პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს ძირითად სამართლებრივ ურთიერთობებს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნის, მართვის, დაცვისა და გამოყენების სფეროში.

2. ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისათვის მიკუთვნებული მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების განკარგვასთან, დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 2. კანონის ძირითადი მიზნები და ამოცანები

1. ამ კანონის ძირითადი მიზნებია:

ა) უზრუნველყოს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნა;

ბ) მოაწესრიგოს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სამართლებრივი მექანიზმი.

2. ამ კანონის ძირითადი ამოცანებია, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში:

ა) უზრუნველყოს სამხრეთი საქართველოსთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების, ბიოტიპებისა და მათი ცალკეული კომპონენტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

ბ) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველ ყოფის მიზნით ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული ჯავახეთის ზეგნის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით, წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიებისა და ჰაბიტატების დაცვასა და აღდგენას;

გ) უზრუნველყოს მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და შენარჩუნება; ვულკანური წარმოშობის ბუნებრივი წყლის ობიექტების (ტბების) ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა და მათზე მონიტორინგის განხორციელება;

დ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 3. ჯავახეთის დაცული ტერიტორიების კატეგორიები

ჯავახეთის დაცული ტერიტორიები საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ნაწილია. ჯავახეთის დაცული ტერიტორიები იქმნება ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში და იყოფა შემდეგ კატეგორიებად:

ა) ჯავახეთის ეროვნული პარკი;

ბ) კარწახის ჭაობის აღკვეთილი;

ბ¹) ფარავნის ტბის აღკვეთილი;

ბ²) საღამოს ტბის აღკვეთილი;

ბ³) აბულის ტბის აღკვეთილი;

გ) სულდის ჭაობის აღკვეთილი;

დ) ხანჩალის ტბის აღკვეთილი;

ე) ბუღდაშენის ტბის აღკვეთილი;

ვ) მადათაფის ტბის აღკვეთილი;

ზ) ჯავახეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა).

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5653 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

მუხლი 4. ჯავახეთის ეროვნული პარკის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

1. ჯავახეთის ეროვნული პარკი იქმნება ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 13498,02 ჰექტარს.

2. ჯავახეთის ეროვნული პარკი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:

ა)

№ | X | Y | № | X | Y | № | X | Y | № | X | Y

1 | 372973 | 4560972 | 32 | 369116 | 4566387 | 63 | 353651 | 4566290 | 94 | 365496 | 4565144

2 | 372864 | 4559800 | 33 | 369016 | 4567102 | 64 | 364844 | 4568797 | 95 | 365738 | 4565078

3 | 373106 | 4558565 | 34 | 369199 | 4567646 | 65 | 358775 | 4565127 | 96 | 365585 | 4564802

4 | 373162 | 4557360 | 35 | 368385 | 4567790 | 66 | 374284 | 4555978 | 97 | 365457 | 4564828

5 | 374187 | 4556270 | 36 | 367792 | 4567959 | 67 | 374128 | 4556098 | 98 | 363148 | 4567970

6 | 374480 | 4556070 | 37 | 367075 | 4568770 | 68 | 374295 | 4556197 | 99 | 363266 | 4567968

7 | 375060 | 4555856 | 38 | 366654 | 4568522 | 69 | 357716 | 4563604 | 100 | 363311 | 4567759

8 | 375447 | 4555431 | 39 | 365826 | 4568250 | 70 | 357870 | 4563509 | 101 | 363273 | 4567700

9 | 375559 | 4555189 | 40 | 365443 | 4568591 | 71 | 357914 | 4563482 | 102 | 363212 | 4567684

10 | 375304 | 4554899 | 41 | 364360 | 4568765 | 72 | 357548 | 4562876 | 103 | 363176 | 4567700

11 | 375900 | 4555149 | 42 | 363828 | 4568685 | 73 | 357317 | 4562996 | 104 | 363128 | 4567920

12 | 376437 | 4555374 | 43 | 363294 | 4568605 | 74 | 357360 | 4563076 | 105 | 357693 | 4563619

13 | 374416 | 4565283 | 44 | 363227 | 4568391 | 75 | 357363 | 4563167 | 106 | 350467 | 4566371

14 | 373189 | 4563993 | 45 | 362946 | 4568551 | 76 | 357312 | 4563158 | 107 | 349315 | 4566253

15 | 373019 | 4564560 | 46 | 362360 | 4568370 | 77 | 357303 | 4563169 | 108 | 353531 | 4566406

16 | 372337 | 4564074 | 47 | 362120 | 4567767 | 78 | 357518 | 4563337 | 109 | 353199 | 4566477

17 | 372053 | 4563367 | 48 | 361832 | 4567041 | 79 | 357399 | 4562953 | 110 | 351381 | 4566564

18 | 371526 | 4562777 | 49 | 361783 | 4566648 | 80 | 357412 | 4562946 | 111 | 352829 | 4566522

19 | 371190 | 4562842 | 50 | 361065 | 4566191 | 81 | 357227 | 4562460 | 112 | 374569 | 4563728

20 | 370883 | 4561985 | 51 | 360235 | 4566432 | 82 | 357210 | 4562260 | 113 | 373678 | 4562924

21 | 370577 | 4561129 | 52 | 359504 | 4566560 | 83 | 357167 | 4561562 | 114 | 373445 | 4562254

22 | 370271 | 4560273 | 53 | 359264 | 4566022 | 84 | 357168 | 4561049 | 115 | 373281 | 4561673

23 | 369723 | 4560434 | 54 | 359088 | 4565494 | 85 | 357154 | 4561049 | 116 | 374126 | 4563346

24 | 368422 | 4560913 | 55 | 357982 | 4564169 | 86 | 357171 | 4561242 | 117 | 373796 | 4564545

25 | 368536 | 4561619 | 56 | 357590 | 4564426 | 87 | 375128 | 4563927 | 118 | 374179 | 4564935

26 | 368622 | 4562329 | 57 | 357425 | 4564335 | 88 | 359044 | 4565108 | 119 | 372520 | 4558095

27 | 368728 | 4563037 | 58 | 357305 | 4564402 | 89 | 359044 | 4565096 | 120 | 376507 | 4554227

28 | 368799 | 4563747 | 59 | 356579 | 4564789 | 90 | 358787 | 4565062 | 121 | 373150 | 4558956

29 | 368832 | 4564461 | 60 | 355856 | 4565173 | 91 | 358788 | 4565075 | 122 | 372768 | 4560465

30 | 368879 | 4565174 | 61 | 355132 | 4565559 | 92 | 358940 | 4565281 | 123 | 372755 | 4560192

31 | 368891 | 4565890 | 62 | 354397 | 4565919 | 93 | 358922 | 4565295 | 124

ბ) ჯავახეთის ეროვნული პარკის საზღვარი წერტილიდან (გეოგრაფიული კოორდინატები: X349315,3, Y4566253,03) წერტილამდე (გეოგრაფიული კოორდინატები: X357153,61, Y4561049,36) და წერტილიდან (გეოგრაფიული კოორდინატები: X357167,6, Y4561049,13) წერტილამდე (გეოგრაფიული კოორდინატები: X376507,13, Y4554227,35) მიუყვება საქართველოს სახელმწიფო საზღვარს.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №383 – ვებგვერდი, 27.03.2013წ.

მუხლი 5. კარწახის ჭაობის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

1. კარწახის ჭაობის აღკვეთილი იქმნება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 157,5 ჰექტარს.

2. კარწახის ჭაობის აღკვეთილი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:

№ | X | Y | № | X | Y | № | X | Y | № | X | Y

1 | 356081 | 4567738 | 9 | 358107 | 4567654 | 17 | 356737 | 4566817 | 25 | 356740 | 4567129

2 | 356065 | 4567753 | 10 | 358150 | 4567426 | 18 | 356718 | 4566856 | 26 | 356733 | 4567128

3 | 356131 | 4567794 | 11 | 358065 | 4567265 | 19 | 356725 | 4566874 | 27 | 356709 | 4567304

4 | 356599 | 4567974 | 12 | 357443 | 4566939 | 20 | 356724 | 4566896 | 28 | 356578 | 4567460

5 | 356782 | 4567996 | 13 | 357441 | 4566916 | 21 | 356732 | 4566906 | 29 | 356448 | 4567595

6 | 357197 | 4567946 | 14 | 357145 | 4566709 | 22 | 356769 | 4567000

7 | 357910 | 4567908 | 15 | 357024 | 4566735 | 23 | 356746 | 4567130

8 | 357910 | 4567908 | 16 | 356873 | 4566753 | 24 | 356741 | 4567131

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №383 – ვებგვერდი, 27.03.2013წ.

მუხლი 5¹. ფარავნის ტბის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

1. ფარავნის ტბის აღკვეთილი იქმნება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობია 3996 ჰექტარი.

2. ფარავნის ტბის აღკვეთილი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:

№ | X | Y | № | X | Y | № | X | Y | № | X | Y

1 | 400947 | 4593243 | 55 | 400552 | 4584888 | 109 | 397071 | 4588508 | 163 | 402640 | 4592909

2 | 401058 | 4593228 | 56 | 400432 | 4584877 | 110 | 397057 | 4588819 | 164 | 402496 | 4592802

3 | 401620 | 4593052 | 57 | 400318 | 4584892 | 111 | 397238 | 4588976 | 165 | 402498 | 4592917

4 | 402083 | 4592986 | 58 | 400202 | 4584887 | 112 | 397548 | 4589343 | 166 | 402448 | 4592986

5 | 402707 | 4592907 | 59 | 400100 | 4584826 | 113 | 397767 | 4589310 | 167 | 402384 | 4593023

6 | 402826 | 4592919 | 60 | 399987 | 4584797 | 114 | 397855 | 4589355 | 168 | 402281 | 4592986

7 | 402942 | 4592897 | 61 | 399869 | 4584778 | 115 | 399076 | 4590241 | 169 | 401744 | 4592985

8 | 403057 | 4592862 | 62 | 399780 | 4584699 | 116 | 399107 | 4590338 | 170 | 401442 | 4593165

9 | 403167 | 4592815 | 63 | 399707 | 4584607 | 117 | 399134 | 4590455 | 171 | 399498 | 4592293

10 | 403276 | 4592765 | 64 | 399592 | 4584578 | 118 | 399147 | 4590573 | 172 | 399497 | 4592019

11 | 403365 | 4592698 | 65 | 399487 | 4584523 | 119 | 399249 | 4590919 | 173 | 399570 | 4592252

12 | 403417 | 4592589 | 66 | 399412 | 4584429 | 120 | 399299 | 4591027 | 174 | 399652 | 4592436

13 | 403342 | 4591892 | 67 | 399338 | 4584334 | 121 | 399338 | 4591264 | 175 | 399919 | 4592482

14 | 403439 | 4591677 | 68 | 399260 | 4584245 | 122 | 399330 | 4591382 | 176 | 399954 | 4592506

15 | 403527 | 4591597 | 69 | 399170 | 4584168 | 123 | 399367 | 4591494 | 177 | 399928 | 4592537

16 | 403794 | 4591354 | 70 | 399119 | 4584069 | 124 | 399412 | 4591604 | 178 | 400217 | 4592716

17 | 403794 | 4590917 | 71 | 399102 | 4583956 | 125 | 399425 | 4591724 | 179 | 400212 | 4592722

18 | 403781 | 4590798 | 72 | 399004 | 4583908 | 126 | 399461 | 4591837 | 180 | 400192 | 4592703

19 | 403729 | 4590564 | 73 | 398933 | 4583815 | 127 | 399506 | 4591949 | 181 | 400684 | 4593177

20 | 403688 | 4590328 | 74 | 398848 | 4583668 | 128 | 399529 | 4592183 | 182 | 400587 | 4593273

21 | 403688 | 4590088 | 75 | 398627 | 4583803 | 129 | 399437 | 4592235 | 183 | 400644 | 4593281

22 | 403677 | 4589848 | 76 | 398643 | 4583892 | 130 | 399751 | 4592462 | 184 | 400671 | 4593338

23 | 403660 | 4589729 | 77 | 398708 | 4583989 | 131 | 399859 | 4592514 | 185 | 400600 | 4593136

24 | 403598 | 4589499 | 78 | 398716 | 4584106 | 132 | 400002 | 4592576 | 186 | 400849 | 4593310

25 | 403578 | 4589260 | 79 | 398634 | 4584183 | 133 | 400199 | 4592697 | 187 | 400585 | 4593163

26 | 403546 | 4589023 | 80 | 398524 | 4584232 | 134 | 400347 | 4592874 | 188 | 400959 | 4593227

27 | 403491 | 4588917 | 81 | 398502 | 4584338 | 135 | 400413 | 4592974 | 189 | 399047 | 4590101

28 | 403413 | 4588826 | 82 | 398456 | 4584449 | 136 | 400479 | 4593074 | 190 | 398914 | 4589956

29 | 403366 | 4588716 | 83 | 398411 | 4584554 | 137 | 400563 | 4593153 | 191 | 398775 | 4589901

30 | 403322 | 4588480 | 84 | 398314 | 4584619 | 138 | 396989 | 4588688 | 192 | 398694 | 4589841

31 | 403254 | 4588250 | 85 | 398203 | 4584656 | 139 | 396979 | 4588758 | 193 | 398781 | 4589884

32 | 403171 | 4588025 | 86 | 398096 | 4584711 | 140 | 397071 | 4588754 | 194 | 398643 | 4589722

33 | 403058 | 4587814 | 87 | 397994 | 4584774 | 141 | 397129 | 4588650 | 195 | 398518 | 4589604

34 | 402983 | 4587719 | 88 | 397896 | 4584843 | 142 | 397033 | 4588575 | 196 | 398505 | 4589630

35 | 402634 | 4587025 | 89 | 397805 | 4584921 | 143 | 397133 | 4588527 | 197 | 398339 | 4589576

36 | 402588 | 4586915 | 90 | 397663 | 4585071 | 144 | 397199 | 4588257 | 198 | 398393 | 4589565

37 | 402563 | 4586798 | 91 | 397564 | 4585290 | 145 | 397239 | 4588280 | 199 | 398131 | 4589515

38 | 402552 | 4586678 | 92 | 397484 | 4585516 | 146 | 397745 | 4584962 | 200 | 397645 | 4589337

39 | 402520 | 4586384 | 93 | 397423 | 4585747 | 147 | 397765 | 4584981 | 201 | 397977 | 4589420

40 | 402484 | 4586273 | 94 | 397351 | 4585975 | 148 | 397780 | 4584966 | 202 | 397990 | 4589462

41 | 402417 | 4586174 | 95 | 397398 | 4586298 | 149 | 398600 | 4583712 | 203 | 397737 | 4589339

42 | 402377 | 4586061 | 96 | 397437 | 4586408 | 150 | 401195 | 4585066 | 204 | 398827 | 4583726

43 | 402322 | 4585954 | 97 | 397516 | 4586622 | 151 | 400903 | 4584867 | 205 | 398884 | 4583769

44 | 402254 | 4585856 | 98 | 397815 | 4586824 | 152 | 401503 | 4585446 | 206 | 398611 | 4583863

45 | 402182 | 4585761 | 99 | 397869 | 4586922 | 153 | 401164 | 4585238 | 207 | 397455 | 4586557

46 | 402099 | 4585674 | 100 | 397857 | 4587161 | 154 | 401528 | 4585439 | 208 | 397301 | 4586157

47 | 402004 | 4585600 | 101 | 397775 | 4587386 | 155 | 401733 | 4585417 | 209 | 402807 | 4587061

48 | 401400 | 4585473 | 102 | 397710 | 4587487 | 156 | 401496 | 4585507 | 210 | 402665 | 4587129

49 | 401292 | 4585423 | 103 | 397642 | 4587586 | 157 | 401650 | 4585539 | 211 | 403008 | 4587592

50 | 401199 | 4585353 | 104 | 397561 | 4587674 | 158 | 402587 | 4586529 | 212 | 402914 | 4587613

51 | 400845 | 4584891 | 105 | 397466 | 4587747 | 159 | 402526 | 4586577 | 213 | 403377 | 4592525

52 | 400815 | 4584964 | 106 | 397404 | 4587847 | 160 | 402565 | 4586550 | 214 | 403361 | 4591824

53 | 400723 | 4584967 | 107 | 397358 | 4587958 | 161 | 403844 | 4591312 | 215 | 403367 | 4592272

54 | 400667 | 4584921 | 108 | 397200 | 4588365 | 162 | 402637 | 4592670

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5653 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3307 – ვებგვერდი, 14.07.2023წ.

მუხლი 5². საღამოს ტბის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

1. საღამოს ტბის აღკვეთილი იქმნება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობია 634 ჰექტარი.

2. საღამოს ტბის აღკვეთილი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:

№ | X | Y | № | X | Y | № | X | Y | № | X | Y

1 | 395820 | 4574139 | 36 | 393315 | 4574284 | 71 | 392779 | 4573299 | 106 | 396187 | 4573736

2 | 395888 | 4574719 | 37 | 393568 | 4574075 | 72 | 394719 | 4572467 | 107 | 395828 | 4574114

3 | 396011 | 4574679 | 38 | 393604 | 4574191 | 73 | 394685 | 4572553 | 108 | 395860 | 4574107

4 | 395949 | 4574599 | 39 | 393917 | 4574340 | 74 | 394517 | 4572532 | 109 | 395869 | 4574120

5 | 395925 | 4574513 | 40 | 394053 | 4574339 | 75 | 394580 | 4572272 | 110 | 395844 | 4574152

6 | 395987 | 4574396 | 41 | 394325 | 4574347 | 76 | 394537 | 4572425 | 111 | 395863 | 4574142

7 | 396116 | 4574234 | 42 | 394595 | 4574311 | 77 | 394589 | 4572287 | 112 | 396033 | 4574016

8 | 396080 | 4574132 | 43 | 394867 | 4574299 | 78 | 395113 | 4572626 | 113 | 396020 | 4573983

9 | 396048 | 4574016 | 44 | 395132 | 4574361 | 79 | 395437 | 4572487 | 114 | 396030 | 4573958

10 | 396043 | 4573913 | 45 | 395372 | 4574420 | 80 | 395417 | 4572531 | 115 | 396046 | 4573946

11 | 396128 | 4573817 | 46 | 395503 | 4574453 | 81 | 395352 | 4572508 | 116 | 396080 | 4573877

12 | 396196 | 4573725 | 47 | 395631 | 4574493 | 82 | 395267 | 4572517 | 117 | 396095 | 4573843

13 | 396206 | 4573632 | 48 | 392408 | 4573768 | 83 | 395523 | 4572529 | 118 | 396108 | 4574151

14 | 396229 | 4573513 | 49 | 392823 | 4574367 | 84 | 395562 | 4572509 | 119 | 396113 | 4574198

15 | 396159 | 4573403 | 50 | 392913 | 4574311 | 85 | 395611 | 4572554 | 120 | 396124 | 4574195

16 | 396098 | 4573283 | 51 | 392984 | 4574311 | 86 | 395554 | 4572658 | 121 | 396094 | 4574150

17 | 395692 | 4572670 | 52 | 393342 | 4574176 | 87 | 395720 | 4572655 | 122 | 396062 | 4574094

18 | 395598 | 4572683 | 53 | 393443 | 4574202 | 88 | 395646 | 4572703 | 123 | 396067 | 4574052

19 | 395074 | 4572596 | 54 | 393417 | 4573971 | 89 | 395625 | 4572671 | 124 | 396057 | 4574018

20 | 394951 | 4572536 | 55 | 393519 | 4573967 | 90 | 395757 | 4572705 | 125 | 396025 | 4574326

21 | 394612 | 4572559 | 56 | 393043 | 4574403 | 91 | 395992 | 4573101 | 126 | 396102 | 4574241

22 | 394417 | 4572291 | 57 | 393597 | 4574263 | 92 | 395975 | 4573124 | 127 | 395922 | 4574575

23 | 394287 | 4572276 | 58 | 393711 | 4574323 | 93 | 395990 | 4573115 | 128 | 395980 | 4574595

24 | 393968 | 4572171 | 59 | 393340 | 4572432 | 94 | 396027 | 4573229 | 129 | 395655 | 4574677

25 | 393960 | 4572275 | 60 | 393592 | 4572421 | 95 | 396065 | 4573257 | 130 | 395981 | 4574648

26 | 393739 | 4572317 | 61 | 393640 | 4572446 | 96 | 396141 | 4573349 | 131 | 396054 | 4574352

27 | 393027 | 4572835 | 62 | 393808 | 4572513 | 97 | 396202 | 4573453 | 132 | 395648 | 4574505

28 | 392415 | 4573868 | 63 | 393902 | 4572473 | 98 | 396221 | 4573631 | 133 | 395575 | 4574462

29 | 392385 | 4573999 | 64 | 393856 | 4572363 | 99 | 396225 | 4573654 | 134 | 396097 | 4574294

30 | 392367 | 4574132 | 65 | 393895 | 4572404 | 100 | 396223 | 4573666 | 135 | 395703 | 4574770

31 | 392375 | 4574264 | 66 | 393782 | 4572248 | 101 | 396203 | 4573664 | 136 | 396004 | 4574654

32 | 392490 | 4574334 | 67 | 394004 | 4572031 | 102 | 396203 | 4573649 | 137 | 395215 | 4574354

33 | 392626 | 4574345 | 68 | 394150 | 4572159 | 103 | 396178 | 4573440

34 | 393100 | 4574407 | 69 | 394145 | 4572194 | 104 | 396139 | 4573817

35 | 393210 | 4574361 | 70 | 392796 | 4573247 | 105 | 396192 | 4573743

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5653 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3307 – ვებგვერდი, 14.07.2023წ.

მუხლი 5³. აბულის ტბის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

1. აბულის ტბის აღკვეთილი იქმნება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობია 240 ჰექტარი.

2. აბულის ტბის აღკვეთილი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:

№ | X | Y | № | X | Y | № | X | Y | № | X | Y

1 | 384903 | 4581831 | 14 | 385958 | 4582946 | 27 | 386141 | 4582902 | 40 | 383687 | 4583129

2 | 384844 | 4581952 | 15 | 386210 | 4582845 | 28 | 385804 | 4583005 | 41 | 383727 | 4583078

3 | 384749 | 4582054 | 16 | 385577 | 4581595 | 29 | 385855 | 4582965 | 42 | 383698 | 4583163

4 | 384652 | 4582149 | 17 | 385203 | 4581639 | 30 | 385884 | 4582966 | 43 | 384057 | 4583243

5 | 384560 | 4582254 | 18 | 385066 | 4581643 | 31 | 385920 | 4582943 | 44 | 383986 | 4583243

6 | 384458 | 4582349 | 19 | 386364 | 4582780 | 32 | 385752 | 4583103 | 45 | 384374 | 4583085

7 | 383917 | 4582905 | 20 | 386083 | 4582352 | 33 | 385254 | 4583037 | 46 | 383838 | 4583002

8 | 383750 | 4583187 | 21 | 385884 | 4581720 | 34 | 385231 | 4583023 | 47 | 384084 | 4582737

9 | 383885 | 4583221 | 22 | 385491 | 4581542 | 35 | 385196 | 4583032 | 48 | 384264 | 4582515

10 | 384153 | 4583200 | 23 | 385428 | 4581554 | 36 | 385174 | 4583051 | 49 | 384260 | 4582653

11 | 384274 | 4583131 | 24 | 385255 | 4581654 | 37 | 385013 | 4583089 | 50 | 384363 | 4582411

12 | 384539 | 4583049 | 25 | 385099 | 4581630 | 38 | 384881 | 4583091

13 | 385085 | 4583073 | 26 | 384942 | 4581697 | 39 | 384723 | 4583033

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5653 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3307 – ვებგვერდი, 14.07.2023წ.

მუხლი 6. სულდის ჭაობის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

1. სულდის ჭაობის აღკვეთილი იქმნება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 309,3 ჰექტარს.

2. სულდის ჭაობის აღკვეთილი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:

№ | X | Y | № | X | Y | № | X | Y | № | X | Y

1 | 361624 | 4571512 | 34 | 361879 | 4570740 | 67 | 359766 | 4572798 | 100 | 360336 | 4572188

2 | 361630 | 4571534 | 35 | 361705 | 4570777 | 68 | 359769 | 4572803 | 101 | 360380 | 4572199

3 | 361645 | 4571529 | 36 | 361666 | 4570718 | 69 | 359768 | 4572810 | 102 | 360414 | 4572178

4 | 361663 | 4571543 | 37 | 361804 | 4570584 | 70 | 359757 | 4572818 | 103 | 360435 | 4572182

5 | 361700 | 4571533 | 38 | 361650 | 4570276 | 71 | 359762 | 4572832 | 104 | 360461 | 4572171

6 | 361704 | 4571549 | 39 | 361571 | 4570336 | 72 | 359791 | 4572824 | 105 | 360532 | 4572152

7 | 361718 | 4571544 | 40 | 361298 | 4569975 | 73 | 359793 | 4572814 | 106 | 360556 | 4572118

8 | 361731 | 4571550 | 41 | 361298 | 4569975 | 74 | 359787 | 4572810 | 107 | 360553 | 4572098

9 | 361740 | 4571547 | 42 | 361298 | 4569975 | 75 | 359790 | 4572801 | 108 | 360549 | 4572096

10 | 361763 | 4571550 | 43 | 360862 | 4570444 | 76 | 359788 | 4572794 | 109 | 360548 | 4572093

11 | 361774 | 4571545 | 44 | 360849 | 4570529 | 77 | 359791 | 4572791 | 110 | 360608 | 4572027

12 | 361795 | 4571550 | 45 | 360689 | 4570519 | 78 | 359840 | 4572784 | 111 | 360719 | 4571973

13 | 361796 | 4571565 | 46 | 360518 | 4570678 | 79 | 359850 | 4572784 | 112 | 360723 | 4571857

14 | 361817 | 4571592 | 47 | 360017 | 4571412 | 80 | 359864 | 4572766 | 113 | 360712 | 4571826

15 | 361827 | 4571594 | 48 | 360001 | 4571416 | 81 | 359870 | 4572772 | 114 | 360737 | 4571767

16 | 361834 | 4571613 | 49 | 359903 | 4571848 | 82 | 359896 | 4572730 | 115 | 360734 | 4571729

17 | 361917 | 4571636 | 50 | 359938 | 4571896 | 83 | 359941 | 4572687 | 116 | 360744 | 4571716

18 | 361920 | 4571635 | 51 | 359969 | 4572023 | 84 | 359999 | 4572665 | 117 | 360885 | 4571713

19 | 361933 | 4571648 | 52 | 359910 | 4572194 | 85 | 360147 | 4572490 | 118 | 361013 | 4571649

20 | 361929 | 4571653 | 53 | 359398 | 4572564 | 86 | 360189 | 4572443 | 119 | 361016 | 4571643

21 | 361987 | 4571658 | 54 | 359435 | 4572693 | 87 | 360226 | 4572442 | 120 | 361164 | 4571597

22 | 362219 | 4571618 | 55 | 359251 | 4572765 | 88 | 360241 | 4572431 | 121 | 361169 | 4571593

23 | 362219 | 4571618 | 56 | 359246 | 4572785 | 89 | 360266 | 4572371 | 122 | 361317 | 4571559

24 | 362324 | 4571430 | 57 | 359285 | 4572846 | 90 | 360274 | 4572376 | 123 | 361331 | 4571561

25 | 362324 | 4571413 | 58 | 359431 | 4572851 | 91 | 360289 | 4572367 | 124 | 361343 | 4571555

26 | 362267 | 4571248 | 59 | 359452 | 4572842 | 92 | 360257 | 4572337 | 125 | 361621 | 4571510

27 | 362267 | 4571248 | 60 | 359465 | 4572854 | 93 | 360287 | 4572329

28 | 362192 | 4571280 | 61 | 359500 | 4572865 | 94 | 360321 | 4572347

29 | 362098 | 4571032 | 62 | 359547 | 4572922 | 95 | 360331 | 4572328

30 | 362183 | 4571005 | 63 | 359619 | 4572930 | 96 | 360313 | 4572281

31 | 362077 | 4570731 | 64 | 359680 | 4572904 | 97 | 360312 | 4572258

32 | 361946 | 4570840 | 65 | 359704 | 4572870 | 98 | 360322 | 4572256

33 | 361879 | 4570740 | 66 | 359745 | 4572839 | 99 | 360334 | 4572237

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №383 – ვებგვერდი, 27.03.2013წ.

მუხლი 7. ხანჩალის ტბის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

1. ხანჩალის ტბის აღკვეთილი იქმნება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 727,3 ჰექტარს.

2. ხანჩალის ტბის აღკვეთილი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:

№ | X | Y | № | X | Y | № | X | Y | № | X | Y

1 | 378439 | 4566242 | 28 | 377586 | 4567509 | 55 | 379138 | 4569542 | 82 | 380252 | 4567762

2 | 378402 | 4566275 | 29 | 377562 | 4567534 | 56 | 379147 | 4569463 | 83 | 380210 | 4567435

3 | 378417 | 4566353 | 30 | 377415 | 4567854 | 57 | 379130 | 4569394 | 84 | 380216 | 4567429

4 | 378499 | 4566459 | 31 | 377375 | 4568017 | 58 | 379167 | 4569366 | 85 | 380179 | 4567397

5 | 378625 | 4566515 | 32 | 377262 | 4568099 | 59 | 379258 | 4569396 | 86 | 380154 | 4567416

6 | 378645 | 4566571 | 33 | 377235 | 4568073 | 60 | 379264 | 4569410 | 87 | 380056 | 4567345

7 | 378519 | 4566624 | 34 | 377230 | 4568051 | 61 | 379285 | 4569408 | 88 | 380044 | 4567355

8 | 378301 | 4566637 | 35 | 377146 | 4567976 | 62 | 379315 | 4569425 | 89 | 379964 | 4567389

9 | 378255 | 4566584 | 36 | 377124 | 4567984 | 63 | 379396 | 4569312 | 90 | 379951 | 4567379

10 | 378175 | 4566561 | 37 | 377116 | 4568008 | 64 | 379373 | 4569296 | 91 | 379968 | 4567334

11 | 377961 | 4566797 | 38 | 377167 | 4568120 | 65 | 379420 | 4569230 | 92 | 379948 | 4567231

12 | 377959 | 4566809 | 39 | 377221 | 4568099 | 66 | 379445 | 4569242 | 93 | 379784 | 4567037

13 | 377947 | 4566818 | 40 | 377235 | 4568114 | 67 | 379553 | 4569109 | 94 | 379779 | 4567013

14 | 377932 | 4566821 | 41 | 377077 | 4568227 | 68 | 379763 | 4568718 | 95 | 379470 | 4566684

15 | 377927 | 4566835 | 42 | 376798 | 4568545 | 69 | 379678 | 4568624 | 96 | 379399 | 4566551

16 | 377963 | 4566898 | 43 | 377409 | 4569050 | 70 | 379744 | 4568579 | 97 | 379227 | 4566437

17 | 377963 | 4566924 | 44 | 378434 | 4569805 | 71 | 379762 | 4568590 | 98 | 379176 | 4566445

18 | 377942 | 4566966 | 45 | 378426 | 4569867 | 72 | 379867 | 4568488 | 99 | 379173 | 4566390

19 | 377913 | 4566971 | 46 | 378503 | 4569890 | 73 | 379904 | 4568516 | 100 | 379173 | 4566390

20 | 377857 | 4567024 | 47 | 378483 | 4569826 | 74 | 379981 | 4568406 | 101 | 378984 | 4566417

21 | 377776 | 4567058 | 48 | 378504 | 4569821 | 75 | 379983 | 4568379 | 102 | 378903 | 4566391

22 | 377752 | 4567157 | 49 | 378531 | 4569877 | 76 | 379993 | 4568289 | 103 | 378873 | 4566411

23 | 377687 | 4567253 | 50 | 378584 | 4569863 | 77 | 380100 | 4568191 | 104 | 378864 | 4566401

24 | 377670 | 4567305 | 51 | 378626 | 4569807 | 78 | 380171 | 4568120 | 105 | 378885 | 4566379

25 | 377626 | 4567304 | 52 | 378861 | 4569706 | 79 | 380248 | 4567977 | 106 | 378595 | 4566209

26 | 377604 | 4567407 | 53 | 378939 | 4569687 | 80 | 380253 | 4567971

27 | 377578 | 4567458 | 54 | 379028 | 4569612 | 81 | 380253 | 4567971

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №383 – ვებგვერდი, 27.03.2013წ.

მუხლი 8. ბუღდაშენის ტბის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

1. ბუღდაშენის ტბის აღკვეთილი იქმნება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 119,3 ჰექტარს.

2. ბუღდაშენის ტბის აღკვეთილი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:

№ | X | Y | № | X | Y | № | X | Y | № | X | Y

1 | 389955 | 4562133 | 8 | 389868 | 4561344 | 15 | 389253 | 4561494 | 22 | 388724 | 4562070

2 | 390017 | 4562145 | 9 | 389915 | 4561306 | 16 | 389217 | 4561505 | 23 | 388703 | 4562092

3 | 390289 | 4562032 | 10 | 389852 | 4561242 | 17 | 389212 | 4561581 | 24 | 389325 | 4562565

4 | 390199 | 4561685 | 11 | 389786 | 4561276 | 18 | 389185 | 4561597 | 25 | 389386 | 4562560

5 | 389958 | 4561362 | 12 | 389732 | 4561280 | 19 | 389085 | 4561563 | 26 | 389470 | 4562366

6 | 389860 | 4561437 | 13 | 389685 | 4561313 | 20 | 388802 | 4561809 | 27 | 389622 | 4562319

7 | 389843 | 4561417 | 14 | 389417 | 4561368 | 21 | 388690 | 4562011

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №383 – ვებგვერდი, 27.03.2013წ.

მუხლი 9. მადათაფის ტბის აღკვეთილის მდებარეობა, ფართობი და საზღვრები

1. მადათაფის ტბის აღკვეთილი იქმნება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 1398 ჰექტარს.

2. მადათაფის ტბის აღკვეთილი მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:

№ | X | Y | № | X | Y | № | X | Y | № | X | Y

1 | 396124 | 4561042 | 54 | 399470 | 4559727 | 107 | 400463 | 4558694 | 160 | 396777 | 4558706

2 | 396173 | 4561040 | 55 | 399437 | 4559723 | 108 | 400605 | 4558665 | 161 | 396764 | 4558675

3 | 396227 | 4561028 | 56 | 399444 | 4559760 | 109 | 400610 | 4558653 | 162 | 396718 | 4558660

4 | 396231 | 4561025 | 57 | 399454 | 4559783 | 110 | 400577 | 4558619 | 163 | 396657 | 4558689

5 | 396268 | 4561074 | 58 | 399430 | 4559777 | 111 | 400455 | 4558069 | 164 | 396644 | 4558690

6 | 396288 | 4561153 | 59 | 399377 | 4559745 | 112 | 400171 | 4557551 | 165 | 396621 | 4558721

7 | 396314 | 4561205 | 60 | 399360 | 4559756 | 113 | 400084 | 4557507 | 166 | 396594 | 4558732

8 | 396289 | 4561222 | 61 | 399326 | 4559786 | 114 | 399939 | 4557471 | 167 | 396580 | 4558716

9 | 396288 | 4561224 | 62 | 399316 | 4559787 | 115 | 399585 | 4557567 | 168 | 396582 | 4558702

10 | 396313 | 4561237 | 63 | 399289 | 4559754 | 116 | 399460 | 4557422 | 169 | 396602 | 4558687

11 | 396383 | 4561367 | 64 | 399267 | 4559744 | 117 | 399361 | 4557431 | 170 | 396612 | 4558668

12 | 396362 | 4561388 | 65 | 399266 | 4559719 | 118 | 399309 | 4557446 | 171 | 396649 | 4558575

13 | 396321 | 4561391 | 66 | 399310 | 4559677 | 119 | 399308 | 4557418 | 172 | 396594 | 4558514

14 | 396255 | 4561437 | 67 | 399223 | 4559651 | 120 | 399232 | 4557325 | 173 | 396585 | 4558514

15 | 396244 | 4561428 | 68 | 399140 | 4559463 | 121 | 399228 | 4557329 | 174 | 396433 | 4558617

16 | 396283 | 4561523 | 69 | 399130 | 4559338 | 122 | 399212 | 4557316 | 175 | 396338 | 4558661

17 | 396677 | 4562289 | 70 | 399066 | 4559279 | 123 | 399193 | 4557329 | 176 | 396276 | 4558631

18 | 396677 | 4562289 | 71 | 399039 | 4559278 | 124 | 399162 | 4557302 | 177 | 396258 | 4558614

19 | 396937 | 4562300 | 72 | 399052 | 4559236 | 125 | 399169 | 4557295 | 178 | 396193 | 4558618

20 | 397004 | 4562323 | 73 | 399087 | 4559239 | 126 | 399140 | 4557268 | 179 | 396193 | 4558618

21 | 397091 | 4562437 | 74 | 399154 | 4559291 | 127 | 399132 | 4557276 | 180 | 396027 | 4558931

22 | 397279 | 4562342 | 75 | 399202 | 4559266 | 128 | 399064 | 4557231 | 181 | 396038 | 4558936

23 | 397409 | 4562393 | 76 | 399223 | 4559199 | 129 | 398892 | 4557332 | 182 | 396033 | 4558946

24 | 398313 | 4561792 | 77 | 399794 | 4558720 | 130 | 398899 | 4557364 | 183 | 396018 | 4558949

25 | 398193 | 4561644 | 78 | 399847 | 4558707 | 131 | 398741 | 4557511 | 184 | 395620 | 4559668

26 | 398293 | 4561552 | 79 | 399891 | 4558737 | 132 | 398702 | 4557558 | 185 | 395622 | 4559681

27 | 398649 | 4561556 | 80 | 399969 | 4558744 | 133 | 398434 | 4557568 | 186 | 395617 | 4559688

28 | 398960 | 4561175 | 81 | 399908 | 4558810 | 134 | 398360 | 4557618 | 187 | 395611 | 4559684

29 | 399025 | 4560564 | 82 | 399924 | 4558864 | 135 | 398303 | 4557727 | 188 | 395525 | 4559825

30 | 398950 | 4560389 | 83 | 399943 | 4558861 | 136 | 398045 | 4557823 | 189 | 395097 | 4560313

31 | 398850 | 4560339 | 84 | 399946 | 4558871 | 137 | 397838 | 4557908 | 190 | 395098 | 4560328

32 | 398519 | 4560439 | 85 | 399926 | 4558886 | 138 | 397806 | 4557906 | 191 | 395091 | 4560334

33 | 398479 | 4560078 | 86 | 399932 | 4558901 | 139 | 397687 | 4557963 | 192 | 395084 | 4560328

34 | 398684 | 4559753 | 87 | 399984 | 4558929 | 140 | 397512 | 4558220 | 193 | 395014 | 4560402

35 | 398746 | 4559742 | 88 | 399985 | 4558944 | 141 | 397478 | 4558209 | 194 | 395004 | 4560394

36 | 399446 | 4560212 | 89 | 399954 | 4558953 | 142 | 397391 | 4558338 | 195 | 394895 | 4560503

37 | 399591 | 4560128 | 90 | 399934 | 4558980 | 143 | 397335 | 4558343 | 196 | 394865 | 4560513

38 | 399462 | 4559957 | 91 | 399940 | 4559001 | 144 | 397255 | 4558488 | 197 | 394872 | 4560541

39 | 399582 | 4559852 | 92 | 399966 | 4559019 | 145 | 397241 | 4558553 | 198 | 395169 | 4560538

40 | 399582 | 4559808 | 93 | 399956 | 4559042 | 146 | 397221 | 4558553 | 199 | 395438 | 4560438

41 | 399561 | 4559797 | 94 | 400011 | 4559070 | 147 | 397195 | 4558602 | 200 | 395455 | 4560418

42 | 399549 | 4559799 | 95 | 400000 | 4559086 | 148 | 397193 | 4558651 | 201 | 395534 | 4560407

43 | 399545 | 4559795 | 96 | 399985 | 4559091 | 149 | 397145 | 4558673 | 202 | 395608 | 4560594

44 | 399535 | 4559798 | 97 | 399972 | 4559110 | 150 | 397108 | 4558701 | 203 | 396103 | 4560902

45 | 399527 | 4559791 | 98 | 399984 | 4559126 | 151 | 397006 | 4558713 | 204 | 397776 | 4561301

46 | 399507 | 4559805 | 99 | 400009 | 4559131 | 152 | 396937 | 4558779 | 205 | 397850 | 4561405

47 | 399496 | 4559799 | 100 | 400038 | 4559089 | 153 | 396909 | 4558848 | 206 | 397832 | 4561413

48 | 399496 | 4559787 | 101 | 400059 | 4559094 | 154 | 396877 | 4558846 | 207 | 397765 | 4561307

49 | 399504 | 4559780 | 102 | 400086 | 4559129 | 155 | 396847 | 4558801

50 | 399491 | 4559759 | 103 | 400104 | 4559159 | 156 | 396821 | 4558792

51 | 399488 | 4559738 | 104 | 400108 | 4559157 | 157 | 396794 | 4558808

52 | 399481 | 4559735 | 105 | 400124 | 4559023 | 158 | 396779 | 4558803

53 | 399477 | 4559737 | 106 | 400290 | 4558840 | 159 | 396768 | 4558760

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №383 – ვებგვერდი, 27.03.2013წ.

მუხლი 9¹. ჯავახეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) მდებარეობა

ჯავახეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა) მოიცავს შემდეგ დასახლებულ პუნქტებს:

ა) ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლები:

ა.ა) სულდა;

ა.ბ) კარწახი;

ა.გ) ბოზალი;

ა.დ) დადეში;

ა.ე) მიასნიკიანი;

ა.ვ) ფილიპოვკა;

ბ) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლები:

ბ.ა) პატარა ხანჩალი;

ბ.ბ) ჟდანოვი;

ბ.გ) ეფრემოვკა;

ბ.დ) სამება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №383 – ვებგვერდი, 27.03.2013წ.

მუხლი 10. ჯავახეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმი

1. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობა, მათი დაცვისა და გამოყენების რეჟიმი (მათ შორის, დაცული ტერიტორიების ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზება − ზონირება) განისაზღვრება ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად.

2. (ამოღებულია – 22.03.2013, №383).

3. ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ფარგლებში მოქცეულ სასაზღვრო ზონასა და ზოლში სამეურნეო საქმიანობა ხორციელდება „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დადგენილი სასაზღვრო ზონისა და ზოლის რეჟიმის შესაბამისად.

4. ჯავახეთის დაცული ტერიტორიებისათვის მიკუთვნებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები გასხვისებას არ ექვემდებარება.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №383 – ვებგვერდი, 27.03.2013წ.

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5653 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

მუხლი 11. ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მართვა

1. ამ კანონის მე-3 მუხლის „ა“−„ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაცული ტერიტორიების მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ კანონის მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაცული ტერიტორიის მართვას ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (2)

საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5653 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6927 - ვებგვერდი, 28.07.2020წ.

მუხლი 12. ქონებრივი ურთიერთობები, სასარგებლო წიაღისეულითა და სხვა ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასთან დაკავშირებული ურთიერთობები ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე

ეს კანონი არ ვრცელდება ამავე კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ:

ა) ქონებრივ ურთიერთობებზე (მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვის, უზუფრუქტის, აღნაგობის, ქირავნობის, გაცვლის, გაჩუქების, მემკვიდრეობით გადაცემის, იპოთეკისა და იჯარით გაცემის შემთხვევაში არსებულ ურთიერთობათა ჩათვლით);

ბ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე;

გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადებული ხელშეკრულებებით ან/და გაცემული ლიცენზიებით განსაზღვრულ ურთიერთობებზე.

ბმული ამ მუხლზე

მუხლი 13. გარდამავალი დებულებანი

1. 2016 წლის 1 ივნისამდე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრული კატეგორია არ ვრცელდება ჯავახეთის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შემავალ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობია 13,2 ჰექტარი და რომელიც მოიცავს შემდეგ გეოგრაფიულ კოორდინატებს:

№ | X | Y | № | X | Y | № | X | Y | № | X | Y

1 | 357402 | 4563243 | 16 | 357365 | 4562697 | 31 | 357281 | 4562141 | 46 | 357637 | 4561748

2 | 357315 | 4563177 | 17 | 357336 | 4562707 | 32 | 357246 | 4562131 | 47 | 357269 | 4561508

3 | 357204 | 4563356 | 18 | 357342 | 4562672 | 33 | 357247 | 4562109 | 48 | 357334 | 4561507

4 | 357152 | 4563270 | 19 | 357141 | 4562612 | 34 | 357277 | 4562097 | 49 | 357203 | 4561440

5 | 357362 | 4563155 | 20 | 357194 | 4562604 | 35 | 357053 | 4561928 | 50 | 357120 | 4561334

6 | 357359 | 4563076 | 21 | 357134 | 4562546 | 36 | 357098 | 4561929 | 51 | 357116 | 4561370

7 | 357294 | 4563053 | 22 | 357189 | 4562543 | 37 | 357068 | 4561868 | 52 | 357087 | 4561351

8 | 357316 | 4562996 | 23 | 357252 | 4562461 | 38 | 357107 | 4561887 | 53 | 356897 | 4561213

9 | 357284 | 4562981 | 24 | 357310 | 4562457 | 39 | 357285 | 4561826 | 54 | 356873 | 4561235

10 | 357324 | 4562918 | 25 | 357251 | 4562403 | 40 | 357275 | 4561798 | 55 | 356861 | 4561197

11 | 357288 | 4562932 | 26 | 357308 | 4562403 | 41 | 357337 | 4561786 | 56 | 356892 | 4561200

12 | 357343 | 4562759 | 27 | 357108 | 4562314 | 42 | 357338 | 4561816 | 57 | 356930 | 4561050

13 | 357376 | 4562754 | 28 | 357155 | 4562308 | 43 | 357667 | 4561804 | 58 | 356959 | 4561057

14 | 357347 | 4562735 | 29 | 357101 | 4562254 | 44 | 357629 | 4561775

15 | 357375 | 4562726 | 30 | 357151 | 4562251 | 45 | 357685 | 4561744

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერიტორია 2016 წლის 1 ივნისამდე სამართავად გადაეცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერიტორია გასცეს მხოლოდ დროებით სარგებლობაში (სასყიდლით ან უსასყიდლოდ). ამ ტერიტორიით სარგებლობის ვადად განისაზღვროს პერიოდი 2016 წლის 1 ივნისამდე.

ბმული ამ მუხლზე
ცვლილებები ამ მუხლში (1)

საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №383 – ვებგვერდი, 27.03.2013წ.

მუხლი 14. დასკვნითი დებულებანი

1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 28 ოქტომბრის №794 დადგენილება „ჯავახეთის ზეგანზე მდებარე განსაკუთრებული ეკოლოგიური მნიშვნელობის მქონე წყალსატევების დაცვის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2011 წლის 22 მარტი.

№4459–Iს

ბმული ამ მუხლზე

წყარო: სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“. ტექსტი უცვლელადაა გადმოტანილი და ბოლოს შემოწმდა 22 ნოემბერი, 2026; იურიდიული ძალა აქვს მხოლოდ „მაცნეზე“ გამოქვეყნებულ ტექსტს. AI ასისტენტის პასუხი კანონის ტექსტის განმარტებაა და არ არის იურიდიული კონსულტაცია.