ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ISFED: სასამართლოებმა ძალაში დატოვეს ცესკოს დადგენილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება იზღუდება

ISFED: სასამართლოებმა ძალაში დატოვეს ცესკოს დადგენილება, რომლითაც არჩევნებზე დაკვირვება იზღუდება

თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ძალაში დატოვეს ცესკოს მიერ მიღებული დადგენილება, რომელიც არსებითად ზღუდავს არჩევნებზე დაკვირვებას – ამის შესახებ ინფორმაციას “სამართლიანი არჩევნები” ავრცელებს.
კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ” დადგენილებაში ცესკოს მიერ შეტანილი ცვლილებებით კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირთათვის, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებისათვის სრულად აიკრძალა ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა. ასეთ აკრძალვას საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს, რითაც ეს ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოდის კანონთან. მსგავსმა შეზღუდვამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაართულოს ე.წ. „კარუსელის” სქემების, მრავალჯერადი, ყალბი ან არასათანადო დოკუმენტით ხმის მიცემის შემთხვევების იდენტიფიცირება. 4 აპრილს „სამართლიანმა არჩევნებმა” სადავო დადგენილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა, სადაც ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. 8 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლომაც არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. „სამართლიანი არჩევნები” ცესკოს მოუწოდებს, რომ გააუქმოს დადგენილებით მიღებული პრობლემური ცვლილებები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.