ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Juventus Academy Tsalenjikha-ს მოწვევით, 29 მაისს საქართველოს ფრანგი ფეხბურთელი, დავიდ ტრეზეგე ეწვევა

Juventus Academy Tsalenjikha-ს მოწვევით, 29 მაისს საქართველოს ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი, დავიდ ტრეზეგე ეწვევა. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი 30 მაისს, წალენჯიხაში „იუვენტუსის“ აკადემიის გახსნის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.
Juventus Academy Tsalenjikha-ს ინფორმაციით, ტრეზეგეს ვიზიტი 31 მაისს თბილისში გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია რამდენიმე აქტივობა, მათ შორის „იუვენტუსის" "ფან-კლუბის" წევრებთან შეხვედრა.
„იმავე დღეს, „იუვენტუსის" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი საქართველოში აკადემიის ფუნქციონირების მიზნებსა და სხვა საინტერესო თემებზე მედიასთან, პრესკონფერენციის ფორმატში ისაუბრებს.
დაელოდეთ მეტ სიახლეს ჩვენი გვერდის საშუალებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.