არქივი13 დეკემბერი, 2024, 18:07
IT, HR, ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებულმა მსვლელობამ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე გადაინაცვლა

IT, HR, ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-სა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებულმა მსვლელობამ ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე გადაინაცვლა.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „საქართველო“, „გაიფიცე“.
ასევე მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი.
აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეთა მსვლელობის საბოლოო ლოკაცია საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია იქნება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.