არქივი23 დეკემბერი, 2024, 21:40
IRI-ის პრეზიდენტი - ხელისუფლების ლეგიტიმურობის მიმართ ქართველი ხალხის ნდობის აღდგენა მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია

ხელისუფლების ლეგიტიმურობის მიმართ ქართველი ხალხის ნდობის აღდგენა მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია, - ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) პრეზიდენტი, დენიელ ტვინინგი სოციალურ ქსელში წერს.
ტვინინგი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს „სამწუხარო თავს“ უწოდებს.
„საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები მოქალაქეების თვალში სარწმუნო არ ყოფილა და ქვეყნის მიერ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში სამწუხარო თავს აღნიშნავს. ხელისუფლების ლეგიტიმურობის მიმართ ქართველი ხალხის ნდობის აღდგენა მხოლოდ ახალ არჩევნებს შეუძლია“, - წერს დენიელ ტვინინგი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.