ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

IRI-ის პრეზიდენტი: ხარვეზებიანი არჩევნები EU-ში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის

IRI-ის პრეზიდენტი: ხარვეზებიანი არჩევნები EU-ში გაწევრიანებას შეუძლებელს ხდის

IRI-ის პრეზიდენტი, დენიელ ტვინინგი ამერიკელი სენატორის, როჯერ უიკერის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც სენატორმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს "ფარსი" უწოდა.

"ძლიერი სენატორის ძლიერი სიტყვებია. იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება მიხვდება, რა დევს სასწორზე - რადგან ქართველების 90%-ს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, რასაც ასეთი ხარვეზიანი არჩევნები შეუძლებელს ხდის", - წერს ტვინინგი X-ზე.
***
31 ოქტომბერს, რესპუბლიკელმა სენატორმა როჯერ უიკერმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით თქვა, რომ ხალხმა ღირსეული და კანონიერი პროცესის ნაცვლად ფარსი მიიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.