IRI: მოსახლეობის 77% თვლის, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხე რუსეთია
მოსახლეობის 77% თვლის, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხე რუსეთია. ამის შესახებ IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) კვლევაშია საუბარი. კითხვაზე, რომელი სახელმწიფოები ქმნიან ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:
· რუსეთი - 77%;
· თურქეთი - 12%;
· აშშ - 9%;
· ირანი - 6%;
· ჩინეთი - 4%.
· სომხეთი - 4%;
· აზერბაიჯანი - 4%;
· უკრაინა - 3%.
აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა ან უპასუხა "არ ვიცი" გამოკითხულთა 9%-მა. ამავე შეკითხვაზე შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის გაცემა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი ყველაზე დიდი ეკონომიკური საფრთხეა მოსახლეობის 69%-ისთვის. კითხვაზე, თუ რომელი სახელმწიფოები ქმნიან ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:
· რუსეთი - 69%;
· თურქეთი - 11%;
· აშშ - 6%;
· ჩინეთი - 5%;
· უკრაინა - 3%;
· ირანი - 3%;
· აზერბაიჯანი - 2%;
· ევროკავშირი - 2%.
აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა ან უპასუხა "არ ვიცი" გამოკითხულთა 16%-მა. ამ შეკითხვაზეც შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის გაცემა.
ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტობრამდე პერიოდში პირდაპირი გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული, ჯამში, საქართველოს 1 200 მოქალაქე გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 2.5%-ია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.