ISW: რუსეთმა უკრაინაში კონვენციით აკრძალული ქიმიური იარაღი გამოიყენა

რუსულმა ძალებმა უკრაინელების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რაც საერთაშორისო კონვენციის დარღვევას წარმოადგენს, იტყობინება „ომის შესწავლის ინსტიტუტი“ [ISW].
23 დეკემბრის ანგარიშში ISW წერს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მიზანმიმართულად მოხდა რუსული შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ქვეითების 810-ე ბრიგადის მიერ. ანალიტიკოსების ცნობით, ამის დასტურია თავად ბრიგადის ტელეგრამ-არხში გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც „ტაქტიკის რადიკალურ ცვლილებაზეა“ საუბარი. ამავე არხში გამოქვეყნებულია ვიდეო, რომელზეც დრონიდან უკრაინელთა პოზიციაზე ყუმბარის ჩაგდებას ასახავს.
ISW-ის ანალიტიკოსების განცხადებით, ვიდეოზე, როგორც ჩანს, ნაჩვენებია K-51 ტიპის აეროზოლის ყუმბარის გამოყენება, რომელიც შეიცავს ქლორბენზალმალონდინიტრილს, ანუ ცრემლსადენ გაზს, რომლის გამოყენებაც იკრძალება კონვენციით ქიმიური იარაღის შესახებ. რუსეთი ამ კონვენციის ხელმომწერია.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ იგივე იარაღი უკრაინელთა წინააღმდეგ რუსეთმა 2022-ის ნოემბერშიც გამოიყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა