არქივი30 დეკემბერი, 2023, 18:56
la Repubblica: ეს კვარაცხელიაზე ნადირობა და მსაჯების დანაშაულებრივი უმოქმედობაა
იტალიის ყველაზე მაღალტირაჟიანი გაზეთის "რეპუბლიკას" ჟურნალისტი მარკო აზი "მონცას" ფეხბურთელების მიერ "ნაპოლისთან" მატჩისას ხვიჩა კვარაცხელიაზე უხეშობას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ქართველზე ნადირობენ და მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელები თამაშისას "გაყვითლებულ" ფეხბურთელებს ცვლიან:
"კვარაცხელიაზე ნადირობა და პროვოკაციები მეტოქის მწვრთნელის 5 სპეციალური ცვლილების გამოყენებით და მსაჯების დანაშაულებრივი უმოქმედობით სისტემატურ ხასიათს იძენს. ეს მავნებლობაა არა მარტო "ნაპოლის", არამედ სერია A-ს მიმართ".
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.