ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად პრობლემებად უმუშევრობას, ცხოვრების ღირებულებას, მაღალ ფასებსა და სხვა ეკონომიკურ პრობლემებს ასახელებს.
გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის წინაშე არსებულ პრობლემებზე საუბრისას ქართველების 37%-მა უმუშევრობა პირველ პასუხად დაასახელა (კიდევ 18%-მა მეორე პასუხად). 17%-მა პირველ პასუხად ცხოვრების ღირებულება და მაღალი ფასები დაასახელა (22%-მა მეორე პასუხად). სხვა ზოგადი ეკონომიკური პრობლემები ჯამურად 16%-მა დაასახელმა, ხოლო სიღარიბე - 13%-მა.
შემდეგ მოდის განათლება (ჯამში 8%), პოლიტიკური პოლარიზაცია (ჯამში 5%), გარე კონფლიქტები და ომი (ჯამში 5%), ჯანდაცვა (ჯამში 5%), დაუცველობა (ჯამში 5%), ახლანდელი მთავრობა (ჯამში 4%) და შიდა კონფლიქტები (ჯამში 4%).

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.