ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

La Roma-მ ნ'დიკას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა

სერია A-ს 32-ე ტურში "უდინეზესა" და "რომას" მატჩის 72-ე წუთზე სტუმართა გუნდის მცველი ევან ნ'დიკა გაზონზე დაეცა, მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო.
La Roma-ს ცნობით, 24 წლის კოტ-დ'ივუარელს გულის შეტევა ჰქონდა, გონება არ დაუკარგავს, პირველადი გამოკვლევა გასახდელში ჩაუტარეს, დეფიბრილატორის გამოყენება საჭირო არ გახდა, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარების მანქანით უდინეს სანტა მარიას საავადმყოფოში გადაიყვანეს.
საბედნიეროდ ინფარქტი არ მიუღია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა სამკურნალოდ საავადმყოფოში დატოვეს. თავად ნ'დიკამ სოციალურ ქსელში სურათი გამოაქვეყნა, ყველას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და დაწერა, რომ
თავს უკეთ გრძნობს.
"რომა" მთელი შემადგენლობით კლინიკაში იმყოფებოდა, გუნდის მწვრთნელმა დანიელე დე როსიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ევანი კარგადაა და რამდენიმე დღე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. გუნდი გვიან საღამოს დედაქალაქში დაბრუნდა.
ნ'დიკა "რომაში" გასული წლის ზაფხულში "აინტრახტიდან" გადავიდა, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 28 მატჩში 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 23 მილიონი ევროა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.