ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 40% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, “ქართულ ოცნებას” - 29%

გამოკითხულთა 40% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას,” 29% - “ქართულ ოცნებას”, ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარეობს.
კერძოდ, კითხვაზე, რომელ პარტიებს არ დაუჭერს ხმას არავითარ შემთხვევაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
გამოკითხულთა 40% არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას,” , 29 - “ქართულ ოცნებას”, 18% - “გირჩსა და დროას”, 16% - “გირჩს”, 13% - “ევროპულ საქართველოს”, 12% - “კონსერვატიულ მოძრაობა - ალტ-ინფოს”, 11% - “ლეიბორისტულ პარტიას”, 10% - “ლელოს”, „სტრატეგია აღმაშენებელს“ 9%, „პატრიოტთა ალიანსს“ - 9 %, „საქართველოსთვის“ - 8%, „მოქალაქეები“ 6%, „ხალხის ძალა“ 4 %, „ხალხისთვის“ 2%.
გამოკითხულთა 8%-მა განაცხადა, რომ არც ერთს, 12% - არ იცის და 5%-მა უარი განაცხადა პასუხზე. სულ 3 პასუხამდე იყო დაშვებული.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.