ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

IRI-ს კვლევა: 86% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ჯამში გამოკითხული მოსახლეობის 86% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. ამის წინააღმდეგია 9%, ხოლო 5% აცხადებს, რომ არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.
ამასთან, მოქალაქეებს, ვინც EU-ში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი, დაუსვეს კითხვა, მაინც დაუჭერენ თუ არა მხარს, თუ ეს რუსეთთან სავაჭრო კავშირების გაწყვეტას ნიშნავს - 55%-მა თქვა, რომ მხარდაჭერა უცვლელია, 19%-მა განაცხადა, რომ კვლავ დაუჭერს, თუმცა გარკვეულწილად ნაკლებად; 9%-ის თქმით, ამ ფაქტორის გათვალისწინებით, გარკვეულწილად ეწინააღმდეგება, ხოლო 8%-ის თქმით, მკაცრად ეწინააღმდეგება. ამასთან, 9%-მა უარი თქვა პასუხზე ან აღნიშნა, რომ არ იცის.
გარდა ამისა, გამოკითხული მოსახლეობის 51% ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად ევროკავშირს ასახელებს. 32% - აშშ-ს; 19% - აზერბაიჯანს; 17% - თურქეთს, ხოლო 9% სომხეთს.
საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორად კი ევროკავშირს გამოკითხული მოსახლეობის 43% მიიჩნევს, 31% - აშშ-ს; 28% - თურქეთს; 24% - აზერბაიჯანს; 16% - რუსეთს; 12% - უკრაინას.
რაც შეეხება NATO-ში გაწევრიანებას, მისი მომხრეა გამოკითხული მოსახლეობის 79%. 16% ამის წინააღმდეგია, ხოლო 6%-მა არ იცის ან უარს ამბობს პასუხზე.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.