელიც ამ კანონით ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით დადგენილი წესით წინასწარ დასაიდუმლოებულია ან მიჩნეულია სახელმწიფო საიდუმლოებად და სახელმწიფოს მიერ დაცვას ექვემდებარება. 2. საიდუმლოობის ხარისხი – კატეგორია, რომელიც აღნიშნავს ინფორმაციის მნიშვნელობას, ზიანს, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს მისმა გამჟღავნებამ ან დაკარგვამ, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ხარისხს და სახელმწიფოს მიერ მისი დაცვის დონეს. 3. საიდუმლოობის გრიფი – რეკვიზიტი, რომელიც ადასტურებს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხს. 4. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სისტემა – სახელმწიფო საიდუმლოების დასაცავად გამოყენებული საიდუმლოობის დაცვის საშუალებები და მეთოდები, აგრეთვე ამ მიზნით განხორციელებული ღონისძიებები. 5. დასაიდუმლოება – ამ კანონით დადგენილი წესით ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევა. 6. განსაიდუმლოება – სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციისათვის ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების მოხსნა. 7. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია – დამუშავებული ან დამუშავების პროცესში მყოფი ცნობა/ინფორმაცია ან მატერიალური საგანი (მიუხედავად მისი ფორმისა ან ბუნებისა), რომელიც საჭიროებს უნებართვო მოპყრობისაგან დაცვას, შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მონაცემს/ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის, ეკონომიკის, საგარეო ურთიერთობათა, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში და, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნება. 8. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებული ინფორმაცია – ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) მიერ დადგენილი და შესაბამისი საიდუმლოობის ხარისხის მქონე ინფორმაცია. 8¹. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაცია − ევროპის კავშირის უსაფრთხოების კლასიფიკაციით განსაზღვრული ნებისმიერი ინფორმაცია ან მასალა, რომლის უნებართვოდ გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს ევროპის კავშირის ან მისი წევრი ერთი ან ერთზე მეტი სახელმწიფოს ინტერესებისთვის სხვადასხვა ხარისხის ზიანის მიყენება. 9. ინფორმაციის გაცნობის საჭიროება – პრინციპი, რომლის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოების გაცნობის ან/და ინფორმაციის მიღების უფლება ენიჭება მხოლოდ იმ პირს, რომელსაც, თავისი სამსახურებრივი, პროფესიული ან/და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობიდან გამომდინარე, აქვს ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დადასტურებული საჭიროება. 10. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების გარანტირებული უფლება – ამ კანონის მე-18 მუხლით განსაზღვრული სუბიექტების სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე მათი არჩევისთანავე/დანიშვნისთანავე. 11. სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, სახელმწიფო ორგანოსათვის/იურიდიული პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა. 12. სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, ფიზიკური პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა. 13. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, იურიდიული პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობა. 13¹. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება − ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, იურიდიული პირისთვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობა. 14. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატოს) კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, ფიზიკური პირისათვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობა. 14¹. ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება – ინფორმაციის გაცნობის საჭიროების გათვალისწინებით, ფიზიკური პირისთვის უფლებამოსილების მინიჭება, განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციასთან დაკავშირებული საქმიანობა. 15. შემოწმების პროცედურა – სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვებისათვის და სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვებისათვის სანდოობისა და საიმედოობის დასადგენად სათანადო სახელმწიფო ორგანოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სპეციალური ღონისძიებების განხორციელება. 16. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი მოპყრობა – სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან დაკავშირებით ნებისმიერი შესაძლო მოქმედების განხორციელება, კერძოდ, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შექმნა, დამუშავება, შეგროვება, გადაცემა, ტრანსპორტირება, შენახვა, დაცვა, გამოყენება, აღრიცხვა, საიდუმლოობის ხარისხის შეცვლა, განსაიდუმლოება, დაარქივება ან განადგურება. 17. საიდუმლო კონტრაქტი (ხელშეკრულება, შეთანხმება) – მხარეებსა და კონტრაქტორს ან კონტრაქტორსა და ქვეკონტრაქტორს შორის დადებული კონტრაქტი (ხელშეკრულება, შეთანხმება), რომელიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ან რომლის საფუძველზედაც შეიძლება შეიქმნას ასეთი ინფორმაცია. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2610 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3954 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ 1. ეს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს და სხვა ნორმატიულ აქტებს. 2. სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოქმედება არ ვრცელდება კომერციული და საბანკო საიდუმლოებების, საიდუმლო საფინანსო, სამეცნიერო-ტექნოლოგიური, საგამომგონებლო და სხვა საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე, თუ ეს ინფორმაცია იმავე დროს სახელმწიფო საიდუმლოება არ არის. მუხლი 2¹. ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევა ინფორმაცია შეიძლება მიჩნეულ იქნეს სახელმწიფო საიდუმლოებად კანონით ან კანონით დადგენილი წესით, თუ ეს აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2766 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. მუხლი 3. სახელმწიფო პოლიტიკა სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ 1. სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის, თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პოლიტიკის შემადგენელ ნაწილს, შეიმუშავებს საქართველოს პარლამენტი. 2. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას. 3. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელებას; ბ) ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს; გ) აკონტროლებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას. 4. დაზვერვის სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებს როგორც საკუთარ უწყებაში, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების და ხანგრძლივად მივლინებაში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც თავიანთი საქმიანობით დაკავშირებული არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6918 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №764 - ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 4. სახელმწიფოს უფლებამოსილებანი ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სფეროში 1. საქართველოს პარლამენტი: ა) უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებას; ბ) საპარლამენტო კონტროლს უწევს სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულებას; გ) განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის აპარატის იმ თანამდებობის პირების უფლებამოსილებას, რომლებიც საქართველოს პარლამენტში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებასა და დაცვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. საქართველოს პრეზიდენტი: ა) საქართველოს კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყნის თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა სფეროებში, ამ კანონის შესაბამისად წყვეტს ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებასა და დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს; ბ) განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმ თანამდებობის პირების ნუსხას, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების უფლებამოსილება და რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ; გ) ამტკიცებს იმ უფლებამოსილი პირების ნუსხას, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასაიდუმლოებულ ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებას უზრუნველყოფენ. 3. საქართველოს მთავრობა: ა) ამტკიცებს: ა.ა) „ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებისა და დაცვის წესს“; ა.ბ) სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხას; ა.გ) იმ უფლებამოსილი პირების ნუსხას, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების კომპეტენცია; ა.დ) იმ უფლებამოსილი პირების ნუსხას, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალურ დაშვებას უზრუნველყოფენ; ბ) განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის იმ თანამდებობის პირების უფლებამოსილებას, რომლებიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წყვეტს ამ კანონის შესაბამისად ინფორმაციის/ცნობების სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებასა და დაცვასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 4. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის წინადადებით მოახდინოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის განსაიდუმლოება. 5. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოები და მათი ხელმძღვანელები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში: ა) უზრუნველყოფენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვას; ბ) უზრუნველყოფენ მათდამი დაქვემდებარებულ საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას; გ) საქართველოს მთავრობას წარუდგენენ წინადადებებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სისტემის სრულყოფის შესახებ. 6. სასამართლო ხელისუფლება: ა) განიხილავს იმ სისხლის სამართლის, ადმინისტრაციული სამართლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებს, რომლებიც შეიცავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას; ბ) საქმეთა განხილვისას უზრუნველყოფს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას; გ) განსაზღვრავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებით ან დაკარგვით მიყენებული ზარალის ოდენობას, აგრეთვე იმ ზარალის ოდენობას, რომელიც აღნიშნული ინფორმაციის გაცემით მიადგა მის მფლობელს; დ) განსაზღვრავს სასამართლო ხელისუფლების იმ თანამდებობის პირების უფლებამოსილებას, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვას უზრუნველყოფენ. 7. მიმოქცევისთვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოქცევისთვის განკუთვნილი ნაღდი ფულის აღრიცხვასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულისა და ძვირფასი ლითონის შემცველი ფასეულობის საქართველოს ფარგლების გარეთ გადაზიდვასთან დაკავშირებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, მისდამი მოპყრობის, ამ ინფორმაციის მიღების, გაცემისა და შენახვის წესი და პირობები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმების საფუძველზე განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3944 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3587 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6918 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №764 - ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 5. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოებისა და დაცვის ღონისძიებების დაფინანსება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოებისა და დაცვის ღონისძიებები ფინანსდება სახელმწიფო ორგანოს, საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა) ბიუჯეტიდან ან/და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების დამკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. თავი II სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია მუხლი 6. ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს სახელმწიფო საიდუმლოებას სახელმწიფო საიდუმლოებას შეიძლება მიეკუთვნოს შემდეგი ინფორმაცია: ა) თავდაცვის სფეროში: ა.ა) ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სტრატეგიულ და ოპერატიულ გეგმებს, სამხედრო ოპერაციების მომზადებისა და ჩატარების ამსახველ დოკუმენტებს, შეეხება ჯარებისა და სხვა დანაყოფების სტრატეგიული და ოპერატიული გადაადგილების, მათი მობილიზაციის, საბრძოლო მზადყოფნისა და სამობილიზაციო რესურსების გამოყენების საკითხებს; ა.ბ) ინფორმაცია შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის განვითარების მიზნობრივი პროგრამების შესახებ, აგრეთვე ახალი სახეობის სამხედრო იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და თავდაცვითი ტექნოლოგიის შემუშავებასთან დაკავშირებული სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოების თაობაზე; ა.გ) ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების რეჟიმის, სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ; ბ) ეკონომიკის სფეროში: ბ.ა) ინფორმაცია სამობილიზაციო გეგმებისა და სიმძლავრეების, სამხედრო დანიშნულების სტრატეგიული ნედლეულისა და მასალების მარაგისა და მიწოდების მოცულობების, სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების მატერიალური ფასეულობების და მათი შესანახი საცავების განლაგებისა და მოცულობის შესახებ, აგრეთვე ამ საცავების მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების შესრულების თაობაზე; ბ.ბ) ინფორმაცია ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის, ქვეყნის ინფრასტრუქტურის სხვა დარგებისა და ობიექტების დაცვის სისტემისა და რეჟიმის შესახებ, მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის; ბ.გ) ინფორმაცია მკაცრი აღრიცხვის ფორმების (გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მკაცრი აღრიცხვის ფორმებისა) დამზადებასთან, შენახვასთან, დაცვასთან, გაყალბების თავიდან აცილებასთან, მიმოქცევასთან, გაცვლასთან და მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ; ბ.დ) საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულისა და ძვირფასი ლითონის შემცველი ფასეულობის გადაზიდვასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმოქცევისათვის განკუთვნილი ნაღდი ფულის შენახვასთან, დაცვასთან და აღრიცხვასთან, მიმოქცევისათვის განკუთვნილი ლარის ბანკნოტებისა და მონეტების დამზადებასთან, გაყალბების თავიდან აცილებასთან, მიმოქცევასთან, გაცვლასთან ან მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია, რომლის ნაადრევმა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს; ბ.ე) ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემთა დამუშავების ცენტრების (სერვერული ცენტრების), სადაც ელექტრონულად მუშავდება და ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული ინფორმაცია, მშენებლობისა და სარემონტო სამუშაოების შესრულების შესახებ, აგრეთვე ამ ობიექტების დაცვისა და უსაფრთხოების თაობაზე; ბ.ვ) ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის იმ ობიექტების, სადაც ხორციელდება ნაღდ ფულთან და სხვა ფასეულობასთან დაკავშირებული ოპერაციები, მშენებლობისათვის შესასრულებელი და შესრულებული საპროექტო-სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესახებ, ინფორმაცია/ცნობები ამ ობიექტების მშენებლობის დროს გამოყენებული ტექნიკური საშუალებების, სამშენებლო-სარემონტო მასალის, ძალის, აგრეთვე აღნიშნული ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის, დაცვისა და უსაფრთხოების შესახებ; გ) საგარეო ურთიერთობათა სფეროში: გ.ა) საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა შესახებ ინფორმაცია, რომლის წინასწარ გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს; გ.ბ) სხვა სახელმწიფოებთან სამხედრო, სამეცნიერო-ტექნიკური და სხვა სახის თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს; დ) დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროებში: დ.ა) ინფორმაცია სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების გეგმების, ორგანიზების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების, ფორმების, მეთოდებისა და შედეგების შესახებ, აგრეთვე კონკრეტული ღონისძიებებისა და პროგრამების დაგეგმვის, განხორციელებისა და დაფინანსების თაობაზე; დ.ბ) ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ამ მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებში კონფიდენციალურად თანამშრომლობენ ან თანამშრომლობდნენ სათანადო საქმიანობის განმახორციელებელ საქართველოს შესაბამის ორგანოებთან; დ.გ) ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც ჩართული არიან სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის დაცვის სპეციალურ პროგრამაში; დ.დ) ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირების და ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის რეჟიმის შესახებ; დ.ე) ინფორმაცია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის დაცვის რეჟიმის შესახებ; დ.ვ) ინფორმაცია სამთავრობო და სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის შესახებ; დ.ზ) ინფორმაცია სახელმწიფო ინფორმაციული სისტემების დაცვის ტექნიკური საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ; სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო მიზნებისათვის გამოყენებული კიბერსაშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ; სახელმწიფო საიდუმლოების დასაცავად შექმნილი ინფორმაციული სისტემების ტექნიკური და პროგრამული მახასიათებლების შესახებ; კიბერსივრცეში საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მართლსაწინააღმდეგო აქტების გამოვლენისას და აღკვეთისას გამოყენებული ტექნიკურ-პროგრამული საშუალებებისა და მეთოდების შესახებ; სახელმწიფო შიფრების დამუშავებისა და გამოყენების შესახებ, აგრეთვე კრიპტოგრაფიის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის თაობაზე; დ.თ) ინფორმაცია საქართველოს საჰაერო და საზღვაო სივრცეებისა და სახმელეთო საზღვრის დაცვის კონტროლის სისტემის ფუნქციონირების შესახებ; დ.ი) ინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ მოსალოდნელი საფრთხეების და მათი თავიდან აცილებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ; დ.კ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და სხვა უწყებების მიერ დაგეგმილი ან განსახორციელებელი კონკრეტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია, რომლის წინასწარი გამჟღავნება ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ე) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში: ე.ა) ინფორმაცია, რომელიც მოცემულია საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის ბუნებრივი და ადამიანური ფაქტორით გამოწვეული (ტექნოგენური) საფრთხეების შეფასების საიდუმლო ნაწილში; ე.ბ) ინფორმაცია იმ გეგმების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შედეგად წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნასა და მასზე რეაგირებასთან; ე.გ) ინფორმაცია იმ ცალკეული მატერიალურ-ტექნიკური რესურსებისა და საშუალებების, აგრეთვე პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ, რომლებიც გამოიყენება საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შედეგად წარმოქმნილი საგანგებო

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.