Italgas-სა და 2i Rete Gas-ს შორის გარიგება ევროპაში გაზის უმსხვილეს დისტრიბუტორს შექმნის

იტალიური გაზის კომპანია Italgas-მა გამოაცხადა უფრო მცირე კონკურენტი 2i Rete Gas-ის შეძენა 5,3 მილიარდ ევროდ, ვალის ჩათვლით, F2i SGR S.p.A-სგან და Finavias–ისგან.
როგორც Italgas-ის პრესრელიზშია ნათქვამი, გარიგება უნდა დაიხუროს 2025 წლის პირველ ნახევარში, როდესაც ის დამტკიცდება მარეგულირებლების მიერ.
კომპანიების გაერთიანება გამოიწვევს ევროპის უმსხვილესი გაზის გამანაწილებელი ქსელის ოპერატორის შექმნას, რომლის სიგრძე 155 ათასი კილომეტრი იქნება.
Italgas ამჟამად გაზის წამყვანი დისტრიბუტორია იტალიასა და საბერძნეთში, რომელიც ემსახურება თითქმის 8 მილიონ მომხმარებელს. 2i Rete Gas მეორე ადგილზეა იტალიის ბაზარზე, დაახლოებით 4,9 მილიონი აბონენტით.
Italgas-მა ასევე გამოაქვეყნა განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც მისი ინვესტიციები 2024-2030 წლებში. 15,6 მილიარდ ევროს შეადგენს. კომპანია ამ პერიოდისთვის წმინდა მოგების ორნიშნა ზრდას პროგნოზირებს.
interfax
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.